ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020868
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
553
16/11/2018
ვებგვერდი, 20/11/2018
300160070.10.003.020868
ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2018 - 09/08/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №553

2018 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  დამტკიცდეს თანდართული  ტექნიკური რეგლამენტი – „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის  1  იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე




       ტექნიკური ტეგლამენტი ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური რეგლამენტი – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურები (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) არეგულირებს ბოსტნეულის და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა), და სარგავი (მათ შორის საძირე და სანამყენე) მასალის (შემდგომში – მასალა) ბაზარზე განთავსების პროცედურებს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ბიზნესოპერატორის მიერ ადგილობრივ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ მასალაზე.

3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება სათესლე მასალაზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გასამრავლებელი მასალა – მცენარის ცალკეული ნაწილები და მთლიანად მცენარეული მასალა, მათ შორის საძირეები, რომლებიც განკუთვნილია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გამრავლებისა და წარმოებისთვის;

ბ) სარგავი მასალა – მცენარე და მისი ვეგეტატიური ნაწილები, რომლებიც მოიცავს აგრეთვე სამყნობ კომპონენტებს და ნამყენ ჩითილებს და რომლებიც განკუთვნილია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოებისათვის;

გ) ლაბორატორია – ეროვნული ან/და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს გამოკვლევებს და სათანადო დიაგნოსტიკას, რაც ბიზნესოპერატორს აძლევს მასალის სიჯანსაღის შემოწმების საშუალებას;

დ) საწარმო – მასალის წარმოებისა და დასაწყობების/შენახვის ადგილი;

ე) კრიტიკული წერტილი – ეტაპი, რომელზეც შესაძლებელია მასალაზე შიდა საწარმოო კონტროლის გამოყენება, ფიტოსანიტარიული რისკის თავიდან ასაცილებლად, ან აღმოსაფხვრელად;

ვ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 3. მასალისადმი დაწესებული მოთხოვნები

1. ქვეყნის ტერიტორიაზე  წარმოებული  და  ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში „მასალის გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი“ ჩამოთვლილი მასალის  სახეობებისა და გვარებისთვის განკუთვნილი მასალა,  უნდა აკმაყოფილებდეს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული და ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი მასალა, თავისუფალი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში „მასალის მავნე ორგანიზმების ნუსხა“ ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებისაგან და უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, მასალა ვიზუალური დათვალიერებისას თავისუფალი უნდა იყოს მავნე ორგანიზმებისგან.

4. ნებისმიერი მასალა, რომელზეც გამოვლინდება მავნე ორგანიზმის სიმპტომები, მაშინვე უნდა დამუშავდეს მცენარეთა დაცვის შესაბამისი საშუალებებით, ან განადგურდეს.

5. ხახვის (შალოტი) და ნივრის შემთხვევაში მასალა მიღებული უნდა იყოს უშუალოდ იმ მასალისგან, რომელიც კულტურის ზრდის პროცესში შემოწმდა და მიჩნეულ იქნა, როგორც ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში  ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმების, ან მათი სიმპტომებისაგან თავისუფალი.

6. მასალა გვარების ან სახეობების მხრივ უნდა იყოს იდენტური და სუფთა, აგრეთვე უნდა ჰქონდეს ჯიშობრივი იდენტურობა და სისუფთავე.

მუხლი 4. ბიზნესოპერატორის ფლება-მოვალეობები

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მასალის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების ყველა ეტაპზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ბიზნესოპერატორის მიერ, უნდა განხორციელდეს:

ა) კრიტიკული წერტილების იდენტიფიცირება წარმოების პროცესში გამოყენებული მეთოდების საფუძველზე;

ბ) კრიტიკული წერტილების მონიტორინგის ან შემოწმების მეთოდების დადგენა და განხორციელება;

გ) სათანადო ზომები, რათა გარანტირებული იყოს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით და ამ ტექნიკური რეგლმენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია აიღოს ნიმუშები ლაბორატორიაში გამოკვლევის ჩასატარებლად.

3. ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, ასევე მასალის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების შესახებ მონაცემების ჩანაწერები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის. აღნიშნული ჩანაწერები უნდა ინახებოდეს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე. ხოლო ის ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს მხოლოდ იმ მასალის დისტრიბუციას, რომელიც წარმოებული და შეფუთულია დასაწყობების ადგილას, რომელიც არ არის მის საკუთრებაში, ვალდებულია შეინახოს მხოლოდ მონაცემები, აღნიშნული მასალის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

4. თუ ბიზნესოპერატორის მიერ გამოვლინდება საქართველოსთვის საკარნტინო მავნე ორგანიზმის არსებობა, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სააგენტოს და მისგან მიიღოს მითითებები გასატარებელი ფიტოსანიტარიული ზომების თაობაზე. ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს მასალაზე მავნე ორგანიზმის აღმოჩენის ყველა შემთხვევის და გატარებული ყველა ფიტოსანიტარიული ზომების აღრიცხვა.

5. ბიზნესოპერატორის ხელთ არსებული მასალის თანმხლები დოკუმენტი, შესაბამოსობაში უნდა იყოს მასალასთან, არ უნდა იყოს მანამდე გამოყენებული, დაბეჭდილი იყოს ქართულ ენაზე და შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) მცენარის საყოველთაოდ მიღებული დასახელების, ან მასალის მცენარის პასპორტის არსებობის შემთხვევაში მისი ბოტანიკური დასახელების შესახებ;

ბ) მწარმოებელი ქვეყნის კოდის შესახებ;

გ) ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ;

დ) ბიზნესოპერატორის დასახელების შესახებ;

ე) ინდივიდუალური სერიული, კვირის ან პარტიის ნომრის შესახებ;

ვ) ბიზნესოპერატორზე დოკუმენტის გაცემის თარიღის შესახებ;

ზ) სერტიფიცირებული თესლიდან მიღებული მცენარეების შემთხვევაში – თესლის პარტიის ნომრის შესახებ, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარედგინოს სააგენტოს;

თ) ჯიშის/ჰიბრიდის დასახელების, საძირის დასახელებისა ან მისი აღწერის შესახებ;

ი) რაოდენობის შესახებ;

კ) იმპორტის შემთხვევაში, მასალის მწარმოებელი ქვეყნის დასახელების შესახებ. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მასალის თანმხლებ დოკუმენტში;

ლ) მცენარის პასპორტის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მასალას თან ახლავს მცენარის პასპორტი).

6. თუ მასალას თან ახლავს მცენარის პასპორტი, ბიზნესოპერატორს სურვილისამებრ უფლება აქვს აღნიშნული მცენარის პასპორტი თან დაურთოს მასალის თანმხლებ დოკუმენტებს.

მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილებები

1. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგიტრირებული ბიზნესოპერატორის აღიარებას მას შემდეგ, რაც ის დარწმუნდება, რომ ბიზნესოპერატორის მიერ გამოყენებული წარმოების მეთოდები, საწარმო/საწარმოები და მის მიერ განხორციელებული საქმიანობა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. თუ ბიზნესოპერატორი გადაწყვეტს საქმიანობის შეცვლას, სააგენტოს მიერ უნდა მოხდეს ბიზნესოპერატორის ელექტრონულ მონაცემთა განახლება.

2. სააგენტომ, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის შემოწმება იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად სრულდება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები.

3. სააგენტომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის და საწარმოს/საწარმოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ სრულდება, სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებს შესაბამის ზომებს.

მუხლი 6. მასალის ბაზარზე განთავსება

1. მასალის ბაზარზე განთავსება შეუძლია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ და აღიარებულ ბიზნესოპერატორს, თუ მის მიერ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი მასალა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მასალაზე, რომელიც განკუთვნილია ცდის, სამეცნიერო-კვლევითი და სელექციური საქმიანობისათვის ან გენეტიკური მრავალფეროვნების შესანარჩუნებელი ღონისძიებებისთვის.

