ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის ,,საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის პროგრამის“ (Support for the Vocational Education and Training Sector of Georgia) დაფინანსების ხელშეკრულება

  • Word
ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის ,,საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის პროგრამის“ (Support for the Vocational Education and Training Sector of Georgia) დაფინანსების ხელშეკრულება
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 17/03/2010
ძალაში შესვლის თარიღი 03/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 480250000.03.030.000746
  • Word
-
03/12/2009
სსმ, 1, 17/03/2010
480250000.03.030.000746
ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის ,,საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის პროგრამის“ (Support for the Vocational Education and Training Sector of Georgia) დაფინანსების ხელშეკრულება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის ,,საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის პროგრამის“ (Support for the Vocational Education and Training Sector of Georgia) დაფინანსების

ხელშეკრულება

განსაკუთრებული პირობები

ევროპის გაერთიანება, შემდგომში წოდებული ,,გაერთიანება“, რომელიც წარმოდგენილია ევროპის გაერთიანებათა კომისიის სახით და შემდგომში მოიხსენება როგორც ,,კომისია“,

ერთი მხრივ, და

საქართველოს მთავრობა, შემდგომში მოხსენებული როგორც ,,ბენეფიციარი“,

მეორე მხრივ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. ოპერაციის არსი და მიზანი

1.1. გაერთიანება დააფინანსებს შემდეგ პროგრამას:

საქართველოს პროფესიული განათლების და მომზადების სექტორის მხარდაჭერა

შემდგომში წოდებული როგორც ,,პროგრამა“ და რომელიც აღწერილია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II).

 

1.2. პროგრამა განხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულებისა და შემდგომი დანართების თანახმად: ზოგადი პირობები (დანართი I) და ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები (დანართი II).

    მუხლი 2. გაერთიანების ფინანსური წვლილი

2.1. მთლიანი პროგრამის ღირებულება შეადგენს 19.000.000 ევროს.

იგი მოიცავს შემდგომ კომპონენტებს:

2.1.1. საბიუჯეტო მხარდაჭერა: 17.000.000 ევრო

2.1.2. ტექნიკური დახმარება: 2.000.000 ევრო

2.2. გაერთიანება თავის თავზე იღებს მაქსიმუმ 19.000.000 ევროს დაფინანსებას. გაერთიანების დაფინანსების განაწილება ნაჩვენებია საბიუჯეტო მიმართულებებში, რაც მოცემულია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში – დანართ II-ში.

    მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი

3.1. ბენეფიციარის წვლილი პროგრამაში უდრის ნულის ტოლფას ევროს.

3.2. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ არაფინანსური წვლილის შეტანა გახდება საჭირო, დეტალური ინსტრუქციები ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში იქნება ჩამოყალიბებული (დანართი II).

    მუხლი 4. შესრულების ვადა

დაფინანსების ხელშეკრულების შესრულები ვადა, როგორც ეს ზოგადი პირობების მე-4 მუხლშია მოყვანილი, დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე იწყება და ამ თარიღიდან 72 თვის შემდეგ დასრულდება.

    მუხლი 5. მისამართები

დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა სახის კომუნიკაცია წერილობითი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი, უნდა ეხებოდეს პროგრამას და შემდგომ მისამართებზე უნდა იყოს გამოგზავნილი:

ა) გაერთიანებისათვის განკუთვნილი:

მარკუს კორნარო

დირექტორი

EuropeAid თანამშრომლობის ოფისი

ევროპის გაერთიანებათა კომისია

ლაო ლოის ქუჩა 200

1049 ბრიუსელი, ბელგია

ფაქსი +32 2 295 00 37

ბ) ბენეფიციარისათვის განკუთვნილი:

გიორგი ბარამიძე

ვიცე-პრემიერი

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

ეროვნული კოორდინატორი

საქართველოს მთავრობა

ინგოროყვას 7

0134 თბილისი, საქართველო.

    მუხლი 6. დანართები

6.1. ამ ხელშეკრულებაზე შემდეგი დოკუმენტები იქნება დართული და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს

დანართი I. ზოგადი პირობები;

დანართი II. ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები.

6.2. იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგობა წამოიჭრება დანართების პირობებსა და დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს შორის, განსაკუთრებული პირობების დებულებებს უპირატესობა მიენიჭებათ. იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგობა წამოიჭრება დანართი I-ისა და დანართი II-ის დებულებებს შორის, უპირატესობა დანართი I-ის დებულებებს მიენიჭება.

    მუხლი 7. ბიუჯეტის მხარდამჭერ ოპერაციებთან გამოსაყენებელი პირობები

7.1. საბიუჯეტო მხარდაჭერის ოპერაციის არსიდან გამომდინარე, ზოგადი პირობების შემდეგი დებულებები არ იქნება გამოყენებული იმ თანხის მიმართ, რომელიც განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლშია მითითებული (ბიუჯეტის მხარდაჭერა): მუხლები 2, 4.2-ის პირველი წინადადება, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12.2 და 13.2.

7.2. წინამდებარე განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლში (ბიუჯეტის მხარდაჭერა) მითითებული თანხისთვის ზოგადი პირობების ქვემორე დებულებები უნდა შეიცვალოს შემდეგით:

7.2.1. 3.1 მუხლთან მიმართებაში: პროექტი/პროგრამა კომისიის მიერ უნდა იყოს განხორციელებული. ეს გულისხმობს თანხის გადახდის პირობებისადმი შესაბამისობის დადგენას და თანხების გადახდას თითოეული ტრანშის იმ პირობების თანახმად, რაც დაფინანსების ხელშეკრულებაშია ჩამოყალიბებული.

7.2.2. მე-10 მუხლთან დაკავშირებით: ბენეფიციარი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საკუთარი ეროვნული ვალუტის გაცვლითი რეგულაციები არადისკრიმინაციულად გავრცელდება წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდების მიმართ. უცხოური ვალუტის ტრანსფერები უნდა განთავსდეს ცენტრალურ ბანკში ამ მიზნისათვის გახსნილ ანგარიშზე შეტყობინების მიღების დღეს. გაცვლითი კურსი იქნება თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღების დღეს ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადგენილი საშუალო კურსი.

