შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ

შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110325003, 15/04/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029
0
22/11/2010
ვებგვერდი, 110325003, 15/04/2011
480610000.03.030.016029
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შეთანხმება

საქართველოსა

და 

ევროკავშირს

შორის

უნებართვოდ მცხოვრებ პირთა

რეადმისიის შესახებ

 

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები,

საქართველო,

და

ევროკავშირი, შემდგომში „კავშირი“,

გამოთქვამენ რა მზადყოფნას გააძლიერონ თანამშრომლობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით,

სურთ რა წინამდებარე შეთანხმების საშუალებით და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე შეიმუშაონ სწრაფი და ეფექტური პროცედურები იმ პირთა იდენტიფიცირებისა და უსაფრთხო და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, რომლებიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ან ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, და ხელი შეუწყონ ასეთ პირთა ტრანზიტს თანამშრომლობის სულისკვეთებიდან გამომდინარე,

ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს კავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენციიდან და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციიდან, რომელიც შესწორებულია 1967 წლის 31 იანვრის ოქმით,

ითვალისწინებენ რა, რომ თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროების თაობაზე გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის პოზიციის შესახებ 21 ოქმის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას, ირლანდია ვერ მიიღებს წინამდებარე შეთანხმებაში მონაწილეობას, თუ იგი ამის შესახებ არ გამოთქვამს სურვილს შეტყობინების სახით, ოქმის შესაბამისად,

ითვალისწინებენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმების დებულებები, რომელიც ექცევა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების V თავის მესამე ნაწილის ფარგლებში არ ვრცელდება დანიის სამეფოზე, დანიის პოზიციის შესახებ ოქმის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებას და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

(a) „ხელშემკვრელი მხარეები” ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს

(b)     „საქართველოს მოქალაქე” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა;

(c) „წევრი სახელმწიფოს მოქალაქე” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, კავშირის მიზნებისთვის განსაზღვრული მნიშვნელობით;

(d)     „წევრი სახელმწიფო” ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, რომელსაც ეკისრება ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები;

(e) „მესამე ქვეყნის მოქალაქე” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობის გარდა;

(f) „მოქალაქეობის არმქონე პირი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა.

(d)     „ბინადრობის ნებართვა” ნიშნავს საქართველოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვებს, რომლებიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით.

(h) „ვიზა” ნიშნავს საქართველოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად ან ამ ტერიტორიების ტრანზიტით გასავლელად. აქ არ იგულისხმება აეროპორტის გავლით ვიზა.

(i)  „მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო” ნიშნავს იმ სახელმწიფოს, (საქართველო ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო), რომელიც წარადგენს რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს _ წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად.

(j) „მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო” ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო), რომელსაც წარუდგენენ რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს _ წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად.

(k)     „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს საქართველოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მისი მე-19(1)(ა) მუხლის შესაბამისად.

(l)  „ტრანზიტი” ნიშნავს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფომდე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით.

(m)    „სასაზღვრო რეგიონი” ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც წევრი სახელმწიფოების და საქართველოს საზღვაო პორტების, საბაჟო ზონების ჩათვლით, და საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიიდან 5 კილომეტრის მანძილზე ვრცელდება.

 

ნაწილი I

საქართველოს რეადმისიის ვალდებულებები

    მუხლი 2

საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია

1.  საქართველო, წევრი სახელმწიფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ მოთხოვნის წარმდგენი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით თუ დამტკიცდება, ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არიან.

2.  საქართველო ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:

(a) 1- პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, თუ მათ არ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენ წევრ სახელმწიფოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება ან სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი ბინადრობის ნებართვა;

(b)     1- პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენ წევრ სახელმწიფოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება, ან სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი ბინადრობის ნებართვა.

3.  საქართველო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ, ან რომლებმაც დაკარგეს ან უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს წევრი სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ჰქონდათ თუნდაც ნატურალიზაციის პირობა.

4.  რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია 90-დღიანი მოქმედების ვადა. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით. [1]

5.  თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური, 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.[2] 

    მუხლი 3

მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია

1.  საქართველო, წევრი სახელმწიფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან ვეღარ აკმაყოფილებენ მოთხოვნის წარმდგენი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით თუ დამტკიცდება, ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:

(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან

(b)     საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.

2.  1- პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:

(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ, ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან

(b)     მოთხოვნის წარმდგენმა წევრმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა მოქმედი ვიზა ან ცხოვრების ნებართვა თავის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

(i)  პირს გააჩნია საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით, ან

(ii) მოთხოვნის წარმდგენი წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა ან ცხოვრების ნებართვა მოპოვებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტაციის გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე, ან

(iii)     პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.

