„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1657-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 360060000.05.001.018650
1657-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
360060000.05.001.018650
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმს.“.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე წინადადებები შეიძლება წარადგინონ მოქალაქემ, სამეცნიერო-კვლევითმა, სასწავლო ან სხვა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). ამგვარი წინადადება შეიძლება უშუალოდ წარედგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას. ეს კომისია 4 თვის ვადაში შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე და აწვდის მას დაინტერესებულ პირს.“.

4. 21-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც აღნიშნულ პროექტს იწონებს ან დასაბუთებული შენიშვნებით უკან აბრუნებს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამოცემის საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს საქართველოს „წითელი წიგნის“ ადაპტირებული ვარიანტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის.“.

5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის და იგი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობითი თანხმობით (აღნიშნული თანხმობა შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს).“.

6. 24-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

7. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები 

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1657-რს