7.3. ამ განსაკუთრებული პირობების 2.1.1 მუხლში აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით (ბიუჯეტის მხარდაჭერა) ზოგადი პირობების 4.1 მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი: ყოველგვარი გადახდის მოთხოვნები, რომლებსაც ბენეფიციარი ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II) გაწერილი დებულებების შესაბამისად წარადგენს, გაერთიანების მიერ გამოყოფილი დაფინანსების ადეკვატური უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი მოთხოვნები ბენეფიციარის მიერ განხორციელების (იმპლიმენტაციის) სამოქმედო ფაზაში იქნება წარდგენილი.

7.4. ზოგადი პირობების 14.3 მუხლი გამოყენებული უნდა იქნეს mutatis mutandis აქტიური ან პასიური კორუფციის გამოვლენის ნებისმიერ შემთხვევაში, რამაც ოპერაციის იმპლიმენტაციის პროცესში შეიძლება იჩინოს თავი.

    მუხლი 8. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა

დაფინანსების ხელშეკრულება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც მას ბოლო დარჩენილი მხარე მოაწერს ხელს.

შესრულებულია 2 ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე, აქედან 1 პირი გადაეცემა კომისიას და ერთი – ბენეფიციარს.

კომისიის სახელით                                                                ბენეფიციარის სახელით

მარკუს კორნარო

დირექტორი

გიორგი ბარამიძე

ევროპის დახმარების

 თანამშრომლობის ოფისი

 

 

 

ვიცე პრემიერი

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

 

 

ხელმოწერა                                                                                     ხელმოწერა

 

თარიღი                                                                                            თარიღი

დაფინანსების ხელშეკრულების დანართ I. ზოგადი პირობები. ბიუჯეტი (ცენტრალიზებული)

დანართი I. ზოგადი პირობები

თავი I

პროექტის/პროგრამის დაფინანსება

    მუხლი 1. ზოგადი პრინციპი

1.1 გაერთიანების ფინანსური დახმარება განისაზღვრება დაფინანსების ხელშეკრულებაში მოცემული ოდენობით.

1.2 გაერთიანების მიერ დაფინანსების გამოყოფის პირობას წარმოადგენს წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულებით ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

    მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა

2.1 შესაძლებელია განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების საბიუჯეტო ხაზით გამოყოფილი თანხების რეალოკაცია ინდივიდუალური ხარჯების გადაჭარბებისათვის წინამდებარე ზოგადი პირობების მე-17 მუხლის შესაბამისად.

2.2 იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დაფინანსების ხელშეკრულებით გამოყოფილ მთლიან თანხაზე ხარჯების გადაჭარბების რისკი, კომისია უფლებამოსილია შეამციროს პროექტი/პროგრამა ან გადააკისროს ბენიფიციარს მისი უზრუნველყოფა საკუთარი ან სხვა არაგაერთიანების სახსრებით.

2.3 თუ პროექტის/პროგრამის შემცირება შეუძლებელია, ან გადაჭარბებულ ხარჯებს ვერ ფარავს ბენეფიციარი საკუთარი ან სხვა სახსრებით, კომისია უფლებამოსილია გამოყოს დამატებითი დაფინანსება. დამატებითი დანახარჯები დაფინანსდება გაერთიანების შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისათვის დგინდება კომისიის მიერ.

თავი II

განხორციელება

    მუხლი 3. ზოგადი პრინციპი

3.1 კომისიის მიერ პროექტი/პროგრამა ხორციელდება ბენეფიციარისათვის და მისი სახელით.

3.2 ბენეფიციარის სახელმწიფოში კომისია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისი დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ.

    მუხლი 4. შესრულების პერიოდი

4.1 დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების პერიოდი შედგება 2 ფაზისაგან:

- საოპერაციო შესრულების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ძირითადი ღონისძიებები. ამ ფაზის განხორციელება იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან და მთავრდება განხორციელების პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს 24 თვით ადრე.

- დასკვნითი ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ფინანსური აუდიტი და შეფასება და დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად დადებული კონტრაქტების ტექნიკური და ფინანსური დახურვა. ეს ფაზა ძალაში შედის საოპერაციო შესრულების ფაზის დამთავრების თარიღის მომდევნო დღეს და მთავრდება ამ დღიდან არაუგვიანეს 24 თვეში.

4.2 ძირითად ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ექვემდებარება გაერთიანების მიერ დაფინანსებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაწეულ იქნა საოპერაციო შესრულების ფაზის განმავლობაში. საბოლოო აუდიტთან, შეფასებასთან და დახურვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებისათვის.

4.3 გაერთიანების წვლილიდან დარჩენილი ნებისმიერი ნაშთი ავტომატურად ანულირდება შესრულების პერიოდიდან ექვსი თვის შემდეგ.

4.4 გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს საოპერაციო შესრულების ფაზის და, შესაბამისად, შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებამდე არაუმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.

4.5 გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, და საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულების შემდეგ, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს დასკვნითი ფაზის და, შესაბამისად, შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებამდე არაუმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.

თავი III

კონტრაქტების დადება და გრანტის მინიჭება

    მუხლი 5. ზოგადი პრინციპი

დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებელი ნებისმიერი კონტრაქტი იდება და ხორციელდება საგარეო ოპერაციების განსახორციელებლად კომისიის მიერ ჩამოყალიბებული და გამოქვეყნებული წესებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც ძალაშია ღონისძიებების დაწყების მომენტისათვის.

    მუხლი 6. დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელი კონტრაქტების ხელმოწერის საბოლოო ვადა

6.1 დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელ კონტრაქტებს ხელი უნდა მოეწეროს ორივე მხარის მიერ დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წლის მანძილზე, რაც ნიშნავს სამი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბოლო ხელმომწერი მხარის მიერ. ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

6.2 ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება აუდიტორულ და შეფასების კონტრაქტებზე, რომლებსაც შეიძლება ხელი მოეწეროთ შემდგომში, ასევე უკვე ხელმოწერილი კონტრაქტების დამატებებზე.

6.3 დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მესამე წლის ბოლოს, ნებისმიერი ნაშთი, რომელზეც კონტრაქტი არ გაფორმდება, ანულირებულ იქნება.

6.4 ზემოაღნიშნული დებულებები არ ვრცელდება გაუთვალისწინებელი ხარჯების ნაშთზე.

6.5 კონტრაქტი, რომლის ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა რაიმე გადახდა, ავტომატურად შეწყდება და ანულირებული იქნება მისი დაფინანსება.

    მუხლი 7. უფლებამოსილება

7.1 სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების ტენდერში მოწვევა და მონაწილეობა თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი გაერთიანების წევრი ქვეყნების ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელი ძირითადი აქტების განსაკუთრებული დებულებების შესაბამისად, ბენეფიციარი მესამე ქვეყნების ან იმ მესამე ქვეყნების, რომლებიც პირდაპირ ნახსენებია ამ აქტებში, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის.

7.2. თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელი აქტებში მოცემული განსაკუთრებული პირობების საფუძველზე, შეიძლება გადაწყდეს, რომ ტენდერში მონაწილეობა შეთავაზებულ იქნეს იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან ნახსენები პირველ პუნქტში.

7.3 გაერთიანების მიერ დაფინანსებული საქონელი და მიწოდება, რომელიც საჭიროა სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების კონტრაქტების შესრულებისათვის და დაფინანსებულ ღონისძიებათა შესასრულებლად საჭირო გრანტის ბენეფიციარების შესყიდვების პროცედურები უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ორი პუნქტის პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ძირითად აქტებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი IV

კონტრაქტების შესრულების წესები

    მუხლი 8. დამკვიდრებისა და ბინადრობის უფლება

8.1 კონტრაქტის შინაარსიდან გამომდინარე სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების ტენდერში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირები ისარგებლებენ ბენეფიციარი ქვეყნის დამკვიდრების და ბინადრობის დროებითი უფლებით. ეს უფლება ძალაშია კონტრაქტის დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

8.2 იმ კონტრაქტორების (მათ შორის, გრანტის ბენეფიციარები) და ფიზიკური პირების, რომელთა მომსახურებაც საჭიროა კონტრაქტის შესრულებისათვის, ოჯახის წევრები ისარგებლებენ იმავე უფლებებით პროექტის/პროგრამის განხორციელების განმავლობაში.

    მუხლი 9. საგადასახადო და საბაჟო დებულებები

9.1 თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული განსაკუთრებულ პირობებში, გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა გადასახდელები (მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადი – დღგ ან მსგავსი გადასახადები) არ უნდა დაფინანსდეს გაერთიანების თანხებით.

9.2 ბენეფიციარის სახელმწიფომ გაერთიანების მიერ დაფინანსებული შესყიდვების კონტრაქტების და გრანტების მიმართ უნდა გამოიყენოს ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო და საბაჟო რეჟიმი, რომელსაც იგი იყენებს იმ სახელმწიფოების ან საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების მიმართ, რომლებთანაც იგი თანამშრომლობს.

9.3 იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ჩარჩო-ხელშეკრულება ან მიმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს უფრო დეტალურ დებულებებს, უნდა იქნეს გამოყენებული ეს დებულებებიც.

    მუხლი 10. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები

10.1 ბენეფიციარის სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას უფლებამოსილებაზე პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი უცხოური ვალუტის შემოტანის ან შეძენის თაობაზე. იგი ასევე ვალდებულია გამოიყენოს უცხოური ვალუტის გადაცვლის ეროვნული წესები, არადისკრიმინაციული წესით ამ ზოგადი დებულებების მე-7 მუხლით გათვალისწინებული კონტრაქტორების მიმართ.

10.2 როდესაც შესაბამისი ჩარჩო-ხელშეკრულება ან მიმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს უფრო დეტალურ დებულებებს, ისინიც აგრეთვე გამოყენებული იქნება.

    მუხლი 11. კვლევების მონაცემების გამოყენება

11.1 იმ შემთხვევაში, როდესაც დაფინანსების ხელშეკრულება მოიცავს კვლევის დაფინანსებას, დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად დადებული ამ კვლევის კონტრაქტი უნდა არეგულირებდეს ამ კვლევის საკუთრების საკითხს და ბენეფიციარისა და კომისიის უფლებას გამოიყენოს კვლევაში მოცემული ინფორმაცია, გამოაქვეყნოს იგი ან გააცნოს მესამე პირებს.

    მუხლი 12. კონტრაქტების ფარგლებში ამოღებული თანხების გამოყოფა

12.1 არასწორი გადახდებიდან ამოღებული თანხები, რომელიც მოიცავს წინასწარ დაფინანსებული გარანტიის ან კონტრაქტით გათვალისწინებული შესრულების გარანტიების თანხებს, გამოყენებული იქნება პროექტის/პროგრამისათვის.

12.2 კონტრაქტორი მხარის მიერ ფინანსური ჯარიმების დაკისრება კანდიდატზე ან ტენდერში მონაწილეზე შესყიდვის ტენდერიდან გასვლის შემთხვევაში, ტენდერის გარანტიების მოთხოვნა, აგრეთვე კომისიაზე მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ევროპის კომისიის ძირითადი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თავი IV

ზოგადი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 13. ხელმისაწვდომობა

13.1 კომისიის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი/პროგრამა წარმოადგენს შესაბამისი კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის საგანს, რომელიც განისაზღვრება კომისიის თანხმობით.

13.2 ამგვარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა შესაბამისობაში უნდა იყოს კომისიის მიერ განსაზღვრულ და გამოქვეყნებულ ხელმისაწვდომობის და საგარეო ოპერაციების შესახებ წესებთან, რომლებიც ძალაშია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების დროისათვის.

    მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია

14.1 ბენეფიციარმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო ქმედება და თაღლითობა და კომისიის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს სისხლისსამართლებრივი ძიება, რათა ანაზღაურებულ იქნეს არასწორად გადახდილი თანხები. ბენეფიციარმა უნდა აცნობოს კომისიას გატარებული ზომების შესახებ.

14.2 „უკანონო ქმედება“ ნიშნავს დაფინანსების ხელშეკრულების, განმახორციელებელი კონტრაქტების ან გაერთიანების კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია რომელიმე ეკონომიკური ოპერატორის ქმედებით ან უმოქმედობით, და აყენებს ან მიაყენებს ზაინს ევროპის კომისიის ძირითად ბიუჯეტს ან მათ მიერ განკარგულ ბიუჯეტს, საკუთარი რესურსების ან შემოსავლის მოკლებით ან მისი დაკარგვით, რომელიც მოპოვებულია პირდაპირ ევროპის კომისიის სახელით ან დაუსაბუთებელი გასავლის მუხლით.

„თაღლითობა“ ნიშნავს ნებისმიერი საერთაშორისო მოქმედებას ან უმოქმედობას:

– წარდგენა ტყუილი ინფორმაციის, არასწორი ან არასრული განცხადებებისა ან დოკუმენტების, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის კომისიის ბიუჯეტიდან ან მათ მიერ ან მათი სახელით განკარგული ბიუჯეტებიდან ფინანსური სახსრების არასწორ დაკავებას.

– იმავე მიზნის მისაღწევად სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ინფორმაციის დაფარვა.

– ამგვარი ფინანსური სახსრების არასწორი გამოყენება განსხვავებული მიზნებისათვის.

 ბენეფიციარმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც ბადებს უკანონო ქმედების ან თაღლითობის ეჭვს.

14.3 ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, რომ მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, რათა გამოასწოროს აქტიური ან პასიური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინება, გრანტის გაცემის ან კონტრაქტის დადების ან შესაბამისი კონტრაქტების შესრულების ნებისმიერ სტადიაზე. „პასიური კორუფცია“ ნიშნავს თანამდებობის პირის მიერ განზრახ ქმედებას, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის საშუალებით, ითხოვს ან იღებს ნებისმიერი სახის სარგებელს, მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ ან იღებს ამგვარი სარგებლის პირობას, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისად, ან მისი ფუნქციების შესრულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის გაერთიანების ფინანსურ ინტერესებს. „აქტიური კორუფცია“ ნიშნავს განზრახ ქმედებას ჩადენილს ნებისმიერი პირის მიერ, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით პირდება ან ანიჭებს თანამდებობის პირს სარგებელს მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისად, ან მისი ფუნქციების შესრულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის გაერთიანების ფინანსურ ინტერესებს.

    მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ

15.1 ბენეფიციარი თანხმობას გამოთქვამს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წინაშე, რათა მათ მიერ ჩატარებულ იქნეს დოკუმენტური და ადგილზე კონტროლი, დაფინანსების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფინანსური სახსრების გამოყენებაზე (მათ შორის, კონტრაქტების დადებისა და გრანტის მინიჭების პროცედურები) და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და საბოლოო ანგარიშსწორებიდან შვიდი წლის განმავლობაში ჩატარდეს სრული აუდიტი დამხმარე საბუღალტრო დოკუმენტებზე, საბუღალტრო დოკუმენტებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის/პროგრამის დაფინანსებასთან.

15.2 ბენეფიციარი ასევე თანახმაა, რომ თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედებისაგან ევროპული გაერთიანების ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ გაერთიანების კანონის შესაბამისად, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურს ჰქონდეს ადგილზე კონტროლის ჩატარებისა და შემოწმების უფლებამოსილება.

15.3 ამ მიზნით ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, კომისიის შესაბამის თანამდებობის პირებისათვის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისათვის, ევროპის აუდიტორთა სასამართლოსათვის და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოს იმ ადგილებისა და დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, სადაც დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის, მათი კომპიუტერული სისტემები, ნებისმიერი დოკუმენტები და კომპიუტერული ინფორმაცია ამ ღონისძიებათა ტექნიკური და ფინანსური მართვის შესახებ. ასევე მიმართოს ყველა შესაბამის ზომას, რომ გააადვილოს მათი მუშაობა. ევროპის კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს უფლებამოსილი წარმომადგენლების შესვლა უნდა მოხდეს მესამე პირებთან მიმართებით მკაცრად კონფიდენციალურად, კერძო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შეულახავად. დოკუმენტები ხელმისაწვდომი და შევსებული უნდა იქნეს ისეთი მარტივი გზით, რომ იძლეოდეს ადვილად შემოწმების საშუალებას, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს კომისიას, ევროპის ანტიკორუფციულ სამსახურს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ზუსტი მისამართი, სადაც ინახება დოკუმენტები.

15.4 ზემოაღნიშნული კონტროლი და აუდიტი ასევე გამოიყენება კონტრაქტორების და სუბკონტრაქტირების მიმართაც, რომლებმაც მიიღეს გაერთიანების ფინანსები.

15.5 ბენეფიციარს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა უნდა აცნობოს ადგილზე კონტროლისათვის მივლინების შესახებ.

    მუხლი 16. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის

16.1 ბენეფიციარი და კომისია ამ დაფინანსების ხელშეკრულების შემდგომი განხორციელების ან განმარტების შესახებ დავის წარმოშობამდე მართავენ კონსულტაციებს ერთმანეთთან.

16.2 კონსულტაციას შესაძლოა მოჰყვეს დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, დროებით შეჩერება ან შეწყვეტა.

    მუხლი 17. დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა

17.1 დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების და დანართ II-ზე ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობითი ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების დამატებას.

17.2 იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შეტანის მოთხოვნა მომდინარეობს ბენეფიციარისგან, ამ უკანასკნელმა კომისიას არანაკლებ სამი თვით ადრე იმ დღიდან, როდესაც გათვალისწინებულია ცვლილების ძალაში შესვლა უნდა წარუდგინოს მოთხოვნა. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ არის შესაბამისად დასაბუთებული და თანხმობას გამოთქვამს კომისია.

17.3 საოპერაციო შესრულების ფაზისა და დასკვნითი ფაზის ვადის გაგრძელების სპეციფიკური პირობები მოცემულია ზოგადი დებულებების 4 (4) და 5 მუხლებში.

