შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41-25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 480614000.03.030.016405
41-25
23/04/2015
ვებგვერდი, 30/06/2016
480614000.03.030.016405
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ


საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ რა მათ სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობებისა და სხვადასხვა დარგებში, მათ შორის, უკანონო მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, თანამშრომლობის განვითარებისკენ სწრაფვით,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პრინციპებისა და ნორმების ამოქმედება, რომლებიც ადგენენ მათ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე სხვა ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლისა და ყოფნის წესის დარღვევით მყოფი პირების დაბრუნების, მიღებისა და გადაცემის წესს, წარმოადგენს მიგრაციის პროცესების მართვის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილსა და, აგრეთვე, უკანონო მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილ წვლილს,

პატივს სცემენ რა, თითოეული მხარის სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, დააწესოს პასუხისმგებლობა თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მისი გავლით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო მიგრაციისათვის,

ხაზს უსვამენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა სახელმწიფოების უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობენ საერთაშორისო სამართლიდან, მათ შორის საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან, რომლებიც განმტკიცებულია 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, 1951 წლის 28 ივლისის კონვენციით ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, 1967 წლის 31 იანვრის ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებული ოქმით, 1984 წლის 10 დეკემბრის კონვენციით წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ და 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, აგრეთვე, გადაცემის თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეობა ბელარუსის რესპუბლიკის ან საქართველოს მოქალაქეობის გარდა;

მოთხოვნის წარმდგენი მხარე – მხარე, რომლის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო წარადგენს მოთხოვნას რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ;

მოთხოვნის მიმღები მხარე – მხარე, რომლის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება მოთხოვნა რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ;

საიმპლემენტაციო ოქმი – საიმპლემენტაციო ოქმი წინამდებარე შეთანხმების შესრულების წესის შესახებ;

კომპეტენტური ორგანოები – მხარეთა სახელმწიფოების ორგანოები, რომელთაც ეკისრებათ წინამდებარე შეთანხმების შესრულება;

მოქალაქეობის არმქონე პირი – ნებისმიერი პირი, რომელსაც არ გააჩნია მოქალაქეობა;

სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტი – ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტი ან საქართველოს სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, რომელიც დადგენილია მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად საერთაშორისო აეროპორტებში საზღვრის კვეთისათვის;

პერსონალური მონაცემები – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს;

რეადმისია – წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული წესით, პირობებითა და მიზნებისათვის, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ პირთა გადაცემა და მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ პირთა მიღება, რომლებიც შევიდნენ ან იმყოფებიან მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლის, გასვლისა და ყოფნის საკითხებთან დაკავშირებით ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის დარღვევით;

ტრანზიტი – მესამე სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი მარშრუტით მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფოსა ან ტრანზიტის სახელმწიფოში.

მუხლი 2

მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეთა რეადმისია

1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო იღებს პირებს, რომლებიც შევიდნენ ან იმყოფებიან მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლის, გასვლისა ან ყოფნის საკითხებთან დაკავშირებით ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის დარღვევით, თუ დადგინდა, რომ ისინი არიან მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები ან დაკარგეს მისი მოქალაქეობა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ და არ მიიღეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა.

2. დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც დასტურდება პირის მოქალაქეობა, მოცემულია საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, ხოლო დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზე ივარაუდება პირის მოქალაქეობა, მოცემულია საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში.

წინამდებარე შეთანხმებისა და საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემული დოკუმენტების ნიმუშებს. თითოეული მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნულ ნიმუშებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

3. თუ ვერ ხერხდება საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 მუხლში მოცემული ვერცერთი მტკიცებულების წარდგენა, ან ისინი არ არის საკმარისი, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც თან ერთვის რეადმისიის შესახებ მოთხოვნას, უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრებას მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით. გასაუბრების პროცედურა განისაზღვრება საიმპლემენტაციო ოქმით.

4. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს მოქალაქის ვინაობას, რეადმისიის შესახებ მოთხოვნის წარდგენა საჭირო არ არის. ასეთი პირების გადაცემა ხორციელდება საიმპლემენტაციო ოქმის მე-10 მუხლის შესაბამისად, თუმცა, ამასთან, მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს ასეთი პირის გასვლის თარიღის შესახებ გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა.