(c) მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში, ან მესამე სახელმწიფოში.

3.  რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველო იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.

ნაწილი II

ევროკავშირის რეადმისიის ვალდებულებები

    მუხლი 4

საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია

1.  წევრი სახელმწიფო, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება, ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან.

2.  წევრი სახელმწიფო ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:

(a) 1-ლ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილისა და მოქალაქეობისა, თუ მათ არ გააჩნიათ საქართველოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება;

(b)     1-ლ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის და დარჩენის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ საქართველოში ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება.

3.  წევრი სახელმწიფო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ, ან რომლებმაც უარი თქვეს წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობაზე საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებმა საქართველოს მხრიდან მიიღეს თუნდაც ნატურალიზაციის პირობა.

4.  რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს 90-დღიანი მოქმედების ვადა. თუ მოთხოვნის მიმღებმა წევრმა სახელმწიფომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.

5.  თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების პერიოდში, მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური 3 სამუშაო დღის განმავლობაში სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ მოთხოვნის მიმღებმა წევრმა სახელმწიფომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

    მუხლი 5

მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია

1.  წევრი სახელმწიფო, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება, ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:

(ა) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ცხოვრების ნებართვას; ან

(ბ)     მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის, ან ამ ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე,

2.  1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:

(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან

(b)     საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ცხოვრების ნებართვა მის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

(i)  პირს გააჩნია მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით, ან

(ii) საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ცხოვრების ნებართვა მიღებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე, ან

(iii)     პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.

(c) მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში, ან მესამე სახელმწიფოში.

3.  1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება ვრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, რომელმაც გასცა ვიზა ან ცხოვრების ნებართვა. თუ ვიზა ან ცხოვრების ნებართვა გაიცა ორი ან მეტი წევრი სახელმწიფოს მიერ, 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, რომელმაც გასცა უფრო ხანგრძლივი მოქმედების დოკუმენტი, ხოლო თუ ერთ, ან რამდენიმე დოკუმენტს უკვე გაუვიდა ვადა, 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, რომლის მიერ გაცემული დოკუმენტიც ჯერ კიდევ ძალაშია. თუ ყველა დოკუმენტს გაუვიდა ვადა, 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, რომლის მიერ გაცემულ დოკუმენტსაც ყველაზე ბოლოს გაუვიდა ვადა. თუ ამგვარი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია, 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, საიდანაც ყველაზე ბოლოს განხორციელდა გასვლა.

4.  რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ის იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ წევრმა სახელმწიფომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

ნაწილი III

რეადმისიის პროცედურა

    მუხლი 6

პრინციპები

1.  მე-2 პუნქტის თანახმად, მე-2 მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემა მოითხოვს რეადმისიის განაცხადის წარდგენას მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის.

2.  თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ასეთი პირის გადაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ვალდებული არ არის რეადმისიის განაცხადი ან წერილობითი შეტყობინება მე-11(1) მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

3.  მე-2 პუნქტის შეუზღუდავად, თუ პირი დაკავებულ იქნა მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს სასაზღვრო რეგიონში (აეროპორტების ჩათვლით), მას შემდეგ რაც მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი უშუალოდ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია წარადგინოს რეადმისიის განაცხადი პირის დაკავების შემდეგ 2 დღის განმავლობაში (დაჩქარებული პროცედურა).

    მუხლი 7

რეადმისიის განაცხადი

1.  შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგ., სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილებისა და/ან მეუღლეების შესახებ;

(b)     საკუთარი მოქალაქეების შემთხვევაში, მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა;

(c) მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის პირობების და უკანონო შესვლის და ცხოვრების დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა;

(d)     რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი.

(e) თითების ანაბეჭდები.

2.  შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) განცხადება, რომ გადასაცემ პირს შესაძლებელია ესაჭიროებოდეს დახმარება ან მზრუნველობა იმ პირობით, თუ პირმა აღნიშნულზე დასტური მკაფიოდ გამოხატა;

(b)     დაცვის, უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა ზომა ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში.

3.  რეადმისიის განაცხადის საერთო ფორმა თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-5 დანართის სახით.

4.  რეადმისიის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია საკომუნიკაციო საშუალებების გზით, რაც არ გამორიცხავს ელექტრონულ საშუალებებსაც.