3. მასალის ბაზარზე განთავსება დასაშვებია პარტიებად, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი. მასალას თან უნდა ახლდეს მასალის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. საცალო ვაჭრობის განხორციელებისას მასალის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს მხოლოდ მასალის შესახებ შესაბამის ინფორმაციას.

5. მასალა, რომელიც არ არის მითითებული ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ში, არ დაიშვება ბაზარზე განსათავსებლად.

მუხლი 7. მასალის შენახვისადმი დაწესებული მოთხოვნები

1. მასალა ზრდის პროცესში და სადედე მასალისგან მოშორების დროს, უნდა ინახებოდეს ცალკეულ პარტიებად.

2. თუ სხვადასხვა წარმოშობის მასალა ერთადაა შენახული, ან შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, ან მიწოდების დროს შეერევა ერთმანეთს, ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს შემადგენლობის და ცალკეული კომპონენტების წარმომავლობის მონაცემების აღრიცხვა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების დაცვა სააგენტოს მიერ უნდა შემოწმდეს სახელმწიფო კონტროლის გზით.

მუხლი 8. მასალის იმპორტის პირობები

იმპორტირებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი

1. მასალის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პერიოდში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, სააგენტოს მიერ უნდა ჩატარდეს სახელმწიფო კონტროლი ნიმუშის აღების გზით.

2. თუ სახელმწიფო კონტროლის დროს ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ლაბორატორიული გამოკვლევებით და ცდებით გამოვლინდება, რომ მასალა არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის და მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტოს მიერ უნდა გატარდეს სათანადო ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა აიკრძალოს ასეთი მასალის ბაზარზე განთავსება.

3. თუ სახელმწიფო კონტროლის დროს აღმოჩნდება, რომ ბიზნესოპარატორის მიერ ბაზარზე განთავსებული მასალა არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებსა და პირობებს, ბიზნესოპერატორის მიმართ უნდა გატარდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ღონისძიებები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიება უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მასალა დააკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებსა და პირობებს.

5. თუ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო კონტროლის დროს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შეუძლებელია მასალის რეალიზაცია, სააგენტოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები მცენარეთა სიჯანსაღის რისკის აღმოსაფხვრელად.

მუხლი 10. მასალის ნიმუშებზე ჩასატარებელი შედარების ტესტები და ცდები

1. მასალის ნიმუშებზე უნდა ჩატარდეს ცდები, ან სადაც მიზანშეწონილია, ლაბორატორიული გამოკვლევები, რათა შემოწმდეს, რომ მასალა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით  მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სახელმწიფო კონტროლის დროს ბაზარზე განთავსებული მასალის ნიმუშების და მცენარეთა სიჯანსაღის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესამისობის შემოწმებისას მიზნით, შესაძლებელია ჩატარდეს ლაბორატორიული გამოკვლევები და ცდები, რომლებიც მოიცავს:

ა) სხვა ქვეყანაში წარმოებულ მასალას;

ბ) ორგანული ფერმერული საქმიანობისთვის გამოსადეგ მასალას;

გ) გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით ბაზარზე განთავსებულ მასალას.

3. ლაბორატორიული გამოკვლევები და ცდები გამოყენებული უნდა იქნეს მასალის კვლევის მეთოდების და იმ პირობების შესამოწმებლად, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს.

დანართი №1

მასალის გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი

 

გვარებისა და სახეობების

ლათინური სახელწოდება

გვარებისა და სახეობების

ქათული სახელწოდება

1

Allium cepa L.:

ა) Cepa Group

ბ) Aggregatum Group

თავიანი ხახვი

საფოჩე ხახვი

მრავალბოლქვიანი ხახვი (შალოტი)

2

Allium fistulosum L.

ჭლაკვი

3

Allium porrum L.

პრასა

4

Allium sativum L.

ნიორი

5

Allium schoenoprasum L.

შნიტი

6

Anthriscus cerefolium (L.) Hoffm.