მუხლი 3

მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია

1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებიც შევიდნენ ან იმყოფებიან მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლის, გასვლისა ან ყოფნის საკითხებთან დაკავშირებით ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის დარღვევით, თუ დამტკიცდება ან ივარაუდება, რომ ასეთი პირი:

ა) მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ და პირდაპირ შევიდა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან; ან

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის ფლობს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან მოქმედ ბინადრობის ნებართვას.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეადმისიის ვალდებულება არ ვრცელდება, თუ:

ა) მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი კანონიერი საფუძვლებით შევიდნენ მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის წესით მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობისა ან საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, რომლის მონაწილეცაა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფო;

ბ) მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უშუალო ჩასვლის წინ, იმყოფებოდნენ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტის მხოლოდ ტრანზიტულ ზონაში.

3. დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც მიუთითებს მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის საფუძვლების არსებობაზე, განსაზღვრულია საიმპლემენტაციო ოქმის მე-4 მუხლით.

4. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები რეადმისიის შესახებ მოთხოვნის წარდგენამდე ეცდებიან განახორციელონ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა რეადმისია მათი მოქალაქეობის ქვეყანაში, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში, მათი ბინადრობის ქვეყანაში.

მუხლი 4

სამგზავრო დოკუმენტის გაცემა

1. რეადმისიის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, მოთხოვნის წარმდგენი მხარის მომართვიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლსა და მე-3 მუხლში აღნიშნულ, რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 30-დღიანი მოქმედების ვადა. თუ მოთხოვნის მიმღებმა მხარემ მომართვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ გაცემულ, სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება რეადმისიის მიზნით.

2. თუ იურიდიული და ფაქტობრივი მიზეზების გამო, ვერ ხერხდება პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, 3 სამუშაო დღის ვადაში, სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ მოთხოვნის მიმღებმა მხარემ 3 სამუშაო დღის ვადაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო დოკუმენტს არ გაუგრძელა მოქმედების ვადა, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ გაცემულ, სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება რეადმისიის მიზნით.

3. წინამდებარე შეთანხმებისა და საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან ასეთი დოკუმენტების ნიმუშებს. შემდგომში, თითოეული მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ატყობინებს მეორე მხარეს აღნიშნულ ნიმუშებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

მუხლი 5

რეადმისიის შესახებ მოთხოვნათა წარდგენისა და განხილვის ვადები

1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მესამე სახელმწიფოს მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან დაკავშირებით რეადმისიის შესახებ მოთხოვნა უშუალოდ წარედგინება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს იმ ვადაში, რომელიც არ აღემატება 180 კალენდარულ დღეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ პირის უკანონო შესვლის ან ყოფნის ფაქტის დადგენის და (ან) მისი ვინაობის დადგენის თარიღიდან.

2. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო პირის რეადმისიის შესახებ მოთხოვნის მიღების თარიღიდან 12 კალენდარული დღის განმავლობაში გამოთქვამს თანხმობას ან ამბობს მოტივირებულ უარს მის მიღებაზე, თუ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგინდა ამ პირის გადაცემისათვის წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების არარსებობა. იურიდიული ან ფაქტობრივი ხასიათის გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ხელს უშლის რეადმისიის შესახებ მოთხოვნაზე დროული პასუხის გაცემას, მოთხოვნაზე პასუხის გაცემის ვადები მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან მოტივირებული მიმართვის საფუძველზე გაგრძელდება 60 კალენდარული დღით.

მუხლი 6

პირთა გადაცემისა და მიღების ვადები

1. იმ პირთა გადაცემა, რომელთა მიმართაც მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ რეადმისიაზე გაცემულია თანხმობა, ხორციელდება მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ ასეთი თანხმობის მიღების თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

2. ვადა, რომელიც მითითებულია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში, შეიძლება გაგრძელდეს, თუ მასში აღნიშნული პირების გადაცემა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის შეუძლებელია ისეთი გარემოებების წარმოშობის გამო, რომლებიც ობიექტურად უშლის ხელს გადაცემას, რაზეც იგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.

3. იმ პირის გადაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომლის რეადმისიაზეც მოთხოვნის მიმღები მხარე გამოთქვამს თანხმობას, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ უგზავნის მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შესაბამის წერილობით შეტყობინებას.