    მუხლი 8

მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები

1.  მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების 1-ლ დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მათ შორის 6 თვემდე ვადაგასული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოები და საქართველო ერთობლივად ცნობენ მოქალაქეობას შემდგომი მოკვლევის ჩატარების გარეშე. მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

2.  მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოები და საქართველო მოქალაქეობას დადგენილად ჩათვლიან, თუ სხვა რამ არ შეიძლება დამტკიცდეს. prima facie მტკიცებულებებს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

3.  თუ 1-ლ და მე-2 დანართში მითითებული ვერც ერთი დოკუმენტის წარდგენა ვერ ხერხდება, ან თუ ისინი სრულად არაა წარმოდგენილი, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც თან ერთვის რეადმისიის განაცხადს, უზრუნველყოფენ რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრებას გაჭიანურების გარეშე, მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით, რეადმისიის განაცხადის მიღების დღიდან არა უგვიანეს 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ასეთი გასაუბრების ჩატარების პროცედურა შესაძლებელია განისაზღვროს წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლში გათვალისწინებულ საიმპლემენტაციო ოქმებში.

    მუხლი 9

მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები

1.  მე-3(1) და მე-5(1) მუხლების შესაბამისად, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნ ყალბი დოკუმენტაცია. წევრი სახელმწიფოები და საქართველო ერთობლივად ცნობენ ნებისმიერ ასეთ დამადასტურებელ საბუთს შემდგომი მოკვლევის ჩატარების გარეშე.

2.  მე-3(1) და მე-5(1) მუხლების შესაბამისად მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები; მტკიცებულებებად არ შეიძლება ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება. ასეთი prima facie მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოები და საქართველო გარემოებებს დადგენილად ჩათვლიან, თუ საწინააღმდეგოს დამტკიცება არ ხერხდება.

3.  ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელი ვიზა ან ცხოვრების სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს განცხადება, რომ პირს არ გააჩნდა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზა ან ცხოვრების ნებართვა წარმოადგენს უკანონო შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას.

    მუხლი 10

ვადები

1.  მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის განაცხადი უნდა წარედგინოს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ, ან ვეღარ აკმაყოფილებს ამ ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნისამებრ, ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლებების აღმოფხვრამდე.

2.  რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით

(a) 2 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ განაცხადი შეტანილ იქნა დაჩქარებული წესით (მე-6(3) მუხლი); ან

(b)     12 კალენდარული დღის განმავლობაში ყველა სხვა შემთხვევაში.

ვადის ათვლა დაიწყება რეადმისიის მოთხოვნის მიღების დღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად.

3.  რეადმისიის მოთხოვნაზე უარის მიზეზები დასაბუთებულ უნდა იქნეს წერილობით.

4.  თანხმობის მიცემის შემდეგ, ან საჭიროების შემთხვევაში, მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პირის გადაცემა განხორციელდება სამი თვის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი მხარის თხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად.

    მუხლი 11

გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები

1.  მე-6(2) მუხლის შეუზღუდავად, პირის დაბრუნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე აცნობებენ გადაცემის დროის, შესვლის პუნქტის, შესაძლო ესკორტის და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ.

2.  ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. დაბრუნება საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს, ან წევრ სახელმწიფოთა სატრანსპორტო კომპანიების მომსახურების გამოყენებით და შესაძლებელია განხორციელდეს რეგულარული ან, მოთხოვნის მიმღები მხარის მოქალაქეთა შემთხვევაში, ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ესკორტები არ შემოიფარგლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით, თუმცა უნდა იყვნენ საქართველოს ან ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირები.

    მუხლი 12

შეცდომით განხორციელებული რეადმისია

მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ ხელახლა დაშვებულ პირს, თუ პირის გადაცემიდან 6 თვის, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში – 12 თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმებაში მე-2 მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით წარმოდგენილი პირობები შესრულებული არ არის.

ასეთ შემთხვევებში წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით და წარმოდგენილ იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი არსებული ინფორმაცია.

 

 

 

 

 

 

ნაწილი IV

სატრანზიტო ოპერაციები

    მუხლი 13

პრინციპები

1.  წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველომ უნდა მიმართონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირ დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში.

2.  საქართველო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო წევრი სახელმწიფო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.

3.  საქართველომ ან წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა უარი თქვას ტრანზიტზე:

(a) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ემუქრება წამების, ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში;

(b)     თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

(c) ჯანდაცვის, შიდასახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის, ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

4.  საქართველომ ან წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გააუქმოს ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა მე-3 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოებში ან რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო უკან დააბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშე.

    მუხლი 14

სატრანზიტო პროცედურა

1.  სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და იგი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) ტრანზიტის ტიპი (საჰაერო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;

(b)     პირის მონაცემები (მაგ., სახელი, გვარი, ქალიშვილობის გვარი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);

(c) შესვლის სავარაუდო პუნქტი, გადაცემის დრო და ესკორტის შესაძლო თანხლება;

(d)     დეკლარაცია, რომ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შეხედულებით, შესრულებულია მე-13(2) მუხლის ყველა პირობა და არ არის ცნობილი უარის რაიმე მიზეზი მე-13(3) მუხლის შესაბამისად.

ტრანზიტის განაცხადის საერთო ფორმა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 დანართში.

2.  მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს თავისი თანხმობა ტერიტორიაზე შეშვებასთან დაკავშირებით, დაუდასტუროს საზღვრის გადაკვეთის პუნქტი და შეშვების დრო, ან განუცხადოს შეშვებაზე უარი და უარის მიზეზები.

3.  თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტით, გადასაცემი პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისაგან.

4.  მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, პირებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზით.

5.  პირების ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მოთხოვნაზე თანხმობის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

ნაწილი V

ხარჯები

    მუხლი 15

ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ხარჯები

კომპეტენტურ ორგანოთა უფლების შეუზღუდავად, მოითხოვოს რეადმისიასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება რეადმისიას დაქვემდებარებული პირისგან ან მესამე მხარეებისგან, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

 

ნაწილი VI

მონაცემთა დაცვა და შეუზღუდველობის დათქმა

    მუხლი 16

მონაცემთა დაცვა

პირად მონაცემთა გადაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების საქართველოს ან წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელების მიზნით. პირად მონაცემთა დამუშავება და დაცვა კონკრეტულ შემთხვევაში ექვემდებარება საქართველოს შიდა კანონმდებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელს წარმოადგენს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო – 95/46/EC დირექტივის დებულებებს და ამ წევრი სახელმწიფოს მიერ აღნიშნული დირექტივის შესაბამისად მიღებულ კანონებს. დამატებით გამოიყენება შემდეგი პრინციპები:

(a) პირად მონაცემთა დამუშავება უნდა მოხდეს სამართლიანი და კანონიერი გზით;

(b)     პირად მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და ლეგიტიმური მიზნით და იგი არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას ამ მიზნისთვის შეუფერებლად არც მონაცემთა გადამცემი ორგანოს და არც მიმღები ორგანოს მიერ;

(c) პირადი მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ სცდებოდეს იმ მიზანს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება და/ან შემდგომი დამუშავება; კერძოდ, გადაცემული პირადი მონაცემები უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს:

(i)  გადასაცემი პირის მონაცემები (მაგ., გვარი, სახელი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან მეტსახელი, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების რიცხვი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა);

(ii) პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, გაცემის ადგილი);

(iii)     გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები

(iv)    სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოსაცნობად ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების გაცნობის მიზნით;

(d)     პირადი მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლდეს;

(e) პირადი მონაცემები შენახულ უნდა იქნ ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, არა უმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რომლისთვისაც მოხდა აღნიშნულ მონაცემთა შეგროვება, ან ხდება მათი შემდგომი დამუშავება;

(f) როგორც მონაცემთა გადამცემი, ისე მიმღები ორგანო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს პირად მონაცემთა შესწორება, წაშლა ან ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება არ ხორციელდება ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ მონაცემები არ არის ადეკვატური, შესაბამისი, ზუსტი, ან სცილდება იმ მიზანს, რომლისთვისაც ხდება მათი დამუშავება. ეს პუნქტი ითვალისწინებს მეორე მხარისთვის მონაცემთა შესწორების, წაშლის ან ბლოკირების შესახებ შეტყობინების გაგზავნას;

(g) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა მიმღები ორგანო გადამცემ ორგანოს აცნობებს გადაცემული მონაცემების გამოყენების და მიღებული შედეგების შესახებ;

(h) პირადი მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისთვის მათი შემდგომი გადაცემა საჭიროებს მონაცემთა გადამცემი ორგანოს წინასწარ თანხმობას;

(i)  მონაცემთა გადამცემ და მიმღებ ორგანოებს ეკისრებათ პირად მონაცემთა გადაცემის და მიღების წერილობითი აღრიცხვის ვალდებულება.

    მუხლი 17

შეუზღუდველობის დათქმა

1.  წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ევროკავშირის, წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და კერძოდ, შემდეგი დოკუმენტებიდან:

(a) 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ შესწორებული 1967 წლის 31 იანვრის ოქმით ლტოლვილთა სტატუსის შესახებ;

(b)     საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც განსაზღვრავს თავშესაფრის მიღების მიზნით შეტანილი განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს;

(c) 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ და მისი ოქმები;

(d)     1984 წლის 10 დეკემბრის გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ;

(e) საერთაშორისო კონვენციები ექსტრადიციისა და ტრანზიტის შესახებ;

(f) მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები უცხოელ მოქალაქეთა რეადმისიის შესახებ, როგორიცაა 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ.