ჭყიმა

7

Apium graveolens L.

ნიახური

8

Artemisia dracunculus L.

ტარხუნა

9

Asparagus officinalis L.

სატაცური

10

Beta vulgaris L.

ჭარხალი, მათ შორის:

სუფრის ჭარხალი,

ფოთლოვანი ჭარხალი ანუ მანგოლდი

11

Brassica oleracea L.

ფოთლოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო

ბროკოლი

ბრიუსელის კომბოსტო

სავოიის კომბოსტო

თეთრთავიანი კომბოსტო

წითელთავიანი კომბოსტო

კოლრაბი

12

  Brassica napus L. var. rapifera Metzg.

თალგამურა

13

Brassica rapa L.

პეკინის კომბოსტო

ტურნეფსი

14

Capsicum annuum L.

ცხარე წიწაკა ან ტკბილი წიწაკა

15

Chicorium endivia L.

ხუჭუჭფოთლიანი არდი

 

 

სწორფოთლიანი არდი

16

Chicorium intybus L.

ვარდკაჭაჭა

ფართოფოთლიანი ვარდკაჭაჭა

ან იტალიური ვარდკაჭაჭა

სამრეწველო ვარდკაჭაჭა

17

Citrullus lanatus (Thunb.) Matsum. et

Nakai

საზამთრო

18

Cochlearia armoracia L.

  პირშუშხა

19

Cucumis melo L.

ნესვი

20

Cucumis sativus L.

კიტრი

კორნიშონი

21

Cucurbita maxima Duchesne

გოგრა

22

Cucurbita pepo L.

ყაბაყი

23

Cynara cardunculus L.

არტიშოკი

ესპანური არტიშოკი

24

Daucus carota L.

სტაფილო

საკვები სტაფილო

25

Foeniculum vulgare Mill.

კამა

26

Lactuca sativa L.

სალათა

27

Mentha piperita L.

პიტნა

28

Ocimum basilicum L.

რეჰანი

29

Pastinaca sativa L.

ძირთეთრა

30

Petroselinum crispum (Mill.) Nyman ex

A. W. Hill

ოხრახუში

31

Phaseolus coccineus L.

ალისა ლობიო

32

Phaseolus vulgaris L.

კუტი ფრანგული ლობიო

მაღალმოზარდი ფრანგული ლობიო

33

Pisum sativum L. (partim)

ნაოჭამარცვლიანი ბარდა

მრგვალმარცვლიანი ბარდა

ტკბილი ბარდა

34

Raphanus sativus L.

ბოლოკი

შავი ბოლოკი

35

Rheum rhabarbarum L.

რევანდი

36

Rosmarinus officinalis  L.

როზმარინი

37

Satureja hortensis L.

ქონდარი

38

Scorzonera hispanica L

ძირშავა

39

Solanum lycopersicum L.

პომიდორი

40

Solanum melongena L.

ბადრიჯანი

41

Spinacia oleracea L.

ისპანახი

42

Valerianelle locusta (L.) Laterr.

 

43

Vicia faba L. (partim)

ცერცვი

44

Zea mays L. (partim)

ტკბილი სიმინდი

ბატიბუტის (პოპკორნის) სიმინდი

 

დანართი №2

მასალის მავნე ორგანიზმების ნუსხა

 

გვარების და სახეობების ლათინური სახელწოდება

სპეციფიკური მავნე ორგანიზმები

1

Allium ascalonicum

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Delia spp.
  • Ditylenchus dipsaci
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Thrips tabaci

სოკო:

  • Botrytis spp.
  • Peronospora destructor
  • Sclerotium cepivorum ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:

Onion yellow dwarf virus -ხახვის ყვითელი ჯუჯიანობის ვირუსი

2

Allium cepa L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Delia spp.
  • Ditylenchus dipsaci
  • Meloidogyne spp.
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Thrips tabaci

ბაქტერია:

  • Pseudomonas spp.

