„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ნ-3
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 12/02/2018
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240000.64.076.016038
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-3
2018 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი

„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240000.64.076.016003) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მე-5 პუნქტში მიეთითება ინფორმაცია პარტნიორების/აქციონერების წილობრივი მონაწილეობის თაობაზე (ფირმის სამართლებრივი ფორმის, წილის მფლობელის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომრის, ქვეყნის, სახელის და გვარის/დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). ამასთან, აღინიშნება პარტნიორის/აქციონერის ხმის უფლება და წილობრივი მონაწილეობა (პროცენტული თანაფარდობა) ფირმაში. აგრეთვე, მიეთითება ინფორმაცია ფირმასთან დაკავშირებული სხვა მხარეების შესახებ, მმართველობით ორგანოში წევრობისა და მფლობელობის გარდა (გარდა საერთაშორისო ქსელში შემავალი სხვა კომპანიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისა,რომლებიც არ არიან რეგისტრირებული საქართველოში), დაკავშირებული მხარის სამართლებრივი ფორმის (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 24-ის - „დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები“ მიხედვით), საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის, სახელწოდების/სახელის მითითებით, პარტნიორის/აქციონერის ხმის უფლების შესახებ ინფორმაცია (მოქმედი წესდების საფუძველზე აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ცნობა, წესდების რეკვიზიტების მითითებით) სარეგისტრაციო განაცხადს დაერთვის დანართის სახით;“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუდიტორი ვალდებულია:

ა) აუდიტორული საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელების შემთხვევაში, არაუგვიანეს 1 აპრილისა განაახლოს ინფორმაცია მის მიერ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებებიდან წინა წელს მიღებული შემოსავლების შესახებ;

ბ) არაუგვიანეს 15 აპრილისა ელექტრონულად (www.saras.gov.ge) განაახლოს ინფორმაცია (პროფესიული ორგანიზაციის დასახელების, პროგრამის სარეგისტრაციო ნომრის, დაწყების და დასრულების თარიღის) მის მიერ უკანასკნელი წლის განგრძობითი განათლების გავლის თაობაზე. ასევე, არსებობის შემთხვევაში, აუდიტორულ ფირმაში გავლილი სასწავლო ღონისძიებების ჩათვლის შესახებ ინფორმაცია (პროფესიული ორგანიზაციის მიერ აღიარების შესახებ, პროფესიული ორგანიზაციის, ჩათვლის ცნობის გაცემის თარიღის, ფირმის საიდენტიფიკაციო ნომრის, სახელწოდების, სწავლის ერთეულების (სთ) რაოდენობის მითითებით)”.

5. მე-14 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კანონის 28-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა, ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით წარსადგენი ინფორმაციის ნაცვლად, წარმოადგინოს წერილობითი დადასტურება იმისა, რომ აღნიშნული პირი კანონის ამოქმედებამდე მომსახურებას ახორციელებდა დამოუკიდებლად, აუდიტორული ფირმის სახელით, აუდიტორის ან გარიგების პარტნიორის სტატუსით. ამ მიზნით, პირი სამსახურს წარუდგენს აუდიტორული მომსახურების თაობაზე ხელშეკრულებას, სუბიექტის ფინანსურ ანგარიშგებას შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე მომზადებულ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად და ინფორმაციას აუდიტორული მომსახურების დაწყებისა და დასრულების თარიღების თაობაზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.