დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ოჯახის წევრების სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 937 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 167, 22/12/2010 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 290090000.22.033.016083 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №937
2010 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ოჯახის წევრების სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. სახელმწიფო დაზღვევას დაექვემდებაროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – საგამოძიებო სამსახური) თანამშრომლის ოჯახის წევრები.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრში იგულისხმება საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი (შვილები).
3. საგამოძიებო სამსახურმა წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა დაზღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
დოკუმენტის კომენტარები