სოკო:

  • Botrytis spp .
  • Fusarium oxysporum f. sp . cepae
  • Peronospora destructor
  • Sclerotium cepivorum ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, განსაკუთრებით: Onion yellow dwarf virus - ხახვის ყვითელი ჯუჯიანობის ვირუსი

3

Allium fistulosum L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Delia spp .
  • Ditylenchus dipsaci
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Thrips tabaci

სოკო:

  • Sclerotium cepivorum

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა

4

Allium porrum L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Delia spp .
  • Ditylenchus dipsaci
  • Thysanoptera

ბაქტერია:

  • Pseudomonas spp.

სოკო:

  • Alternaria porri
  • Fusarium culmorum
  • Phytophthora porri
  • Scelerotium cepivorum

ვირუსები და მიკოპლაზმური

ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Leek yellow

stripe virus -  პრასის ყვითელი ზოლიანობის ვირუსი

5

Allium sativum L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aceria tulipae
  • Delia spp .
  • Ditylenchus dipsaci
  • Thysanoptera

ბაქტერია:

  • Pseudomonas fluorescens

სოკო:

  • Sclerotium cepivorum
  • ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, განსაკუთრებით: Onion yellow dwarf virus ხახვის ყვითელი ჯუჯიანობის ვირუსი

6

Apium graveolens L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Acidia heraclei
  • Lygus spp.
  • Psila rosae
  • Thysanoptera, მაგრამ განსაკუთრებით

Frankliniella occidentalis და Thrips tabaci

ბაქტერია:

  • Erwinia carotovora subsp. carotovora
  • Pseudomonas syringae pv. apii

სოკო:

  • Fusarium oxysporum f. sp. apii
  • Phoma apiicola
  • Pythium spp.
  • Sclerotinia sclerotiorum
  • Septoria apiicola

ვირუსები და მიკოპლაზმური

ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Celery

mosaic virus - ნიახურის მოზაიკის ვირუსი

და Cucumber green mottle virus -კიტრის

მოზაიკის ვირუსი

7

Asparagus officinalis L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Brachyorynella asparagi
  • Hypopta caestrum
  • Platyparea poecyloptera

სოკო:

  • Fusarium spp.
  • Rhizoctonia violacea

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა

8

Beta vulgaris L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Pegomyia betae

სოკო:

  • Phoma betae

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Beet necrotic yellow vein virus -ჭარხლის ჭურჭლების ყვითელი ნეკროზულობის ვირუსი

9

Brassica oleracea L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aleyrodidae
  • Aphididae
  • Heterodera spp.
  • Lepidoptera, განსაკუთრებით Pieris brassicae
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis

ბაქტერია:

  • Pseudomonas syringae pv. maculicola
  • Xanthomonas campestris pv. campestris

სოკო:

  • Alternaria brassicae
  • Mycosphaerella spp .
  • Phoma lingam
  • Plasmodiophora brassicae
  • Pythium spp.
  • Rhizoctonia solani

Viruses and virus-like organisms ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Cauliflower mosaic virus - ყვავილოვანი კომბოსტოს მოზაიკის      ვირუსი,    Tospovirusses - ტოსპოვირუსები და Turnip mosaic virus - ტურნეფსის მოზაიკის ვირუსი

10

Brassica pekinensis

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aphididae
  • Lepidoptera, განსაკუთრებით Pieris brassicae

ბაქტერია:

  • Erwinia carotovora
  • Xanthomonas campestris pv. campestris

სოკო:

  • Alternaria brassicae
  • Botrytis cinerea
  • Mycosphaerella spp .
  • Phoma lingam
  • Plasmodiophora brassicae
  • Sclerotinia spp.