2.  წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი ხელს არ უშლის პირის დაბრუნებას რომელიმე სხვა ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე.

 

ნაწილი VII

იმპლემენტაცია და გამოყენება

    მუხლი 18

რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი

1.  ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და ინტერპრეტაციაში. ამ მიზნით ისინი შექმნიან რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს (შემდგომში „კომიტეტი“), რომელიც შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

(a) გააკონტროლებს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებას;

(b)     განსაზღვრავს განხორციელების ზომებს, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების ერთგვაროვანი გამოყენებისთვის;

(c) უზრუნველყოფს ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას იმ საიმპლემენტაციო ოქმების შესახებ, რომლებიც მე-19 მუხლის შესაბამისად შედგენილია ცალკეული წევრი სახელმწიფოების და საქართველოს მიერ;

(d)     წარმოადგენს შესწორებებს წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში.

2.  კომიტეტის გადაწყვეტილებები სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისთვის.

3.  კომიტეტის შემადგენლობაში შევლენ ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები.

4.  კომიტეტი შეიკრიბება საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნისამებრ.

5.  კომიტეტი შეიმუშავებს თავის საპროცედურო წესებს.

    მუხლი 19

საიმპლემენტაციო ოქმები

1.  წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს მოთხოვნით, საქართველო და წევრი სახელმწიფო შეიმუშავებს საიმპლემენტაციო ოქმს, რომელშიც ასევე შედის შემდეგი წესები:

(a) კომპეტენტური ორგანოების და საზღვრის გადაკვეთის პუნქტების განსაზღვრა და საკონტაქტო მონაცემების გაცვლა;

(b)     ესკორტირებული დაბრუნების პირობები, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ესკორტირებული ტრანზიტის ჩათვლით;

(c) საშუალებები და დოკუმენტაცია, გარდა წინამდებარე შეთანხმების 1-4 დანართებში მითითებულისა;

(d)     დაჩქარებული წესით რეადმისიის განხორციელების მეთოდები;

(e) გასაუბრების პროცედურა.

2.  1-ლ პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ოქმები ძალაში შევა მხოლოდ მე­-18 მუხლში მითითებული რეადმისიის კომიტეტისთვის შეტყობინების მიწოდების შემდეგ.

3.  საქართველო თანახმაა გამოიყენოს ერთ წევრ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიმპლემენტაციო ოქმის ნებისმიერი დებულება ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ამ უკანასკნელის თხოვნით.

    მუხლი 20

მიმართება წევრ სახელმწიფოთა რეადმისიის ორმხრივ შეთანხმებებთან ან ხელშეკრულებებთან

წინამდებარე შეთანხმების დებულებებს უპირატესი ძალა გააჩნია უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ ნებისმიერი იმ ორმხრივი შეთანხმების ან ხელშეკრულების დებულებებთან მიმართებაში, რომლებიც მე-19 მუხლის შესაბამისად დაიდო, ან შეიძლება დაიდოს ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის, თუ ამ უკანასკნელის დებულებები ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

 

 

 

 

 

 

ნაწილი VIII

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 21

ტერიტორიული გამოყენება

1.  მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება და საქართველოს ტერიტორიაზე.

2.  წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ირლანდიის ტერიტორიაზე, მხოლოდ ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ამის თაობაზე შეტყობინების შემდეგ. ეს შეთანხმება არ ვრცელდება დანიის სამეფოს ტერიტორიაზე.

    მუხლი 22

შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა

წინამდებარე შეთანხმებაში ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკეული ოქმების სახით, რომლებიც შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების 23-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

    მუხლი 23

ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა

1.  წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირება, ან დამტკიცება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ხორციელდება თავიანთი შესაბამისი პროცედურების თანახმად.

2.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღის მომდევნო თვის პირველ დღიდან, როდესაც ბოლო ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორეს პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების დასრულების შესახებ.

3.  წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება ირლანდიაზე 21(2)-ე მუხლში მითითებული შეტყობინებების თარიღის მომდევნო თვის პირველი დღიდან.

4.  წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

5.  თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განახორციელოს ამ შეთანხმების დენონსაცია მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე. ეს შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინებიდან 6 თვის შემდეგ.

