სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.040.05.001.000.377
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1462
25/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
120.260.040.05.001.000.377
სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (31/10/2018 - 22/02/2019)

საქართველოს კანონი

 

სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ

ეს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;

ბ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსი – კანონით დადგენილი და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული უფლებების, თავისუფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ერთობლიობა; 

გ) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები − საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამხედრო უწყებების სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე რეზერვისტები სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნის ის კანონი № 1541 - სსმ I, № 21 , 12 .07 .2002 წ., მუხ. 87  

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი №3016 - სსმ I, № 2 3, 04. 05 . 20 10 წ., მუხ. 1 35

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5012 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3583  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი

1. სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

3. სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მისი პირადობის, მოქალაქეობისა და სამართლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთები.

4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს კანონმდებლობითა და სამხედრო წესდებებით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილობრივი შეზღუდვის კომპენსაცია, რაც სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებთანაა დაკავშირებული, წარმოებს ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

6. საომარი ან საგანგებო მდგომარეობისა და მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

7. სამხედრო მოსამსახურეზე, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3583  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 3. სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები

  1. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.

2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სხვა სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დაწესებულებაში სამხედრო სამსახურის გავლისას განისაზღვრება ამ კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3. ტყვედ ჩავარდნილ, აგრეთვე ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, თუ ტყვეობა არ იყო ნებაყოფლობითი და ტყვედ ჩავარდნილმა არ ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.

4. თუ სამხედრო სამსახურის გავლისას ჩადენილი დანაშაულისათვის სამხედრო მოსამსახურეს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, მას შეუწყდება ამ კანონით დადგენილი შეღავათები.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

მუხლი 4. სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

1. სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით.

2. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

3. სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

4. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

 

თავი II. სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების უფლებები და ამ უფლებების რეალიზაციის გარანტიები

მუხლი 5. სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობაში, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.

2. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა და სამსახური შეთავსებით, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სამედიცინო საქმიანობისა, თუ ეს ხელს არ შეუშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრ ის კანონი № 304 - სსმ I, № 21 , 06 .10 .2008 წ., მუხ. 149

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრ ის კანონი №1699 - სსმ I, № 2 9, 12. 10 .200 9 წ., მუხ.182

მუხლი 6. სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება

სამხედრო მოსამსახურეს აქვს სიტყვის თავისუფლება, საკუთარი აზრისა და შეხედულების გამოთქმის უფლება, აგრეთვე ისეთი ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო, მათ შორის, სამსახურებრივ საიდუმლოს (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1734  - ვებგვერდი, 25.12.2013წ.

მუხლი 7. სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება

სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს აღიაროს ნებისმიერი რელიგია, აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის პირობებს დამატებითი შეღავათებისათვის.

მუხლი 8. პიროვნების თავისუფლების, პატივისა და ღირსების დაცვა

სამხედრო მოსამსახურის პირადი თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება დაცულია კანონით.

მუხლი 9. გადაადგილების უფლება

1. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილების უფლება აქვს შესაბამისი მეთაურის ნებართვით.

2. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გამოიცვალოს სამხედრო სამსახურის ადგილი, თუ ის ან მისი ოჯახის წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საჭიროებს სამსახურის (საცხოვრებელი ადგილის) შეცვლას.

3. სამხედრო მოსამსახურე მივლინებაში იგზავნება სამხედრო ხელმძღვანელობის ნებართვით, შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

მუხლი 10. შრომის უფლების რეალიზაცია

1. სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.

2. სახელმწიფოს მიერ სამხედრო მოსამსახურისათვის გარანტირებულია:

ა) სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით სამხედრო თანამდებობის დაკავება და სამსახურებრივი დაწინაურება;

ბ) საკუთარი სურვილითა და სამხედრო სამსახურის ინტერესების გათვალისწინებით პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) საშტატო განრიგისა და დაკავებული თანამდებობის მიხედვით სამხედრო წოდების მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების შეფერხება.

3. სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი პირს ეთვლება შრომის საერთო სტაჟში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალობის მიხედვით ნამსახურობის სტაჟში.

მუხლი 11. სამუშაო დრო და დასვენების უფლება

1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, ამ მუხლის 2 1−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას.

2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, ხოლო სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს – შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღისა.

2 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დასვენების დღეები განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში − არანაკლებ სამი შაბათ-კვირა, ქვედანაყოფში განსაზღვრული შესაბამისი განრიგის თანახმად;

ბ) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულებიდან სავალდებულო  სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე − ყოველკვირეულად ორი დღე − შაბათი და კვირა.