    მუხლი 18. დაფინანსების ხელშეკრულების დროებით შეჩერება

18.1 დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:

– კომისიამ შეიძლება დროებით შეწყვიტოს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

– კომისიამ შეიძლება დროებით შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპების და სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვასთან და კორუფციის სერიოზულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

– დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს ფორსმაჟორის შემთხვევაში, როგორც ეს ქვემოთაა განმარტებული. „ფორსმაჟორი“ რაც ნიშნავს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ და განსაკუთრებულ შემთხვევას ან შემთხვევას, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს, რომელიც ხელს უშლის ნებისმიერ მათგანს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში, რაც მათი მხრიდან არ არის გამოწვეული შეცდომით ან დაუდევრობით. (ან მათი კონტრაქტორების, წარმომადგენლების და თანამშრომლების მხრიდან) მათი მცდელობის მიუხედავად წარმოადგენს დაუძლეველ ძალას. მოწყობილობებისა და საქონლის ნაკლი ან მათი ხელმისაწვდომობის დაგვიანება, შრომითი დავები, გაფიცვები ან ფინანსური სიძნელეები არ შეიძლება ჩაითვალოს ფორსმაჟორად. მხარეს არ შეიძლება ჩაეთვალოს ვალდებულების შეუსრულებლობა, თუ იგი გამოწვეულია ფორსმაჟორის გამო. მხარემ, რომელიც ფორსმაჟორის წინაშეა, დროულად უნდა აცნობოს მეორე მხარეს, პრობლემის შესახებ, სავარაუდო ხანგრძლივობა და ყველა ზომა უნდა იხმაროს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო ზიანი.

    მუხლი 19. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა

19.1 თუ საკითხი, რომელიც წინ უძღვის დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტას არ გადაიჭრება მაქსიმუმ ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია ორი თვით ადრე გაფრთხილების შემდეგ შეწყვიტოს დაფინანსების ხელშეკრულება.

19.2 თუ დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელდა რაიმე გადახდა, ან ამავე პერიოდის განმავლობაში შესასრულებელი კონტრაქტი არ იქნა დადებული, დაფინანსების ხელშეკრულების მოქმედება წყდება ავტომატურად.

19.3 როდესაც შეწყვეტა ეცნობება მხარეს, მიმდინარე კონტრაქტებისა და ხელმოსაწერი კონტრაქტების შესახებ შედეგებიც იქნება მასში მითითებული.

    მუხლი 20. დავების გადაწყვეტა

20.1 დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება ზოგადი დებულებების მე-16 მუხლის შესაბამისად გამართული კონსულტაციების შემდეგ 6 თვის განმავლობაში, შეიძლება გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, არბიტრაჟის მეშვეობით.

20.2 ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს, დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს, დანიშნოს მესამე არბიტრი.

20.3 იმ შემთხვევაში, თუ არბიტრები სხვა რამეს არ გადაწყვეტენ, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის დისპოზიციური წესების შესაბამისად არბიტრაჟს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, უნდა მიმართონ სახელმწიფოებმაც. არბიტრების გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, სამი თვის განმავლობაში.

20.4 ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოსაყენებლად.

დანართი 2

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

ბენეფიციარი ქვეყანა

საქართველო

ბიუჯეტის სათაური

 

დასახელება

საქართველოს პროფესიული განათლების და მომზადების სექტორის მხარდაჭერა

მთლიანი თანხა

19 მლნ ევრო

დახმარების მეთოდი

მართვის მოდალობა

სექტორული საბიუჯეტო დახმარება

ცენტრალიზებულად მართული

DAC კოდი

11330 სექტორი პროფესიული განათლება

1. ინტერვენცია

1.1. მიზნები

საქართველოს სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედური სტრატეგია (2009-2012) მდგომარეობს შემდეგში: საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპის საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციისათვის მუდმივი პროგრესი, რომელიც გულისხმობს ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მიწოდებისათვის. ამ მიზნის მიღწევას საფუძვლად უდევს შემდეგი სამი ძირითადი პრიორიტეტი: 1) პროფესიული განათლების მზარდი ხელმისაწვდომობა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა მთელი სიცოცხლის განმავლობაში; 2) პროფესიული განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა; 3) პროფესიული განათლების მართვის და დაფინანსების თანამონაწილეობითი სისტემა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მართავს პროფესიული განათლების სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამებს, მხარს უჭერს 38 საჯარო პროფესიული ცენტრის ქსელს, ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა გააძლიეროს სასწავლო რესურსები და ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნების ახლახან დაწყებულ კვლევას.

 პროფესიული განათლების წინამდებარე პროგრამის მიზანია სისტემის ნდობისა და მიმზიდველობისთვის ხელშეწყობა. ეს მიზანი შესაბამისობაშია სტრატეგიაში განსაზღვრულ პრიორიტეტებთან. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან დახმარებას იმ სექტორისათვის, რომელიც საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია და რომელიც არ ყოფილა ადეკვატურად ინვესტირებული ბოლო წლებამდე. აქედან გამომდინარე, პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამედროვე პროფესიული განათლების სისტემის შექმნის პროცესს და მოახდენს პოლიტიკის სისტემატიზირებას, თუმცა აუცილებელი იქნება შემდგომი სექტორული დახმარება რეფორმების გაღრმავებისა და მისი მიღწევების კონსოლიდირებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ პროფესიული განათლების სექტორის რეფორმირების პროცესი 2005-2007 წლებში დაიწყო ახალი საკანონმდებლო ბაზის მიღებითა და სისტემის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებით, ამჟამად არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროება, რათა გაუმჯობესდეს პროფესიული განათლების შრომის ბაზრისადმი რელევანტურობა, გაიზარდოს მისი სიმძლავრე და გაძლიერდეს ძირითადი პოლიტიკის თანმიმდევრობა (საკვალიფიკაციო სისტემა, დაფინანსება, ხარისხი, ხელმისაწვდომობა და ჩართულობა). ამიტომ, წინამდებარე პროგრამა გამიზნულია შემდეგ სისტემურ ასპექტებზე: სისტემის მართვა, მრავალმხრივი კავშირები ბაზართან/დამსაქმებლებთან, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ჩართულობა, პროფესიული განათლებიდან შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობები მთელი სიცოცხლის განმავლობაში, და სასწავლო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური და მატერიალური) ადეკვატურობა, რათა თანამედროვე პროფესიული განათლება იყოს აღიარებული დამსაქმებელთა მიერ, მიმზიდველი სხვადასხვა მომხმარებლებისა და მოსახლეობის ჯგუფებისათვის და ხელი შეუწყოს მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას. ამ ტიპის განახლებული პროფესიული განათლების პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება დივერსიფიცირებული მომზადების ფორმებზე, უფრო მეტად შეუწყობს ხელს დასაქმებას, სოციალურ ინტეგრაციას და საწარმოთა კონკურენტუნარიანობას ევროპულ ბაზრებთან თანდათანობითი ინტეგრაციის პერსპექტივით.

