საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება

საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება
დოკუმენტის ნომერი 700/6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/1970
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 14/06/1993
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016279
700/6
19/07/1970
ვებგვერდი, 24/09/2014
480610000.03.030.016279
საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება

დაიდო ვაშინგტონში 1970 წლის 19 ივლისს, შესწორდა 1979 წლის 28 სექტემბერს,

შეიცვალა 1984 წლის 3 თებერვალსა და 2001 წლის 3 ოქტომბერს.

 

(ძალაშია 2002 წლის 1 აპრილიდან)

 

 

                                                                

პრეამბულა

შესავალი დებულებები

მუხლი 1 კავშირის დაფუძნება

მუხლი 2 განსაზღვრებები

თავი I: საერთაშორისო განაცხადი და საერთაშორისო ძიება

მუხლი 3 საერთაშორისო განაცხადი

მუხლი 4 განცხადება

მუხლი 5 აღწერილობა

მუხლი 6 გამოგონების ფორმულა

მუხლი 7 ნახაზები

მუხლი 8 პრიორიტეტის მოთხოვნა

მუხლი 9 განმცხადებელი

მუხლი 10 მიმღები უწყება

მუხლი 11 განაცხადის წარდგენის თარიღი და საერთაშორისო განაცხადის ძალა

მუხლი 12 საერთაშორისო განაცხადის გადაგზავნა საერთაშორისო ბიუროსა და                        საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ორგანოსათვის

მუხლი 13 საერთაშორისო განაცხადის ასლის ხელმისაწვდომობა აღნიშნული უწყებებისათვის

მუხლი 14 საერთაშორისო განაცხადის ზოგიერთი ხარვეზი

მუხლი 15 საერთაშორისო ძიება

მუხლი 16 საერთაშორისო ძიების ორგანო

მუხლი 17 პროცედურა, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ძიების ორგანო

მუხლი 18 საერთაშორისო ძიების ანგარიში

მუხლი 19 გამოგონების ფორმულის ცვლილება საერთაშორისო ბიუროში

მუხლი 20 საბუთების გადაგზავნა აღნიშნული უწყებებისათვის

მუხლი 21 საერთაშორისო გამოქვეყნება

მუხლი 22 ასლი, თარგმანი და აღნიშნული ქვეყნების საფასური

მუხლი 23 ეროვნული პროცედურის ვადის გადაწევა

მუხლი 24 მოქმედების შესაძლო დაკარგვა აღნიშნულ სახელმწიფოებში

მუხლი 25 აღნიშნული უწყებების გადაწყვეტილებების გადასინჯვა

მუხლი 26 აღნიშნულ უწყებებში შესწორების შეტანის შესაძლებლობა

მუხლი 27 ეროვნული მოთხოვნები

მუხლი 28 გამოგონების ფორმულის, აღწერილობისა და ნახაზების ცვლილება აღნიშნულ უწყებებში

მუხლი 29 საერთაშორისო გამოქვეყნების შედეგები

მუხლი 30 საერთაშორისო განაცხადის კონფიდენციალური ხასიათი

თავი II: საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზა

მუხლი 31 საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მოთხოვნა

მუხლი 32 საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო

მუხლი 33 საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზა

მუხლი 34 საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოს პროცედურა

მუხლი 35 საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა

მუხლი 36 საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნის გაგზავნა, თარგმნა და დაგზავნა

მუხლი 37 მოთხოვნის გატანა ან უარი სახელმწიფოს არჩევაზე

მუხლი 38 საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის კონფიდენციალური ხასიათი

მუხლი 39 ასლი, თარგმანი და საფასური არჩეული უწყებებისთვის

მუხლი 40 ეროვნული ექსპერტიზისა და სხვა პროცედურების ვადის გადაწევა

მუხლი 41 გამოგონების ფორმულის, აღწერილობისა და ნახაზების ცვლილება არჩეულ უწყებაში

მუხლი 42 არჩეულ უწყებებში ეროვნული ექსპერტიზის შედეგები

თავი III: ზოგადი დებულებები

მუხლი 43 გარკვეული დაცვის სახის მოთხოვნა

მუხლი 44 დაცვის ორი სახის მოთხოვნა

მუხლი 45 ხელშეკრულება რეგიონულ პატენტებზე

მუხლი 46 საერთაშორისო განაცხადის თარგმანი, რომელიც არ არის სწორი

მუხლი 47 ვადები

მუხლი 48 გარკვეული ვადების მიმართ მოთხოვნათა დაკმაყოფილების გადაწევა

მუხლი 49 საერთაშორისო უფლებამოსილ ორგანოებში საქმის წარმოების უფლება

თავი IV: ტექნიკური მომსახურება

მუხლი 50 საპატენტო საინფორმაციო მომსახურება

მუხლი 51 ტექნიკური დახმარება

მუხლი 52 ურთიერთკავშირი ხელშეკრულების სხვა დებულებებთან

თავი V: ადმინისტრაციული დებულებები

მუხლი 53 ასამბლეა

მუხლი 54 აღმასრულებელი კომიტეტი

მუხლი 55 საერთაშორისო ბიურო

მუხლი 56 ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტი

მუხლი 57 ფინანსები

მუხლი 58 ინსტრუქცია

თავი VI: დავები

მუხლი 59 დავები

თავი VII: გადასინჯვა და ცვლილებები

მუხლი 60 ხელშეკრულების გადასინჯვა

მუხლი 61 ხელშეკრულების ზოგიერთი პირობის ცვლილება

თავი VIII: დასკვნითი დებულებები

მუხლი 62 ხელშეკრულების მხარედ გახდომა

მუხლი 63 ხელშეკრულების ძალაში შესვლა

მუხლი 64 დათქმები

მუხლი 65 თანამიმდევრული გამოყენება

მუხლი 66 დენონსაცია

მუხლი 67 ხელმოწერა და ენები

მუხლი 68 დეპოზიტარიუმის ფუნქციები

მუხლი 69 შეტყობინებები

 

 ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებმა, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესში, დახვეწონ გამოგონებების სამართლებრივი დაცვა, უფრო მარტივი და ეკონომიური გახადონ გამოგონებებზე დაცვის მოპოვება, როდესაც ის მოითხოვება რამდენიმე ქვეყანაში, უზრუნველყონ იოლი და სწრაფი საჯარო ხელმისაწვდომობა ახალი გამოგონებების აღწერილობების შემცველ დოკუმენტებზე, დააჩქარონ და ხელი შეუწყონ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლას მათი ეროვნული თუ რეგიონში სამართლებრივი სისტემების ეფექტურობის გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებებით, რომლებიც დაწესებულია გამოგონებების დასაცავად და უზრუნველყოფილია ისეთი ტექნიკური მიგნებების შემცველი ინფორმაციის იოლად მისაწვდომობით, რომელიც პასუხობს მათ განსაკუთრებულ მოთხოვნებს, და მუდმივად მზარდი მოცულობის თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევათა ხელმისაწვდომობის გამარტივებით, და დარწმუნებულნი არიან, რომ ერებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული მიზნების მიღწევას, დადეს წინამდებარე ხელშეკრულება.


                                                      შესავალი დებულებები

                                                                           მუხლი 1

                                                      კავშირის დაფუძნება

      (1)   სახელმწიფოები – წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები (შემდგომში – მხარე სახელმწიფოები) აფუძნებენ კავშირს გამოგონებების დაცვისათვის განაცხადების წარდგენის, მათზე ძიებისა და ექსპერტიზის ჩატარებისა და სპეციალური ტექნიკური მომსახურების საქმეში თანამშრომლობისათვის. ამ კავშირს ეწოდება საპატენტო კოოპერაციის საერთაშორისო კავშირი.

     (2)   ამ ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ უნდა გაიგებოდეს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მხარე სახელმწიფოს მოქალაქის ან ნებისმიერ ამ სახელმწიფოში მცხოვრები პირის ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შელახვად.

                                                                            მუხლი 2

                                                                       განსაზღვრებები

      ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის მიზნებიდან გამომდინარე, თუ განსხვავებული მნიშვნელობა სხვაგვარად არ არის განსაზღვრული:

   (i) „განაცხადი” ნიშნავს განაცხადს გამოგონების დასაცავად; მითითებები „განაცხადზე” უნდა გაიგებოდეს მითითებებს განაცხადებზე, გამოგონების პატენტებზე, საავტორო მოწმობებზე, სარგებლიანობის მოწმობებზე, სასარგებლო მოდელებზე, დამატებით პატენტებზე ან მოწმობებზე, დამატებით საავტორო მოწმობებსა და დამატებით სარგებლიანობის მოწმობებზე;

  (ii) მითითებები “პატენტზე” უნდა გაიგებოდეს, როგორც მითითებები: გამოგონების პატენტებზე, საავტორო მოწმობებზე, სარგებლიანობის მოწმობებზე, სასარგებლო მოდელებზე, დამატებით პატენტებზე ან მოწმობებზე, დამატებით საავტორო მოწმობებსა და დამატებით სარგებლიანობის მოწმობებზე;

 (iii) “ეროვნული პატენტი” ნიშნავს უფლებამოსილი ეროვნული ორგანოს მიერ გაცემულ პატენტს;

 (iv) “რეგიონული პატენტი” ნიშნავს პატენტს გაცემულს უფლებამოსილი ეროვნული ორგანოს მიერ ან სამთავრობათაშორისო ორგანოს მიერ, რომელსაც გააჩნია ერთზე მეტ სახელმწიფოში მოქმედი პატენტების გაცემის უფლებამოსილება;

 (v) “რეგიონული განაცხადი” ნიშნავს განაცხადს რეგიონულ პატენტზე;

 (vi) მითითებები “ეროვნულ განაცხადზე” უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები ეროვნულ და რეგიონულ საპატენტო განაცხადებზე, რომლებიც არ არის წარდგენილი ამ ხელშეკრულების მიხედვით;

 (vii) “საერთაშორისო განაცხადი” ნიშნავს განაცხადს წარდგენილს ამ ხელშეკრულების მიხედვით;

(viii) მითითებები “განაცხადზე” უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები საერთაშორისო და ეროვნულ განაცხადებზე;

(ix) მითითებები “პატენტზე” უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები ეროვნულ და რეგიონულ პატენტებზე;

(x) მითითებები “ეროვნულ კანონზე” უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები მხარე სახელმწიფოს ეროვნულ კანონზე ან, თუ საქმე ეხება რეგიონულ განაცხადს ან პატენტს, მაშინ როგორც მითითებები ხელშეკრულებაზე, რომელიც უშვებს რეგიონული განაცხადის წარდგენას ან რეგიონული პატენტის გაცემას;

 (xi) “პრიორიტეტის თარიღი”, ვადის გამოსათვლელად ნიშნავს:

    (a) როდესაც საერთაშორისო განაცხადი შეიცავს პრიორიტეტის მოთხოვნას მე-8 მუხლის მიხედვით იმ განაცხადის წარდგენის თარიღს, რომლის პრიორიტეტიც არის მოთხოვნილი აღნიშნული წესით;

  (b) როდესაც საერთაშორისო განაცხადი შეიცავს რამდენიმე პრიორიტეტის მოთხოვნას მე-8 მუხლის მიხედვით, ყველაზე ადრე წარდგენილი განაცხადის წარდგენის თარიღს, რომლის პრიორიტეტიც არის მოთხოვნილი აღნიშნული წესით;

  (c) როდესაც საერთაშორისო განაცხადი არ შეიცავს რაიმე პრიორიტეტის მოთხოვნას მე-8 მუხლის მიხედვით, ასეთი განაცხადის საერთაშორისო განაცხადად წარდგენის თარიღს;

   (xii) “ეროვნული უწყება” ნიშნავს მხარე სახელმწიფოს ეროვნულ ორგანოს, რომელსაც მინიჭებული აქვს პატენტის გაცემის უფლებამოსილება; მითითებები “ეროვნულ უწყებაზე” აგრეთვე უნდა გაიგებოდეს როგორც მითითებები ნებისმიერ სამთავრობათაშორისო ორგანოზე, რომელსაც რამდენიმე სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს რეგიონული პატენტის გაცემის უფლებამოსილება იმ პირობით, რომ ამ სახელმწიფოებიდან, ერთი მაინც არის მხარე სახელმწიფო და რომ ამ სახელმწიფოებმა ზემოაღნიშნულ ორგანოს მიანიჭეს უფლებამოსილება თავის თავზე აიღოს ვალდებულებები და უფლებების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული უწყებების მიმართ წინამდებარე ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით;

 (xiii) “აღნიშნული უწყება” ნიშნავს განმცხადებლის მიერ, ამ ხელშეკრულების I თავის თანახმად, აღნიშნულ ეროვნულ ან სახელმწიფოსთვის მოქმედ უწყებას;

 (xiv) “არჩეული უწყება” ნიშნავს განმცხადებლის მიერ, ამ ხელშეკრულების II თავის თანახმად, არჩეულ ეროვნულ ან სახელმწიფოსთვის მოქმედ უწყებას;

(xv) “მიმღები უწყება” ნიშნავს ეროვნულ უწყებას ან სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც წარედგინება განაცხადი;

(xvi) “კავშირი” ნიშნავს საპატენტო კოოპერაციის საერთაშორისო კავშირს;

(xvii) “ასამბლეა” ნიშნავს კავშირის ასამბლეას;

(xviii) “ორგანიზაცია” ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას;

(xix) “საერთაშორისო ბიურო” ნიშნავს ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაერთიანებულ საერთაშორისო ბიუროს (BIRPI) სანამ ის არსებობს;

(xx) “გენერალური დირექტორი” ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და BIRPI -ის დირექტორს, სანამ BIRPI არსებობს.

                                                                          თავი I

                                           საერთაშორისო განაცხადი და საერთაშორისო ძიება

                                                                         მუხლი 3

                                                            საერთაშორისო განაცხადი

 (1) განაცხადები გამოგონებების დასაცავად ხელშეკრულების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოში შეიძლება შეტანილი იყოს, როგორც საერთაშორისო განაცხადი ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

   (2) საერთაშორისო განაცხადი, როგორც ეს დადგენილია ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციებით, უნდა შეიცავდეს განცხადებას, აღწერილობას, ერთ ან მრავალმუხლიან ფორმულას, ერთ ან მეტ ნახაზს (თუ ეს საჭიროა) და რეფერატს.

   (3) რეფერატი განკუთვნილია მხოლოდ ტექნიკური ინფორმაციისათვის და მხედველობაში არ მიიღება სხვა ნებისმიერი მიზნისათვის, კერძოდ, მოთხოვნილი დაცვის ფარგლების განმარტებისათვის.

(4) საერთაშორისო განაცხადი უნდა:

(i) შედგეს დადგენილ ენაზე.

(ii) აკმაყოფილებდეს შედგენილობის დადგენილ მოთხოვნებს.

(iii) აკმაყოფილებდეს გამოგონების ერთიანობისადმი დადგენილ მოთხოვნებს.

(iv) ექვემდებარებოდეს დადგენილი საფასურის გადახდას.

                                                               მუხლი 4

                                                             განცხადება

(1) განცხადება უნდა შეიცავდეს:

(i) თხოვნას, რომ საერთაშორისო განაცხადი განიხილებოდეს ამ ხელშეკრულების შესაბამისად;

(ii) მითითებას ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოზე ან სახელმწიფოებზე, სადაც დაცვა გამოგონებისათვის მოთხოვნილია საერთაშორისო განაცხადის საფუძველზე (აღნიშნული სახელმწიფოები); თუ რომელიმე აღნიშნული სახელმწიფოსთვის დაშვებულია რეგიონული პატენტი და განმცხადებელს აქვს სურვილი მიიღოს რეგიონული და არა ეროვნული პატენტი, განცხადებაში უნდა იყოს მითითებული, თუ ხელშეკრულებით, რომელიც ეხება რეგიონულ პატენტს, განმცხადებელს არა აქვს შესაძლებლობა შემოფარგლოს თავისი განაცხადი რომელიმე ამ ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებით, მითითება ამ სახელმწიფოთაგან ერთისა და მოთხოვნა რეგიონული პატენტის აღების შესახებ განიხილება, როგორც მითითება ხელშეკრულების მხარე ყველა სახელმწიფოზე, თუ აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ სახელმწიფოს მითითება აქვს რეგიონულ პატენტზე მოთხოვნის ეფექტი, მითითება აღნიშნულ სახელმწიფოზე უნდა იყოს განხილული, როგორც მითითება რეგიონული პატენტის მისაღებად;

(iii) სახელსა და სხვა დადგენილ მონაცემებს განმცხადებლის ან წარმომადგენლის შესახებ (თუ ეს საჭიროა);

(iv) გამოგონების დასახელებას;

(v) სახელს და სხვა დადგენილ მონაცემებს გამომგონებელის შესახებ, იქ, სადაც სულ მცირე ერთი აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს ასეთ მონაცემებს ეროვნული განაცხადის წარდგენასთან ერთად. სხვა შემთხვევაში ხსენებული მონაცემები შეიძლება იყოს წარმოდგენილი ან განცხადებაში ან მითითებული უწყების მისამართით გაგზავნილ ცალკე შეტყობინებებში, რომელთა ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს ხსენებული მონაცემების წარდგენას, მაგრამ უშვებს მათ წარდგენას ეროვნული განაცხადის შეტანის შემდეგ;

(2) ყოველი მითითება ექვემდებარება დადგენილ ვადაში დადგენილი საფასურის გადახდას.