ვირუსები და მიკოპლაზმური

ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:

Tospovirusses - ტოსპოვირუსები

11

Capsicum annuum L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aleyrodidae
  • Leptinotarsa decemlineata
  • Ostrinia nubilalis
  • Phthorimaea operculella
  • Tetranychidae
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis

სოკო:

  • Leveillula taurica
  • Pyrenochaeta lycopersici
  • Pythium spp.
  • Phytophthora capsici
  • Verticillium albo-atrum
  • Verticillium dahliae ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, განსაკუთრებით: Cucumber mosaic virus -  კიტრის მოზაიკის ვირუსი;

Tomato mosaic virus - პომიდვრის მოზაიკის ვირუსი;

Pepper mild mottle virus  -  წიწაკის რბილი ლაქიანობის ვირუსი

და   Tobacco mosaic virus - თამბაქოს მოზაიკის ვირუსი.

12

Chicorium endivia L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aphididae
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis

სოკო:

  • Botrytis cinerea
  • Erysiphe cichoriacearum
  • Sclerotinia spp.

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, განსაკუთრებით: Beet western yellow virus -ჭარხლის დასავლური სიყვითლის ვირუსი და  Lettuce mosaic virus - სალათას მოზაიკის ვირუსი

13

Chicorium intybus L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aphididae
  • Napomyza cichorii
  • Apion assimile

ბაქტერია:

  • Erwinia carotovora
  • Erwinia chrysanthemi
  • Pseudomonas marginalis

სოკო:

  • Phoma exigua
  • Phytophthora erythroseptica
  • Pythium spp.
  • Sclerothinia sclerotiorum

14

Citrullus lanatus (Thunb.) Matsum.

et Nakai

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი

განვითარების ყველა ფაზაში:

  •  Aleyrodidae
  •  Aphididae
  •  Meloidogyne spp.
  •  Polyphagotarsonemus latus
  •  Tetranychus spp.
  •  Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis

სოკო:

  • Colletotrichum lagenarium

ვირუსები და მიკოპლაზმური

ორგანიზმები:

ყველა, განსაკუთრებით: Watermelon mosaic

virus 2  საზამთროს მოზაიკის ვირუსი 2

15

Cucumis melo L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aleyrodidae
  • Aphididae
  • Meloidogyne spp.
  • Polyphagotarsonemus latus
  • Tetranychus spp.
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis

ბაქტერია:

  • Pseudomonas syringae pv. lachrymans

სოკო:

  • Colletotrichum lagenarium
  • Fusarium spp.
  • Pythium spp.
  • Sphaerotheca fuliginea
  • Verticillium spp.

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:

Cucumber green mottle virus -  კიტრის მწვანე მოზაიკის ვირუსი,

Cucumber mosaic virus  - კიტრის მოზაიკის ვირუსი და Squash mosaic virus - გოგრის (ან გოგროვანთა) მოზაიკის ვირუსი.

16

Cucumis sativus L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aleyrodidae
  • Aphididae
  • Delia platura
  • Meloidogyne spp.
  • Polyphagotarsonemus latus
  • Tetranychus spp.
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis

ბაქტერია:

  • Pseudomonas syringae pv. lachrymans

სოკო:

  • Fusarium spp.
  • Phytophthora spp.
  • Pseudoperonospora cubensis
  • Pythium spp.
  • Rhizoctonia spp.
  • Sphaerotheca fuliginea
  • Verticillium spp.

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა

17

Cucurbita maxima Duchesne

 

 

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aleyrodidade
  • Aphididae
  • Meloidogyne spp .
  • Polyphagotarsonemus latus
  • Tetranychus spp .
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella

occidentalis

ვირუსები და მიკოპლაზმური

ორგანიზმები:

ყველა

18

Cucurbita pepo L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aleyrodidae
  • Aphididae
  • Meloidogyne spp.
  • Polyphagotarsonemus latus
  • Tetranychus spp .
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis

ბაქტერია:

  • Pseudomonas syringae pv. lachrymans

სოკო:

  • Fusarium spp.
  • Sphaerotheca fuliginea
  • Verticillium spp.