მუხლი 7

შეცდომით განხორციელებული რეადმისია

მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო უკან იღებს მის მიერ გადაცემულ პირს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში მითითებულ პირთა შემთხვევაში 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი გადაცემის თარიღიდან, და 90 კალენდარული დღის განმავლობაში წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლში მითითებულ პირთა შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ არ არსებობს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისი რეადმისიის საფუძვლები. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გადასცემს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მის ხელთ არსებულ მასალებს, რომლებიც უკავშირდება ამ პირს.

მუხლი 8

ტრანზიტი

1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გასცემს მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით მესამე სახელმწიფოებში ტრანზიტის ნებართვას, თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო იძლევა გარანტიას, რომ ამ პირებს მიეცემათ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეუფერხებლად შესვლის საშუალება, მიუხედავად იმისა, ეს სახელმწიფო წარმოადგენს ტრანზიტის თუ დანიშნულების სახელმწიფოს.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ტრანზიტი შეიძლება განხორციელდეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლების თანხლებით.

3. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა ტრანზიტის შესახებ მოთხოვნა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება წინასწარ, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით პირის შესვლის სავარაუდო თარიღამდე, თუ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

4. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ტრანზიტის შესახებ მოთხოვნის მიღების თარიღიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში გამოთქვამს ტრანზიტზე თანხმობას ან მოტივირებულ უარს ამბობს ტრანზიტის განხორციელებაზე.

5. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების ტრანზიტის განხორციელებისას, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თხოვნის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აღმოაჩენს შესაძლო დახმარებას.

6. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ტრანზიტზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არსებობს საფრთხე იმისა, რომ დანიშნულების ან ტრანზიტის სახელმწიფოში მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, სიკვდილით დასჯას ან რასობრივი, რელიგიური, ეროვნული კუთვნილების, აგრეთვე განსაზღვრული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ნიშნით ან პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით დევნას;

ბ) ასეთი პირების ყოფნა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არის არასასურველი,  მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე.

7. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, ტრანზიტულ გავლაზე გაცემული ნებართვის მიუხედავად, შეუძლია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები დაუბრუნოს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, თუ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი შესვლის შემდეგ მათ მიმართ დადგინდება წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, აგრეთვე, თუ დანიშნულების ან ტრანზიტის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეუფერხებლად შესვლა გარანტირებულად ვეღარ ჩაითვლება.

8. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ნაცვალგების საფუძველზე მიიღებენ ზომებს მესამე სახელმწიფოთა იმ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირთა ტრანზიტის შემთხვევების შეზღუდვისათვის, რომლებიც შეიძლება დაბრუნებულ იქნენ უშუალოდ მათი მოქალაქეობის ან მუდმივად ცხოვრების სახელმწიფოებში.

9. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტს ახორციელებენ საჰაერო ტრანსპორტით.

მუხლი 9

პერსონალური მონაცემების დაცვა

1. რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთში ცვლიან ან ერთმანეთს უგზავნიან წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ექვემდებარება თითოეული მხარის სახელმწიფოში დაცვას მისი კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებიც არიან მხარეთა სახელმწიფოები.

2. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთში გაცვლიან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის და უზრუნველყოფენ მათ კონფიდენციალურობას.

მუხლი 10

ხარჯები

1. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტამდე წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა რეადმისიასა და შესაძლო თანხლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებს გასწევს მოთხოვნის წარმდგენი მხარე, თუ ხარჯების ანაზღაურება ვერ მოხდება აღნიშნული პირების მიერ დამოუკიდებლად ან მესამე მხარის მიერ.

2. წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ტრანზიტსა და შესაძლო თანხლებასთან, აგრეთვე, მათ შესაძლო უკან დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაწევს მოთხოვნის წარმდგენი მხარე იმ შემთხვევაში, თუ ხარჯების ანაზღაურება ვერ მოხდება აღნიშნული პირების მიერ დამოუკიდებლად ან მესამე მხარის მიერ.

მუხლი 11

საიმპლემენტაციო ოქმი

მხარეები დებენ საიმპლემენტაციო ოქმს, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და შეიცავს წესებს, რომლებიც განსაზღვრავს:

ა) შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებსა და მათ საკონტაქტო მონაცემებს;

ბ) სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტებს;

გ) რეადმისიისა ან ტრანზიტის შესახებ მოთხოვნის წარდგენის შინაარსსა და წესს;

დ) გასაუბრების ჩატარებას;

ე) რეადმისიის ან ტრანზიტის პროცედურას;

ვ) თანხლებით პირთა გადაცემის პირობებს, მათ შორის მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტის შემთხვევაშიც;

ზ) ხარჯების ანაზღაურებას.

მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერება და განახლება

1. ეროვნული უსაფრთხოების დაცვასთან, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფასთან ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მიზეზებიდან გამომდინარე, თითოეულ მხარეს შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერებისა ან განახლების შესახებ ერთი მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ასეთი გადაწყვეტილების რეალიზაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა.

მუხლი 13

დავების მოგვარების წესი

1. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთობებიდან წარმოშობილი და წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასა და განმარტებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მათ შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.

2. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ გამართონ ექსპერტთა სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მუხლი 14

ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და რომლებიც ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

მუხლი 15

სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ურთიერთობა

წინამდებარე შეთანხმება არ ეხება თითოეული მხარის უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილეცაა მისი სახელმწიფო.

მუხლი 16

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ამოწურვის შემდეგ.

2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და მისი მოქმედება წყდება ერთი მხარის მიერ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ მეორე მხარის წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან 60 კალენდარული დღის ამოწურვის შემდეგ.

3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები დაარეგულირებენ მისი მოქმედების პერიოდში წარმოშობილ ვალდებულებებს.

 

შესრულებულია ქ. თბილისში,  2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

 

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

ხელმოწერილია

 

ბელარუსის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

ხელმოწერილია

საიმპლემენტაციო ოქმი

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

გამოხატავენ რა, საერთო სურვილს დაარეგულირონ 2015 წლის 23 აპრილს „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

კომპეტენტური ორგანოები

 

1.  შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოებია:

 

საქართველოს მხრიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიგრაციის დეპარტამენტი

მისამართი: მ. გახოკიძის ქ. 16, 0182, თბილისი, საქართველო

ტელ.: (+995 32) 2 41 96 35

ფაქსი: (+995 32) 2 41 96 26

ელ-ფოსტა: readmission@mia.gov.ge

 

ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტი

მისამართი: გოროდსკოი ვალი ქ. 4, 220030, ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა

ტელ: (+375 17) 218 72 36

ფაქსი: (+375 17) 218 76 02

ელ. ფოსტა: dcm@mia.by

 

სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი

მისამართი: ვოლგოგრადის ქ. 24, 220050, ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა

ტელ: (+375 17) 328 54 06

ფაქსი: (+375 17) 327 70 03.

 

2. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოების შეცვლის შესახებ.

3. შეთანხმებისა და წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის შესრულების მიზნებისათვის მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ უშუალოდ.

4. ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებთან, მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით რეადმისიის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე, წარადგენს საქართველოს მოქალაქეებთან, მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ მოთხოვნებს.

ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფოს სასაზღვრო კომიტეტი განიხილავს ტრანზიტის შესახებ მოთხოვნებს.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს  საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით რეადმისიის შესახებ მოთხოვნებს და ტრანზიტის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე წარადგენს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებთან, მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ მოთხოვნებს.

6. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები წერილობითი ფორმით, დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს საკუთარ საკონტაქტო მონაცემებში ცვლილებების შესახებ.

მუხლი 2

სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტები

1.რეადმისიისა და ტრანზიტისთვის მხარეები ადგენენ შემდეგ სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებს:

საქართველოსთვის:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;

ბელარუსის რესპუბლიკისთვის:

ეროვნული  აეროპორტი „მინსკი“.

2. მხარეთ სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

მუხლი 3

მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულება

1. საქართველოს მოქალაქეობა დასტურდება შემდეგი დოკუმენტებით:

ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) საქართველოს დიპლომატიური პასპორტი;

დ) საქართველოს სამსახურებრივი პასპორტი.

2. ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეობა დასტურდება შემდეგი დოკუმენტებით:

ა) ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი;

ბ) ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის დიპლომატიური პასპორტი;

გ) ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის სამსახურებრივი პასპორტი;

დ) ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნების მოწმობა.