წინამდებარე პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ურბანულ და სოფლის მოსახლეობის, დამსაქმებელთა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობასა და დაკვალიანებას, ვინაიდან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ჩამოყალიბდეს პროფესიული განათლების ახალი იმიჯი, რომელიც მიმართული იქნება სწავლისაკენ მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში და რომელიც გზას გაუკვალავს საქართველოს მოსახლეობის მდგრად დასაქმებას.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის ჯეროვნად განხორციელება, პროგრამა მოიცავს პირობებს, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო დაფინანსებას და ხარჯების საშუალოვადიან დაგეგმვას.

1.2. მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები

წინამდებარე პროგრამის მოსალოდნელი შედეგები შესაბამისობაშია პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და მოდერნიზების ეროვნულ ძალისხმევასთან, რომელიც მოცემულია საქართველოს სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედურ სტრატეგიაში (2009-2012), თუმცა უფრო მეტად ფოკუსირებულია შემდეგი მიზნების მიღწევაზე:

1) პროფესიული განათლების სექტორის რეფორმის მართვის კოორდინირებული და მდგრადი ინსტიტუციონალური და სტრატეგიული სისტემის ჩამოყალიბება.

2) ყველა დონეზე პროფესიული განათლების თანმიმდევრული და კარგად ორგანიზებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დაფუძნებული იქნება ბაზრის სხვადასხვა მხარეებთან დიალოგსა და პარტნიორობაზე, პროვაიდერების კომპეტენტურ მენეჯმენტზე და მონიტორინგის ეფექტურ სისტემაზე.

3) პროფესიული განათლების კვალიფიკაციითა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, რათა მიღწეულ იქნეს ის შედეგები, რომელსაც აღიარებს ბაზარი/დამსაქმებელი.

4) გაზრდილი ჩართულობა პროფესიულ განათლებაში, ეფექტური და სანდო დაფინანსების სისტემა, პროფესიული განათლებიდან შემდგომ ეტაპზე გადასვლის გაუმჯობესებული შესაძლებლობები და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და სიმძლავრე.

ეს პროგრამა ხელს შეუწყობს იმ ძირითადი პოლიტიკისა და მეთოდოლოგიის განვითარებას, რომელიც პროფესიული განათლების სისტემას სჭირდება რეფორმების პერიოდში და რომელიც გასაგები იქნება ყველა მონაწილისა და პრაქტიკოსისათვის. პოლიტიკის, წესებისა და მეთოდების სისტემატიზირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციონალურად არასტაბილურ გარემოში და პროგრამა განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაეხმარება ამ მიმართულებით ტექნიკური და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში შემდეგ ძირითად სფეროებში: პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობა, კვალიფიკაციათა სისტემა, დაფინანსება და განათლების სისტემაში შემდგომ ეტაპზე გადასვლის გაუმჯობესებული შესაძლებლობები. გარდა ამისა, ეს პროგრამა დაეხმარება სექტორის მონიტორინგის მეთოდოლოგიის განვითარებას, პროფესიული ცენტრების მართვისა და თვითშეფასების ინსტრუქციების შემუშავებას და პილოტირებას. პროგრამის ეს მნიშვნელოვანი ელემენტი მოცემულია პოლიტიკის მატრიცის ყველა სფეროში (იხ. დანართი), რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ და ევროპულ საუკეთესო გამოცდილებაზე, რომელიც საბოლოოდ აამაღლებს ცოდნის დონეს და კვლევისუნარიანობას პროფესიულ განათლებაში. საბოლოოდ პროგრამა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების სექტორის კანონმდებლობის გადახედვას, რათა აღარ გახდეს საჭირო შემდგომი ცვლილებები.

ამჟამად სისტემის არქიტექტურა და მართვა ბუნდოვანია, რაც განპირობებულია მიმდინარე რეფორმებით, ამიტომ ეს პროგრამა განსაზღვრავს ძირითად ურთიერთკავშირს და როლებს, კერძოდ, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, პროფესიული ცენტრების ეფექტური საფუძვლების განსაზღვრას მათი ავტონომიურობისა და ფუნქციონირებისათვის.

სექტორის მართვის ეფექტურობის მისაღწევად ჩამოყალიბდება პოლიტიკის საბჭო (სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო NVETC), რომელშიც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები და სოციალური პარტნიორები და მოხდება ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინსტიტუციური (ადამიანური და ტექნიკური) მხარდაჭერა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძირითადი ამოცანაა სექტორის რეფორმის პროგრესის მონიტორინგი და მისი სექტორის ფუნქციონირებაზე ზემოქმედება და წინამდებარე პროგრამა უზრუნველყოფს ეფექტური მონიტორინგისა და განათლების პოლიტიკის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის შექმნას, რომელიც ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას შედეგების განხილვასა და სამომავლო გეგმების შემუშავებაში.

პროფესიული განათლების რეფორმების ეფექტურობისათვის აუცილებელია პროფესიული განათლების პოლიტიკას/პროგრამებს და დამსაქმებელთა შორის მნიშვნელოვნად გაძლიერდეს კავშირები. ეს თანამშრომლობა აუცილებელია სხვადასხვა სფეროებში, კერძოდ, პროფესიული კომპეტენციებისა და კვალიფიკაციების განსაზღვრაში, პროფესიულ მომზადებაში მონაწილეობაში, სტუდენტთა კომპეტენციის შეფასებაში, ერთობლივ სახელმწიფო-კერძო პროექტებში, რომელიც დააკავშირებს პროფესიულ განათლებასა და საწარმოებს და სხვ. ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს პროფესიული ასოციაციების თანამშრომლობის უნარიანობა პროფესიული განათლების სექტორში. პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც პარტნიორობის დამყარებას, ისე დამხმარე პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

 პროგრამა ამ რეფორმებს მუდმივი დიალოგისა და რეფორმის ძირითადი პრიორიტეტების დადგენის სახით უწყობს ხელს ტრანშის გამოყოფისთვის დადგენილი პირობების შესრულების მონიტორინგისა და, საჭიროებისამებრ, შესაბამისი ექსპერტული დახმარების საშუალებით (ამ პროგრამით და ევროკომისიის და სხვა დონორების სხვა ინსტრუმენტების დამატებით ჩართვით). პროგრამის მთავარი არსია ამ სექტორში მოღვაწე იმ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდა სისტემების და პროცედურების და ადამიანური და ფინანსური შესაძლებლობების გაუმჯობესების მეშვეობით, როგორიცაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მისი სააგენტოები, სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო – NVETC, პროფესიული სწავლების ცენტრები და სოციალური პარტნიორები, რომლებიც ჩართულები არიან პროფესიული განათლების განხორციელებაში, მონიტორინგსა და დებატებში. სტრუქტურული, ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების კოორდინაცია, რომლებიც ამ და სხვა ორგანიზაციების მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორების მონაწილეობით არის დაწყებული, თავისთავად იქნება პროგრამის ძირითადი შედეგი და შემოღებული მენეჯმენტის და ზედამხედველობის მექანიზმები.

პროგრამა ხელს შეუწყობს ყველა ახალი ტექნიკური წინადადებებისა და პოლიტიკის პილოტირებას, რომელიც შემდგომ შეფასდება და გამოცდილება გაზიარებულ იქნება არამარტო პოლიტიკური გადაწყვეტილებების, არამედ პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სხვა ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარების გზითაც. ამ მიდგომით, პროგრამა საფუძველს ჩაუყრის ევროკომისიის სექტორული მხარდაჭერის შესაძლო გაგრძელებას.

2. განხორციელება

2.1. ბიუჯეტი და გრაფიკი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 19 მილიონ ევროს, რომელთაგან 17 მილიონი ევრო არის საბიუჯეტო დახმარება და 2 მილიონი ევრო-ტექნიკური დახმარება.

17-მილიონევროიანი საბიუჯეტო დახმარების კომპონენტი გადმოირიცხება სამ ტრანშად. პირველი ტრანში – 6 მლნ ევროს ოდენობით ჩამოირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, წინაპირობების შესრულების შემთხვევაში (იხ. დანართი). დარჩენილი თანხა 11 მლნ ევროს ოდენობით, ჩამოირიცხება 5,5 მლნ ევროს ოდენობის 2 ტრანშად, სავარაუდოდ 2011 წლის მაის/ივნისში (მეორე ტრანში) და 2012 წელს (მესამე ტრანში) (იხ. ცხრილი A, გვ.14). საბიუჯეტო დახმარების ტრანშების ჩარიცხვა მოხდება საქართველოს ხაზინაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებისთვის დანართის მატრიცაში მითითებული ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულების შემთხვევაში. ამ პირობების შესრულება შეფასდება ინდიკატორებით შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც მითითებულია მატრიცაში. თანხის გადმორიცხვის კალენდარი და გამოსაყოფი თანხების გაანგარიშების მეთოდი მოცემულია ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართში.

ტექნიკური დახმარების კომპონენტის მართვა მოხდება კომისიის მიერ პროგრამის საჭიროებებიდან გამომდინარე. მოსალოდნელია, რომ იგი გამოყენებული იქნება პროგრამის განხორციელებისათვის, გარე ინსპექტირების მისიებისათვის და ბენეფიციარის სპეციალიზებული ექსპერტიზის საჭიროების შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, რათა დახმარება გაუწიონ პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებულ რეფორმებს, ტექნიკური დახმარების ზუსტი სახე შეთანხმებულ იქნება მთავრობასთან და მისი განხორციელება მოხდება ევროკომისიის სახელმძღვანელოს შესაბამისად – „გავხადოთ ტექნიკური დახმარება უფრო ეფექტური”.

ტექნიკური დახმარება გამოყენებული იქნება ა) შეფასების, აუდიტის და თვალსაჩინოებისათვის (სავარაუდოდ 0.5 მლნ ევრო), ბ) მთავრობის მიერ პირობების შესრულების დამოუკიდებელი შეფასებისთვის (სავარაუდოდ 0.2 მლნ ევრო) და გ) მიმღები ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარებისათვის (სავარაუდოდ 1.3 მლნ ევრო). ტექნიკური დახმარება გაწეული იქნება შემდეგი სფეროებისთვის: 1) VET-ის კვალიფიკაციის სისტემა; 2) სექტორის ფუნქციონირების მონიტორინგის სისტემა; 3) VET-ის ხარისხის მართვა; 4) სასწავლო გეგმები; 5) სამუშაო ძალის ბაზრის მონიტორინგის მეთოდოლოგია; 6) VET-ის პროგრამების და პოლიტიკის ხარჯების გაწერა.

პროგრამის ოპერაციული განხორციელების ვადა შეადგენს მაქსიმუმ 48 თვეს დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ოპერაციულ ფაზას მოსდევს 24-თვიანი დახურვის ფაზა.

2.2 საბიუჯეტო დახმარების მოდალობა

საბიუჯეტო დახმარება პირდაპირი და არამიზნობრივია. თანხები მიმართული იქნება პირდაპირ საქართველოს მთავრობის ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ერთიან ანგარიშზე საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. გამოყოფის შემდეგ თანხები გამოყენებული იქნება როგორც სხვა ჩვეულებრივი სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები და მათი მართვა მოხდება მთავრობის მიერ საქართველოს კანონებისა და წესების შესაბამისად.

უცხოური ვალუტის თანხები ჩაირიცხება ამ მიზნით გახსნილ საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე, ჩარიცხვის თაობაზე შეტყობინების ვალუტირების თარიღის შესაბამისად, და ეკვივალენტური თანხა ეროვნულ ვალუტაში დაუყოვნებლივ ჩაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე. გაცვლითი კურსი იქნება ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის საშუალო კურსი ჩარიცხვის დღისთვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ევროკომისიას მიაწვდის აღნიშნული ანგარიშის შესახებ ინფორმაციას თითოეული გადმორიცხვის წინ.

