ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017901
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
281
10/04/2014
ვებგვერდი, 11/04/2014
010220020.10.003.017901
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/04/2014 - 09/12/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №281

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომშ საკოორდინაციო საბჭო) შემადგენლობა:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ი) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი;

) საქართველოს მთავარი პროკურორი;

) საქართველოს სახალხო დამცველი.

2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს;

ბ) საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს;

გ) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს;

დ) საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;

ე) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;

ვ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს;

ზ) აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს;

თ) საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ოფიცერს;

ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ თავმჯდომარეს;

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორს;

მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ აღმასრულებელ დირექტორს;

ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელს.

3. დამტკიცდეს საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

თავი II

საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა

 

მუხლი 2

1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.

3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გაწვევა ხდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

 

თავი III

საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები

 

მუხლი 3

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;

გ) ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე, ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;

დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.

 

თავი IV

საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

 

მუხლი 4

1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.

4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მდივანი, რომელსაც ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.

8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

 

მუხლი 5

1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელების  უზრუნველსაყოფად, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

3. სამუშაო ჯგუფი, მასზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, იკრიბება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, როგორც წესი, არანაკლებ თვეში ერთხელ.

4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

 

მუხლი 6

საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.