,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”

  • Word
,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 122, 29/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 190.020.040.10.003.000.096
  • Word
97
29/10/2004
სსმ, 122, 29/10/2004
190.020.040.10.003.000.096
,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2004 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის საფუძველზე საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებსაქართველოს კანონის განხორციელების მიზნით:

1. ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრები, რომლებიც ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებში ჩარიცხვას, განაწილდეს შემდეგი თანაფარდობით:

 

 

 

ქონება

დაქვემდებარების მიხედვით

პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების განაწილება

(პროცენტობით)

სახელმწიფო

ბიუჯეტი

საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები

პრივატიზებული ქონება

 

 

 

საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონება

 

100

 

 

საქართველოს სახელმწიფო ქონება

65

35

 

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული ქონება

 

 

100

 

იჯარით გაცემული ქონება

 

 

 

საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონება

 

100

 

 

საქართველოს სახელმწიფო ქონება, კერძოდ, სახელმწიფო მიწა და მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონება

 

65

 

35

 

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული ქონება და მიწა

 

 

100

 

 

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ერთ თვეში დაადგინოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სახელმწიფო ქონების ნუსხა.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია