თბილისის ეროვნული პარკის შესახებ

  • Word
თბილისის ეროვნული პარკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 03/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.05.001.003.048
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5462
20/11/2007
სსმ, 40, 03/12/2007
360.060.000.05.001.003.048
თბილისის ეროვნული პარკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/12/2007 - 17/07/2009)

საქართველოს კანონი

თბილისის ეროვნული პარკის შესახებ

                მუხლი 1. ძირითადი დებულებანი

    1. აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში იშვიათი სახეობის მცენარეებისა და ამ ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ტყის ეკოსისტემების დაცვის, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში რეკრეაციული, ეკო-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით თბილისის ეროვნული პარკი აღდგენილ იქნეს (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ტერიტორიის ფარგლებში) და გაფართოვდეს თიანეთის, მცხეთისა და საგარეჯოს სატყეო მეურნეობების, დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის ტყის ფონდის მიწების ნაწილისა და საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ხარჯზე; მისი საერთო ფართობი განისაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 24327,8 ჰექტარით; თბილისის ეროვნული პარკის აღნიშნული ფართობისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის სტატუსი.

2. თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები მოიცავს:

ა) თბილისის ეროვნული პარკის გაუქმებამდე მის დაქვემდებარებაში შემავალ 17553 ჰექტარს, მათ შორის, სატყეოების (სატყეო უბნების), კვარტალებისა და ლიტერების (სატაქსაციო უბნების) მიხედვით:

ა.ა) ღულელების სატყეოს (სატყეო უბნის) №№9–54 კვარტალებს – სულ 4485 ჰექტარს;

ა.ბ) ცხვარიჭამიის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–38 კვარტალებს – სულ 3726 ჰექტარს;

ა.გ) გლდანის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–33 კვარტალებს, №34 კვარტალის №№1–13 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №39 კვარტალის №№1–11 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) და №40 კვარტალს – სულ 4024 ჰექტარს;

ა.დ) მამკოდის სატყეოს (სატყეო უბნის) №1 კვარტალს – 71 ჰექტარს;

ა.ე) ავჭალის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–5 კვარტალებს და №6 კვარტალის №№1–43 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) – სულ 688 ჰექტარს;

ა.ვ) მარტყოფის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–29 კვარტალებს, №30 კვარტალის №№1–63 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №31 კვარტალს, №32 კვარტალის №№1–33 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №№33–35 კვარტალებს, №36 კვარტალის №№1–2, №№4–6 და №№9–10 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №37 კვარტალის №№2–9, №№ 16–17 და №№22–27 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) და №38 კვარტალის №№1–6, №№10–15 და №№23–27 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) – სულ 4133 ჰექტარს;

ა.ზ) თბილისის ზღვის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–6 კვარტალებს – სულ 426 ჰექტარს;

ბ) თიანეთის სატყეო მეურნეობის ბოჭორმის სატყეოს (სატყეო უბნის) №№19–21 კვარტალებს – სულ 518 ჰექტარს;

გ) მცხეთის სატყეო მეურნეობის 472 ჰექტარს, მათ შორის, ამავე სატყეო მეურნეობის სატყეოების (სატყეო უბნების), კვარტალებისა და ლიტერების (სატაქსაციო უბნების) მიხედვით:

გ.ა) გალავნის სატყეოს (სატყეო უბნის) №28 კვარტალის №№26–28 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №30 კვარტალის №№1–8, №11 და №№14–17 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №31 კვარტალის №№1–13 და №18 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №32 კვარტალის №№1–4 და №6 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) და №33 კვარტალს – სულ 308 ჰექტარს;

გ.ბ) მცხეთის სატყეოს (სატყეო უბნის) №16 კვარტალის №№1–22 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) – სულ 164 ჰექტარს;

დ) საგარეჯოს სატყეო მეურნეობის გომბორის სატყეოს (სატყეო უბნის) №1 კვარტალს – 122 ჰექტარს;

ე) დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის „წიწამურის“ სასელექციო საცდელ უბანს – 15 ჰექტარს;

ვ) საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის №№1–43 კვარტალებს – სულ 5347,8 ჰექტარს;

ზ) თბილისის დენდროლოგიურ პარკს – 300 ჰექტარს.

3. თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სატყეოების (სატყეო უბნების), კვარტალების, ლიტერების (სატაქსაციო უბნების) და სასელექციო საცდელი უბნების მიხედვით ამ მუხლით განსაზღვრული აღწერის საფუძველია:

ა) „თბილისის ეროვნული პარკის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1993 წლის           7 დეკემბრის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტი;

ბ) „თიანეთის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1992 წლის           14 ივლისის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული თიანეთის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტი;

გ) „მცხეთის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1992 წლის            14 ივლისის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული მცხეთის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტი;

დ) „საგარეჯოს სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1992 წლის          14 ივლისის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული საგარეჯოს სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტი;

ე) „საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1992 წლის    4 თებერვლის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1991–2001 წლებისათვის შედგენილი პროექტი;

ვ) „დიდგორის საცდელ-საჩვენებელ სატყეო მეურნეობისათვის 20 ჰა ფართობის მიკუთვნების შესახებ“ საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს 1986 წლის 5 მაისის №190 ბრძანების დანართი – „წიწამურისა“ და „ნადარბაზევის“ სასელექციო საცდელი უბნების ფართობების დადგენის მიზნით შედგენილი 1985 წლის 11 ნოემბრის აქტი და ამავე სასელექციო საცდელი უბნების ფართობების სქემატური ნახაზი;

ზ) „საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს თბილისის დენდროლოგიური პარკის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1983 წლის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული თბილისის დენდროპარკის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1983–1993 წლებისათვის შედგენილი პროექტი.

         მუხლი 2. თბილისის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

  1. თბილისის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, ეროვნული პარკის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება – ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.

2. თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.

          მუხლი 3. თბილისის ეროვნული პარკის მართვა

1. თბილისის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვას „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

2. თბილისის ეროვნული პარკის ადგილობრივ მართვას ახორციელებს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი– თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას ამტკიცებს და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

     მუხლი 4. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაფინანსება

თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

                მუხლი5. თბილისის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის საკითხები

          ეს კანონი არ ვრცელდება თბილისის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მოცემული ტერიტორიისა) მიწათსარგებლობის სფეროში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით).

            მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი

1. თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული ტერიტორიის ინვენტარიზაციის, სამიწათმოწყობო და საკადასტრო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზების სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის ეროვნული პარკის მართვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულის ფორმირებამდე და ამგვარი ერთეულის დაქვემდებარებაში თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების გადაცემამდე, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიის მართვას (ეროვნული პარკის, როგორც დაცული ტერიტორიის კატეგორიის, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფის ჩათვლით) ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი და ამავე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები.

3. თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის ამოქმედებამდე, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ვრცელდება დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაცვის რეჟიმი.

4. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია არ მოიცავს მაგისტრალური გაზსადენის ფართობს (11,2 ჰექტარს) შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატებით:

 

 

აღმოსავლეთი

 

ჩრდილოეთი

 

1

 

477957,967

 

4634824,303

 

2

 

478007,457

 

4634822,104

 

3

 

478300,620

 

4634809,314

 

4

 

479444,752

 

4633757,571

 

5

 

480340,604

 

4633014,493

 

6

 

484754,388

 

4631601,800

 

 

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ ტერიტორიას კანონით დადგენილი წესით განკარგავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

                მუხლი 7. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

  1.  ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2008 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს სსრ ზოგიერთი ნაკრძალის აღდგენის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1957 წლის 10 აპრილის №196 დადგენილების (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1957 წ., №4) პირველი პუნქტის ჩამონათვალის მე-5 აბზაცი;

ბ) „ქალაქების თბილისისა და რუსთავის მწვანე ზონის გაფართოების, გარემოს გაჯანსაღებისა და მშრომელთა მასობრივი დასვენების პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1973 წლის 6 მარტის №143 დადგენილების (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებანი, 1973 წ., №3) მე-3 პუნქტი;

გ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 22 მაისის №372 დადგენილება „საგურამოს ეროვნული პარკისათვის სახელის გადარქმევის შესახებ“ (საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული, 1979 წ., №3, მუხ. 40).

     მუხლი 8. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 20 ნოემბერი.

№5462– IIს

 

 

12. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6925-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 11. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5956-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 10. 23/03/2018 - საქართველოს კანონი - 2083-IIს - ვებგვერდი, 05/04/2018 9. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1665-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 8. 24/06/2015 - საქართველოს კანონი - 3740-IIს - ვებგვერდი, 03/07/2015 7. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2309-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 6. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 455-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 5. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5127-IIს - ვებგვერდი, 111031030, 31/10/2011 4. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 3. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4456-Iს - ვებგვერდი, 110401007, 01/04/2011 2. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4426-Iს - ვებგვერდი, 110317056, 17/03/2011 1. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1533 - სსმ, 21, 03/08/2009