შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ

შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-73/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016482
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-73/ნ
27/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
470230000.22.035.016482
შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/12/2017 - 23/12/2019)

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-73/ნ

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ

,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 58-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული შვილად აყვანის თანდართული წესი (დანართი №1) და შვილად აყვანის კომისიის მუშაობის წესი (დანართი №2).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანება. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო