ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე

ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-75/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016483
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-75/ნ
29/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
470230000.22.035.016483
ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/12/2017 - 19/07/2018)

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-75/ნ

2017 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე

„შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებსაქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის  სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018  წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო




ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის პროცედურებს, სახეებს, ხანგრძლივობასა და მოსამზადებელი კურსის გავლასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, მოსამზადებელი კურსის საფასურის ოდენობას, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების პირობებს. აგრეთვე, განსაზღვრავს კურსის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ პირებს და მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 2. მოსამზადებელი კურსის მიზანი

მოსამზადებელი კურსის მიზანია შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის (შემდგომში - პირი) ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა/განმტკიცება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. მოსამზადებელი კურსი - ბავშვის, მათ შორის განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო სასწავლო/სატრენინგო პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. მოსამზადებელი კურსის ორგანიზება - ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველი პირების განაცხადების მიღება/დამუშავებას, მოსამზადებელი კურსის სასწავლო სესიის დაგეგმვას, სასწავლო/სატრენინგო პროცესის განხორციელებას, სერტიფიკატის აღრიცხვა/გაცემას და მასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო მოქმედებებს.

3. სერტიფიკატი - ბავშვის შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირის მიერ მოსამზადებელი კურსის სრულად გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ტრენერი - პირი, რომელიც ახორციელებს მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგს. სწავლება/ტრენინგი შეიძლება განხორციელდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტოს ან/და საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლების, ისე მოწვეული სპეციალისტების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი მოსამზადებელი ტრენინგი.

5. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში.

მუხლი 4. მოსამზადებელი კურსის სახეები და საფასური

  1. მოსამზადებელი კურსი მოიცავს:

ა) ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირისთვის:

ა.ა) ძირითად კურსს;

ა.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში).

ბ) ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირისთვის:

ბ.ა) ძირითად კურსს;

ბ.ბ) დამატებით კურსს (განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის მინდობით აღზრდის შემთხვევაში).

2. მოსამზადებელი კურსის მოდული შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

3. მოსამზადებელი კურსის საფასური თითოეული პირისათვის შეადგენს - 50 ლარს.

4. პირი, რომელიც გაივლის ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დამატებით კურსს თავისუფლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კურსის საფასურის გადახდისგან.

5. პირი თავისუფლდება ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის განსაზღვრული მოსამზადებელი კურსის საფასურის გადახდისგან.

6. დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის უფლებას იპოვებს პირი, რომელსაც გავლილი აქვს ძირითადი მოსამზადებელი კურსი.

მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილება მოსამზადებელი კურსის გავლის პროცედურებთან დაკავშირებით

1. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

2. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისათვის სააგენტო ახორციელებს:

ა) მიღებული განაცხადების დამუშავებას;

ბ) შესაბამისი მოსამზადებელი კურსის სასწავლო პროცესის დაგეგმვას;

გ) სწავლება-ტრენინგს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, როგორც სააგენტოს ან/და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლების, რომლებსაც აქვთ გავლილი შესაბამისი მოსამზადებელი ტრენინგი, ისე მოწვეული სპეციალისტების მიერ;

დ) სერტიფიკატის გაცემასა და აღრიცხვას;

ე) მოსამზადებელი კურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს.

მუხლი 6. მოსამზადებელი კურსის განხორციელების ძირითადი კრიტერიუმები:

1. მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით სასწავლო/სატრენინგო პროცესი უნდა ჩატარდეს ერთდროულად კურსის გავლის მსურველი არაუმეტეს 16 პირისათვის (ჯგუფი). განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით სასწავლო/სატრენინგო პროცესი ხორციელდება ნაკადებად.

2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი შესაძლებელია განხორციელდეს 16-ზე ნაკლები პირთა ჯგუფისთვის, თუ ყოველი მომდევნო ნაკადის ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში, პირველი განაცხადის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არ შეგროვდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირთა რაოდენობა.

3. ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში განაცხადის მიღებიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაწყების შესახებ პირის ინფორმირების დღიდან, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, უნდა დასრულდეს კურსის გავლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, მათ შორის კურსის სრულად გავლის სერტიფიკატის გაცემა.

4. ხანგრძლივობა ძირითადი მოსამზადებელი კურსისთვის შეადგენს - 21 ასტრონომიულ საათს, ხოლო კურსი განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით - 7 ასტრონომიულ საათს.

მუხლი 7. მოსამზადებელი კურსის ორგანიზების ფინანსური უზრუნველყოფა

  1. მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისათვის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული ფულადი შემოსულობებით ან/და შესაბამისი სახსრებით.
  2. სააგენტოს მიერ მოსამზადებელი კურსის ორგანიზებისას ფულადი დანახარჯები შეიძლება მოიცავდეს:

ა) სასწავლო/სატრენინგო პროცესის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სივრცით სარგებლობის ხარჯებს;

ბ) ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს ერთი სრული ნაკადის კურსში მონაწილე ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ გადახდილი თანხის 25%-ს; (ერთი სრული ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს);

გ) საკანცელარიო ინვენტარის შესაძენად გაწეულ ხარჯებს;

დ) სატრენინგო ჯგუფის წევრების და ტრენერებისათვის ყავის შესვენების უზრუნველყოფის ხარჯებს;

ე) შესაბამისი სახის სერტიფიკატების ტირაჟირების ხარჯებს;

ვ) მივლინების ხარჯებს, მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელთათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 8. მიმართვა მოსამზადებელი კურსის გავლის მიზნით

1. პირმა, რომელსაც სურს გაიაროს მოსამზადებელი კურსი, უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და შეავსოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმა.

2. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი და საფასურის გადახდის ქვითარი.