    მუხლი 24

დანართები

1-6 დანართები შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 2010 წლის 22 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ბულგარულ, ჩეხურ, დანიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ესტონურ, ფინურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, ლატვიურ, ლიტვურ, მალტურ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სლოვაკურ, სლოვენიურ, ესპანურ, შვედურ და ქართულ ენებზე. ამასთან, თითოეულ ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.

 

 

 

 

 

დანართი 1

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის

დამადასტურებელ საბუთს

(მე-2(1), მე-4(1) და მე-8(1) მუხლები)

–   ნებისმიერი ტიპის პასპორტი (ეროვნული პასპორტები, დიპლომატიური პასპორტები, სამსახურებრივი პასპორტები, კოლექტიური პასპორტები და სუროგატული პასპორტები, ბავშვების პასპორტების ჩათვლით);

–   პირადობის მოწმობა (დროებითი და წინასწარი მოწმობების ჩათვლით);

–   მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, რომლებშიც აღნიშნულია ან მკაფიოდ არის მითითებული მოქალაქეობა.

________________


დანართი 2

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას
(მე-2(1), მე-4(1) და მე-8(2) მუხლები)

იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო ან საქართველო:

–   I დანართში მითითებული დოკუმენტები, რომელთაც ვადა 6 თვეზე მეტი ხნის წინ გაუვიდა;

   წინამდებარე შეთანხმების 1 დანართში მითითებული ნებისმიერი დოკუმენტის ფოტოასლი;

   მართვის მოწმობები ან მათი ფოტოასლები;

   დაბადების მოწმობები ან მათი ფოტოასლები;

   კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათები ან მათი ფოტოასლები;

   მოწმეთა ჩვენებები;

   შესაბამისი პირის მიერ მიცემული ჩვენება და ენა, რომელზეც ის საუბრობს, მათ შორის ოფიციალურად ჩატარებული ტესტის მიხედვით;

   ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს პირის მოქალაქეობის დადგენას;

   სამსახურებრივი ბარათები და სამხედრო ბილეთები;

   მეზღვაურის წიგნაკები და კაპიტნის სამსახურებრივი ბარათები;

   მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს საშვი (Laisser-passez);

იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არის საქართველო:

   ვინაობის დადგენა სავიზო საინფორმაციო სისტემაში ძიების შედეგად;[3] 

   იმ წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში, რომლებიც არ იყენებენ სავიზო საინფორმაციო სისტემას, იდენტიფიკაცია ხორციელდება ამ წევრ სახელმწიფოთა სავიზო განაცხადების რეესტრიდან.

_______________

 


დანართი 3

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს

(მე-3(1), მე-5(1) და მე-9(1) მუხლები)

–   მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი ვიზა და/ან ცხოვრების ნებართვა;

–   პირის სამგზავრო დოკუმენტში შესვლის/გასვლის დამადასტურებელი ბეჭედი ან სხვა მსგავსი აღნიშვნა, ან შესვლის/გასვლის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება (მაგ. ფოტოგრაფიული);

_______________


დანართი 4

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას

(მე-3(1), მე-5(1) და მე-9(2) მუხლები)

–   მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ იმ გარემოებათა და ადგილის აღწერა, სადაც მოხდა პირის დაკავება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი შესვლის შემდეგ;

–   საერთაშორისო ორგანიზაციის (მაგ. UNHCR) მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პირის ვინაობასთან და/ან ქვეყანაში მის ყოფნასთან დაკავშირებით;

   ოჯახის წევრების, თანმხლები პირების და სხვების მიერ ინფორმაციის მიწოდება/დადასტურება;

   მოცემული პირის ჩვენება;

   ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პირის მიერ კურიერის ან ტურისტული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობას;

   მიცემული ოფიციალური ჩვენებები, კერძოდ, სასაზღვრო ორგანოს პერსონალის და სხვა მოწმეთა მიერ, რომლებიც ადასტურებს პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს;

–   პირის მიერ სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიცემული ოფიციალური ჩვენება;

–   დოკუმენტები, სერტიფიკატები და ნებისმიერი სახის ანგარიშები (მაგ. სასტუმროს ანგარიში, ექიმთან/დანტისტთან მიღებაზე ყოფნის დამადასტურებელი ბარათი, საჯარო/კერძო დაწესებულებაში შესვლის საშვი, მანქანის ქირავნობის ხელშეკრულებები, საკრედიტო ბარათის ქვითრები, სხვ.), რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ პირი იმყოფებოდა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

–   თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ან ნავის სახელობითი ბილეთები, და/ან მგზავრთა სიები, რომლებიც ადასტურებს პირის ყოფნას და გადაადგილების მარშრუტს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

_______________


დანართი 5

 

                                               

 

...........................................................

    

   ............................................................

(ადგილი და თარიღი)

 

(მოთხოვნის წარმდგენი ორგანო)

 

 

საკითხი:  

 

 

ვის:

 

 

    

 

    

    

(მოთხოვნის მიმღები ორგანო)

 

 

□ დაჩქარებული პროცედურა (მე-6(3) მუხლი)

□ გასაუბრების მოთხოვნა (მე-8(3) მუხლი)


 

რეადმისიის განაცხადი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად

 

A. პირადი მონაცემები

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):

------------------------------------------------------------------     

2. ქალიშვილობის გვარი:

--------------------------------------------------------------------------------         

3. დაბადების თარიღი და ადგილი:

--------------------------------------------------------------------------------         

ფოტოსურათი

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, და სხვ):

-----------------------------------------------------------------------------------------------         

5. ასევე ცნობილია, როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან შერქმეული სახელები):

-------------------------------------------------------------------------------------------     

6. მოქალაქეობა და ენა:

-------------------------------------------------------------------------------------------     

7. სამოქალაქო სტატუსი:: ð დაოჯახებული ð დასაოჯახებელი ð განქორწინებული ð ქვრივი

------------------------------------------------------------------

თუ დაქორწინებულია: მეუღლის სახელი და გვარი:  ------------------------------------

შვილების სახელები და ასაკი (თუ ჰყავს) -------------------------------------------------

                                               -------------------------------------------------

              

              

8. ბოლო მისამართი მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში:

-----------------------------------------------------------------------------------------        

 


 

B. მეუღლის პირადი მონაცემები (თუ საჭიროა)

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):      ----------------------------------------------------------

2. ქალიშვილობის გვარი:    --------------------------------------------------------------------

3. დაბადების თარიღი და ადგილი: --------------------------------------------------------

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ):     --------------------------------------------------------------------------------------------------

         

5. ასევე ცნობილია როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):     ----------------------------------

6. მოქალაქეობა და ენა:   -------------------------------------------------------------------------

 

C. შვილების პირადი მონაცემები (თუ საჭიროა)

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):     --------------------------------------------------------

2. დაბადების თარიღი და ადგილი:      ------------------------------------------------------------

     3. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ):     -------------------------------------------------------------------------------------------------

         

     4. მოქალაქეობა და ენა:   ------------------------------------------------------------------------

 

D. გადასაცემ პირთან დაკავშირებული სპეციალური გარემოებები

1. ჯანმრთელობის მდგომარეობა
     (მაგ. სპეციალური სამედიცინო დახმარების აუცილებლობა; გადამდები დაავადების ლათინური სახელწოდება):

------------------------------------------------------------------------------------------------------    

2. მითითება, თუ პირი განსაკუთრებით სახიფათოა
     ((მაგ. ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულის ჩადენაში; გამოირჩევა აგრესიული ქცევით):

     ---------------------------------------------------------------------------------------------  

     -----------------------------------------------------------------------------------------------    

 


 

E. თანდართული მტკიცებულებები

1.      ..................................................................................................................................

(პასპორტის ნომერი)  ...............................................................................................................    

(გაცემის თარიღი და ადგილი)

........................................................................................................ ..............................................         

(გამცემი ორგანო)   .....................................................................................................   

(ვადის გასვლის თარიღი)

2.  ........................................................................................................ ..............................................

(პირადობის მოწმობის ნომერი)..................................................................................................      

(გაცემის თარიღი და ადგილი)

..........................................................................................................................................................      

(გამცემი ორგანო)        .....................................................................................................

(ვადის გასვლის თარიღი)

3.  ...............................................................................................................  

(მართვის მოწმობის ნომერი.)     ....................................................................................................    

(გაცემის თარიღი და ადგილი)

   ...............................................................................................................       

(გამცემი ორგანო)        ...............................................................................................................    

(ვადის გასვლის თარიღი)

 

4. 

(სხვა ოფიციალური დოკუმენტის ნომერი)   .................................................................................... 

(გაცემის თარიღი და ადგილი))

...............................................................................................................            

(გამცემი ორგანო)        .....................................................................................................

(ვადის გასვლის თარიღი)

F.  შენიშვნები

         

         

         

..........................................................        

((ხელმოწერა)(ბეჭედი/შტამპი)     .....................................................................................................

 

 

 

________________


დანართი 6

 

                                             

 

..............................................................….