(3) თუ განმცხადებელი არ მოითხოვს დაცვის ერთ რომელიმე სახეს, მოცემულს 43-ე მუხლში, უნდა იყოს გაგებული, რომ მოთხოვნილი დაცვა ნიშნავს პატენტის გაცემას აღნიშნული ქვეყნის მიერ ან ქვეყნის მიმართ. ამ პუნქტის მიზნებისათვის მუხლი 2(ii) არ გამოიყენება.

(4) განცხადებაში გამომგონებლის სახელის ან მის შესახებ სხვა დადგენილი მონაცემების მიუთითებლობა არ უნდა იწვევდეს არავითარ შედეგს ნებისმიერ აღნიშნულ სახელმწიფოში, რომლის ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს ამ მონაცემების წარდგენას, მაგრამ უშვებს მათ გაგზავნას ეროვნული განაცხადის წარდგენის შემდეგ. ცალკე შეტყობინებებში ამ მონაცემთა მიუთითებლობა არ იწვევს არავითარ შედეგს ნებისმიერ აღნიშნულ სახელმწიფოში, რომლის ეროვნული კანონმდებლობა არ მოითხოვს ამ მონაცემთა წარდგენას.

 

                                                                       მუხლი 5

                                                                    აღწერილობა

     გამოგონება აღწერილობაში გახსნილი უნდა იყოს საკმარისად ნათლად და სრულად, რომ ტექნიკის მოცემული დარგის სპეციალისტმა შეძლოს გამოგონების განხორციელება.

                                                                       მუხლი 6

                                                  გამოგონების ფორმულა

     გამოგონების ფორმულის მუხლი ან მუხლები უნდა განსაზღვრავდეს არსს, რომლის დაცვაც მოითხოვება. გამოგონების ფორმულის მუხლები უნდა იყოს გასაგები და მკაფიო. ისინი მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს აღწერილობას.

                                                                     მუხლი 7

                                                                    ნახაზები

(1) 2(ii) პუნქტის მოთხოვნის თანახმად ნახაზები მოითხოვება მაშინ, როდესაც ისინი აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად.

(2) თუ, ნახაზები გამოგონების არსის ასახსნელად საჭიროებას არ წარმოადგენს, გამოგონების არსი ნახაზებით გადმოცემის შესაძლებლობას იძლევა:

(i) განმცხადებელს შეუძლია ასეთი ნახაზები ჩართოს წარდგენილ საერთაშორისო განაცხადში.

(ii) ნებისმიერ აღნიშნულ უწყებას შეუძლია მოითხოვოს, რომ განმცხადებელმა ასეთი ნახაზები წარმოადგინოს დადგენილი დროის ფარგლებში.

 

                                                                  მუხლი 8

                                                     პრიორიტეტის მოთხოვნა

      (1) საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს განცხადებას, ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით, რომლითაც მოითხოვება ერთი ან მეტი ადრინდელი განაცხადის პრიორიტეტი, რომელიც წარდგენილი იყო სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს ან ასეთი სახელმწიფოს მითითებით.

   (2) (a)-(b) ქვეპუნქტის მოთხოვნების თანახმად, (1) პუნქტის მიხედვით განცხადებული ნებისმიერი პრიორიტეტის მოთხოვნის პირობები და შედეგები განისაზღვრება სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის სტოკჰოლმის აქტის მე-4 მუხლით.

     (ბ) საერთაშორისო განაცხადი, რომლისთვისაც მოითხოვება ერთი ან რამდენიმე ადრინდელი განაცხადის პრიორიტეტი, რომელიც წარდგენილია ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოში ან ასეთი სახელმწიფოს მითითებით, შეიძლება შეიცავდეს ამ სახელმწიფოს აღნიშვნას, თუ საერთაშორისო განაცხადში მოითხოვება პრიორიტეტი ერთ ან რამდენიმე ეროვნულ განაცხადზე რომელიმე აღნიშნული სახელმწიფოსათვის შეიცავს განაცხადს, ან თუ პრიორიტეტი საერთაშორისო განაცხადისა, რომელსაც გააჩნია აღნიშვნა მხოლოდ ერთ სახელმწიფოზე, შეიცავს განაცხადს, პირობებს და შედეგებს საპრიორიტეტო განაცხადზე სახელმწიფოში, რეგულირდება ამ ქვეყანაში მოქმედი ნაციონალური კანონმდებლობით.

 

                                                                    მუხლი 9

                                                             განმცხადებელი

        (1) ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს ან მოქალაქეს შეუძლია წარადგინოს საერთაშორისო განაცხადი.

        (2) ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ნებისმიერ იმ ქვეყანაში მცხოვრებ პირებსა და მოქალაქეებს, რომელიც არ არის ამ ხელშეკრულების მხარე, წარადგინონ საერთაშორისო განაცხადები.

      (3) მცხოვრები პირისა და მოქალაქეობის შესახებ მონაცემების წარმოდგენა და მათი გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი რამდენიმეა ან განმცხადებლები არ არიან იდენტურნი ყველა აღნიშნული სახელმწიფოსათვის, მოცემულია ინსტრუქციაში.

                                                                მუხლი 10

                                                            მიმღები უწყება

     საერთაშორისო განაცხადი უნდა წარედგინოს განსაზღვრულ მიმღებ უწყებას, რომელიც ამოწმებს და განიხილავს მას ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის თანახმად.

                                   

                                                            მუხლი 11

                                        განაცხადის წარდგენის თარიღი

                                და საერთაშორისო განაცხადის ძალა

     (1) მიმღები უწყება ადგენს საერთაშორისო განაცხადს შეტანის თარიღად საერთაშორისო განაცხადის მიღების თარიღს, თუ ეს უწყება მიღების დროისათვის დაადგენს:

     (i) განმცხადებელი, მოქალაქეობისა ან მცხოვრები პირის მიმართ მოთხოვნების გამო აშკარად არ არის მოკლებული საერთაშორისო განაცხადის მიმღებ უწყებაში წარდგენის უფლებას;

   (ii) საერთაშორისო განაცხადი წარდგენილია დადგენილ ენაზე;

   (iii) საერთაშორისო განაცხადი შეიცავს, სულ მცირე, შემდეგს:

   (a) მითითებას, რომ ის წარდგენილია როგორც საერთაშორისო განაცხადი,

   (b) მითითებას სულ მცირე ერთ მხარე სახელმწიფოზე,

   (c) განმცხადებლის სახელს დადგენილი წესით,

  (d) ნაწილს, რომელიც გარეგნულად ჩანს, რომ არის აღწერილობა

  (e) ნაწილს, რომელიც გარეგნულად ჩანს, რომ არის გამოგონების ფორმულის მუხლი ან მუხლები.

    (2) (a) თუ მიმღები უწყება ჩათვლის, რომ საერთაშორისო განაცხადი მიღების დროს არ აკმაყოფილებდა (1) პუნქტში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, იგი, ინსტრუქციის შესაბამისად, განმცხადებელს სთხოვს მოთხოვნილი შესწორების წარმოდგენას.

  (b) თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ინსტრუქციაში გათვალისწინებულ მოთხოვნას, მიმღები უწყება საერთაშორისო წარდგენის თარიღად ადგენს მოთხოვნილი შესწორების მიღების თარიღს.

   (3) 64(4) მუხლის მიხედვით, ნებისმიერ საერთაშორისო განაცხადს, რომელიც აკმაყოფილებს (1) პუნქტის (i)-(iii) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ მოთხოვნებს და რომელსაც დაუდგინდა საერთაშორისო წარდგენის თარიღი, სწორად გაფორმებული ეროვნული განაცხადის ძალა აქვს ყოველ აღნიშნულ ქვეყანაში საერთაშორისო წარდგენის თარიღიდან, რომელიც უნდა განიხილებოდეს წარდგენის ფაქტობრივ თარიღად ყოველ აღნიშნულ ქვეყანაში.

   (4) ნებისმიერი საერთაშორისო განაცხადი, რომელიც აკმაყოფილებს (1) პუნქტის (i)-(iii) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ მოთხოვნებს,უთანაბრდება ეროვნული განაცხადის ჩვეულებრივ წარდგენას სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის შესაბამისად.

                                                                      მუხლი 12

                          საერთაშორისო განაცხადის გადაგზავნა საერთაშორისო ბიუროს

                          და საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ორგანოსათვის

       (1) საერთაშორისო განაცხადის ერთი ასლი უნდა ინახებოდეს მიმღები უწყების მიერ (“საშინაო ასლი”), ერთი ასლი (“რეგისტრირებული ასლი”) უნდა გადაეგზავნოს საერთაშორისო ბიუროს, ხოლო ერთი ასლი (“საძიებო ასლი”) უნდა გადაეგზავნოს მე-16 მუხლით მითითებულ საერთაშორისო ძიების უფლებამოსილ ორგანოს, ინსტრუქციის შესაბამისად.

    (2) რეგისტრირებული ასლი განიხილება საერთაშორისო განაცხადის ნამდვილ ასლად.

   (3) საერთაშორისო განაცხადი განიხილება გატანილად, თუ რეგისტრირებული ასლი არ იქნა მიღებული საერთაშორისო ბიუროს მიერ, დათქმული ვადის ფარგლებში.

                                                                    მუხლი 13

                                      საერთაშორისო განაცხადის ასლის ხელმისაწვდომობა

                                                     აღნიშნული უწყებებისათვის

    (1) ნებისმიერ აღნიშნულ უწყებას შეუძლია სთხოვოს საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო განაცხადის მისთვის გადაგზავნა მანამ, ვიდრე იგი გადაეგზავნება მე-20 მუხლის შესაბამისად, და საერთაშორისო ბიურო გადაუგზავნის ასეთ ასლს რაც შეიძლება სწრაფად მას შემდეგ, რაც გავა ერთი წელი პრიორიტეტის თარიღიდან.

   (2) (a) განმცხადებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაუგზავნოს მისი საერთაშორისო განაცხადის ასლი ნებისმიერ აღნიშნულ უწყებას.

    (b) განმცხადებელს ნებისმიერ დროს შეუძლია სთხოვოს საერთაშორისო ბიუროს თავისი საერთაშორისო განაცხადის ასლის გადაგზავნა ნებისმიერი აღნიშნული უწყებისათვის, და საერთაშორისო ბიურომ უნდა გადაუგზავნოს ასეთი ასლი აღნიშნულ უწყებას, რაც შეიძლება სწრაფად.

     (c) ნებისმიერ ეროვნულ უწყებას შეუძლია შეატყობინოს საერთაშორისო ბიუროს, რომ არ სურს მიიღოს ასლები, როგორც ამას

    (b) ქვეპუნქტი ითვალისწინებს, და ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება ამ უწყების მიმართ.

                                                                    მუხლი 14

                                        საერთაშორისო განაცხადის ზოგიერთი ხარვეზი

  (1) (a) მიმღები უწყება ამოწმებს, შეიცავს თუ არა საერთაშორისო განაცხადი რომელიმეს შემდეგი ტიპის ხარვეზთაგან, კერძოდ:

  (i) არ არის ხელმოწერილი ინსტრუქციის შესაბამისად;

  (ii) არ შეიცავს დადგენილ მონაცემებს განმცხადებლის შესახებ;

  (iii) არ შეიცავს დასახელებას;

  (iv) არ შეიცავს რეფერატს.

  (v) არ აკმაყოფილებს საერთაშორისო განაცხადის შედგენილობის მიმართ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

  (vi) თუ მიმღები უწყება გამოავლენს აღნიშნულ ხარვეზთაგან რომელიმეს, ის თხოვნით მიმართავს განმცხადებელს, რომ მან შეასწოროს საერთაშორისო განაცხადი დადგენილ ვადაში, თხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეს განაცხადი ითვლება გატანილად, და მიმღები უწყება აცხადებს ამის შესახებ.

   (2) თუ საერთაშორისო განაცხადში არის მითითება ნახაზებზე, რომლებიც ფაქტობრივად არ არის ჩართული განაცხადში, მიმღები უწყება შესაბამისად ატყობინებს ამის შესახებ განმცხადებელს, და მას შეუძლია ნახაზები დადგენილ ვადაში წარმოადგინოს. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მოთხოვნებს, საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება მიმღები უწყების მიერ ნახაზების მიღების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მითითება ნახაზებზე ჩაითვლება არარსებულად.

    (3) (ა)თუ მიმღები უწყება გამოავლენს, რომ 3(4)(iv) მუხლით დაწესებული საფასური დადგენილ ვადაში არ ყოფილა გადახდილი ან 4(2) მუხლით დაწესებული არანაირი საფასური არ ყოფილა გადახდილი ნებისმიერი აღნიშნული სახელმწიფოს მიმართ, საერთაშორისო განაცხადი ითვლება გატანილად და მიმღები უწყება აცხადებს ამის შესახებ.

    (b) თუ მიმღები უწყება გამოავლენს, რომ 4(2) მუხლით დაწესებული საფასური გადახდილია დადგენილ ვადაში ერთი ან მეტი (მაგრამ არა ყველა) აღნიშნული სახელმწიფოს მიმართ, იმ ქვეყნების აღნიშვნა, რომელთა მიმართ დადგენილ ვადაში არ ყოფილა გადახდილი ეს საფასური, ამოღებულად ჩაითვლება და მიმღები უწყება აცხადებს ამის შესახებ.

  (4) თუ საერთაშორისო განაცხადისთვის საერთაშორისო თარიღის მინიჭების შემდეგ, მიმღები უწყება გამოავლენს, რომ დადგენილ ვადაში 11(1) მუხლის ქვეპუნქტებში (i) -(iii) ჩამოთვლილი რომელიმე მოთხოვნა არ შესრულებულა ამ თარიღისათვის, აღნიშნული განაცხადი ჩაითვლება გატანილად და მიმღები უწყება აცხადებს ამის შესახებ.

                                                                      მუხლი 15

                                                              საერთაშორისო ძიება

     (1) ყოველი საერთაშორისო განაცხადი ექვემდებარება საერთაშორისო ძიებას.

     (2) საერთაშორისო ძიების მიზანია შესაბამისი ტექნიკის დონის გამოვლენა.

     (3) საერთაშორისო ძიება ტარდება გამოგონების ფორმულის საფუძველზე აღწერილობისა და  ნახაზების (თუ ისინი წარდგენილია) შესაბამისი განხილვით.

    (4) მე-16 მუხლით მითითებული საერთაშორისო ძიების ორგანო უნდა ეცადოს გამოავლინოს შესაბამისი ტექნიკის დონე იმ სისრულით, რასაც მისი შესაძლებლობები იძლევა, და ნებისმიერ შემთხვევაში გაითვალისწინოს ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

  (5) (a) თუ მხარე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობითაა დაშვებული, განმცხადებელს, რომელიც წარადგენს ეროვნულ განაცხადს ეროვნულ უწყებაში ან ასეთი სახელმწიფოსათვის მოქმედ უწყებაში, ამ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შეუძლია მოითხოვოს, რომ მის განაცხადზე ჩატარდეს ძიება, რომელიც ანალოგიურია საერთაშორისო ძიებისა (“საერთაშორისო ტიპის ძიება”).

   (b) თუ მხარე სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით დაშვებულია, საერთაშორისო ტიპის ძიება შეიძლება ჩატარდეს ეროვნულ უწყებაში ან ასეთი სახელმწიფოსთვის მოქმედ უწყებაში წარდგენილ ნებისმიერ ეროვნულ განაცხადზე.

   (c) საერთაშორისო ტიპის ძიება უნდა ჩაატაროს საერთაშორისო ძიებაზე უფლებამოსილების მქონე იმ ორგანომ, რომელიც მე- 16 მუხლით არის მითითებული, თუ ეროვნული განაცხადი საერთაშორისო განაცხადი გახდა და წარდგენილია (a) და (b) ქვეპუნქტებით მითითებულ უწყებაში. თუ ეროვნული განაცხადი შესრულებულია იმ ენაზე, რომელზეც საერთაშორისო ძიების ორგანოს არა აქვს განხილვის შესაძლებლობა, საერთაშორისო ტიპის ძიება უნდა ჩატარდეს თარგმანის მიხედვით, რომელიც განმცხადებლის მიერაა მომზადებული იმ ენაზე, რომელიც დაწესებულია საერთაშორისო განაცხადებისათვის და რომლის მიმართაც საერთაშორისო ძიების ორგანომ აიღო ვალდებულება ცნოს მისაღებად. მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული განაცხადი და თარგმანი უნდა წარედგინოს იმ ფორმით, რომელიც დაწესებულია საერთაშორისო განაცხადებისათვის.

    

 

                                                                        მუხლი 16

                                                      საერთაშორისო ძიების ორგანო

     (1) საერთაშორისო ძიება უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ძიების ორგანოს მიერ, რომელიც შეიძლება იყოს ან ეროვნული უწყება ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, მაგალითად, საერთაშორისო საპატენტო ინსტიტუტი, რომლის მოვალეობაშიც შედის ტექნიკის დონის ძიების დოკუმენტირებული ანგარიშის შედგენა იმ გამოგონებებთან მიმართებაში, რომლებიც განაცხადების ობიექტებია.

     (2) თუ ერთიანი საერთაშორისო ძიების ორგანოს დაფუძნებამდე საერთაშორისო ძიების რამდენიმე ორგანო არსებობს, თითოეულმა მიმღებმა უწყებამ (3)(b) პუნქტში აღნიშნული შესაბამისი შეთანხმების დებულებების მიხედვით უნდა მიუთითოს საერთაშორისო ძიების ორგანო ან ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილია ჩაატაროს ძიება ამ უწყებაში წარდგენილ საერთაშორისო განაცხადებზე.

   (3) (a) საერთაშორისო ძიების ორგანოებს ნიშნავს ასამბლეა. საერთაშორისო ძიების ორგანოდ შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერი ეროვნული უწყება ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს (c) ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

   (b) დანიშვნა ხდება იმ პირობით, რომ არის ეროვნული უწყების ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის თანხმობა და ამ უწყებას ან ორგანიზაციასა და საერთაშორისო ბიუროს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელსაც ამტკიცებს ასამბლეა. ხელშეკრულებით უნდა განისაზღვრებოდეს მხარეთა უფლებები და მოვალეობები, კერძოდ, ოფიციალური ვალდებულება, რომ აღნიშნული უწყება ან ორგანიზაცია გამოიყენებს და დაიცავს საერთაშორისო ძიების ყველა ზოგად წესს.

  (c) ინსტრუქცია აწესებს მინიმალურ მოთხოვნებს, კერძოდ, პერსონალისა და დოკუმენტაციის მიმართ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი უწყება ან ორგანიზაცია დანიშვნამდე და დანიშვნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

  (d) დანიშვნა ხდება დროის განსაზღვრული პერიოდით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ამავე პერიოდებით.

  (e) ვიდრე ასამბლეა მიიღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერი ეროვნული უწყების ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დანიშვნის შესახებ ან მისი უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ ან ამ უფლებამოსილების მოქმედების შეწყვეტამდე, ასამბლეა მოუსმენს დაინტერესებულ უწყებას ან ორგანიზაციას და რჩევას სთხოვს 56-ე მუხლში მოხსენებული ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტს, თუ ეს კომიტეტი უკვე შექმნილია.

                                                                      მუხლი 17

                                        პროცედურა, რომელსაც ახორციელებს

                                           საერთაშორისო ძიების ორგანო

   (1) პროცედურა, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ძიების ორგანო, წესრიგდება მოცემული ხელშეკრულების, ინსტრუქციისა და იმ ხელშეკრულების ნორმებით, რომელსაც დადებს საერთაშორისო ბიურო აღნიშნულ ორგანოსთან ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის შესაბამისად.

  (2)(a) თუ საერთაშორისო ძიების ორგანო ჩათვლის, რომ:

      (i) საერთაშორისო განაცხადი ეხება ობიექტს, რომლის მიმართ ძიება, ინსტრუქციის თანახმად, არ ევალება საერთაშორისო ძიების ორგანოს, ან, თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში იგი გადაწყვეტს არ ჩაატაროს ძიება, ან

     (ii) აღწერილობა, გამოგონების ფორმულა და ნახაზები არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს იმდენად, რომ შესაძლებელი იყოს არსობრივი ძიების ჩატარება,აღნიშნულმა ორგანომ უნდა გამოაცხადოს ამის შესახებ და განმცხადებელსა და საერთაშორისო ბიუროს შეატყობინოს, რომ საერთაშორისო ძიების ანგარიში ვერ გაკეთდება.

    (b) თუ აღმოჩნდა, რომ (ა) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე გარემოება არსებობს მხოლოდ გამოგონების ფორმულის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, მაშინ საერთაშორისო ძიების ანგარიშში ეს გარემოება უნდა მიეთითოს გამოგონების ფორმულის ასეთ მუხლებთან მიმართებით, ხოლო გამოგონების ფორმულის სხვა მუხლებისათვის აღნიშნული ანგარიში უნდა გაკეთდეს ისე, როგორც გათვალისწინებულია მე-18 მუხლით.

    (3)(a) თუ საერთაშორისო ძიების ორგანო ჩათვლის, რომ საერთაშორისო განაცხადი არ აკმაყოფილებს ინსტრუქციით დადგენილ გამოგონების ერთიანობის მოთხოვნას, მაშინ მან უნდა შესთავაზოს განმცხადებელს დამატებითი საფასურების გადახდა. საერთა შორისო ძიების ორგანომ უნდა შეადგინოს საერთაშორისო ძიების ანგარიში საერთაშორისო განაცხადის იმ ნაწილების მიმართ, რომლებიც ეთანადება გამოგონების ფორმულის მუხლებში პირველად მოხსენიებულ გამოგონებას (“მთავარი გამოგონება”), თუ დამატებით მოთხოვნილი დადგენილი საფასურები იქნა გადახდილი დადგენილ ვადაში, აგრეთვე, საერთაშორისო განაცხადის იმ ნაწილე ბის მიმართ, რომლებიც ეხება გამოგონებებს, რომლებზეც აღნიშნული საფასურები იქნა გადახდილი.

     (b) ნებისმიერი აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონით შეიძლება იყოს გათვალისწინებული, თუკი ამას სახელმწიფოს ეროვნული უწყება დაადგენს, რომ (a) ქვეპუნქტით მითითებული საერთაშორისო ძიების ორგანოს შეთავაზება დაკმაყოფილდა, ხოლო განმცხა ბელს არ გადაუხდია ყველა დამატებითი საფასური, მაშინ საერთაშორისო განაცხადის ის ნაწილები, რომლებიც ამის შედეგად უზრუნველყოფილი არ ყოფილა ძიებით, გატანილად განიხილება, თუკი ქვეყანაში ასეთი წესი მოქმედებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა არ გადაიხადა სპეციალური საფასური აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული უწყებისათვის.

                                                                         მუხლი 18

                                                              საერთაშორისო ძიების ანგარიში

    (1) საერთაშორისო ძიების ანგარიში უნდა იყოს შედგენილი დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით.

     (2) საერთაშორისო ძიების ანგარიში საერთაშორისო ძიების ორგანოს მიერ მომზადდებისთანავე გაეგზავნება განმცხადებელს და საერთაშორისო ბიუროს.

       (3) საერთაშორისო ძიების ანგარიში ან 17(2)(a) მუხლით გათვალისწინებული განცხადება უნდა ითარგმნოს ინსტრუქციის შესაბამისად. თარგმანები უნდა შესრულდეს საერთაშორისო ბიუროს მიერ ან მისი პასუხისმგებლობით.

                                                                           მუხლი 19

                                გამოგონების ფორმულის ცვლილება საერთაშორისო ბიუროში

      (1) საერთაშორისო ძიების ანგარიშის მიღების შემდეგ განმცხადებელს უფლება აქვს ერთხელ შეცვალოს საერთაშორისო განაცხადის გამოგონების ფორმულა დადგენილ ვადაში საერთაშორისო ბიუროში ცვლილების წარდგენით. ამასთან, განმცხადებელს ინსტრუქციის თანახმად შეუძლია წარადგინოს მოკლე განმარტება, რომელიც ახსნის ცვლილებებს და მიუთითებს იმ გავლენაზე, რასაც იწვევს აღწერილობასა და ნახაზებში შეტანილი ცვლილებები.

    (2) ცვლილებები არ უნდა სცილდებოდეს წარდგენილ საერთაშორისო განაცხადში წარმოჩენილ ფარგლებს.

   (3) თუ რომელიმე აღნიშნული ქვეყანის ეროვნული კანონმდებლობა უშვებს ცვლილებას, რომელიც სცილდება აღნიშნულ ფარგლებს, მაშინ მე-2 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობას არ ექნება ძალა იმ ქვეყანაში.

                                                                  მუხლი 20

                                 საბუთების გადაგზავნა აღნიშნული უწყებებისათვის

       (1)(a) საერთაშორისო განაცხადი, საერთაშორისო ძიების ანგარიშთან (რომელიც მოიცავს ნებისმიერ მითითებას მოცემულს 17(2)(b) მუხლის თანახმად) ან 17(2)(a) მუხლით მითითებულ განცხადებასთან ერთად გადაეგზავნება თითოეულ აღნიშნულ უწყებას, როგორც ამას ითვალისწინებს ინსტრუქცია, თუ აღნიშნული უწყება მთლიანად ან ნაწილობრივ უარს არ ამბობს ამგვარ აუცილებელ წესზე.

      (b) გადაგზავნილი საბუთები უნდა მოიცავდეს აღნიშნული ანგარიშის ან განცხადების თარგმანს (როგორც დადგენილია).

    (2) თუ 19(1) მუხლის თანახმად გამოგონების ფორმულამ განიცადა ცვლილება, გადაგზავნილი საბუთები უნდა მოიცავდეს ან გამოგონების ფორმულის სრულ ტექსტს, როგორც ის იყო წარდგენილი, ისე შეცვლილ მუხლებს; ან უნდა შეიცავდეს ფორმულის სრულ ტექსტს, როგორც ეს იყო წარმოდგენილი და ცვლილების ჩამონათვალს, და 19(1) მუხლით გათვალისწინებულ განმარტებას, თუ ასეთი განმარტება არსებობდა.

    (3) მიმღები უწყების ან განმცხადებლის თხოვნით, საერთაშორისო ძიების ორგანომ უნდა გადაუგზავნოს მითითებულ უწყებას ან განმცხადებელს, შესაბამისად, საერთაშორისო ძიების ანგარიშში მითითებული დოკუმენტების ასლები, როგორც გათვალისწინებულია ინსტრუქციით.

                                                                          მუხლი 21

                                                               საერთაშორისო გამოქვეყნება

        (1) საერთაშორისო ბიურო აქვეყნებს საერთაშორისო განაცხადს.

         (2) (a) საერთაშორისო განაცხადის საერთაშორისო გამოქვეყნება ხორციელდება დაუყოვნებლივ ამ განაცხადის პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის ამოწურვის შემდეგ, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულია (b) ქვეპუნქტსა და 64(3) მუხლში.

              (b) განმცხადებელს შეუძლია საერთაშორისო ბიუროს სთხოვოს საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნება (a) ქვეპუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს. საერთაშორისო ბიურომ უნდა იმოქმედოს ინსტრუქციის შესაბამისად.

        (3) 17(2)(a) მუხლში მითითებული საერთაშორისო ძიების ანგარიში ან განცხადება ქვეყნდება ინსტრუქციის შესაბამისად.

        (4) საერთაშორისო გამოქვეყნების ენას, ფორმასა და სხვა დეტალებს აწესრიგებს ინსტრუქცია.

        (5) საერთაშორისო გამოქვეყნება არ ხორციელდება, თუ საერთაშორისო განაცხადი გატანილია ან ითვლება გატანილად გამოქვეყნებისათვის ტექნიკური მომზადების დასრულებამდე.

       (6) თუ საერთაშორისო განაცხადი შეიცავს ფრაზებს ან ნახაზებს, რომლებიც, საერთაშორისო ბიუროს აზრით, ეწინააღმდეგება მორალს, ან საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ საერთაშორისო განაცხადი, მისი აზრით, შეიცავს დამამცირებელ გამონათქვამებს, მას შეუძლია, ინსტრუქციის შესაბამისად, გამოქვეყნებისას არ ჩართოს ასეთი ფრაზები, ნახაზები და გამონათქვამები, მიუთითოს მათი ადგილი, გამოტოვებული სიტყვებისა და ნახაზების რაოდენობა და მოთხოვნისას წარმოადგინოს გამოტოვებული ადგილების ინდივიდუალური ასლები.

                                                                          მუხლი 22

                                         ასლი, თარგმანი და აღნიშნული ქვეყნების საფასური

       (1) განმცხადებელი, პრიორიტეტის თარიღიდან არა უგვიანეს 30* თვისა, ყოველ აღნიშნულ უწყებას წარუდგენს საერთაშორისო განაცხადის ასლსა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაგზავნა უკვე განხორციელებულია მე-20 მუხლის თანახმად) და მის თარგმანს (როგორც დადგენილია) და უხდის ეროვნულ საფასურს (თუ ეს გათვალისწინებულია). როდესაც აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონი მოითხოვს გამომგონებლის სახელისა და გამომგონებლის შესახებ სხვა დადგენილი მონაცემების მითითებას, მაგრამ უშვებს აღნიშნული მითითებების წარმოდგენას ეროვნული განაცხადის წარდგენის შემდეგ, განმცხადებელი წარადგენს აღნიშნულ მითითებებს, თუ ისინი

* რედაქტორის შენიშვნა: 2002 წლის 1 აპრილიდან ძალაში შესული 30 თვიანი ვადა არ გამოიყენება იმ ნებისმიერი აღნიშნული უწყების მიმართ, რომელმაც აცნობა საერთაშორისო ბიუროს ამ უწყების მიერ გამოყენებულ ეროვნულ კანონთან შეუთავსებლობის შესახებ. 20 თვიანი ვადა, რომელიც ძალაში იყო 2002 წლის 31 მარტამდე, ამ თარიღის შემდეგაც გამოიყენება ნებისმიერი ასეთი მითითებული უწყების მიმართ მანამ, ვიდრე შეცვლილი მუხლი 22(1) იქნება შეუთავსებელი შესაბამისი ეროვნული კანონის მიმართ. შეტყობინებები ნებისმიერი ასეთი შეუთავსებლობისა და ასეთი შეტყობინებების გატანის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში. არ იყო განცხადებაში, ეროვნულ უწყებაში ან ამ სახელმწიფოსთვის მოქმედ უწყებაში, პრიორიტეტის თარიღიდან არა უგვიანეს 30 თვისა.

         (2) როდესაც საერთაშორისო საძიებო ორგანო, 17(2)(a) მუხლის თანახმად, განაცხადებს, რომ საერთაშორისო ძიების ანგარიში არ იქნება მომზადებული, ამ მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ვადა ისეთივეა, როგორიც დადგენილია (1) პუნქტით.

         (3) ნებისმიერი ეროვნული კანონით შეიძლება დაწესდეს (1) და (2) პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ვადები, რომლებიც იწურება უფრო გვიან, ვიდრე ამ პუნქტებითაა დადგენილი.

                                                                      მუხლი 23

                                   ეროვნული პროცედურის ვადის გადაწევა

       (1) არც ერთმა აღნიშნულმა უწყებამ არ უნდა ჩაატაროს ქმედება ან განიხილოს საერთაშორისო განაცხადი 22-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

      (2) 1-ლი პუნქტის პირობების მიუხედავად, ნებისმიერ აღნიშნულ უწყებას შეუძლია, განმცხადებლის პირდაპირი თხოვნით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს ქმედება ან განიხილოს საერთაშორისო განაცხადი.

                                                              მუხლი 24

                         მოქმედების შესაძლო დაკარგვა აღნიშნულ სახელმწიფოებში

        (1) საერთაშორისო განაცხადის მოქმედება, გათვალისწინებული 11(3) მუხლით, ძალას დაკარგავს ქვემოთ მოყვანილ (ii) ქვეპუნქტში მოცემულ შემთხვევებში და, 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ნებისმიერ აღნიშნულ სახელმწიფოში ისეთივე შედეგებით, როგორი შედეგებიც მოსდევს ამ სახელმწიფოში ნებისმიერი ეროვნული განაცხადის გატანას, თუ:

     (i) განმცხადებელი გაიტანს თავის საერთაშორისო განაცხადს ან ამოიღებს ამ ქვეყნის აღნიშვნას;

   (ii) საერთაშორისო განაცხადი ითვლება გატანილად 12(3), 14(1)(b), 14(3)(a) ან 14(4) მუხლების მიხედვით ან ამ სახელმწიფოს აღნიშვნა ითვლება ამოღებულად 14(3) (b) მუხლის მიხედვით;

   (iii) განმცხადებელი არ ასრულებს 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს ამავე მუხლით მოცემულ ვადაში.

  (2) პუნქტი (1)-ის მოთხოვნების მიუხედავად, ნებისმიერ აღნიშნულ უწყებას შეუძლია 11(3) მუხლით გათვალისწინებული საერთა შორისო განაცხადის მოქმედების ძალაში შენარჩუნება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ასეთი მოქმედების ძალაში შენარჩუნება არ მოითხოვება 25(2) მუხლით.

                                                                       მუხლი 25

                                  აღნიშნული უწყებების გადაწყვეტილებების გადასინჯვა

         (1) (a) თუ მიმღები უწყება უარს იტყვის საერთაშორისო შეტანის თარიღის დადგენაზე ან განაცხადებს, რომ საერთაშორისო განაცხადი ითვლება გატანილად, ან, თუ საერთაშორისო ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას 12(3) მუხლის მიხედვით, განმცხადებლის მოთხოვნის თანახმად, საერთაშორისო ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს საქმის ნებისმიერი საბუთის ასლი განმცხადებლის მიერ მითითებულ ნებისმიერ მიმღებ უწყებას.

           (b) თუ მიმღებმა უწყებამ განაცხადა, რომ რომელიმე სახელმწიფოს აღნიშვნა ითვლება ამოღებულად, განმცხადებლის მოთხოვნის თანახმად, საერთაშორისო ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს საქმის ნებისმიერი საბუთის ასლი ასეთი სახელმწიფოს ეროვნულ უწყებას.

           (c) მოთხოვნა (a) და (b) ქვეპუნქტების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადაში.

     (2)(a) (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ ეროვნული საფასური გადახდილია (თუ ის გათვალისწინებულია), და განსაზღვრულ ვადაში წარდგენილია შესაბამისი თარგმანი (როგორც დადგენილია), ყოველმა აღნიშნულმა უწყებამ უნდა გადაწყვიტოს შეესაბამებოდა თუ არა 1-ელ პუნქტში მითითებული უარყოფა, განცხადება ან გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულების ან ინსტრუქციის პირობებს, და თუ ის გამოავლენს, რომ უარყოფა ან განცხადება მიღებული მიმღები უწყების მიერ იყო შეცდომის ან უყურადღებობის შედეგი ან გადაწყვეტილება, მიღებული საერთაშორისო ბიუროს მიერ, იყო შეცდომის ან უყურადღებობის შედეგი, იმდენად რამდენადაც საქმე ეხება აღნიშნული უწყების შედეგებს სახელმწიფოში, უნდა ჩაითვალოს, რომ საერთაშორისო განაცხადში ასეთი შეცდომა ან გამოტოვება არ არსებობდა.

    (b) თუ სარეგისტრაციო ასლმა საერთაშორისო ბიუროს მიაღწია 12(3) მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, განმცხადებლის მხრიდან ნებისმიერ შეცდომასთან ან უყურადღებობასთან დაკავშირებით, (a) ქვეპუნქტის პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოყენება, თუ არსებობს 48(2) მუხლით მითითებული გარემოებები.

 

                                                            მუხლი 26

                  აღნიშნულ უწყებებში შესწორების შეტანის შესაძლებლობა

          არც ერთმა აღნიშნულმა უწყებამ არ უნდა უარყოს საერთაშორისო განაცხადი იმ საფუძველზე, რომ იგი არ შეესაბამება ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის მოთხოვნებს, ზემოაღნიშნულ განაცხადზე განმცხადებლისთვის შესწორების შეტანის შესაძლებლობის მიცემის გარეშე იმ მოცულობითა და იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც დადგენილია ეროვნული კანონმდებლობით ამგვარ ან მსგავს სიტუაციებში ეროვნული განაცხადებისათვის.

                                                                   მუხლი 27

                                                  ეროვნული მოთხოვნები

         (1) არც ერთ ეროვნულ კანონმდებლობას არ შეუძლია დააწესოს ისეთი მოთხოვნების შესრულება საერთაშორისო განაცხადის ფორმის ან შინაარსის მიმართ, რომლებიც განსხვავდება, ან დამატებითია, ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შედარებით.

       (2) პუნქტის (1) მოთხოვნები არ ახდენს გავლენას არც 7(2) მუხლის პირობების გამოყენებაზე და არც უკრძალავს რომელიმე ეროვნულ კანონმდებლობას, რომ აღნიშნულ უწყებაში საერთაშორისო განაცხადის განხილვის დაწყების შემთხვევაში, მოითხოვოს:

    (i) თანამდებობის პირის სახელი, რომელიც უფლებამოსილია იყოს წარმომადგენელი განმცხადებლისა, რომელიც არის იურიდიული პირი.

    (ii) ის დოკუმენტები, რომლებიც არ წარმოადგენენ საერთაშორისო განაცხადის ნაწილს, მაგრამ შეიცავენ ამ განაცხადში მოყვანილი მტკიცებულებების ან მონაცემების დადასტურებას, მათ შორის საერთაშორისო განაცხადის დადასტურებას განმცხადებლის ხელმოწერით, თუკი წარდგენისას განაცხადი ხელმოწერილი იყო წარმომადგენლის ან აგენტის მიერ.

   (3) თუ განმცხადებელი რომელიმე აღნიშნულ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი არ არის წარადგინოს ეროვნული განაცხადი, რაკი არ არის გამომგონებელი, აღნიშნულ უწყებას შეუძლია საერთაშორისო განაცხადის უარყოფა.

  (4) თუ ეროვნული კანონმდებლობა შეიცავს მოთხოვნებს ეროვნული განაცხადების ფორმასა და შინაარსზე, რომლებიც, განმცხადებლის აზრით, უფრო ხელსაყრელია, ვიდრე საერთაშორისო განაცხადებისადმი ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, ეროვნულ უწყებას, სასამართლოებსა და ასეთი აღნიშნული ქვეყნის ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს ან ორგანოებს, რომლებიც მოქმედებენ მისი სახელით, შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისო განაცხადებისადმი პირველი მოთხოვნები უკანასკნელთა ნაცვლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებელი დაჟინებით მოითხოვს მისი საერთაშორისო განაცხადისადმი ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების გამოყენებას.

    (5) არაფერი წინამდებარე ხელშეკრულებაში გაგებული არ უნდა იყოს, როგორც თითოეული ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოს უფლების შეზღუდვა დაამყაროს პატენტუნარიანობის მატერიალურ-სამართლებრივი პირობები საკუთარი შეხედულებისამებრ. კერძოდ, წინამდებარე ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის ნებისმიერი დებულება, რომელიც ეხება ტექნიკის დონის განსაზღვრას, გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო პროცედურის მიზნებისათვის, და აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, საერთაშორისო განაცხადში განცხადებული გამოგონების პატენტუნარიანობის განსაზღვრისას, უფლება აქვს გამოიყენოს თავისი ნაციონალური კანონმდებლობის კრიტერიუმები ტექნიკის დონის და პატენტუნარიანობის სხვა პირობების მიმართ, რომლებიც არ განეკუთვნება განაცხადებისადმი ფორმასა და შინაარსზე წარდგენილ მოთხოვნებს.

    (6) ეროვნული კანონმდებლობა შეიძლება შეიცავდეს მოთხოვნას განმცხადებლის მიერ ამ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პატენტუნარიანობის ნებისმიერი მატერიალურ-სამართლებრივი პირობების მიმართ მტკიცებულებების წარდგენაზე.

    (7) ნებისმიერ მიმღებ უწყებას ან აღნიშნულ უწყებას, რომელშიც უკვე დაიწყო საერთაშორისო განაცხადის განხილვა, შეუძლია გამოიყენოს ეროვნული კანონმდებლობა განმცხადებლის მიერ იმ აგენტის დანიშვნის თაობაზე, რომელსაც უფლება აქვს წარმოადგინოს განმცხადებლები ამ უწყების წინაშე, და/ან შეტყობინებების მიღების მიზნით აღნიშნულ ქვეყანაში მოითხოვოს განმცხადებლის მისამართი.

  (8) წინამდებარე ხელშეკრულებასა და ინსტრუქციაში არაფერი არ უნდა იქნეს გაგებული ხელშეკრულების ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვად ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების საკითხში ან, გამომდინარე სახელმწიფოს ძირითადი ეკონომიკური ინტერესებიდან, შეზღუდოს საკუთარი მოქალაქეების ან ამ ქვეყანაში მცხოვრებ პირთა უფლებები საერთაშორისო განაცხადის წარდგენის თვალსაზრისით.

                                                                      მუხლი 28

                                   გამოგონების ფორმულის, აღწერილობისა

                         და ნახაზების ცვლილება აღნიშნულ უწყებებში

      (1) განმცხადებელს ეძლევა შესაძლებლობა, დადგენილ ვადებში შეიტანოს ცვლილება ფორმულაში, აღწერილობასა და ნახაზებში და წარუდგინოს თითოეულ აღნიშნულ უწყებას. არც ერთი აღნიშნული უწყება არ გასცემს პატენტს, ან უარს არ ამბობს პატენტის გაცემაზე, სანამ ასეთი დადგენილი ვადა არ ამოიწურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებლის თანხმობა მკაფიოდაა გამოხატული.

     (2) ცვლილებები არ უნდა სცილდებოდეს საერთაშორისო განაცხადში წარმოჩენილ ფარგლებს, თუ აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა განმცხადებელს ნებას არ აძლევს გასცდეს აღნიშნულ წარმოჩენილ ფარგლებს.

     (3) ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობას ყველა იმ შემთხვევაშიც, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით.

     (4) როდესაც აღნიშნული უწყება ითხოვს საერთაშორისო განაცხადის თარგმანს, ცვლილებები უნდა წარედგენოს თარგმანის ენაზე.

                                                                       მუხლი 29

                                        საერთაშორისო გამოქვეყნების შედეგები

      (1) აღნიშნულ სახელმწიფოში განმცხადებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საერთაშორისო განაცხადის საერთაშორისო გამოქვეყნების შედეგები, (2)-(4) პუნქტების გათვალისწინებით, უნდა იყოს ისეთივე, როგორიც აქვს აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით უშუალოდ ექსპერტიზაგაუვლელი ეროვნული განაცხადების სავალდებულო გამოქვეყნებას.

     (2) თუ ენა, რომელზეც საერთაშორისო განაცხადი გამოქვეყნდა, განსხვავდება იმ ენისაგან, რომელზეც აღნიშნულ სახელმწიფოში ისინი ქვეყნდება ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, მაშინ აღნიშნულმა ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ (1) პუნქტით განსაზღვრული შედგები დადგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც:

    (i) გამოქვეყნდება თარგმანი ეროვნული კანონით გათვალისწინებულ ენაზე, ან

    (ii) საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება თარგმანი ზემოთ აღნიშნულ ენაზე, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საზოგადოების წინაშე ღიად გამოტანის გზით, ან

    (iii) იქნება მიწოდებული თარგმანი ზემოთ აღნიშნულ ენაზე განმცხადებლის მიერ საერთაშორისო განაცხადში დაცვის მოთხოვნით წარდგენილი გამოგონების უნებართვო ფაქტობრივი ან სავარაუდო გამომყენებლისათვის,ან

    (iv) ექნება ადგილი (1) და (3), აგრეთვე II და III ქვეპუნქტებით მოცემულ ქმედებებს.

     (3) ნებისმიერი აღნიშნული ქვეყნის ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ თუ, განმცხადებლის მოთხოვნით, საერთაშორისო გამოქვეყნება განხორციელდა პრიორიტეტის დღიდან 18 თვის გასვლამდე, მაშინ (1) პუნქტით გათვალისწინებული შედეგები ძალაში შევა პრიორიტეტის დღიდან 18 თვის გასვლის შემდეგ.

   (4) აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ (1) პუნქტით გათვალისწინებული შედეგები ძალაში შევა მხოლოდ იმ თარიღიდან, როდესაც 21-ე მუხლის მიხედვით გამოქვეყნებული საერთაშორისო განაცხადის ასლი იქნება მიღებული აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული ან ასეთი სახემლწიფოსათვის მოქმედი უწყების მიერ. ამ უწყებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოაქვეყნოს მიღების თარიღი საკუთარ ბიულეტენში.

                                                            

                                                                         მუხლი 30

                                  საერთაშორისო განაცხადის კონფიდენციალური ხასიათი

      (1) (a) (b) ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, საერთაშორისო ბიურომ და საერთაშორისო ძიების უფლებამოსილმა ორგანოებმა საერთაშორისო განაცხადამდე არ უნდა დაუშვან არც ერთი პირი ან ორგანო განაცხადის გამოქვეყნებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განმცხადებელი ამას თავად მოითხოვს ან თავად დართავს ნებას.

     (b) (a) ქვეპუნქტის პირობები არ გამოიყენება საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნილი მასალებისათვის, მე-13 მუხლის მიხედვით გადაგზავნილი მასალებისა და 20 მუხლით გათვალისწინებული მიმოწერისათვის.

     (2) (a) არც ერთმა ეროვნულმა უწყებამ საერთაშორისო განაცხადამდე არ უნდა დაუშვას მესამე პირები, თუკი ამას თავად განმცხადებელი არ მოითხოვს ან ნებას არ დართავს, ვიდრე არ დადგება ქვემოთ მითითებულთაგან ყველაზე ადრინდელი შემდეგი თარიღი:

     (i) საერთაშორისო განაცხადის საერთაშორისო გამოქვეყნების თარიღი,

     (ii) მე-20 მუხლის მიხედვით საერთაშორისო განაცხადის ასლის გზავნილის მიღების თარიღი,

     (iii) 22-ე მუხლის მიხედვით საერთაშორისო განაცხადის მიღების თარიღი.

  (b) (a) ქვეპუნქტის მოთხოვნები არ უკრძალავს ეროვნულ უწყებას მესამე პირისათვის იმის შეტყობინებას, რომ ის იყო აღნიშნული, ან ასეთი ფაქტის გამოქვეყნებას. მაგრამ, ასეთი შეტყობინება ან გამოქვეყნება უნდა შეიცავდეს მხოლოდ შემდეგს: მიმღები უწყების ამოსაცნობ მონაცემებს, განმცხადებლის სახელს, განაცხადის წარდგენის საერთაშორისო თარიღს, საერთაშორისო განაცხადის ნომერს და გამოგონების დასახელებას.

    (c) (a) ქვეპუნქტის მოთხოვნები არ უკრძალავს აღნიშნულ უწყებას დაუშვას საერთაშორისო განაცხადამდე სასამართლო ორგანოები.

     (3) (2)(a) პუნქტის მოთხოვნები ძალაშია ნებისმიერი მიმღები უწყებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება გადაგზავნებს 12(1) მუხლის მიხედვით.

    (4) ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი “დაშვება” მოიცავს ნებისმიერ საშუალებას, რომლითაც მესამე პირებს შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია, მისი ინდივიდუალური გაცვლისა და ჩვეულებრივი გამოქვეყნების ჩათვლით, თუმცა არც ერთმა ეროვნულმა უწყებამ არ უნდა გამოაქვეყნოს საერთაშორისო განაცხადი ან მისი თარგმანი ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო გამოქვეყნებამდე ან პრიორიტეტის თარიღიდან 20 თვის გასვლამდე, თუ საერთაშორისო გამოქვეყნებას ადგილი არ ჰქონია პრიორიტეტის თარიღიდან 20 თვის გასვლამდე.

 

 

                                                                        თავი II

                                                საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზა

                                                                      მუხლი 31

                                           საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მოთხოვნა

     (1) განმცხადებლის მოთხოვნით, მისი საერთაშორისო განაცხადი ექვემდებარება საერთაშორისო წინასწარ ექსპერტიზას, როგორც ეს გათვალისწინებულია მომდევნო პირობებითა და ინსტრუქციებით.

    (2)(a) ნებისმიერ განმცხადებელს, რომელიც ინსტრუქციის შესაბამისად არის მხარე სახელმწიფოში მცხოვრები პირი ან მოქალაქე, რომელზეც ვრცელდება II თავი, და რომლის საერთაშორისო განაცხადები წარდგენილია ამ სახელმწიფოს მიმღებ ან ამ სახელმწიფოსათვის მოქმედ უწყებაში, შეუძლია მოითხოვოს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზა.

    (b) ასამბლეას შეუძლია ნება დართოს პირებს, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო განაცხადის წარდგენის უფლება, მოითხოვონ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არიან მოქალაქეები ან იქ მცხოვრები პირები იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ არის ამ ხელშეკრულების მხარე, ან რომელზედაც არ ვრცელდება II თავი.

   (3) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მოთხოვნა წარედგინება საერთაშორისო განაცხადისაგან ცალკე. მოთხოვნა წარედგინება დადგენილ ენაზე, დადგენილი ფორმით და შეიცავს დადგენილ მონაცემებს.

   (4)(a) მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ხელშეკრულების მხარე სახელმწიფო ან სახელმწიფოები, სადაც განმცხადებელი აპირებს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის შედეგების გამოყენებას (“არჩეული სახელმწიფოები”). ხელშეკრულების სხვა მხარე სახელმწიფოები დამატებით შეიძლება არჩეულ იქნეს მოგვიანებით. არჩევა შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებს, რომელიც იყო აღნიშნული მე-4 მუხლის თანახმად.

   (b) 2(a) ქვეპუნქტით მითითებულ განმცხადებელს შეუძლია აირჩიოს ხელშეკრულების მხარე ნებისმიერი სახელმწიფო, რომელზეც ვრცელდება II თავი. 2(b) ქვეპუნქტით მითითებულ განმცხადებელს შეუძლიათ აირჩიოს მხოლოდ ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოები, რომლებზეც ვრცელდება II თავი და რომელთაც განაცხადეს, რომ მზად არიან იყვნენ არჩეულნი ასეთი განმცხადებლების მიერ.

  (5) მოთხოვნა ექვემდებარება დადგენილი საფასურის დადგენილ ვადაში გადახდას.

  (6)(a) თხოვნა გადაეცემა წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც 32-ე მუხლითაა მითითებული.

  (b) ნებისმიერი შემდგომი უწყების არჩევის შესახებ ეცნობება საერთაშორისო ბიუროს.

  (7) თითოეულ არჩეულ უწყებას უნდა ეცნობოს არჩევის შესახებ.

                                                                      მუხლი 32

                                                         საერთაშორისო წინასწარი

                                              ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო

      (1) საერთაშორისო წინასწარ ექსპერტიზას ატარებს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო.

     (2) 31(2)(a) მუხლში მოცემული მოთხოვნების შემთხვევაში, მიმღები უწყება, ხოლო 31(2)(b) მუხლში მოცემული მოთხოვნების შემთხვევაში, ასამბლეა, დაინტერესებული საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოს ან ორგანოებისა და საერთაშორისო ბიუროს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ასახელებენ ორგანოს ან ორგანოებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ წინასწარი ექსპერტიზა.

  (3) 16(3) მუხლის პირობები გამოყენებული უნდა იქნეს როგორც Mutatis mutandis*, საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოების მიმართ.

                                                               მუხლი 33

                                    საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზა

   (1) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზანია გამოიტანოს წინასწარი არასავალდებულო დასკვნა იმის თაობაზე, აქვს თუ არა განცხადებულ გამოგონებას სიახლე, საგამომგონებლო დონე (რომელიც არ უნდა იყოს ცხადი) და სამრეწველო გამოყენებადობა.

   (2) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებისათვის, გაცხადებული გამოგონება ჩაითვლება ახლად, თუ მას სიახლეს არ უკარგავს არსებული ტექნიკის დონე, როგორც ეს განსაზღვრულია ინსტრუქციით.

   (3) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებისათვის, გაცხადებული გამოგონება საგამომგონებლო დონის მქონედ განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც, ინსტრუქციის შესაბამისად განსაზღვრული ტექნიკის დონის გათვალისწინებით, დადგენილი შესაბამისი თარიღისათვის იგი არ არის ცხადი დარგის სპეციალისტისათვის.

   (4) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებისათვის, გაცხადებული გამოგონება განიხილება სამრეწველო გამოყენებადობის მქონედ, თუ ის თავისი არსით შეიძლება დამზადდეს ან გამოყენებული იქნეს (ტექნოლოგიური მნიშვნელობით) მრეწველობის ნებისმიერ დარგში. “მრეწველობა” გაიგება ფართო მნიშვნელობით, როგორც ეს განსაზღვრულია სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციით.

   (5) ზემოაღწერილი კრიტერიუმები ემსახურება მხოლოდ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებს. ხელშეკრულების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი ან განსხვავებული კრიტერიუმები ამ სახელმწიფოში გაცხადებული გამოგონების პატენტუნარიანობის დასადგენად.

  (6) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დროს გასათვალისწინებელია საერთაშორისო ძიების ანგარიშში მოყვანილი ყველა დოკუმენტი. შესაძლებელია კერძო შემთხვევისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტის გათვალისწინებაც.

* Mutatis mutandis - შესაბამისი ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინება.

 

 

                                                                      მუხლი 34

                                               საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის

                                       უფლებამოსილი ორგანოს პროცედურა

     (1) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოს პროცედურა წესრიგდება ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის მოთხოვნებით, აგრეთვე ხელშეკრულებით, რომელსაც ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის თანახმად დადებს საერთაშორისო ბიურო ზემოთ დასახელებულ ორგანოსთან.

    (2) (a) განმცხადებელს უნდა ჰქონდეს უფლება იქონიოს ზეპირი ან წერილობითი კავშირი საერთაშორისო ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოსთან.

   (b) განმცხადებელს უნდა ჰქონდეს უფლება შეიტანოს ცვლილებები გამოგონების ფორმულაში, აღწერილობასა და ნახაზებში, დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში, ვიდრე არ იქნება მომზადებული საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ანგარიში. ცვლილებები არ უნდა გასცდეს საერთაშორისო განაცხადში არსის გახსნის იმ ფარგლებს, რა ფარგლებითაც ის იყო განცხადებული.

    (c) განმცხადებელმა უნდა მიიღოს სულ მცირე ერთი წერილობითი დასკვნა მაინც საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოსაგან, თუკი ეს ორგანო განიხილავს და დაადგენს რომ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

    (i) გამოგონება აკმაყოფილებს 33(1) მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს,

    (ii) საერთაშორისო განაცხადი შეესაბამება ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის მოთხოვნებს აღნიშნული უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად,

    (iii) არ არის განზრახული რაიმე შენიშვნის წარდგენა 35(2) მუხლის ბოლო წინადადების მიხედვით.

   (d) განმცხადებელს აქვს უფლება გასცეს პასუხი წერილობით დასკვნაზე.

   (3) (a) თუ წინასწარი საერთაშორისო ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო ჩათვლის, რომ საერთაშორისო განაცხადი არ აკმაყოფილებს გამოგონების ერთიანობის მოთხოვნას, როგორც ეს გათვალისწინებულია ინსტრუქციით, მაშინ მას შეუძლია შესთავაზოს განმცხადებელს, რომ მან შეავიწროვოს გამოგონების ფორმულა თავისი შეხედულებით ისე, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, ან გადაიხადოს დამატებითი საფასურები.

    (b) არჩეული სახელმწიფოს ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს რომ, როდესაც განმცხადებელი აირჩევს გამოგონების ფორმულის შევიწროებას, (a) ქვეპუნქტის მიხედვით საერთაშორისო განაცხადის ის ნაწილები, რომლებიც შევიწროების შედეგად აღარ შეიძლება იყოს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის საგანი, თუ ამ სახელმწიფოში ასეთი შედეგი დგება, უნდა ჩაითვალოს გატანილად, თუკი განმცხადებელმა არ გადაიხადა სპეციალური საფასური ამ სახელმწიფოს ეროვნულ უწყებაში.

   (c) თუ განმცხადებელი არ შეასრულებს (a) ქვეპუნქტით მითითებულ შეთავაზებას დადგენილ ვადაში, მაშინ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოამზადოს საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა საერთაშორისო განაცხადის იმ ნაწილების მიხედვით, რომლებიც მიიჩნევა, რომ ეხება მთავარ გამოგონებას და უნდა მიუთითოს შესაბამისი ფაქტები აღნიშნულ დასკვნაში. ნებისმიერი არჩეული სახელმწიფოს ეროვნულმა კანონმდებლობამ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ, თუ მისი ეროვნული უწყების მიერ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოს შეთავაზება დაკმაყოფილებულადაა მიჩნეული, ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო განაცხადის ის ნაწილები, რომლებიც არ ეხება მთავარ გამოგონებას, ჩაითვლება გატანილად ამ ქვეყანაში დამდგარი შედეგების თვალსაზრისით, თუკი განმცხადებლის მიერ ამ უწყებისათვის სპეციალური საფასური არ იქნება გადახდილი,

   (4) (a) თუ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო ჩათვლის, რომ:

         (i) საერთაშორისო განაცხადი ეხება ობიექტს, რომელზეც ინსტრუქციის თანახმად საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოს არ მოსთხოვეს წინასწარი ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში იგი გადაწყვეტს არ ჩაატაროს ასეთი ექსპერტიზა, ან

      (ii) აღწერილობა, გამოგონების ფორმულა ან ნახაზები იმდენად ბუნდოვანია, ან, გამოგონების ფორმულის მუხლები სათანადოდ არ ეყრდნობა აღწერილობას, რომ არსობრივად მნიშვნელოვანი ვერანაირი დასკვნა ვერ იქნება გამოტანილი განცხადებული გამოგონების შესახებ სიახლეზე, საგამომგონებლო დონეზე (არა - სიცხადეზე) ან სამრეწველო გამოყენებადობაზე, მაშინ მითითებული უფლებამოსილი ორგანო არ განიხილავს 33(1) მუხლით მოცემულ საკითხებს და მიაწვდის განმცხადებელს ამ გადაწყვეტილებასა და მისი გამოტანის მიზეზებს.

      (iii) თუ აღმოჩნდა, რომ (a) ქვეპუნქტით მითითებული რომელიმე გარემოება არსებობს მხოლოდ გამოგონების ფორმულის ცალკეულ მუხლებში ან მათთან დაკავშირებით, მაშინ აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ გამოგონების ფორმულის მიითებული მუხლებისათვის.

                                                                          

  მუხლი 35

                                     საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა

     (1) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა შედგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით.

    (2) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა შეიცავდეს რაიმე მტკიცებას განცხადებული გამოგონების პატენტუნარიანობისა თუ სავარაუდოდ პატენტუნარიანობის ან არაპატენტუნარიანობის შესახებ რომელიმე ეროვნული კანონმდებლობის თანახმად. მე-3 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, დასკვნიდან უნდა გამომდინარეობდეს მტკიცება, ყოველ წარმოდგენილ მუხლთან დაკავშირებით, აკმაყოფილებს თუ არა ფორმულა სიახლის, საგამომგონებლო დონის (არაცხადი) და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს, როგორც განსაზღვრულია 33(1)_(4) მუხლით, საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მიზნებისათვის. მტკიცებას თან უნდა ერთვოდეს მითითება იმ საბუთებზე, რომლებსაც ეყრდნობა გამოტანილი დასკვნა ისეთი განმარტებებით, როგორსაც ამას საქმის გარემოება მოითხოვს. მტკიცებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა შენიშვნებიც.

   (3) (a) თუ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნის შედგენამდე საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ორგანო მიიჩნევს, რომ 34(4)(a) მუხლით მითითებული რომელიმე გარემოება არსებობს, მაშინ დასკვნაში უნდა აისახოს ასეთი მოსაზრებაც და მისი მიზეზებიც. მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი არ უნდა შეიცავდეს რაიმე მტკიცებას,

   (b) თუ აღმოჩნდა, რომ 34(4)(b) მუხლში მითითებულ გარემოებას აქვს ადგილი, საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეიცავდეს (a) ქვეპუნქტში მითითებულ მტკიცებას ფორმულის განსახილველ მუხლებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სხვა მუხლებთან დაკავშირებით უნდა შეიცავდეს მტკიცებას მე-2 პუნქტის შესაბამისად.

                                                                            

 მუხლი 36

                                                   საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის

                                         დასკვნის გაგზავნა, თარგმნა და დაგზავნა

       (1) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა დაწესებულ დანართებთან ერთად უნდა გაეგზავნოს განმცხადებელს და საერთაშორისო ბიუროს.

      (2) (a) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა და მისი დანართები უნდა გადაითარგმნოს დადგენილ ენაზე.

     (b) აღნიშნული დასკვნის ნებისმიერი თარგმანი მზადდება საერთაშორისო ბიუროს მიერ ან მისი პასუხისმგებლობით, ხოლო აღნიშნული დანართების ნებისმიერი თარგმანი მზადდება განმცხადებლის მიერ.

     (3) (a) საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა მის თარგმანთან (როგორც დადგენილია) და დანართებთან (დედნის ენაზე) ერთად უნდა დაეგზავნოს საერთაშორისო ბიუროს ყოველ არჩეულ უწყებას.

   (b) დანართების დაწესებული თარგმანი განმცხადებლის მიერ დადგენილ დროში უნდა გაეგზავნოს აღნიშნულ უწყებას.

   (4) მუხლი 20(3) დებულებები გამოიყენება როგორც Mutatis mutandis, ნებისმიერი საბუთის ასლის მიმართ, რომლებიც მითითებული იყო საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნაში, ხოლო საერთაშორისო ძიების ანგარიშში არ იყო მითითებული.

 

 

                                                                           მუხლი 37

                                            მოთხოვნის გატანა ან უარი სახელმწიფოს არჩევაზე

  (1) განმცხადებელს შეუძლია უარი თქვას რომელიმე ან ყველა სახელმწიფოს არჩევაზე.

   (2) თუ უარი იქნება ნათქვამი ყველა სახელმწიფოს არჩევაზე, მაშინ მოთხოვნა გატანილად ჩაითვლება.

  (3)(a) ნებისმიერი გატანა ან უარი ეცნობება საერთაშორისო ბიუროს.

   (b) საერთაშორისო ბიურო შესაბამისად აცნობებს ასეთ არჩეულ უწყებას და შესაბამის საერთაშორისო წინსაწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოს.

   (4)(a) ქვეპუნქტის (b) პირობების გათვალისწინებით, მოთხოვნის გატანის ან მხარე სახელმწიფოს არჩევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამ სახელმწიფოდან საერთაშორისო განაცხადი ჩაითვლება გატანილად, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული ამ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით.

    (b) მოთხოვნის გატანისა და არჩევაზე უარის თქმის შემთხვევაში საერთაშორისო განაცხადი არ ჩაითვლება გატანილად, თუ ასეთი გატანა ან უარი განხორციელდა 22-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ვადის ამოწურვამდე; მიუხედავად ამისა, ნე ბისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია თავისი ეროვნული კანონმდებლობით გაითვალისწინოს, რომ ზემოაღნიშნული გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ მისი ეროვნული უწყება აღნიშნულ ვადაში მიიღებს საერთაშორისო განაცხადის ასლს, მის თარგმანთან (როგორც დადგენილია) ერთად და ეროვნულ გადასახადს.

                                                                მუხლი 38

                                        საერთაშორისო წინსაწარი ექსპერტიზის

                                               კონფიდენციალური ხასიათი

    (1) არც საერთაშორისო ბიურომ და არც საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილმა ორგანომ, განმცხადებლის თხოვნის ან ნებართვის გარეშე, მუხლის 30(4) არსის ფარგლებში და დათქმის გათვალისწინებით, არ უნდა დაუშვას არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი პირი ან უფლებამოსილი ორგანო, საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მასალებთან, გარდა არჩეული უწყებებისა, ვიდრე საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება შედგენილი.

    (2) პუნქტისა (1) და 36(1)_(3) და 37(3)(b) მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, განმცხადებლის თხოვნის ან ნებართვის გარეშე, არც საერთაშორისო ბიურო და არც საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო არ იძლევა ინფორმაციას საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნის გაცემა-გაუცემლობისა და მოთხოვნის გატანის ან ნებისმიერ არჩევაზე უარის თქმისა თუ ართქმის შესახებ.

                                                               მუხლი 39

                              ასლი, თარგმანი და საფასური არჩეული უწყებებისათვის

     (1) (a) თუ რომელიმე მხარე სახელმწიფოს არჩევა განხორციელდა პრიორიტეტის თარიღიდან 19 თვის ამოწურვამდე, ამ სახელმწიფოს მიმართ არ გამოიყენება 22-ე მუხლის პირობები და განმცხადებელი პრიორიტეტის თარიღიდან არა უგვიანეს 30 თვისა, ყოველ აღნიშნულ უწყებას წარუდგენს საერთაშორისო განაცხადის ასლსა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაგზავნა უკვე განხორციელებულია მე-20 მუხლის თანახმად) და მის თარგმანს (როგორც დადგენილია) და უხდის ეროვნულ საფასურს (თუ ეს გათვალისწინებულია).

       (b) ნებისმიერი ეროვნული კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს ქვეპუნქტით (a) გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ვადები, რომლებიც იწურება უფრო გვიან, ვიდრე ამ ქვეპუნქტითაა დადგენილი.

     (2) 11(3) მუხლით გათვალისწინებული მოქმედება არჩეულ სახელმწიფოში უნდა შეჩერდეს იმავე შედეგებით, როგორიც აქვს ნებისმიერი ეროვნული განაცხადის გატანას ამ სახელმწიფოში, თუ განმცხადებელი არ შეასრულებს (1) პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებას ვადაში, რომელიც შეესაბამება (1)(a) ან (b) პუნქტს.

    (3) ნებისმიერ არჩეულ უწყებას შეუძლია შეუნარჩუნოს 11(3) მუხლს მოქმედების ძალა, მაშინაც კი, თუ განმცხადებელი არ აკმაყოფილებს (1)(a) და (b) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

                                                                    მუხლი 40

                                ეროვნული ექსპერეტიზისა და სხვა პროცედურების

                                                        ვადის გადაწევა

       (1) თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე სახელმწიფოს არჩევა პრიორიტეტის თარიღიდან მე-19 თვის ამოწურვამდე განხორციელდა, 23-ე მუხლის პირობები ამ სახელმწიფოსთვის არ გამოიყენება, და ეროვნულმა ან ამ სახელმწიფოს სახელით მოქმედმა უწყებამ, მუხლი (2)-ის პირობების საფუძველზე, არ უნდა განახორციელოს საერთაშორისო განაცხადზე ექსპერტიზა და სხვა პროცედურები 39-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

      (2) მიუხედავად მუხლი (1)-ის პირობებისა, ნებისმიერ არჩეულ უწყებას განმცხადებლის სპეციალური მოთხოვნით, შეუძლია საერთაშორისო განაცხადზე ნებისმიერ დროს დაიწყოს ექსპერტიზა ან სხვა პროცედურები.

                                                             მუხლი 41

                                    გამოგონების ფორმულის, აღწერილობისა

                                  და ნახაზების ცვლილება არჩეულ უწყებაში

         (1) განმცხადებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დადგენილ ვადაში შეასწოროს გამოგონების ფორმულა, აღწერილობა და ნახაზები ყოველ არჩეულ უწყებაში. განმცხადებლის პირდაპირი თანხმობის გარეშე არც ერთმა არჩეულმა უწყებამ არ უნდა გასცეს პატენტი, ან არ უნდა თქვას უარი პატენტის გაცემაზე ასეთი ვადის ამოწურვამდე.

         (2) ცვლილებები არ უნდა სცილდებოდეს საერთაშორისო განაცხადის წარდგენისას მასში გახსნილი არსის ფარგლებს, თუკი ამის საშუალებას არ იძლევა არჩეული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა.

        (3) ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს არჩეული სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობას ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც ამ ხელშეკრულებით და ინსტრუქციით არ არის გათვალისწინებული.

       (4) როდესაც არჩეული უწყება ითხოვს საერთაშორისო განაცხადის თარგმანს, ცვლილებები უნდა იყოს შესრულებული თარგმნის დადგენილ ენაზე.

                                                                    მუხლი 42

                               არჩეულ უწყებებში ეროვნული ექსპერტიზის შედეგები

        არც ერთ ეროვნულ უწყებას, რომელმაც მიიღო საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა, არ შეუძლია, განმცხადებლისაგან მოითხოვოს ექსპერტიზასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შედგენილობის შესახებ იმ ასლების ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომლებიც ეხება იმავე საერთაშორისო განაცხადს ნებისმიერ სხვა არჩეულ სახელმწიფოში.

                                                                      თავი III

                                                              ზოგადი დებულებები

 

                                                                    მუხლი 43

                                              გარკვეული სახის დაცვის მოთხოვნა

          ნებისმიერი აღნიშნული ან არჩეული სახელმწიფოს მიმართ, რომელთა კანონმდებლობა ითვალისწინებს საავტორო მოწმობის, სარგებლიანობის მოწმობის, სასარგებლო მოდელის, პატენტის ან დამატებითი მოწმობების, დამატებითი საავტორო მოწმობების, ან  სარგებლიანობის დამატებითი მოწმობების გაცემას, ინსტრუქციის თანახმად, განმცხადებელს შეუძლია მიუთითოს, რომ მისი საერთაშორისო განაცხადით მოითხოვება საავტორო მოწმობა, სარგებლიანობის მოწმობა ან სასარგებლო მოდელი და არა პატენტი, ან, რომ ამით მოითხოვება პატენტი ან დამატებითი მოწმობა, დამატებითი საავტორო მოწმობა ან სარგებლიანობის დამატებითი მოწმობა, ხოლო შედეგი განისაზღვრება განმცხადებლის არჩევანით. ამ მუხლის და ამ ხელშეკრულების ნებისმიერი წესის მიზნებისათვის მუხლი 2(ii) არ გამოიყენება.

                                                              მუხლი 44

                                             დაცვის ორი სახის მოთხოვნა

         ნებისმიერი აღნიშნული ან არჩეული სახელმწიფოს მიმართ, რომლის კანონმდებლობა უშვებს, რომ პატენტის გაცემის მოთხოვნასთან ერთად, რაც მითითებულია 43-ე მუხლში, შეიძლება იყოს მოთხოვნილი აღნიშნული დაცვის სახეებიდან კიდევ ერთი; განმცხადებელს, ინსტრუქციის თანახმად, შეუძლია მიუთითოს დაცვის ორი სახე, რომელსაც ის ითხოვს და შედეგს განსაზღვრავს განმცხადებლის არჩევანი. ამ მუხლის მიზნებისათვის მუხლი 2(ii) არ გამოიყენება.

                                                          მუხლი 45

                                   ხელშეკრულება რეგიონულ პატენტებზე

     (1) ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს რეგიონული პატენტის გაცემას (ხელშეკრულება რეგიონულ პატენტებზე) და აძლევს უფლებას ყველა იმ პირს, ვისაც მე-9 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს შეიტანოს საერთაშორისო განაცხადი, წარადგინონ განაცხადი ასეთ პატენტებზე, შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ საერთაშორისო განაცხადები, სადაც აღნიშნულია ან არჩეულია ის სახელმწიფო, რომელიც ორივე ხელშეკრულების მხარეა  - რეგიონულ პატენტებზე ხელშეკრულებისაც და ამ ხელშეკრულებისაც  -  შეიძლება წარდგენილი იყოს, როგორც განაცხადები ასეთ პატენტებზე.

   (2) აღნიშნული ან არჩეული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ასეთი სახელმწიფოს ნებისმიერ აღნიშვნას ან არჩევას საერთაშორისო განაცხადში უნდა ჰქონდეს შედეგი, რომელიც მიუთითებს რეგიონული პატენტის მიღების სურვილზე რეგიონულ პატენტზე ხელშეკრულების მიხედვით.

                                                                მუხლი 46

                         საერთაშორისო განაცხადის თარგმანი, რომელიც არ არის სწორი

        თუ საერთაშორისო განაცხადის თარგმანი არ არის სწორი, რის გამოც ამ განაცხადის მიხედვით გაცემული პატენტის მოცულობა აღემატება საერთაშორისო განაცხადის მოცულობის ფარგლებს დედნის ენაზე, შესაბამისი ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ შესაბამისად და უკუქცევით შეზღუდონ გაცემული პატენტის მოცულობა და გამოაცხადონ, რომ იგი ბათილია და დაკარგული აქვს კანონიერი ძალა იმ ფარგლებში, რომლითაც ის აღემატება საერთაშორისო განაცხადის მოცულობას დედნის ენაზე.

                                                                   მუხლი 47

                                                                     ვადები

   (1) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გამოთვლის წესი რეგულირდება ინსტრუქციით

   (2) (a) ყველა ვადა, რომელიც დადგენილია ამ ხელშეკრულების I და II თავებით, გარდა იმისა, რომელიც არ გადაისინჯება მე-60 მუხლის მიხედვით, შეიძლება შეიცვალოს ხელშეკრულების    მხარე სახელმწიფოთა გადაწყვეტილებით.

    (b) ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ასამბლეაზე ან მიმოწერით ხმის მიცემის მეშვეობით და უნდა იყოს მიღებული ერთხმად.

(c) პროცედურას აწესრიგებს ინსტრუქცია.

 

 

                                                                    მუხლი 48

                     გარკვეული ვადების მიმართ მოთხოვნათა დაკმაყოფილების გადაწევა

     (1) თუ რომელიმე მოთხოვნა ვერ შესრულდა ამ ხელშეკრულებითა და ინსტრუქციით დადგენილ ვადაში, საფოსტო მომსახურეობაში შეფერხებების ან კორესპონდენციის გარდაუვალი დაკარგვის თუ დაგვიანების გამო, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესრულება უნდა ჩაითვალოს დროულად.

    (2) (a) ხელშეკრულების ნებისმიერი მხარე სახელმწიფო, რამდენადაც ამ სახელმწიფოს ეხება, პატიობს რაიმე მოთხოვნის შესრულების დაგვიანებას მისი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზებით.

      (b) ხელშეკრულების ნებისმიერი მხარე სახელმწიფო, რამდენადაც ამ სახელმწიფოს ეხება, პატიობს რაიმე მოთხოვნის შესრულების დაგვიანებას (a) ქვეპუნქტში მითითებულისაგან განსხვავებული მიზეზებით.

                                                              მუხლი 49

                            საერთაშორისო უფლებამოსილ ორგანოებში

                                      საქმის წარმოების უფლება

         ნებისმიერ რწმუნებულს, პატენტრწმუნებულს ან სხვა პირს, რომელსაც აქვს საქმის წარმოების უფლება იმ ეროვნულ უწყებაში, სადაც წარდგენილია საერთაშორისო განაცხადი, უნდა მიეცეს ამ განაცხადზე საქმის წარმოების უფლება საერთაშორისო ბიუროს, საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ორგანოსა და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოს წინაშე.

                                                                  თავი IV

                                               ტექნიკური მომსახურება

 

                                                         მუხლი 50

                         საპატენტო საინფორმაციო მომსახურება

    (1) საერთაშორისო ბიუროს შეუძლია გაწიოს მომსახურება ტექნიკური და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია გამოქვეყნებული დოკუმენტების, ძირითადად, პატენტებისა და გამოქვეყნებული განაცხადების საფუძველზე (ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც “საინფორმაციო მომსახურება”).

    (2) საერთაშორისო ბიუროს შეუძლია ამ საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა უშუალოდ, ან ერთი ან მეტი საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ორგანოთი, ან სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო სპეციალიზებული ორგანიზაციით, რომლებთანაც საერთაშორისო ბიუროს შეუძლია ხელშეკრულების დადება.

     (3) საინფორმაციო მომსახურება უნდა წარმოებდეს ისე, რომ მხარე სახელმწიფოებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, გაუადვილდეს ტექნიკური ცოდნისა და ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელმისაწვდომი და გაცხადებული ნოუ-ჰაუს შეძენა.

     (4) საინფორმაციო მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი მხარე სახელმწიფოთა მთავრობებისა და მათი მოქალაქეებისა თუ მცხოვრები პირებისათვის. ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ასეთი მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს სხვა პირებისთვისაც.

    (5) (a) მხარე სახელმწიფოთა მთავრობებს ნებისმიერი მომსახურება გაეწევა ღირებულების მიხედვით; გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მხარე სახელმწიფო განვითარებად ქვეყანას წარმოადგენს, მის მთავრობას, მომსახურება გაეწევა ღირებულებაზე დაბალი ფასით, თუკი სხვაობა შეიძლება დაიფაროს მხარე სახელმწიფოების მთავრობების გარდა სხვა პირებისათვის გაწეული მომსახურების ან 51(4) მუხლში მოყვანილი წყაროებიდან მიღებული მოგების ხარჯზე.

    (b) (a) ქვეპუნქტში დასახელებული ღირებულება უნდა იყოს გაგებული, როგორც იმ ღირებულებაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ჩვეულებრივ შემთხვევაში ეროვნული უწყების მიერ მომსახურების გაწევის ან საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოვალეობების შესრულებისათვის.

    (6) ამ მუხლის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ასამბლეისა და იმ მუშა ჯგუფების გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება შექმნას ასამბლეამ ამ მიზნით, ასამბლეის მიერ დადგენილ ჩარჩოებში.

    (7) ასამბლეა, როდესაც ჩათვლის საჭიროდ, (5) პუნქტში გათვალისწინებულის გარდა სთავაზობს დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის მეთოდებს.

                                                                    მუხლი 51

                                                          ტექნიკური დახმარება

    (1) ასამბლეა აფუძნებს ტექნიკური დახმარების კომიტეტს (ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც “კომიტეტი”).

    (2) (a) კომიტეტის წევრებს ირჩევენ მხარე სახელმწიფოთაგან განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლობისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენით.

       (b) გენერალური დირექტორი საკუთარი ინიციატივით ან კომიტეტის მოთხოვნით კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს იმ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, რომელთაც ეხება განვითარებადი ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა.

   (3) (a) კომიტეტის ამოცანაა იმ მხარე სახელმწიფოებისათვის, რომლებიც განვითარებად ქვეყნებს წარმოადგენენ, ტექნიკური დახმარების ორგანიზება და მეთვალყურეობა მათი საპატენტო სისტემების განვითარებაში ინდივიდუალურ ან რეგიონულ საფუძველზე.

   (b) ტექნიკური დახმარება სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს სპეციალისტების მომზადებას, ექსპერტების გაცვლასა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას, როგორც დემონსტრირების, ისე საექსპლოატაციო მიზნებისათვის.

    (4) საერთაშორისო ბიურო უნდა ეცადოს ხელშეკრულებების დადებას, ერთი მხრივ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაწესებულებებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებთან, რომლებსაც ეხება ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, და მეორე მხრივ, ტექნიკური დახმარების მიმღები სახელმწიფოების მთავრობებთან, ამ მუხლის თანახმად პროექტთა ფინანსირებისათვის.

   (5) ამ მუხლის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ასამბლეისა და იმ მუშა ჯგუფების გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება შექმნას ასამბლეამ ამ მიზნით, ასამბლეის მიერ დადგენილ ჩარჩოებში.

                                                            მუხლი 52

                     ურთიერთკავშირი ხელშეკრულების სხვა დებულებებთან

       ეს თავი გავლენას არ ახდენს ამ ხელშეკრულების ნებისმიერ სხვა თავში მოცემულ ფინანსებთან დაკავშირებულ დებულებებზე. ასეთი დებულებები არ გამოიყენება წინამდებარე თავის ან მისი შესრულების მიმართ.

                                                                    თავი V

                                         ადმინისტრაციული დებულებები

 

                                                                    მუხლი 53

                                                                       ასამბლეა

(1)  (a) 57(8) მუხლის თანახმად ასამბლეა უნდა შედგებოდეს მხარე სახელმწიფოებისაგან.

      (b) თითოეული მხარე სახელმწიფოს მთავრობა უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება დაეხმარონ სხვა დელეგატები, მრჩევლები და სპეციალისტები.

   (2)(a) ასამბლეა:

      (i) განიხილავს კავშირის შენარჩუნება-განვითარებასა და ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;

      (ii) ასრულებს ამოცანებს, რომლებიც კონკრეტულადაა მასზე დაკისრებული ამ ხელშეკრულების სხვა დებულებების თანახმად;

     (iii) საერთაშორისო ბიუროს აძლევს მითითებებს გადასინჯვის კონფერენციების* მომზადების თაობაზე;

   (iv) განიხილავს და ამტკიცებს კავშირის თაობაზე გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას და აძლევს მას ყველა აუცილებელ მითითებას კავშირის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

   (v) განიხილავს და ამტკიცებს მე-9 პუნქტის თანახმად დაფუძნებული აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშებსა და საქმიანობას, და აძლევს მას მითითებებს;

   (vi) ადგენს პროგრამას, იღებს კავშირის სამწლიან ბიუჯეტს* და ამტკიცებს საბოლოო ანგარიშს;

   (vii) იღებს კავშირის საფინანსო წესდებას;

   (viii) ნიშნავს ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს კავშირის მიზნებისათვის.

  (ix) განსაზღვრავს სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან მხარე სახელმწიფოები, და მე-8 პუნქტის პირობების გათვალისწინებით, სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შეიძლება დაიშვებოდნენ დამკვირვებლად მის სხდომებზე;

  (x) ახორციელებს ნებისმიერ შესაბამის ქმედებას, რომლებიც მიმართულია კავშირის მიზნების განსახორციელებლად და ასრულებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებას შეესაბამება.

   (b) ასამბლეამ ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებითაც დაინტერესებულნი არიან სხვა კავშირებიც, რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს ორგანიზაცია.

 (3) დელეგატი წარმოადგენს მხოლოდ ერთ სახელმწიფოს და ხმას აძლევს მისი სახელით.

 (4) ყოველ მხარე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთი ხმა.

 (5) (a) მხარე სახელმწიფოების ნახევარი შეადგენს კვორუმს.

       (b) თუ კვორუმი არ შედგა, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, მის საკუთარ პროცედურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გარდა, მაგრამ ყველა ასეთი გადაწყვეტილება ძალაში უნდა შევიდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც კვორუმი და აუცილებელი უმრავლესობა მიიღწევა მიმოწერის საშუალებით ხმისმიცემით, როგორც ეს ინსტრუქციითაა გათვალისწინებული.

 

* მთარგმნელის შენიშვნა: იგულისხმება კონფერენცია, რომელზეც გადაისინჯება ხელშეკრულება.

 

* რედაქტორის შენიშვნა: 1980 წლიდან კავშირის პროგრამა და ბიუჯეტი ორწლიანია.

 

 

 

     (6) (a) მუხლების 47(2)(b), 58(2)(b), 58(3) და 61(2)(b) პირობების გათვალისწინებით, ასამბლეის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მიცემული ხმების ორი მესამედი.

           (b) თავის შეკავება ხმის მიცემად არ ითვლება.

      (7) იმ საკითხებში, რომლებიც II თავის დებულებებთან დაკავშირებული სახელმწიფოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, მხარე სახელმწიფოებზე ნებისმიერი მითითება (4), (5) და (6) პუნქტებში მიიჩნევა მხოლოდ II თავთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან მისადაგებულად.

     (8) ნებისმიერი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, განსაზღვრული საერთაშორისო ძიების ან წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოდ, ასამბლეის სხდომაზე დამკვირვებლად დაიშვება.

   (9) როცა მხარე სახელმწიფოების რაოდენობა აჭარბებს 40-ს, ასამბლეამ უნდა დააფუძნოს აღმასრულებელი კომიტეტი. ამ ხელშეკრულებასა და ინსტრუქციაში აღმასრულებელ კომიტეტზე ნებისმიერი მითითება გაიგება, როგორც მითითება ამ კომიტეტზე, მისი დაფუძნების შემთხვევაში.

    (10) აღმასრულებელი კომიტეტის დაფუძნებამდე ასამბლეა ამტკიცებს, პროგრამისა და სამწლიანი ბიუჯეტის ფარგლებში, გენერალური დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ პროგრამებსა და ბიუჯეტებს.

    (11)(a) ასამბლეა იკრიბება რიგით სესიაზე ყოველ მეორე კალენდარულ წელს, გენერალური დირექტორის მოწვევით და, გარდა განსაკუთრებული გარემოებისა, იმავე დროსა და იმავე ადგილას, სადაც ტარდება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.

      (b) ასამბლეა საგანგებო სესიაზე იკრიბება გენერალური დირექტორის მოწვევით, აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით, ან მხარე სახელმწიფოების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

     (12) ასამბლეა ამტკიცებს საკუთარ პროცედურულ წესებს.

                                                                      მუხლი 54

                                                     აღმასრულებელი კომიტეტი

    (1) ასამბლეის მიერ აღმასრულებელი კომიტეტის შექმნის შემთხვევაში იგი უნდა დაექვემდებაროს შემუშავებულ პირობებს.

   (2) (a) 57(8) მუხლის თანახმად, აღმასრულებელი კომიტეტი უნდა შედგებოდეს მის მიერ ასამბლეის შემადგენელი მხარე სახელმწიფოებიდან არჩეული სახელმწიფოებისაგან.

       (b) აღმასრულებელი კომიტეტის მხარე სახელმწიფოს მთავრობა წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ახლდნენ შემცვლელი დელეგატები, მრჩევლები და სპეციალისტები.

   (3) აღმასრულებელი კომიტეტის მხარე სახელმწიფოების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ასამბლეის წევრი სახელმწიფოების რაოდენობის ერთ მეოთხედს. შესავსები ადგილების რაოდენობის დასადგენად ოთხზე გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთი მხედველობაში არ მიიღება.

   (4) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისას, ასამბლეამ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებას.

   (5) (a) ასამბლეის სხდომის დახურვის შემდეგ აღმასრულებელი კომიტეტის ყოველმა წევრმა, რომლებიც არჩეულნი იყვნენ ამ სხდომაზე, უნდა შეასრულონ თავისი ფუნქცია ასამბლეის შემდგომი რიგითი სხდომის დახურვამდე.

    (b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შეიძლება გადაირჩიონ, მაგრამ მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის ორ მესამედს.

    (c) ასამბლეა ადგენს აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა არჩევისა და გადარჩევის წესებს, დაწვრილებით.

  (6) (a) აღმასრულებელი კომიტეტი:

        (i) ამზადებს ასამბლეის დღის წესრიგის პროექტს;

       (ii) წარადგენს წინადადებებს, დაკავშირებულს ასამბლეის პროგრამის პროექტსა და გენერალური დირექტორის მიერ მომზადებულ კავშირის ორწლიანი ბიუჯეტთან;

     (iii) [ამოღებულია]

      (iv) შესაბამისი კომენტარებით წარუდგენს ასამბლეას გენერალური დირექტორის პერიოდულ ანგარიშებს და წლიური საფინანსო შემოწმების ანგარიშებს;

     (v) ასამბლეის გადაწყვეტილებათა შესაბამისად და ასამბლეის ორი რიგითი სხდომის შუალედში წარმოქმნილი გარემოებების გათვალისწინებით ყველა ღონეს ხმარობს გენერალური დირექტორის მიერ კავშირის პროგრამის განსახორციელებლად;

   (vi) ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ყველა სხვა ფუნქციას.

  (b) იმ საკითხების თაობაზე, რომლითაც დაინტერესებულია ორგანიზაციის ადმინისტრირებას დაქვემდებარებული სხვა კავშირები, აღმასრულებელი კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს მას შემდეგ, რაც მოისმენს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევას.

  (7) (a) აღმასრულებელი კომიტეტის რიგითი სხდომა იკრიბება წელიწადში ერთხელ გენერალური დირექტორის მოწვევით, უპირატესად, იმავე დროსა და იმავე ადგილას, სადაც ტარდება ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა.

    (b) აღმასრულებელი კომიტეტი საგანგებო სხდომაზე იკრიბება გენერალური დირექტორის მოწვევით, როგორც საკუთრივ მისი ინიციატივით, ისე აღმასრულებელი კომიტეტის  თავმჯდომარის ან აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

  (8) (a) აღმასრულებელი კომიტეტის ნებისმიერ წევრ ქვეყანას აქვს ერთი ხმა.

       (b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ნახევარი შეადგენს კვორუმს.

       (c) გადაწყვეტილებები მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით.

       (d) თავის შეკავება ხმის მიცემად არ ჩაითვლება.

 (e) დელეგატი წარმოადგენს მხოლოდ ერთ სახელმწიფოს და ხმას აძლევს მისი სახელით.

(9) ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სხდომებზე დაიშვებიან დამკვირვებლად ისევე, როგორც ნებისმიერი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დანიშნულია საერთაშორისო საძიებო ან წინასწარი ექსპერტიზის ორგანოდ.

(10) აღმასრულებელი კომიტეტი ამტკიცებს საკუთარ პროცედურულ წესებს.

                                                            მუხლი 55

                                                   საერთაშორისო ბიურო

   (1) კავშირთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო ბიურო.

   (2) საერთაშორისო ბიურო ითვალისწინებს სხვადასხვა ორგანოების სამდივნოს.

   (3) გენერალური დირექტორი კავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელია

და წარმოადგენს კავშირს.

   (4) საერთაშორისო ბიურო გამოსცემს ბიულეტენს (ჟურნალს) და ინსტრუქციით გათვალისწინებულ ან ასამბლეის მიერ მოთხოვნილ სხვა სახის გამოცემებს.

   (5) ინსტრუქციით უნდა იყოს მითითებული მომსახურების ის სახეები, რომლებიც უნდა განახორციელონ ეროვნულმა უწყებებმა, რათა დაეხმარონ საერთაშორისო ბიუროს, საერთაშორისო ძიებისა და წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში.

   (6) გენერალური დირექტორი და მის მიერ დასახელებული ნებისმიერი თანამშრომელი ხმის უფლების გარეშე მონაწილეობს ასამბლეის, აღმასრულებელი კომიტეტის და ამ ხელშეკრულების ან ინსტრუქციის მიხედვით შექმნილი სამუშაო ორგანოების სხვა კომიტეტების ყველა სხდომაზე. გენერალური დირექტორი ან მის მიერ დასახელებული თანამშრომელი იქნება ამ ორგანოების ex officio* მდივანი.

  (7) (a) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის მითითების თანახმად და აღმასრულებელ კომიტეტთან თანამშრომლობით ამზადებს სარევიზიო კონფერენციებს.

         (b) სარევიზიო კონფერენციის საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ბიუროს შეუძლია აწარმოოს კონსულტაციები სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

      (c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დასახელებული პირები ხმის მიცემის უფლების გარეშე მონაწილეობენ სარევიზიო კონფერენციების განხილვებში.

  (8) საერთაშორისო ბიურო ასრულებს მასზე დაკისრებულ ნებისმიერ სხვა ამოცანას.

                                                             მუხლი 56

                                        ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტი

(1) ასამბლეა აფუძნებს ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტს (ამ მუხლში მოიხსენიება როგორც “კომიტეტი”).

 (2) (a) ასამბლეა განსაზღვრავს კომიტეტის შემადგენლობას და ნიშნავს მის წევრებს განვითარებადი ქვეყნების სამართლიანი წარმომადგენლობის გათვალისწინებით.

     (b) საერთაშორისო ძიებისა და წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანოები კომიტეტის წევრებია ex officio* თუ ასეთი ორგანო ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოს ეროვნული უწყებაა, სახელმწიფო აღარ იქნება დამატებით წარმოდგენილი კომიტეტზე.

    (c) თუკი ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოთა რიცხვი ამის საშუალებას იძლევა, კომიტეტის წევრთა საერთო რაოდენობა ex officio* წევრების ორმაგ რაოდენობას უნდა შეადგენდეს.

   (d) გენერალური დირექტორი საკუთარი ინიციატივით ან კომიტეტის მოთხოვნით იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო საკითხების განხილვებზე მონაწილეობის მისაღებად.

 (3) კომიტეტის მიზანია რჩევებისა და რეკომენდაციების მეშვეობით ხელი შეუწყოს:

    (i) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მუდმივ გაუმჯობესებას,

    (ii) რადგან არსებობს საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი რამდენიმე ორგანო და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი რამდენიმე ორგანო, მათი დოკუმენტაციისა და სამუშაოს შესრულების მეთოდების ერთგვაროვნების, აგრეთვე, მათი ანგარიშების ერთგვაროვანი მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, და

   (iii) ასამბლეის ან აღმასრულებელი კომიტეტის წამოწყებით იმ სპეციფიკური ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ერთიანი ორგანოს დაფუძნებასთან.

 (4) ხელშეკრულების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოსა და ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია წერილობით მიმართოს კომიტეტს მის კომპეტენციაში მყოფ საკითხებთან დაკავშირებით.

 (5) კომიტეტს შეუძლია მიაწოდოს რჩევები და რეკომენდაციები გენერალურ დირექტორს ან მისი მეშვეობით ასამბლეას, აღმასრულებელ კომიტეტს, ყველა ან ცალკეულ საერთაშორისო ძიების ან წინასწარი ექსპერტიზის ორგანოს, აგრეთვე, ყველა ან ცალკეულ მიმღებ უწყებას.

   (6)(a) გენერალურმა დირექტორმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაუგზავნოს აღმასრულებელ კომიტეტს კომიტეტის ყველა რჩევისა და რეკომენდაციის ტექსტი. მას შეუძლია ასეთი ტექსტების კომენტირება

    (b) აღმასრულებელ კომიტეტს შეუძლია გამოთქვას საკუთარი შეხედულებანი კომიტეტის ნებისმიერ რჩევაზე, რეკომენდაციასა თუ მის სხვა საქმიანობაზე და შესთავაზოს კომიტეტს, შეისწავლოს და მოამზადოს პასუხი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.

მაშინ * ex officio* _ თანამდებობრივი მოვალეობიდან გამომდინარე

 

 

 

აღმასრულებელ კომიტეტს შეუძლია შესაბამის კომენტართან ერთად მიაწოდოს ასამბლეას კომიტეტის რჩევა, რეკომენდაცია და პასუხი.

(7) აღმასრულებელი კომიტეტის დაფუძნებამდე მე-6 პუნქტის მითითებები აღმასრულებელ კომიტეტზე მიიჩნევა ასამბლეაზე მითითებებად.

(8) კომიტეტის მიერ განსახორციელებელი პროცედურის საკითხები წესრიგდება ასამბლეის გადაწყვეტილებებით.

                                                                              მუხლი 57

                                                              ფინანსები

(1) (a) კავშირს აქვს ბიუჯეტი.

    (b) კავშირის ბიუჯეტი მოიცავს შემოსავალსა და ხარჯებს, საკუთრივ კავშირის შესაბამისს, და მის შესატანებს ბიუჯეტის ხარჯებისათვის, რაც საერთოა ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული კავშირებისათვის.

   (c) ხარჯები, რომლებიც განკუთვნილია არა მარტო კავშირის, არამედ ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული ერთი ან მეტი სხვა კავშირისათვისაც, განიხილება კავშირების საერთო ხარჯებად. კავშირის წილი ასეთ საერთო ხარჯებში მისი ინტერესის პროპორციული უნდა იყოს.

(2) კავშირის ბიუჯეტი დგინდება ორგანიზაციის ადმინისტრირებას დაქვემდებარებული სხვა კავშირების ბიუჯეტებთან კოორდინაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

(3) მე-(5) პუნქტის პირობების გათვალისწინებით, კავშირის ბიუჯეტი დაფინანსდება შემდეგი წყაროებიდან:

  (i) კავშირთან დაკავშირებული საერთაშორისო ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული საფასურებიდან და გადასახადებიდან.

  (ii) კავშირთან დაკავშირებული საერთაშორისო ბიუროს გამოცემების გაყიდვით ან უფლებათა გადაცემით მიღებული შემოსავლებიდან.

   (iii) ჩუქებით, უფლებამონაცვლეობით მიღებული ქონებიდან და სუბსიდიებიდან.

   (iv) რენტიდან, პროცენტებიდან და სხვა შემოსავლებიდან.

(4) საერთაშორისო ბიუროსათვის განკუთვნილი საფასურებისა და გადასახადების ოდენობა, აგრეთვე, მისი გამოცემების ფასები ისე უნდა იყოს დადგენილი, რომ ნორმალურ ვითარებაში საკმარისად დაიფაროს ამ ხელშეკრულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ბიუროს ყველა ხარჯი.

(5) (a) ნებისმიერი ფინანსური წლის დეფიციტით დამთავრების შემთხვევაში მხარე სახელმწი-ფოები გაიღებენ თანხებს ასეთი დეფიციტის დასაფარავად (b) და (c) ქვეპუნქტების თანახმად.

    (b) ყოველი მხარე სახელმწიფოს შესატანი თანხა ასამბლეის მიერ დგინდება იმ საერთაშორისო განაცხადების რაოდენობის სათანადოდ გათვალისწინებით, რომლებიც შესაბამის წელს წარმოიშვა ყოველი მათგანიდან.

   (c) თუ გამოინახა რომელიმე დეფიციტის დაფარვის სხვა დროებითი საშუალებები, მაშინ ასამბლეას შეუძლია გადაწყვიტოს ასეთი დეფიციტის გადატანა ბიუჯეტის სხვა ნაწილში, ხოლო მხარე სახელმწიფოებისაგან აღარ მოითხოვოს შესატანების გადახდა.

  (d) თუ კავშირის ფინანსური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, ასამბლეას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ნებისმიერი შესატანი, გადახდილი (a) ქვეპუნქტის თანახმად, აუნაზღაურდეს ხელშეკრულების იმ მხარე სახელმწიფოს, რომელმაც ის გადაიხადა.

 (e) მხარე სახელმწიფოს, რომელმაც ასამბლეის მიერ დადგენილი თარიღისათვის ორი წლის განმავლობაში არ გადაიხადა თავისი შესატანი (b) ქვეპუნქტის თანახმად, არ შეუძლია ხმის მიცემის უფლების გამოიყენება კავშირის არც ერთ ორგანოში. მიუხედავად ამისა, კავშირის ნებისმიერ ორგანოს შეუძლია ნება დართოს ასეთ სახელმწიფოს, განაგრძოს ხმის მიცემის უფლების გამოყენება ამ ორგანოში, თუკი დარწმუნდება, რომ გადახდის დაგვიანებას გამონაკლისის სახე აქვს ან დაგვიანება გარდაუვალი გარემოებებითაა განპირობებული.

(6) თუ ბიუჯეტი არ არის მიღებული ახალი საფინანსო პერიოდის დაწყებამდე, მაშინ საფინანსო წესების თანახმად, ის წინა წლის ბიუჯეტის დონისა რჩება.

(7)(a) კავშირს აქვს საბრუნავი კაპიტალი, რომელიც შედგება მხარე სახელმწიფოთა მიერ ერთჯერადად გადახდილი თანხისაგან. თუ აღნიშნული კაპიტალი საკმარისი არ აღმოჩნდა, ასამბლეა უზრუნველყოფს მის გაზრდას. თუ კაპიტალის ნაწილი საჭირო აღარ არის, მაშინ იგი უნდა დაბრუნდეს.

 (b) აღნიშნულ კაპიტალში მხარე სახელმწიფოს მიერ დასაწყისში გადახდილი თანხის ოდენობა ან ამ კაპიტალის გაზრდაში მისი წილი ასამბლეის მიერ განისაზღვრება (5)(b) პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების ანალოგიური საფუძვლებით.

(c) გადახდის პირობები დგინდება ასამბლეის მიერ გენერალური დირექტორის წინადადებით მას შემდეგ, რაც მოისმენს ორგანიზაციის საორგანიზაციო კომიტეტის რჩევას.

(d) ნებისმიერი დაბრუნებული თანხა პროპორციული უნდა იყოს იმ თანხისა, რომელიც გადაიხადა მხარე სახელმწიფომ, გადახდის თარიღის გათვალისწინებით.

(8) (a) შტაბბინის შესახებ ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია იმ ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს შტაბბინა, საბრუნავი კაპიტალის უკმარისობის შემთხვევაში ამ ქვეყანამ უნდა გაიღოს საავანსო თანხა. ამ ავანსის ოდენობა და მისი გამოყოფის პირობები, ყველა შემთხვევისათვის, მოცემული ქვეყნისა და ორგანიზაციის ცალკე შეთანხმების საგანია. იმ დროისათვის, როდესაც მითითებულ ქვეყანას აქვს ავანსის გაცემის ვალდებულება, მას ex officio ეკუთვნის ადგილი ასამბლეასა და აღმასრულებელ კომიტეტში.

(b) სახელმწიფოსა და ორგანიზაციას, რომლებიც მითითებულია

(a) ქვეპუნქტით, აქვთ ავანსის გაღების ვალდებულების დენონსირების უფლება, წერი-  ლობითი შეტყობინების საფუძველზე. დენონსირება ძალაში შედის სამი წლის შემდეგ იმ წლის დამთავრებიდან, როდესაც მიეწოდა წერილობითი შეტყობინება.

(9) ანგარიშების საფინანსო შემოწმება ხორციელდება ერთი ან მეტი მხარე სახელმწიფოს ან გარეშე აუდიტის მიერ, როგორც გათვალის წინებულია საფინანსო წესებით. შეთანხმების მიხედვით, შემმოწმებელ პირზე მიუთითებს ასამბლეა.

                                                                    მუხლი 58

                                                    ინსტრუქცია

(1) ამ ხელშეკრულებაზე დართული ინსტრუქცია ითვალისწინებს წესებს, რომლებიც ეხება:

(i) საკითხებს, რომლებსაც ეს ხელშეკრულება პირდაპირ აკუთვნებს ინსტრუქციას ან პირდაპირ ითვალისწინებს, რომ ისინი არის ან უნდა იყოს მიკუთვნებული,

(ii) ნებისმიერ ადმინისტრაციულ მოთხოვნას, საკითხებს ან პროცედურებს,

(iii) ამ ხელშეკრულების პირობების გამოყენების ნებისმიერ კონკრეტულ საკითხს.

(2) (a) ასამბლეას აქვს ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის უფლება.

       (b) პუნქტის (3) თანახმად, ცვლილებების შესატანად საჭიროა მიცემული ხმების სამი მეოთხედი.

 (3) (a) ინსტრუქციაში ჩამოთვლილ იმ წესებს, რომელთა ცვლილებაც დასაშვებია:

        (i) მხოლოდ ერთხმად, ან

        (ii) მხოლოდ მაშინ, როდესაც არც ერთი მხარე სახელმწიფო, რომლის ეროვნული უწყებაც მოქმედებს როგორც საერთაშორისო ძიების ან წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილი ორგანო, არ იქნება წინააღმდეგი, ხოლო, თუ ასეთი უფლებამოსილი ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციაა, წინააღმდეგობას არ გამოხატავს ორგანიზაციის წევრი მხარე სახელმწიფო, რომელსაც ამ მიმართებით სხვა წევრი სახელმწიფოებისაგან მიღებული აქვს უფლებამოსილება აღნიშნული ორგანიზაციის უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს ფარგლებში.

(b) მომავალში ნებისმიერი ასეთი წესის ამოღება მოთხოვნიდან შესაბამისად მოითხოვს (a)(i) ან (a)(ii) ქვეპუნქტებით მითითებული პირობების დაცვას.

(c) მომავალში ნებისმიერი წესის შეტანა რომელიმე ერთ ან მეტ (a) ქვეპუნქტებით მითითებულ პირობებში მოითხოვს ერთსულოვნებას.

(4) ინსტრუქციით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ინსტრუქციის შემუშავება გენერალური დირექტორის მიერ, ასამბლეის ზედამხედველობით.

(5) ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის ნორმებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების ნორმებს.

                                                                თავი VI

                                                               დავები

                                                               მუხლი 59

                                                               დავები

     64(5) მუხლის გათვალისწინებით, ორ ან მეტ მხარე სახელმწიფოს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ამ ხელშეკრულების ან ინსტრუქციის გამოყენების განმარტებას და, რომელიც ვერ გადაიჭრა მოლაპარაკებით, შეიძლება რომელიმე ერთმა სახელმწიფომ წარუდგინოს საერთაშორისო სასამართლოს, ამ სასამართლოს სტატუსის მიხედვით, თუ მოდავე სახელმწიფოები საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ. მხარე სახელმწიფომ, რომელმაც დავა წარუდგინა სასამართლოს, ამის შესახებ უნდა აცნობოს საერთაშორისო ბიუროს; საერთაშორისო ბიურომ საკითხი სხვა მხარე სახელმწიფოთა ყურადღების საგნად უნდა აქციოს.

                                                                   თავი VII

                                                    გადასინჯვა და ცვლილებები

                                                                 მუხლი 60

                                                   ხელშეკრულების გადასინჯვა

     (1) ეს ხელშეკრულება შეიძლება გადაისინჯოს დროდადრო, მხარე სახელმწიფოების სპეციალურ კონფერენციებზე.

     (2) ნებისმიერ გადასინჯვაზე კონფერენციის მოწვევა უნდა გადაწყდეს ასამბლეის მიერ.

     (3) ნებისმიერი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დანიშნულია საერთაშორისო ძიების ან საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოდ, ნებისმიერი გადასინჯვის კონფერენციის სხდომებზე მეთვალყურედ დაიშვება.

    (4) მუხლები 53(5), (9) და (11), 54, 55(4)-(8), 56, და 57 შეიძლება შესწორდეს გადასინჯვის კონფერენციაზე ან 61-ე მუხლის პირობების შესაბამისად.

                                                             მუხლი 61

                            ხელშეკრულების ზოგიერთი პირობის ცვლილება

(1)(a) წინადადებები მუხლების 53(5), (9) და (11), 54, 55(4)-(8), 56, და 57 ცვლილებაზე შეიძლება წამოყენებული იყოს ასამბლეის წევრი ნებისმიერი ქვეყნის, აღმასრულებელი კომიტეტის ან გენერალური დირექტორის მიერ.

  (b) ასეთი წინადადებები გენერალურმა დირექტორმა უნდა შეატყობინოს ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოებს, წინასწარ ასამბლეაზე განხილვამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე.

(2)(a) ცვლილებები (1) პუნტში გათვალისწინებულ მუხლებში მიღებული უნდა იყოს ასამბლეის მიერ.

(b) მიღებას ესაჭიროება მიცემული ხმების სამი მეოთხედი.

(3) (a)

ნებისმიერი ცვლილება მუხლებში, რომლებიც მითითებულია (1) პუნქტში, ძალაში შევა ერთ თვეში მას შემდეგ, რაც მიღების შესახებ წერილობითი შეტყობინება, წარდგენილი კონსტიტუციურ პროცედურებთან შესაბამისობაში, იქნება მიღებული გენერალური დირექტორის მიერ, ამ ცვლილების მიღების დროს ასამბლეის წევრი სახელმწიფოების სამი მეოთხედისაგან.

(b) ამგვარად მიღებული ნებისმიერი ცვლილება მითითებულ მუხლებში, სავალდებულოა შესწორების ძალაში შესვლის დროისათვის ასამბლეის წევრი ყველა სახელმწიფოსათვის, იმ პირობით, რომ ნებისმიერი შესწორება, რომელიც ზრდის ხეშეკრულების მხარე სახელმწიფოების ფინანსურ ვალდებულებებს, სავალდებულოა მხოლოდ იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც შეატყობინეს ასეთი შესწორების მიღების შესახებ.

(c) ნებისმიერი ცვლილება, მიღებული (ა) ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად, სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის, რომლებიც ასამბლეის წევრები გახდნენ, (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად შესწორების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ.

                                                                     თავი VIII

                                                     დასკვნითი დებულებები

                                                                  მუხლი 62

                                       ხელშეკრულების მხარედ გახდომა

(1) სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ამ ხელშეკრულების მხარე:

   (i) ხელმოწერით, რატიფიკაციის საბუთის შემდგომი დეპონირებით ან

    (ii) მიერთების საბუთის დეპონირებით.

(2) რატიფიკაციის ან მიერთების საბუთები უნდა ჩაბარდეს შესანახად გენერალურ დირექტორს.

(3) სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის სტოკჰოლმის აქტის 24-ე მუხლის პირობები გამოიყენება ამ ხელშეკრულებისათვის.

(4) პუნქტი (3) არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული როგორც ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს მიერ ფაქტობრივი მდგომარეობის აღიარების ან უსიტყვო მიღების შემცველი იმ ტერიტორიასთან მიმართებაში, რომლისთვისაც სხვა მხარე სახელმწიფომ გახადა გამოსაყენებელი ეს ხელშეკრულება, აღნიშნული პუნქტის საფუძველზე.

                                                                       მუხლი 63

                                        ხელშეკრულების ძალაში შესვლა

(1)(a) პუნქტის (3) პირობების გათვალისწინებით, ეს ხელშეკრულება შედის ძალაში რვა სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის ან მიერთების საბუთების დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ, იმ პირობით, რომ ამ სახელმწიფოებიდან, სულ მცირე, ოთხი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნათაგან რომელიმეს:

(i) ამ სახელმწიფოში წარდგენილი განაცხადების რაოდენობა, საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღემატება 40 000-ს,

(ii) ასეთი სახელმწიფოს მოქალაქეებმა ან მცხოვრებმა პირებმა წარადგინეს, საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სულ მცირე, 1 000 განაცხადი უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში,

(iii) სახელმწიფოს ეროვნულმა უწყებამ უცხო ქვეყნების მოქალაქეების ან ქვეშევრდომებისგან მიიღო, საერთაშორისო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სულ მცირე, 10 000 განაცხადი.

(b) ამ პუნქტის მიზნებისათვის, ტერმინი “განაცხადები” არ მოიცავს განაცხადებს სასარგებლო მოდელებზე.

(2) პუნქტის (3) პირობების გათვალისწინებით, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც (1) პუნქტის თანახმად, ძალაში შესვლით არ გახდა ამ ხელშეკრულების მხარე, ამ ხელშეკრულებით შებოჭილი გახდება მის მიერ რატიფიცირებული მოწმობის ან მიერთების აქტის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

(3) II თავის პირობები და ამ ხელშეკრულებაზე დართული ინსტრუქციის შესაბამისი პირობები გამოიყენება მხოლოდ იმ თარიღიდან, როცა სამი სახელმწიფო, რომელთაგანაც ყოველი აკმაყოფილებს,

(1) პუნქტში მითითებული სამი მოთხოვნიდან, სულ ცოტა, ერთს მაინც, გახდა ამ ხელშეკრულების მხარე ისე, რომ 64(1) მუხლთან დაკავშირებით არ განუცხადებია უარი II თავის დებულებების მათზე გავრცელებაზე. ამასთან, ეს თარიღი არ უნდა იყოს, (1) პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის თავდაპირველ თარიღზე ადრინდელი.

                                                                  მუხლი 64

                                                     დათქმები

(1) (a) ნებისმიერმა სახელმწიფომ შეიძლება განაცხადოს, რომ არ იქნება შებოჭილი II თავის დებულებებით.

   (b)(a) ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო, რომელიც გააკეთებს ასეთ განცხადებას, არ იქნება შებოჭილი II თავისა და მისი შესაბამისი ინსტრუქციის დებულებებით.

(2) (a) ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელსაც არ გაუკეთებია განცხადება (1)(a) პუნქტის თანახმად, შეუძლია განაცხადოს, რომ:

(i) საერთაშორისო განაცხადის ასლისა და მისი თარგმანის წარდგენასთან დაკავშირებით (როგორც დადგენილია) თავს არ მიიჩნევს (39)(1) მუხლის პირობებით შებოჭილად;

(ii) ვალდებულება ეროვნული პროცედურის გადავადებასთან დაკავშირებით, მე-40 მუხლის მოთხოვნის თანახმად, არ აბრკოლებს ეროვნული უწყების მიერ ან მის მეშვეობით, საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნებას ან მის თარგმნას, ამასთან, გასაგებია, რომ ეს არ ათავისუფლებს 30-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდვისაგან.

(b) სახელმწიფოები, რომლებიც აკეთებენ ასეთ განცხადებას, მათი განცხადებების შესაბამისად იქნებიან შებოჭილნი.

(3)(a) ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რამდენადაც საქმეს ეხება, რომ არ მოითხოვება საერთაშორისო განაცხადისათვის საერთაშორისო გამოქვეყნება.

 (b) თუ პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის ამოწურვის მომენტისათვის საერთაშორისო განაცხადი შეიცავს მხოლოდ იმ სახელმწიფოების აღნიშვნას, რომლებმაც (a) ქვეპუნქტის შესაბამისად გააკეთეს განცხადება, საერთაშორისო განაცხადი არ გამოქვეყნდება 21(2) მუხლის თანახმად.

(c) (b) ქვეპუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, საერთაშორისო განაცხადი ქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს მიერ:

(i) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე, როგორც ეს ინსტრუქციითაა გათვალისწინებული;

(ii) დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უადრეს პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისა, საერთაშორისო განაცხადზე დაფუძნებული ეროვნული განაცხადის ან პატენტის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც გაკეთებულია აღნიშნული სახელმწიფოს ეროვნული უწყების ან მისი სახელით, რომელმაც გააკეთა (a) ქვეპუნქტის თანახმად განცხადება.

(4) (a) ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლის ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს თავისი პატენტების გავლენას ტექნიკის დონეზე თარიღიდან, რომელიც წინ უსწრებს გამოქვეყნების თარიღს, მაგრამ სამრეწველო საკუთრების პარიზის კონვენციის თანახმად, ტექნიკის დონის მიზანებისათვის მოთხოვნილ პრიორიტეტის თარიღს არ უთანაბრებს ამ სახელმწიფოში განაცხადის ფაქტობრივად წარდგენის თარიღს, შეუძლია განაცხადოს, რომ მისი აღნიშვნის შემცველი საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, არ უთანაბრდება ტექნიკის დონის მიზნებისათვის საერთაშორისო განაცხადის ფაქტობრივ წარდგენას ამ სახელმწიფოში.

(b) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აკეთებს განცხადებას

(a) ქვეპუნქტის თანახმად, არ იქნება შებოჭილი ამ ფარგლებში 11(3) მუხლის პირობებით.

(c) ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც აკეთებს განცხადებას,

(a) ქვეპუნქტის თანახმად, იმავდროულად უნდა დაადგინოს და წერილობით გამოაცხადოს, რომელი თარიღიდან და რა პირობებით იმოქმედებს მოცემულ სახელმწიფოში ნებისმიერი, მისი აღნიშვნის მქონე, საერთაშორისო განაცხადის გავლენა ტექნიკის დონეზე. ეს დადგენილება შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს გენერალური დირექტორის სახელზე  გაგზავნილი შეტყობინებით.

(5) ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ მიიჩნევს თავს 59-ე მუხლით შებოჭილად. ნებისმიერი დავის შემთხვევაში იმ რომელიმე მხარე სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც გააკეთეს ასეთი განცხადება, და ნებისმიერ სხვა მხარე სახელმწიფოს შორის 59-ე მუხლის დებულებები არ გამოიყენება.

(6) (a) ამ მუხლის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს წერილობითი. ის შეიძლება გაკეთდეს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის, ან მიერთების რატიფიკაციის საბუთის დეპონირების დროს ან, უფრო გვიან, გარდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ნებისმიერ დროს გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით. ასეთი შეტყობინების შემთხვევაში განცხადება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შე ტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ და არ ვრცელდება იმ საერთაშორისო განაცხადებზე, რომლებიც წარდგენილი იყო აღნიშნული ექვსთვიანი ვადის გასვლამდე.

(b) ამ მუხლის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების გამოთხოვა დასაშვებია ნებისმიერ დროს გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით. ასეთი გამოთხოვა ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადების გამოთხოვის შემთხვევაში არ ვრცელდება საერთაშორისო განაცხადებზე, რომლებიც წარდგენილი იყო აღნიშნული სამ  თვიანი ვადის გასვლამდე.

(7) არ დაიშვება არანაირი დათქმა ამ ხელშეკრულებასთან მიმართებით იმ დათქმების გარდა, რომლებიც ნებადართულია (1)-დან (5)-მდე პუნქტებით.

                                                                  მუხლი 65

                                         თანამიმდევრული გამოყენება

(1) თუ შეთანხმება რომელიმე საერთაშორისო ძიების ან საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოსთან ითვალისწინებს, დროებით, საერთაშორისო განაცხადების რაოდენობრივ ან სახეობრივ შეზღუდვას, რომელთა განხილვა გადაწყვიტა ასეთმა უფლებამოსილმა ორგანომ, ასამბლეამ უნდა მიიღოს საჭირო ზომები მოცემული კატეგორიის საერთაშორისო განაცხადების მიმართ ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის თანამიმდევრული გამოყენებისათვის. ეს დებულება აგრეთვე გამოიყენება საერთაშორისო ტიპის ძიების მოთხოვნებისათვის, 15(5) მუხლის თანახმად.

(2) ასამბლეამ უნდა დაადგინოს თარიღები, საიდანაც პუნქტი (1)-ის დებულების გათვალისწინებით შეიძლება საერთაშორისო განაცხადებისა და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის მოთხოვნის წარდგენა. ეს თარიღები არ უნდა იყოს უფრო გვიანი, ვიდრე ექვსი თვე მას შემდეგ, რაც ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა, შესაბამისად, მუხლი 63(1)-ის დებულებების თანახმად, ან მას შემდეგ, რაც II თავი გახდა გამოსაყენებელი 63(3) მუხლით.

                                                          მუხლი 66

                                             დენონსაცია

(1) ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია ამ ხელშეკრულების დენონსაცია გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით.

(2) დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ მითითებული შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. ეს არ ეხება საერთაშორისო განაცხადის მოქმედებას იმ სახელმწიფოში, რომელმაც მოახდინა დენონსაცია თუ საერთაშორისო განაცხადი შეტანილი იყო არჩეულ სახელმწიფოში, რომელმაც მოახდინა დენონსაცია და არჩევა განხორციელდა აღნიშნული ექვსთვიანი ვადის გასვლამდე.

                                                                    მუხლი 67

                                                    ხელმოწერა და ენები

(1) (a) ამ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებულ ერთ დედანზე, ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

(b) ოფიციალური ტექსტები უნდა შემუშავდეს გენერალური დირექტორის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციის შემდეგ გერმანულ, იაპონურ, პორტუგალიურ, რუსულ და ესპანურ ენებზე და ისეთ სხვა ენებზე, რომლებიც შეიძლება მიუთითოს ასამბლეამ.

(2) ეს ხელშეკრულება ხელმოსაწერად ღიაა ვაშინგტონში 1970 წლის 31 დეკემბრამდე.

                                                         მუხლი 68

                                             დეპოზიტარიუმის ფუნქციები

(1) ამ ხელშეკრულების დედანი, როდესაც იგი ხელმოსაწერად ღია აღარ იქნება, დეპონირდება გენერალურ დირექტორთან.

(2) გენერალურმა დირექტორმა მის მიერ დამოწმებული ამ ხელშეკრულებისა და თანდართული ინსტრუქციის ორი ასლი უნდა გაუგზავნოს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ყველა მხარე სახელმწიფოს მთავრობას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მთავრობას.

(3) გენერალურმა დირექტორმა უნდა დაარეგისტრიროს ეს ხელშეკრულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.

(4) გენერალურმა დირექტორმა უნდა გაუგზავნოს მის მიერ დამოწმებული ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის ნებისმიერი ცვლილების ორი ასლი ყველა მხარე სახელმწიფოს მთავრობას და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მთავრობას.

 

                                                            მუხლი 69

                                                        შეტყობინებები

გენერალური დირექტორი ატყობინებს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ყველა მხარე სახელმწიფოს მთავრობას:

(i) ხელმოწერების შესახებ 62-ე მუხლის შესაბამისად,

(ii) რატიფიკაციის ან მიერთების საბუთების დეპონირების შესახებ 62-ე მუხლის შესაბამისად,

(iii) ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღს და იმ თარიღს, რომლიდანაც გამოიყენება II თავი 63(3) მუხლის შესაბამისად,

(iv) ნებისმიერი დეკლარაციის შესახებ, რომელიც გაკეთებულია 64(1)_(5) მუხლის თანახმად,

(v) ნებისმიერი დეკლარაციის გამოთხოვის შესახებ 64(6)(b) მუხლის თანახმად,

(vi) დენონსაციის შესახებ, რომელიც მიღებულია 66-ე მუხლის თანახმად, და

(vii) ნებისმიერი დეკლარაციის შესახებ, რომლებიც გაკეთებულია 31(4) მუხლის თანახმად.