მუხლი 9. მოსამზადებელი კურსის ჩატარების პირობები

1. მე-6 მუხლით გათვალისწინებული რაოდენობის ბოლო განაცხადის მიღებიდან, არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო აღნიშნული რაოდენობის განაცხადის არარსებობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 თვისა, მოსამზადებელი კურსის გავლის მსურველ პირს, უნდა ეცნობოს კურსის გავლის თარიღის და ადგილის შესახებ, მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით.

2. მოსამზადებელი კურსის სწავლება/ტრენინგი უნდა დაიწყოს საჭირო რაოდენობის ბოლო განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა და დასრულდეს სასწავლო/სატრენერო კურსის პროცესის დაწყებიდან 10 სამუშაო დღეში.

3. კურსის ხანგრძლივობა დღეში თითო ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს - 6 ასტრონომიულ საათს.

4. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

5. მოსამზადებელი კურსის სწავლებაზე/ტრენინგზე დასწრების, აღრიცხვის და ქცევის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 10. მოსამზადებელი კურსის სასწავლო/სატრენინგო პროცესზე გამოცხადება და დაშვება

1. მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის პროცესზე დასწრების მიზნით, პირი უნდა გამოცხადდეს მისთვის წინასწარ ცნობილ მითითებულ დროსა და ადგილზე.

2. პირი, რომელიც არ გამოცხადდება სასწავლო/სატრენინგო პროცესზე ან გამოცხადდება დაგვიანებით ან სასწავლო/სატრენინგო პროცესს დროზე ადრე დატოვებს, იმ დღეს მოიხსნება ჯგუფიდან.

3. მოსამზადებელი კურსის გაცდენილი საათების შესაბამისი სასწავლო თემატიკა პირმა უნდა გაიაროს მომდევნო ნაკადის იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც არ იქნება სრულად შევსებული.

4. პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსამზადებელი კურსის ხელახლა გავლა, რა დროსაც ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესახებ შეტყობინება პირს გაეგზავნება მის მიერ განაცხადში მითითებული ფორმით და რეკვიზიტების მიხედვით.

მუხლი 11. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება თუ:

ა) თუ საფასური გადახდილია, თუმცა პირი, განაცხადის წარდგენამდე, წერილობით უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;

ბ) განცხადების მიღებიდან 4 თვის განმავლობაში კურსის ორგანიზებაზე უფლებამოსილი პირი ვერ უზრუნველყოფს მოსამზადებელი კურსის ორგანიზებას/ჩატარებას.

2. საფასური დაბრუნების შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომიდან 1 თვის განმავლობაში.

3. ამ მუხლით დადგენილი საფასური ბრუნდება წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საფასური არ ბრუნდება და ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მუხლი 12. სერტიფიკატის გაცემა

სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი მოსამზადებელი კურსის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.

სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს არ აქვს გავლილი ძირითადი მოსამზადებელი კურსისთვის 21 ასტრონომიულ საათი, ხოლო განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის დამატებით - 7 ასტრონომიული საათი.

მუხლი 13. სერტიფიკატის ვადა

1. ბავშვის შვილად აყვანის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და მოქმედებს მოსამზადებელი კურსის სწავლების დასრულების დღიდან.

2. ბავშვის მინდობით აღზრდის ძირითადი და დამატებითი მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება სწავლება/ტრენინგის დასრულების დღიდან 3 წლის ვადით, თუ მინდობით აღმზრდელთან ამ ვადაში არ განთავსდა მინდობით აღსაზრდელი.

3. თუ მინდობით აღმზრდელთან განთავსდა მინდობით აღსაზრდელი სერტიფიკატი ძალას ინარჩუნებს სერტიფიკატის მფლობელთან ბოლოს გაფორმებული მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან 3 წლის განმავლობაში.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მინდობით აღმზრდელი უფლებამოსილია, ახალი სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართოს სააგენტოს.

მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

1. მშვილებელს/მინდობით აღზრდის მსურველ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში არსებული რიგითობის მიხედვით, ეცნობება მოსამზადებელი კურსის სავალდებულოდ გავლის, კურსის დაწყების თარიღისა და ადგილის შესახებ. აღნიშნული შესახებ მშვილებელს/მინდობით აღზრდის მსურველ პირს, შეიძლება გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება ან ეცნობოს სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, მის შესახებ რეესტრში დაფიქსირებული საცხოვრებელი ადგილის და მითითებული ტელეფონის ნომრის მიხედვით. სატელეფონო საშუალებით ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სავალდებულოა შედგეს სატელეფონო საუბრის ოქმი, რაზედაც საუბრის დასაწყისში უნდა ეცნობოს მშვილებელს/მინდობით აღზრდის მსურველ პირს.

2. თანხმობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მშვილებელმა/მინდობით აღზრდის მსურველ პირმა, ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და შეავსოს შესაბამისი განაცხადის ფორმა, რომელსაც უნდა დაურთოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული განაცხადი თანდართული დოკუმენტებით დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს ცენტრალურ აპარატს.

3. კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშვილებელი/მინდობით აღზრდის მსურველ პირი მოიხსნება რეესტრიდან. მშვილებლის მიერ უარის თქმად აგრეთვე, ჩაითვლება შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შეუსრულებლობა.

4. პირს, რომელმაც მშვილებელად/მინდობით აღზრდის მსურველ პირად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი სააგენტოში შეიტანა 2017 წლის 31 დეკემბრამდე და აღნიშნული თარიღის შემდეგ განხორციელდა მისი რეესტრში აღრიცხვა, მოსამზადებელ კურსს გაივლის ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

5. 2018 წლის 1 იანვრამდე, რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელიც ამ მუხლის პირველ - მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობებს ვერ ასრულებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნის გამო, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს დადგენილი პირობებით, აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, მაგრამ ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 წლისა.