დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XI-B დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის 2017 წლის 7 მარტის N1/2017 გადაწყვეტილება | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 200/42-SPS-1/2017 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 07/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016473 |
|
საქართველო-ევროკავშირის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის
გადაწყვეტილება №1/2017 2017 წლის 7 მარტი რომელსაც ცვლილებები შეაქვს ასოცირების შეთანხმების XI-B დანართში |
სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტი
ითვალისწინებს რა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს ქალაქ ბრიუსელში, კერძოდ კი 55-ე და 65-ე მუხლებს, იმის გათვალისწინებით, რომ: (1) ასოცირების შესახებ შეთანხმების, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის (ხელშეკრულება) ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისიდან. (2) ხელშეკრულების 55(1) მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართველომ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს მისი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული და ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, როგორც ეს განსაზღვრულია შეთანხმების XI დანართში. (3) ხელშეკრულების 55(4) მუხლი ავალდებულებს საქართველოს, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა, წარადგინოს ევროკავშირის იმ სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობის სია, რომელსაც ის დაუახლოებს თავის კანონმდებლობას. ეს სია გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი კარი IV - ის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-4 თავის (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები) მოთხოვნების განხორციელებისათვის. (4) ხელშეკრულების 65-ე მუხლით დაფუძნდა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტი (SPS ქვეკომიტეტი), რომელმაც უნდა განიხილოს ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია კარი IV-ის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-4 თავთან (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები), მათ შორის მისი დანერგვა და, ასევე, შეუძლია გადახედოს და ცვლილებები შეიტანოს ხელშეკრულების დანართ XI-ში. (5) საქართველომ წარადგინა ევროკავშირის კანონმდებლობის წინასწარი სია 2015 წლის თებერვალში, რის შემდგომაც ევროკომისიასთან შეთანხმებით მოხდა სიის გადახედვა და მასზე მუშაობის დასრულება 2015 წლის დეკემბერში. (6) შესაბამისად, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, შეცვალოს ხელშეკრულების XI-B დანართი და დაამატოს სია იმ სახით, როგორც ის მოცემულია ამ გადაწყვეტილების დანართში, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: |
მუხლი 1
ასოცირების შესახებ შეთანხმების, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის XI-B დანართი შეიცვალოს ამ გადაწყვეტილების დანართის შესაბამისად. მუხლი 2 გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამტკიცების დღეს. შესრულებულია თბილისში, 2017 წლის 7 მარტს. სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტის სახელით თავმჯდომარე ნ. კერესელიძე
მდივნები რ. ფრეიგოფასი ლ. ინაური
დანართი ასოცირების შესახებ შეთანხმების XI-B დანართის ცვლილება შეთანხმების დანართი XI-B შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი XI-B ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალი, რომელსაც საქართველომ უნდა დაუახლოვოს საკუთარი კანონმდებლობა ამ შეთანხმების 55 (4) მუხლის შესაბამისად, საქართველომ უნდა დაუახლოვოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის შემდეგ კანონმდებლობას ქვემოთ განსაზღვრულ ვადებში
„.
|
|
დოკუმენტის კომენტარები