აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუქის დამტკიცების თაობაზე

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუქის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016250
16
15/07/2016
ვებგვერდი, 21/07/2016
010250000.35.110.016250
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუქის დამტკიცების თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 15 ივლისი

აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუკის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეიქმნას აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და განისაზღვროს მათი სამოქმედო ტერიტორია (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების რუკა (დანართი №2).
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე  ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 აგვისტოს №27 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

1. ქ.აბაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია ქალაქი, ნოღოხაში, კაპანა, კვათანა)

2. ნორიოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მაცხოვრისკარი, ნორიო, საგვაზაო, აბაშისპირი, ძიგური, საბოკუჩაო)

3. სუჯუნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სუჯუნა, ეწერი, წალიკარი)

4. მარნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მარანი, მარანჭალა)

5. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: პირველი მაისი, თხმელარი, გაუწყინარი, ქვიშანჭალა)

6. ქოლობანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქოლობანი, ბულვანი, გუგუნაყათი)

7. ტყვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტყვირი, ცილორი)

8. ნაესაკოვოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნაესაკოვო, გამოღმა კოდორი)

9. კეთილარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კეთილარი, გულეიკარი, გაღმა კოდორი)

10. ზანათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გაღმა ზანათი, გამოღმა ზანათი)

11. სამიქაოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სამიქაო, მაიდანი)

12. გეზათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გეზათი, გულუხეთი)

13. ძველი აბაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ძველი აბაშა)

14. წყემის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი წყემი)

15. ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ონტოფო)

16. სეფიეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი სეფიეთი)