    

.................................................................…

(ადგილი და თარიღი)

 

(მოთხოვნის წარმდგენი ორგანო)

 

 

საკითხი: ----------------------------- 

 

 

 

 

ვის: ----------------------------------

 

 

---------------------------------------- 

 

-----------------------------------------------    

----------------------------------------

 (მოთხოვნის მიმღები ორგანო)

 

 


 

ტრანზიტის განაცხადი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად

 

A. პირადი მონაცემები

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):

--------------------------------------------------------------------------------         

2. ქალიშვილობის გვარი:

---------------------------------------------------------------------------------       

3. დაბადების თარიღი და ადგილი:

---------------------------------------------------------------------------------- 

ფოტოსურათი

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ.):

-----------------------------------------------------------------------------------------------------       

     5. ასევე ცნობილია, როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):

-----------------------------------------------------------------------------------------------------       

6. მოქალაქეობა და ენა:

--------------------------------------------------------------------------------------------------         

7. სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი:     ------------------------------------------------


 

 


 

B.  სატრანზიტო ოპერაცია

1. ტრანზიტის ტიპი:

q საჰაერო q სახმელეთო

2. საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო:

-------------------------------------------------------------------------------------------     

3. ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები:

-------------------------------------------------------------------------------------------------      

4. საზღვრის გადაკვეთის შემოთავაზებული პუნქტი, თარიღი, გადაცემის დრო და შესაძლო თანხლება:  

------------------------------------------------------------------------------------------------------

5. ტრანზიტის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში შეშვება გარანტირებულია (მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი):

q დიახ                    q არა

6. ტრანზიტზე უარის თქმის მიზეზი ცნობილია (მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი):

q დიახ                     q არა

 

     C.     შენიშვნები

         

         

         

 

 

(ხელმოწერა) (ბეჭედი/შტამპი)

 

 

_________________


 

ერთობლივი დეკლარაცია

მე-3(1) და მე-5(1) მუხლებთან დაკავშირებით

მხარეები თანხმდებიან, რომ პირის „შესვლა პირდაპირ” საქართველოს ტერიტორიიდან ამ დებულებების კონტექსტში ნიშნავს, რომ პირი წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე შევიდა მანამდე მესამე ქვეყანაში შეუსვლელად, ან იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოა, საქართველოს ტერიტორიაზე შევიდა მანამდე მესამე ქვეყანაში შეუსვლელად. მესამე ქვეყნის საჰაერო ზონაში ტრანზიტული ყოფნა არ ჩაითვლება შესვლად.

 

ერთობლივი დეკლარაცია

დანიასთან დაკავშირებით

ხელშემკვრელი მხარეები ითვალისწინებენ, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ვრცელდება დანიის სამეფოს ტერიტორიაზე და არც დანიის სამეფოს მოქალაქეებზე. ასეთ პირობებში მიზანშეწონილია, რომ საქართველომ და დანიის სამეფომ გააფორმონ რეადმისიის შეთანხმება წინამდებარე შეთანხმების ანალოგიური პირობებით.


 

ერთობლივი დეკლარაცია

ისლანდიასა და ნორვეგიასთან დაკავშირებით

ხელშემკვრელი მხარეები ითვალისწინებენ იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და ისლანდიასა და ნორვეგიას შორის, კერძოდ, 1999 წლის 18 მაისის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც შეეხება ამ ქვეყნების მონაწილეობას შენგენის კანონმდებლობის (Schengen acquis) განხორციელების, გამოყენების და განვითარების პროცესში. ასეთ პირობებში მიზანშეწონილია, რომ საქართველომ გააფორმოს რეადმისიის შეთანხმება ისლანდიასთან და ნორვეგიასთან წინამდებარე შეთანხმების ანალოგიური პირობებით.

 

ერთობლივი დეკლარაცია

შვეიცარიასთან დაკავშირებით

ხელშემკვრელი მხარეები ითვალისწინებენ იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და შვეიცარიას შორის, კერძოდ, 2009 წლის 1 მარტის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც შეეხება შვეიცარიის მონაწილეობას შენგენის კანონმდებლობის (Schengen acquis) განხორციელების, გამოყენების და განვითარების პროცესში. ასეთ პირობებში მიზანშეწონილია, რომ საქართველომ გააფორმოს რეადმისიის შეთანხმება შვეიცარიასთან წინამდებარე შეთანხმების ანალოგიური პირობებით.

________________

 



[1]        im formis Sesabamisad, romelic warmodgenilia evrokavSiris sabWos 1994 wlis 30 noembris rekomendaciaSi.

[2]           ix.iqve

 

 

3evropis parlamentisa da sabWos 2008 wlis 9 ivlisis #767/2008 regulacia (EC) savizo sainformacio sistemis Taobaze (VIS) da wevr saxelmwifoebs Soris moklevadiani vizebis TariRis gacvlis Sesaxeb (VIS Regulation), OJ L 218, 13.8.2008, gv.60.

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.