2 2. ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული დასვენების დღეების გამოყენების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში/სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან/და სამხედრო მოსამსახურის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების განსაზღვრული ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.

3. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ყოველკვირეული სამსახურებრივი დროის საერთო ხანგრძლივობის შეუზღუდავად.

4. სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.

5. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება.

5 1. „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში არ ჩაითვლება.

6. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ეძლევა ორკვირიანი შვებულება, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მე-12 თვისა. 

6 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მისი სურვილის შემთხვევაში ეძლევა შვებულება არაუმეტეს 15 დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არაუმეტეს 10 დღის ოდენობით.

7. სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევა საარდადეგებო შვებულება.

8. სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც ოფიცრის პირველადი წოდება ენიჭება, დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე ეძლევა 30-დღიანი შვებულება, თუ სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. სამხედრო მოსამსახურე ქალს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის შვებულება ეძლევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი № 644 - სსმ I, № 38 , 24 .12 .2004 წ., მუხ. 180

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრ ის კანონი №2474 - სსმ I, №56, 28. 12 .200 5 წ., მუხ.414

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი №3016 - სსმ I, № 2 3, 04. 05 .20 10 წ., მუხ. 1 35

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2101 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.

საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი 2239 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.

საქართველოს 2017 წლის  6 აპრილის კანონი №618 - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3583  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 12. მატერიალური უზრუნველყოფა

1. სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.

2. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ხოლო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისას სამივლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.

31. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული სასურსათო ულუფის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს არ მიეცემა.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურება, თუ ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეა და სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრ ის კანონი №2474 - სსმ I, №56, 28. 12 . 200 5 წ., მუხ.414

საქართველოს 2007 წლის 11 მაის ის კანონი № 4745 - სსმ I, № 18 , 2 2 . 05 . 2007 წ., მუხ. 159

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5012 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი 2239 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.

მუხლი 13. საკუთრების უფლება

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს იყოს მესაკუთრე, ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს თავის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურის ქონების შენახვის წესს განსაზღვრავს საჯარისო წესდება.

მუხლი 14. უფლება საცხოვრებელ ბინაზე

1. სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურის დაწყებისთანავე დადგენილი ნორმებითა და წესით, შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გადაცემული საბინაო ფონდიდან ეძლევა სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინა.

2. სამხედრო მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე უფლება აქვთ გატარდნენ რეგისტრაციაში სამხედრო ნაწილის მისამართზე. ამ პირებს საცხოვრებელი ბინის მიღებამდე ეძლევათ დროებითი საცხოვრებელი სასამსახურო შენობები და/ან ოთახები საერთო საცხოვრებელში.

3. სამხედრო სამსახურში რეზერვიდან ორი წლით გაწვეულ ოფიცერს ეძლევა ოთახი საერთო საცხოვრებელში. თუ იგი ორი წლის შემდეგაც აგრძელებს სამხედრო სამსახურს, საცხოვრებელი ბინა მიეცემა სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

4. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს განათავსებენ ყაზარმაში შინაგანი სამსახურის წესდების მიხედვით.

მუხლი 15. ნამსახურევი წლების გაანგარიშება და მატერიალური უზრუნველყოფა

1. სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს ყველა სახის ფულადი სარგოები დროის ამ პერიოდში უნაზღაურდებათ შესაბამისად სამმაგი და ორმაგი ოდენობით.

3. წელთა ნამსახურობის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამხედრო მოსამსახურეები ჯილდოვდებიან ორდენებითა და მედლებით.

4. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს ჯანმრთელობისათვის მავნე სითხეებთან, ქიმიურ, მომწამლავ, რადიაქტიურ და სხვა ნივთიერებებთან, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება დღენახევრად და ყველა სახის ფულადი სარგოები უნაზღაურდება ერთნახევარი ოდენობით.

5. სხვა სახელმწიფოში მომსახურე საქართველოს სამხედრო მოსამსახურეს ფულადი სარგო ეძლევა ნაწილობრივ ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტით და ნაწილობრივ საქართველოს ეროვნული ვალუტით.

6. დახურულ და სხვა ცალკეულ სამხედრო ნაწილებში, სამხედრო-საჰაერო და ზოგიერთი სხვა კატეგორიის სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, სპეციალური დანიშნულების დანაყოფებში, აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2001 წლის 20 ივლისი ს კანონი № 1036 - სსმ I, № 24 , 01 .08 .2001 წ., მუხ. 105

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრ ის კანონი № 787 - სსმ I, № 40 , 29 .12 .2008 წ., მუხ. 255

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი №3019 - სსმ I, № 2 3, 04. 05 . 20 10 წ., მუხ. 1 38

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1391  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

მუხლი 16. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო უზრუნველყოფა

1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

2. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ევალება მეთაურს (უფროსს). მასვე ეკისრება სამხედრო სამსახურის გავლის, სამხედრო წვრთნის, საბრძოლო მომზადებისათვის მეცადინეობების ჩატარების, სამხედრო ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის და სხვა სამუშაოთა შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა.

3. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურისა, დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

41. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების დროს, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.

5. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში სარგებლობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობის უფლებით.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 91 - სსმ I, № 52(59) , 31 .12 .1999 წ., მუხ. 253

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილ ის კანონი № 1337 - სსმ I, № 22 , 18 .05 .2005 წ., მუხ. 147

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრ ის კანონი №1699 - სსმ I, № 2 9, 12. 10 .200 9 წ., მუხ.182

საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №865 - ვებგვერდი, 19.08.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3583  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 17. სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო დაზღვევა. ზარალის ანაზღაურება

1. სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება დაზღვეულ იქნეს სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებით.

2. (ამოღებულია).

3. ამ მუხლით დადგენილი გარანტიები შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების შედეგად დათხოვნილ პირებზე, რომლებსაც აქვთ პოლკოვნიკის სამხედრო წოდება ან უმაღლესი სამხედრო წოდება, სამხედრო სამსახურიდან ზემოთ აღნიშნული მიზეზებით დათხოვნილ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირებზე.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4192 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.371

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3016 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.135

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3583  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 18. განათლების მიღება. კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა

1. სამხედრო მოსამსახურეს აქვს პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება.

2. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით უფლება აქვს ისწავლოს სამოქალაქო უმაღლეს, საშუალო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში. ამ კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება ყველა შეღავათი, რასაც ადგენს კანონმდებლობა იმ პირისათვის, რომელიც უთავსებს სამხედრო სამსახურს სასწავლო დაწესებულებაში სწავლას. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება ამ სასწავლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება.

3. უმაღლესი ან საშუალო-სპეციალური სამოქალაქო განათლების მქონე ოფიცერი და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მიღებული სპეციალობით გადის სამხედრო სამსახურს, თავისი განათლებით უთანაბრდება პირს, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი ან საშუალო სამხედრო სასწავლებელი.

4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ისარგებლოს კულტურის დაწესებულებებით.

5. სამხედრო ხელმძღვანელობა ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურის პატრიოტული, ზნეობრივი და ესთეტიკური აღზრდისათვის, განუვითაროს გონივრული ინიციატივა, ჩაუნერგოს მას ეროვნული ტრადიციებისადმი, რელიგიისადმი, უფროსებისა და უმცროსებისადმი პატივისცემა.

6. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე სარგებლობს ბიბლიოთეკებითა და სამკითხველოებით, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით, კინო- და ვიდეოფილმებით, აგრეთვე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში.

მუხლი 19. შეღავათები ტრანსპორტით მგზავრობასა და კომუნალურ მომსახურებაზე

1. სამხედრო მოსამსახურეს მივლინებისას, ძირითადი და დამატებითი შვებულებების დროს სანატორიულ-სამკურნალო დაწესებულებამდე გასამგზავრებლად და უკან დასაბრუნებლად, აგრეთვე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისას არჩეულ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისათვის, სხვა დასახლებულ პუნქტში გადაყვანისას აქვს ყველა სახის საგზაო ტრანსპორტით მგზავრობის უფლება (გარდა ტაქსისა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.

2. სამხედრო მოსამსახურეს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, მეტროპოლიტენით და საგარეუბნო რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის უფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე.

3. სამხედრო მოსამსახურეები (გარდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურისა) და მათი ოჯახის წევრები იხდიან ბინის ქირის, ტელეფონის დადგმის და სააბონენტო გადასახადის (საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრების გარდა), კოლექტიური ანტენის, რადიოქსელით სარგებლობის, გაზის, გათბობის, საბინაო-საყოფაცხოვრებო მომსახურების, ცივი და ცხელი წყლის და სხვა კომუნალური მომსახურების ღირებულების 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხებით.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

მუხლი 20. წინადადებები, განცხადებები, საჩივრები

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, აგრეთვე მეთაურისა და უფროსის სახელზე შეიტანოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები.

2. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია მეთაურის (უფროსის) მეშვეობით ან პირადად სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამხედრო უწყებების თანამდებობის პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.

3. სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარისო წესდებებით გათვალისწინებული წესით. საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ან საჩივრის განხილვის არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს ზემდგომ მეთაურს (უფროსს), პროკურატურას ან სასამართლოს.

4. აკრძალულია სამხედრო მოსამსახურის საჩივრის განხილვის შეჩერება, აგრეთვე საჩივრისათვის დასჯა ან დევნა.

5. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც საჩივარი შეიტანა, არ თავისუფლდება ბრძანებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბრძანების გამცემს.

6. საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მისი საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში.

საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1699 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.182  

საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2101 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3583  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 21. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა

1. სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

2. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში:

ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას;

ბ) ავადმყოფობის გამო;

გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის;

ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის;

ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი;

თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;

ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).

3. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და იმ ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერს აღადგენს საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. აღნიშნულ პირებს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო ნამსახურობის წლებში ჩაეთვლებათ. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №525 – ვებგვერდი, 24.04.2013წ.  

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3583  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

თავი III. სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება და პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისათვის

მუხლი 22. სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეიარაღებული თავდასხმისა და აგრესიის მოგერიება წარმოადგენს მხედრული მოვალეობის არსს, რომელიც სამხედრო მოსამსახურისაგან მოითხოვს:

ა) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა;

ბ) აიმაღლოს სამხედრო, ტექნიკური და ზოგადი ცოდნის დონე;

გ) დაეუფლოს და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მინდობილი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას;

ე) გაუფრთხილდეს თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას;

ვ) მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლო;

ზ) დაემორჩილოს მეთაურს (უფროსს), ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი ბრძანებები და განკარგულებები.

მუხლი 23. პასუხისმგებლობა სამხედრო მოსამსახურის ხელყოფისა და შეურაცხყოფისათვის

1. სამხედრო მოსამსახურეს იცავს სახელმწიფო. მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება დაცულია კანონით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა, მუქარა ან მისი სიცოცხლის ხელყოფა, აგრეთვე სხვა მოქმედებები, რომლებიც ხელს უშლიან სამხედრო მოსამსახურეს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

მუხლი 24. სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისათვის

1. სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2. გადაცდომისათვის, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო დისციპლინისა და მხედრული ღირსების შელახვასთან, სამხედრო მოსამსახურე პასუხს აგებს საერთო-საჯარისო წესდების საფუძველზე.

3. სამხედრო მეთაურს (უფროსს) უფლება არა აქვს გასცეს ისეთი ბრძანება ან განკარგულება, რომელსაც კავშირი არა აქვს სამხედრო სამსახურთან ან კანონსაწინააღმდეგოა.

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 25. გარდამავალი დებულება

ამ კანონის მე-12, მე-17 და მე-19 მუხლები, აგრეთვე მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 26. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 25 ივნისი

№1462–IIს

29. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3500-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 28. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2561-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 27. 15/12/2022 - საქართველოს კანონი - 2395-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 26. 24/05/2022 - საქართველოს კანონი - 1579-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/06/2022 25. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6983-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 24. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4331-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 23. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3583-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 22. 06/04/2017 - საქართველოს კანონი - 618-IIს - ვებგვერდი, 13/04/2017 21. 16/04/2014 - საქართველოს კანონი - 2239-IIს - ვებგვერდი, 28/04/2014 20. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2101-IIს - ვებგვერდი, 19/03/2014 19. 11/12/2013 - საქართველოს კანონი - 1734-Iს - ვებგვერდი, 25/12/2013 18. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1391-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 25/07/2013 - საქართველოს კანონი - 865-რს - ვებგვერდი, 19/08/2013 16. 05/04/2013 - საქართველოს კანონი - 525-IIს - ვებგვერდი, 24/04/2013 15. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 14. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5012-რს - ვებგვერდი, 110715014, 15/07/2011 13. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3019 - სსმ, 23, 04/05/2010 12. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3016 - სსმ, 23, 04/05/2010 11. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1699 - სსმ, 29, 12/10/2009 10. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 787 - სსმ, 40, 29/12/2008 9. 26/09/2008 - საქართველოს კანონი - 304 - სსმ, 21, 06/10/2010 8. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4745 - სსმ, 18, 22/05/2007 7. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4192 - სსმ, 49, 29/12/2006 6. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2474 - სსმ, 56, 28/12/2005 5. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1337 - სსმ, 22, 18/05/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 09/12/2004 - საქართველოს კანონი - 644 - სსმ, 38, 24/12/2004 3. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1541 - სსმ, 21, 12/07/2002 2. 20/07/2001 - საქართველოს კანონი - 1036 - სსმ, 24, 01/08/2001 1. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999