საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 06/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
181
03/07/2010
სსმ, 80, 06/07/2010
000000000.00.000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/07/2010 - 04/11/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საპატენტო კანონის მე-8 მუხ­­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯა­რო სა­მართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალუ­რი სა­კუთ­რების ეროვნული ცენტრის – „საქპა­ტენ­ტის“ თან­­­დარ­თული დებულება.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს „ინტე­ლექტუა­ლუ­რი სა­კუთ­რების ეროვნული ცენტრის – „საქპა­ტენ­ტის“ შე­სახებ“ სა­ქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №392 ბრძა­ნებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თა­ობაზე“ სა­ქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქ­მე­დების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუ­ალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპა­ტენტი“ (შემ­დგომში – საქპატენტი) არის ინტელექტუალური სა­კუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომე­ლიც ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონ­მდებ­ლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებ­რივ უზრუნ­ველ­ყოფას.

2. საქპატენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საპატენტო კანონის, „სა­სა­ქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიზა­ინის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქონლის ად­გილ­წარ­მო­შო­ბის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტების შესაბამისად.

3. საქპატენტს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სა­­ხელ­წოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სავა­ლუ­­ტო და სხვა სახის საბანკო ანგარიშები და საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალე­ო­ბათა შესრულებისას საქპატენტი უფლებამოსილია, გასწიოს სახელმწიფო წარ­მო­მად­გენლობა.

    მუხლი 2. საქპატენტის ძირითადი ამოცანები

საქპატენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სის­ტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პრიორიტე­ტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;

გ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება;

 დ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საერთაშო­რისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თა­ნამ­შრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულე­ბის ორგანი­ზე­ბა;

 ე) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამ­შრომ­ლობა;

 ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე (გამოგო­ნება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, მცენარეთა ახალი ჯიში, ცხოველთა ახალი ჯიში, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარ­მო­შობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრა­ლური მიკროსქემის ტოპოლოგია, მეცნიერების, ლიტერატუ­რისა და ხე­ლოვნების ნაწარმოებები, საავტორო და მომიჯნავე უფლე­ბები) უფლების მოპოვების სამართლებრივი უზრუნ­ველყოფის მიზნით ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და მხატვრულ-შე­მოქმედებითი პოტენციალის განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა;

 ზ) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სა­კითხების შესახებ საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველ­ყო­ფა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება.

    მუხლი 3. საქპატენტის ძირითადი ფუნქციები

საქპატენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხა­დის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა, შესა­ბამისი დოკუმენტების გაცემა და ინტელექტუალური საკუთ­რების ობიექტების რეესტრების წარმოება;

ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავ­შირებით განმცხადებლებისა და მესამე პირების სააპელაციო საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება საქპა­ტენ­ტთან არსებულ სააპელაციო პალატაში;

გ) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სა­ერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში საქარ­თვე­ლოს მონაწილეობის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) საქპატენტის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული და კანონმდებლობიდან გამომდინარე ფუნქციების შესრულე­ბის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პროექ­ტე­ბისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით მასალების გამოქვეყნება, მათ შორის, საქარ­თვე­ლოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის გამოცემა;

ვ) საერთაშორისო განაცხადებთან დაკავშირებული პრო­ცედურების განხორციელება;

ზ) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

თ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების შექმნა და ფუნქციონირების უზ­რუნველყოფა;

ი) პატენტრწმუნებულთა ატესტაცია, რეგისტრაცია, მათი რეესტრის შექმნა და წარმოება;

კ) საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების, მათი მემკვიდრეებისა და სხვა უფლებამონაცვლეების ქონებ­რი­ვი უფლებების დაცვისათვის, კოლექტიურ საფუძველზე, მმარ­თველი ორგანიზაციების (საზოგადოებების) საქმიანობის ხელ­შეწყობა;

ლ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს გან­ვითარების ხელშეწყობა;

მ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება, საინფორმაციო და შემეც­ნებითი ბროშურებისა და სხვა მასალების გამოქვეყნება და გავ­რცელება, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო აქტე­ბისა და საერთაშორისო შეთანხმებების კომენტარების მომ­ზადება და გამოცემა;

ნ) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სა­კითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით სხვა­­დასხვა ღონისძიებების განხორციელება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 4. საქპატენტის უფლებამოსილებანი

საქპატენტი უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სა­ხელმწიფოს სახელით გასცეს შესაბამისი დოკუმენტები ინ­ტე­ლექტუალური საკუთრების ობიექტებზე;

ბ) წარმოადგინოს საქართველო ინტელექტუალური სა­კუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში და ინტელექტუალური სა­კუთრების სფეროსთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში;

გ) ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქ­მედი კანონმდებლობის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარ­­გლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები და კოორ­დინაცია გაუწიოს ინტელექტუალური საკუთრების სახელ­მწი­ფო პოლიტიკის განხორციელებას;

დ) საქპატენტთან არსებული დავების განმხილველი ორ­განოს – სააპელაციო პალატის მეშვეობით განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები ინტელექტუალური სა­კუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გა­და­წყვეტილებებთან, აგრეთვე მათი დაცვის კრიტერიუმებთან, პა­ტენ­ტის გაცემასა და სამრეწველო საკუთრების სხვა ობი­ექ­ტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებზე, – აღია­როს სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილ სასა­ქონლო ნიშ­ნად;

ე) გამართოს სემინარები, კონფერენციები და სხვა ღო­ნის­ძიებანი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირე­ბული სა­კითხების შესახებ;

ვ) მიავლინოს საქპატენტის თანამშრომლები კვალიფიკა­ცი­ის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მისა­ღებად;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათ­ვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 5. საქპატენტის ქონება და შემოსავლები

1. საქპატენტის ქონება არის ძირითადი და საბრუნავი სა­შუალებები, რომლებიც აისახება საქპატენტის დამოუკიდებელ ბალანსზე.

2. საქპატენტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეიძინოს და განკარგოს ქონება, გარდა უძრავი ქონებისა. საქპატენტი უძრავ ქონებას იძენს და განკარგავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

3. საქპატენტის დაფინანსება ხორციელდება:

ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტე­ბასთან, რეგისტრაციასა და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯე­ტიდან მიღებული სახსრებით.

4. საქპატენტის შემოსავლები გამოიყენება საქპატენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელები­სათვის და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, კანონ­მდებ­­ლობით გათვალისწინებული, საქპატენტის მიერ განსახორციელებელი სხვა მიზნების შესასრულებლად.

5. საქპატენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესით, აიღოს სესხი ან გააფორმოს ბანკთან სა­დე­პოზიტო ხელშეკრულება.

6. საქპატენტი საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას აწა­რ­­მოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. საქპატენტის მართვა

1. საქპატენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელ­საც­ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით თანა­მდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქართველოს პრეზიდენტი. საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება ოთხი წლის ვადით.

2. საქპატენტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საქპატენტის საქ­მიანობას, ახორციელებს საქპატენტის საქმიანობის კოორდი­ნა­ციას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საქპატენტის უფლებამო­სი­ლებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) უფლებამოსილია, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;

დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­­რივ აქტს;

ე) წარმოადგენს საქპატენტს მესამე პირებთან ურთიერ­თობაში;

ვ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს საქპატენტის სახე­ლით, განაგებს საქპატენტის ქონებას, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ბანკებში ხსნის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს;

ზ) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქპატენტის სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფების დებულებას, შინაგანაწესსა და საშ­ტატო ნუსხას;

თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს საქპატენტის თანამშრომლებს;

ი) იღებს გადაწყვეტილებას საქპატენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

კ) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქპატენტის თანამ­შრომ­ლებისა და პატენტრწმუნებულების საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნებს;

ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ამ­ტკიცებს საქპატენტის ბიუჯეტს;

მ) საქპატენტის ფუნქციების განხორციელებისას უფლე­ბამოსილია, შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემად­გენლობაში შევლენ დაინტერესებული უწყებების წარმომად­გენლები;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. საქპატენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს საქპატენტის თავმჯდომარე. საქპატენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქპა­ტენ­ტის თავმჯდომარის მოადგილე.

    მუხლი 7. საქპატენტის ანგარიშვალდებულება

საქპატენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემი­ერ-მინისტრის წინაშე.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი

 1. საქპატენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორცი­ელ­დება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 2. საქპატენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატე­ბების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დად­გე­ნილებით.