3. საფუძვლები ვარაუდისა, რომ პირი ფლობს საქართველოს მოქალაქეობას, სახეზეა:

ა) წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, რომელთა მოქმედების ვადა ამოწურულია არაუმეტეს 180 კალენდარული დღის წინ;

ბ) წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებისა და დუბლიკატების არსებობის შემთხვევაში;

გ) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მიერ წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმთან პირველი დანართით დადგენილი ფორმით შევსებული და ხელმოწერილი განცხადების არსებობის შემთხვევაში, რომლითაც ის ადასტურებს საქართველოს მოქალაქეობას;

დ) შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ კანონიერ საფუძვლებზე მიღებული მოწმეების წერილობითი განმარტებების არსებობის შემთხვევაში;

ე) სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირთა წერილობითი განმარტებების არსებობის შემთხვევაში;

ვ) საქართველოს დასაბრუნებელი მოწმობა.

4. საფუძვლები ვარაუდისა, რომ პირი ფლობს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეობას, სახეზეა:

ა) წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, რომელთა მოქმედების ვადა ამოწურულია;

ბ) წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებისა და დუბლიკატების არსებობის შემთხვევაში;

გ) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მიერ წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმთან პირველი დანართით დადგენილი ფორმით შევსებული და ხელმოწერილი განცხადების არსებობის შემთხვევაში, რომლითაც ის ადასტურებს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეობას;

დ) 1991 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილზე ჩაწერის შესახებ შტამპით სსრკ-ის მოქალაქის პასპორტის არსებობის შემთხვევაში;

ე) შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ კანონიერ საფუძვლებზე მიღებული მოწმეების წერილობითი განმარტებების არსებობის შემთხვევაში;

ვ) სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირთა წერილობითი განმარტებების არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 4

მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისათვის საფუძვლების არსებობის მტკიცებულებები

1. მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისათვის საფუძვლების არსებობის მტკიცებულებად გამოიყენება შემდეგი მოქმედი დოკუმენტები:

ა) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი ვიზა და/ან ბინადრობის ნებართვა;

ბ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი მოქალაქეობის არმქონე პირის მოწმობა (ბინადრობის ნებართვა);

გ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი ლტოლვილის მოწმობა;

დ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი;

ე) მესამე სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოში ბინადრობის უფლების მიმნიჭებელი ნიშნულით (მხოლოდ ბელარუსის რესპუბლიკისათვის);

ვ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებითი ბინადრობის (მხოლოდ ბელარუსის რესპუბლიკისათვის) ან მუდმივი ბინადრობის  მოქმედი მოწმობა (ბინადრობის ნებართვა).

2. მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისათვის საფუძვლების არსებობის ირიბ მტკიცებულებად გამოიყენება შემდეგი დოკუმენტები და მონაცემები:

ა) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბინადრობის მოწმობა (ბინადრობის ნებართვა), ლტოლვილის მოწმობა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა არაუმეტეს 180 კალენდარული დღის წინ;

ბ) მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ვიზა, რომლის მოქმედების ვადა ამოწურულია;

გ) სახელმწიფო ორგანოთა თანამდებობის პირების წერილობითი განმარტებები;

დ) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის წერილობითი განმარტებები;

ე) მოწმეთა წერილობითი განმარტებები;

ვ) მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შესვლის (გასვლის) ნიშნული ნებისმიერი სახის დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს პირადობას და იძლევა სახელმწიფო საზღვრის კვეთის უფლებას;

ზ) მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შესვლის (გასვლის) ნიშნული ყალბ დოკუმენტში.

მუხლი 5

სხვა დოკუმენტები

1. თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარის მოსაზრებით სხვა დოკუმენტებსა და მონაცემებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 და მე-4 მუხლებით, გააჩნიათ არსებითი მნიშვნელობა რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობრივი კუთვნილების განსაზღვრისათვის ან მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისათვის საფუძვლების დადგენისათვის, ასეთი დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება დაერთოს რეადმისიის შესახებ მოთხოვნას.

2. რეადმისიის შესახებ მოთხოვნის განხილვისას წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა და მონაცემების მხედველობაში მიღების შესაძლებლობის შესახებ საკითხი წყდება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანის მიერ.

მუხლი 6

გასაუბრება

1. გასაუბრება იმართება ვადაში, რომელიც არ აღემატება 4 კალენდარულ დღეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის მიერ ან მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოში მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობის მიერ მოთხოვნის მიღების თარიღიდან.

2. გასაუბრების გამართვის თარიღი, დრო და ადგილი თანხმდება მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მოთხოვნის მიმღები დიპლომატიური წარმომადგენლობებისა ან საკონსულო დაწესებულებების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

3. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს გასაუბრებას დაქვემდებარებული პირისა და წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებამოსილი წარმომადგენლის ტრანსპორტირება იმ შეთანხმებულ ადგილას, სადაც უნდა ჩატარდეს გასაუბრება.

მუხლი 7

რეადმისიის შესახებ მოთხოვნის წარდგენის შინაარსი და წესი, მასზე პასუხის წარდგენის წესი

1. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-2 დანართით დადგენილი ფორმის მიხედვით შედგენილი რეადმისიის შესახებ მოთხოვნა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან, საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური არხების საშუალებით.

2. მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეთა რეადმისიის შესახებ მოთხოვნას თან ერთვის მოთხოვნის წარმდგენი მხარის ხელთ არსებული წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან მათი ასლები, რომელთა არსებობა ადასტურებს ან იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობას.

3. მესამე სახელმწიფოებიდან შემოსულ მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის შესახებ მოთხოვნას თან ერთვის მოთხოვნის წარმდგენი მხარის ხელთ არსებული წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-4 და მე-5 მუხლებში აღნიშნული დოკუმენტები ან მათი ასლები, რომელთა არსებობა ადასტურებს ან იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სახეზეა აღნიშნულ პირთა რეადმისიის საფუძველი.

4. საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო რეადმისიის შესახებ მოთხოვნის „Б“ პუნქტში მიუთითებს დამატებით ინფორმაციას რეადმისიას დაქვემდებარებული პირის განსაკუთრებული საშიშროებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

5. რეადმისიის შესახებ მოთხოვნაზე პასუხი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან, საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური არხების საშუალებით შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში.

მუხლი 8

ტრანზიტის შესახებ მოთხოვნის წარდგენისა და მასზე პასუხის წესი

1. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 დანართი დადგენილი ფორმის მიხედვით შედგენილი ტრანზიტის შესახებ მოთხოვნა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან, საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური არხების საშუალებით შეთანხმების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში.

2. საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ტრანზიტის შესახებ მოთხოვნის „Б“ პუნქტში მიუთითებს დამატებით ინფორმაციას ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის განსაკუთრებული საშიშროებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

3. ტრანზიტის შესახებ მოთხოვნაზე პასუხი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან, საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური არხების საშუალებით შეთანხმების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებში.

მუხლი 9

რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის თანხლება

1. თანხლებით პირის რეადმისიის ან ტრანზიტის საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აცნობებს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს თანმხლებ პირთა სახელების, გვარებისა და თანამდებობების, მათი პასპორტების სახეობის, ნომრის, გაცემის თარიღისა და მოქმედების ვადის, აგრეთვე მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის სავარაუდო ვადების შესახებ.

2. თანმხლები პირები იცავენ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობას მის ტერიტორიაზე ყოფნის დროს.

3. თანმხლებ პირებს უნდა ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი, აგრეთვე თან უნდა ჰქონდეთ მოქმედი პასპორტები და დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ ურთიერთშეთანხმებას.

4. თანმხლებმა პირებმა თან არ უნდა იქონიონ იარაღი ან სხვა ნივთები, რომლებიც მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეზღუდულია ან ამოღებულია ბრუნვიდან.

5. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ ყველა საკითხის თაობაზე, რომელიც უკავშირდება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე თანმხლებ პირთა ყოფნის უზრუნველყოფას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები თანმხლებ პირებს უწევენ შესაძლო ხელშეწყობას. 

მუხლი 10

რეადმისიისა ან ტრანზიტის პროცედურა

1. პირთა რეადმისია ხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტების სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში.

2. პირთა ტრანზიტი ხორციელდება მხარეთა სახელმწიფოების საერთაშორისო აეროპორტების ტრანზიტულ ზონებში.

3. რეადმისიის ან ტრანზიტის თარიღი და ადგილი, აგრეთვე, ამ მიზნებით გამოყენებული მხარეთა სახელმწიფოების საერთაშორისო აეროპორტების სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტები, განისაზღვრება მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ურთიერთშეთანხმებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

4. რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაცემის დაგეგმილ თარიღამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აცნობებს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ასეთი გადაცემის პირობების შესახებ.

ასეთი ინფორმაციის მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აცნობებს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს გადაცემის პირობების მიზანშეწონილობის შესახებ.

5. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი გადაცემის პირობები არ არის მიზანშეწონილი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის, გადაცემის სხვა პირობები შეთანხმებულ უნდა იქნას შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.

მუხლი 11

ენა

შეთანხმებისა და წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის დებულებათა შესრულების მიზნებისათვის, მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის პირველი, მე-2 და მე-3 დანართებით  განსაზღვრული დოკუმენტები ფორმდება რუსულ ან ინგლისურ ენებზე.

მუხლი 12

ხარჯები

1. რეადმისიის ან ტრანზიტის განხორციელებისას მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ გაწეული ხარჯები ანაზღაურდება შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ ორივე მხარისათვის მისაღებ ვალუტაში მის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ შეტყობინების, რომელსაც თან ერთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტები, მიღების თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. ერთი მხარის მიერ იმ პირთა გადაცემისას, რომელთა გადაცემაც მოხდა შეცდომით, გაწეული ხარჯები ანაზღაურდება შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად პირველადი მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ ორივე მხარისათვის მისაღებ ვალუტაში მის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ შეტყობინების, რომელსაც თან ერთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტები, მიღების თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

მუხლი 13

დანართები

წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის პირველი, მე-2 და მე-3 დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 14

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმი ძალაში შედის შეთანხმების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის თანახმად.

2. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შედის შეთანხმების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

3. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით და წყვეტს მოქმედებას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტასთან ერთად.

4. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმი არ გამოიყენება შეთანხმების მოქმედების შეჩერების დროს.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ბელარუსის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

 

დანართი 1

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის შესახებ საიმპლემენტაციო ოქმის

 

რეადმისიას დაქვემდებარებული პირის

განცხადება

2015 წლის 23 აპრილს „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად

 

1. გვარი, სახელი, მამის სახელი, მეორე სახელი (გვარს ხაზი გაესვას) _______________ _______________________________________________________________________________

2. ქალწულობის გვარი_____________________________________________________________

3.დაბადების თარიღი და ადგილი____________________________________________________

4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი__________________________________________

5.მოქალაქეობა____________________________________________________________________

6. მონაცემები მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ახლო ნათესავების შესახებ________________________________________________________________

________________________________________________________________________________

7. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მისამართი ________________________________________________________________________________

8. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის თარიღი ________________________________________________________________________________

9. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება ________________________________________________________________________________

10. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მიზანი ________________________________________________________________________________

11. სხვა ცნობები __________________________________________________________________

________________________________________________________________________________ 

__________________

    (პირადი ხელმოწერა)

201_ წლის „_____“ _________________________

განცხადების შევსების ადგილი _____________________________________________________________________

 

_________________________________________  (მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერა)

 

_________________________________________

 (ინიციალები, გვარი)

 

 

ბეჭდის ადგილი

 

დანართი 2

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის შესახებ საიმპლემენტაციო ოქმის

მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს გერბი

 

_________________________________________

 (მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს დასახელება)

_________________________________________

(ადგილი და თარიღი)

 

ნომერი  ____________________________

ვის ________________________________

        (მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს

            კომპეტენტური ორგანოს დასახელება)

 

მოთხოვნა რეადმისიის შესახებ

2015 წლის „23“ აპრილს „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების შესრულების წესის შესახებ საიმპლემენტაციო ოქმის მე-7 მუხლის შესაბამისად

  გასაუბრება

 

 

 

 

ფოტო

А. პირადი მონაცემები

 

1. გვარი, სახელი, მამის სახელი, მეორე სახელი (გვარს ხაზი გაესვას)  __________________________________________________________________

2. ქალწულობის გვარი _______________________________________________

3. დაბადების თარიღი და ადგილი ____________________________________

_________________________________________________________________

4. სქესი და გარეგნობის აღწერა (სიმაღლე, თვალის ფერი, განმასხვავებელი თვისებები და სხვა) ______________________________________________________________________

______________________________________________________________________

_____________________ 

5. ასევე ცნობილია როგორც (პირის მიერ გამოყენებული ყოფილი სახელები, სხვა სახელები, რომლებითაც მას იცნობენ, და ფსევდონიმები)___________________________

6. მოქალაქეობა და ენა  ____________________________________________________

7. მონაცემები გაცემული ბინადრობის უფლებების, დროებით ცხოვრების ნებართვების ან ვიზების შესახებ _________________________________________________________________

8. ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული დაუქორწინებელი განქორწინებული ქვრივი

მეუღლის სახელი (ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში) და მისი ადგილმდებარეობა ________________________________________________________________________

შვილთა (ყოლის შემთხვევაში) სახელები, ასაკი და მათი ადგილმდებარეობა __________

_________________________________________________________________________

9. ბოლო ადგილმდებარეობა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოში ________ _________________________________________________________________________

10. ბოლო მისამართი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოში ________ _________________________________________________________________________

11. მონაცემები გადაადგილების მარშრუტების შესახებ ___________________________ _________________________________________________________________________

12. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირის უკანონო შესვლისა და ყოფნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები ______________________

_________________________________________________________________________

_________________________________________________________________________

Б. გადასაცემ პირთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებები

1. ჯანმრთელობის მდგომარეობა (განსაკუთრებული სამედიცინო მოვლის საჭიროებაზე მითითება, ინფექციური დაავადების დასახელება და სხვა) ___________________________________

_________________________________________________________________________

2. შენიშვნა პირის განსაკუთრებული საშიშროების შესახებ (ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, აგრესიული ქცევისადმი მიდრეკილება და სხვა) ____________________________________

___________________________________________________________________________

В. მოქალაქეობრივი კუთვნილების თანმდევი მტკიცებულებები

1. მოქალაქეობრივი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტები:

 

_________________________________________

(დოკუმენტის  სახეობა)

 

_________________________________________

 (დოკუმენტის გამცემი ორგანო)

_________________________________________

 (გაცემის თარიღი და ადგილი)

 

_________________________________________

 (მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი)

 

2. მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ ვარაუდის საფუძვლის მომცემი დოკუმენტები და ცნობები __________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

Г. შენიშვნა

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

(მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერა)

_________________________________________

(ინიციალები, გვარი)

 

 

ბეჭდის ადგილი

 

 

დანართი 3

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის შესახებ საიმპლემენტაციო ოქმის

 

 

მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს გერბი

 

_________________________________________

 (მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს დასახელება)

_________________________________________

(ადგილი და თარიღი)

 

 

ნომერი  ____________________________

ვის ________________________________

        (მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს

            კომპეტენტური ორგანოს დასახელება)

 

მოთხოვნა ტრანზიტის შესახებ

2015 წლის „ 23“ აპრილს „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების შესრულების წესის შესახებ საიმპლემენტაციო ოქმის მე-8 მუხლის შესაბამისად

 

 

 

 

ფოტო

А. პირადი მონაცემები

 

1. გვარი, სახელი, მამის სახელი, მეორე სახელი (გვარს ხაზი გაესვას)  __________________________________________________________________

2. ქალწულობის გვარი _______________________________________________

3. დაბადების თარიღი და ადგილი ____________________________________

__________________________________________________________________

4. სქესი და გარეგნობის აღწერა (სიმაღლე, თვალის ფერი, განმასხვავებელი თვისებები და სხვა) _______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

5. ასევე ცნობილია როგორც (პირის მიერ გამოყენებული ყოფილი სახელები, სხვა სახელები, რომლებითაც მას იცნობენ, და ფსევდონიმები) ___________________________ 

6. მოქალაქეობა და ენა  ____________________________________________________

7. სამგზავრო დოკუმენტის სახე და ნომერი________________________________________ ___________________________________________________________________________

Б. გადასაცემ პირთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებები

1. ჯანმრთელობის მდგომარეობა (განსაკუთრებული სამედიცინო მოვლის საჭიროებაზე მითითება, ინფექციური დაავადების დასახელება და სხვა) ___________________________________

____________________________________________________________________________

2. შენიშვნა პირის განსაკუთრებული საშიშროების შესახებ (ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, აგრესიული ქცევისადმი მიდრეკილება და სხვა) ___________________________________

____________________________________________________________________________

В. ტრანზიტული ოპერაცია

1. დანიშნულების სახელმწიფო ___________________________________________________

_____________________________________________________________________________

2. ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები________________________________________

_____________________________________________________________________________

3. სახელმწიფო საზღვრის კვეთის შეთავაზებული ადგილი, თარიღი და დრო ____________

__________________________________________________________________________

_____________________________________________________4. მონაცემები თანმხლებ პირთა შესახებ:

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

Г. შენიშვნა

____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

____________________________________________________________________________

პირის მიღება გარანტირებულია ტრანზიტისა და (ან) დანიშნულების სხვა სახელმწიფოს მიერ.

 

_________________________________________

(მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერა)

_________________________________________

(ინიციალები, გვარი)

 

 

ბეჭდის ადგილი