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:

Cucumber mosaic virus - კიტრის მოზაიკის ვირუსი;

Squash mosaic virus -გოგრის (ან გოგროვანთა) მოზაიკის ვირუსი; Zucchini yellow mosaic virus - ყაბაყის ყვითელი მოზაიკის ვირუსი და Tospoviruses  - ტოსპოვირუსები

19

Cynara cardunculus L. და

Cynara scolymus L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი

განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aleyrodidae
  • Aphididae
  • Thysanoptera

სოკო:

  • Bremia lactucae
  • Leveillula taurica f. sp . cynara
  • Pythium spp.
  • Rhizoctonia solani
  • Sclerotium rolfsii
  • Sclerotinia sclerotiorum
  • Verticillium dahliae ვირუსები და ვირუსისმაგვარი ორგანიზმები:

ყველა

20

Foeniculum vulgare Mill.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aleyrodidae
  • Aphididae
  • Thysanoptera

ბაქტერია:

  • Erwinia carotovora subsp. carotovora
  • Pseudomonas marginalis pv. marginalis

სოკო:

  • Cercospora foeniculi
  • Phytophthora syringae
  • Sclerotinia spp.

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

Celery mosaic virus  - ნიახურის მოზაიკის ვირუსი

21

Lactuca sativa L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aphididae
  • Meloidogyne spp.
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis

სოკო:

  • Botrytis cinerea
  • Bremia lactucae
  • Pythium spp.

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები: Lettuce big vein -  სალათის ძარღვის ვირუსი, Lettuce mosaic virus – სალათის მოზაიკის ვირუსი,  და Lettuce ring necrosis –  სალათის რგოლური ნეკროზი

22

Lycopersicon licopersicum L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aphididae
  • Aleyrodidae
  • Hauptidia maroccana
  • Meloidogyne spp .
  • Tetranychus spp.
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis
  • Vasates lycopersici

ბაქტერია:

  • Pseudomonas syringae pv. tomato

სოკო:

  • Alternaria solani
  • Cladosporium fulvum
  • Colletotrichum coccoides
  • Didymella lycopersici
  • Fusarium oxysporum
  • Leveillula taurica
  • Phytophthora nicotianae
  • Pyrenochaeta lycopersici
  • Pythium spp.
  • Rhizoctonia solani
  • Slerotinia sclerotiorum
  • Verticillium spp .

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Cucumber mosaic virus -  კიტრის მოზაიკის ვირუსი;

Potato virus X - კარტოფილის X ვირუსი; Potato virus Y  - კარტოფილის Y ვირუსი; Tobacco mosaic virus - თამბაქოს მოზაიკის ვირუსი;  Tomato mosaic virus - პომიდვრის მოზაიკის ვირუსი და Tomato yellow leaf curl virus  -  პომიდვრის ფოთლის ყვითელი დახვევის ვირუსი.

23

Rheum spp.

ბაქტერია:

  • Agrobacterium tumefaciens
  • Erwinia rhapontici

სოკო:

  • Armillariella mellea
  • Verticillium spp.

ვირუსები და მიკოპლაზმური ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით: Arabis mosaic virus  -  არაბულას მოზაიკის ვირუსი და Turnip mosaic virus –  ტურნეფსის მოზაიკის ვირუსი.

24

Solanum melongena L.

მწერი, ტკიპა და ნემატოდა მათი განვითარების ყველა ფაზაში:

  • Aleyrodidae
  • Aphididae
  • Hemitarsonemus latus
  • Leptinotarsa decemlineata
  • Meloidogyne spp.
  • Tetranychidae
  • Thysanoptera, განსაკუთრებით Frankliniella occidentalis

სოკო:

  • Fusarium spp.
  • Leveillula taurica f. sp . cynara
  • Rhizoctonia solani
  • Pythium spp.
  • Sclerotinia sclerotiorum
  • Verticillium spp.

 

ვირუსები და მიკოპლაზმური

ორგანიზმები:

ყველა, მაგრამ განსაკუთრებით:

Cucumber mosaic virus - კიტრის მოზაიკის

ვირუსი;  Eggplant mosaic virus - ბადრიჯნის

მოზაიკის ვირუსი;  Potato virus Y  -

კარტოფილის Y ვირუსი და Tobacco mosaic

virus - თამბაქოს მოზაიკის ვირუსი.