პირველი ტრანში ფიქსირებულია და შეადგენს 6 მილიონ ევროს, რომელიც გადმოირიცხება ფინანსური შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და ექვემდებარება მაკროეკონომიკური და სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტის პოლიტიკის ზოგადი პირობებისა და დანართის (C) ცხრილში მოცემული სპეციალური პირობების შესრულებას.

მეორე და მესამე ტრანშებს, თითოეულს 5.5 მილიონ ევრომდე, ექნება ფიქსირებული და ცვლადი კომპონენტები, რომელთაგან პირველი შეეხება რეფორმის ეფექტიან მენეჯმენტს, მეორე კი სექტორის რეფორმის კონკრეტულ სფეროებში შესრულებას. ორივე შემთხვევაში პროგრამის ზოგადი პირობების თანმიმდევრული შესრულება უპირველესი მოთხოვნაა ნებისმიერი თანხის გადმორიცხვის შეფასებისთვის და სპეციალური პირობების სრული შესრულება, რომლებიც შეეხება ფიქსირებულ კომპონენტს, წინაპირობაა ცვლადი კომპონენტის გადმორიცხვის განხილვისათვის. ფიქსირებული კომპონენტით გათვალისწინებული თანხა ფიქსირებულია და ექვემდებარება მხოლოდ აუცილებელი პირობების სრულ შესრულებას, ცვლადი კომპონენტით გათვალისწინებული თანხა კი განსხვავებული იქნება ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებებით დადგენილ დროს შესრულების ხარისხის შეფასებიდან გამომდინარე.

2.3. შესრულების მონიტორინგი და თანხის გადმორიცხვის კრიტერიუმები

2.3.1. პროგრამის კონტროლი

პროგრამის კონტროლი ეკისრება სამეთვალყურეო საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და რომლის წევრები არიან ძირითადი სამინისტროების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ პროგრამის განხორციელებაში, და ევროკომისიის წარმომადგენლები.

 სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

● განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (თავმჯდომარე);

● ფინანსთა მინისტრი;

● ეკონომიკური განვითარების მინისტრი;

●  რეგიონალური განვითარების მინისტრი;

●  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

 სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო – NVETC;

● განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი;

● ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;

● საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;

● საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევალება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ორგანიზება და მოწვევა. წევრებს ეცნობებათ წერილობითი მოწვევით, რომელშიც მოცემული იქნება დღის წესრიგის პროექტი და წინა სხდომის ოქმი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს ამჟამად განხილვის პროცესში მყოფი ინსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად.

საჭიროების შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, დამკვირვებლებად ან ექსპერტებად მოიწვიონ რეფორმასთან დაკავშირებული სხვა სამინისტროების ან ორგანიზაციების წევრები, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოში სამართლებრივი რეფორმებისთვის ევროკომისიის ტექნიკური დახმარების წარმომადგენლები, ექსპერტები ევროპული გადამზადების ფონდიდან, ექსპერტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან სხვა შესაბამისი დაინტერესებული პირები.

სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბება წელიწადში ორჯერ მაინც, რომ შეაფასოს პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობა. სამეთვალყურეო საბჭო თავის პირველ სხდომაზე ჩამოაყალიბებს მუშაობის რეჟიმს და მანდატს, ასევე პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობის მონიტორინგის სათანადო მექანიზმს. სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს შესაძლო სიძნელეებს ტრანშის გამოყოფის პირობების შესრულებაში და დროულად გადაჭრის მათ. გარეგანი ფაქტორების და გარემოებათა ცვლილებების გამო საბჭომ შეიძლება ევროკომისიას განსახილველად შესთავაზოს ცვლილებები პროგრამის განხორციელებაში.

პროგრამის ხარისხიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად საბჭო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს თავისი შემდეგი ვალდებულებები:

1. ჩართოს ევროკომისია მთავრობისა და დონორების ყველა განხილვაში და ინსტიტუციურ ღონისძიებებში თავისი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) შემუშავებისა და განხორციელებისათვის და მასთან დაკავშირებული საშუალოვადიანი ხარჯების სტრუქტურის (MTEF) განვითარებისათვის;

2. ჩართოს ევროკომისია მთავრობისა და დონორების ყველა განხილვაში და ინსტიტუციურ ღონისძიებებში პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისათვის და განათლებისა და დასაქმების პოლიტიკის განხილვებში;

3. უზრუნველყოს, რომ მთავრობის მიერ იმ სამინისტროების და ორგანიზაციების, რომლებსაც ეხება წინამდებარე პროგრამა, სტრუქტურის და/ან წესდების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ ეცნობოს ევროკომისიას; და

4. უზრუნველყოს, რომ ფინანსთა სამინისტრომ და ყველა სამინისტრომ და ორგანიზაციამ, რომლებსაც ეხება პროგრამა, თავისი ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტი, კერძოდ, 2010, 2011 და 2012 ფისკალური წლებისთვის, ხელმისაწვდომი გახადოს ევროკომისიისათვის ბიუჯეტის კანონის მიღებამდე.

საბჭო ასევე უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს ევროკომისიისათვის (ევროკომისიის წარმომადგენლობა და პროფესიული განათლების რეფორმის ევროკომისიის ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელშიც შედიან მოკლევადიანი სპეციალისტთა მისიები და ინსპექციები) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საბანკო ამონაწერები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ჩარიცხვასთან;

ბ) პროგრამასთან დაკავშირებულ სექტორში ხარჯების (ხაზინა) შესახებ ანგარიშები;

გ) ჩართული ორგანოების (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მისი სააგენტოები: ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი) ზოგადი და სპეციფიური ბიუჯეტების შესრულების შესახებ ანგარიშები;

დ) კანონები, მთავრობის დადგენილებები და სხვა საკანონმდებლო აქტები და ადმინისტრაციული დებულებები, პროექტი და საბოლოო ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის განხორციელებასთან;

ე) ანგარიშები და შეთანხმებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და მის უწყებებთან, ევროპის საბჭოსთან და მის უწყებებთან; და

ვ) მთავრობის და სხვა დონორების საპროგრამო დოკუმენტები და ანგარიშები, პროექტი და საბოლოო ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის განხორციელებასთან.

2.3.2. რეფორმების კოორდინაცია და ანგარიშგება

რეფორმების პროცესების კოორდინაცია მოითხოვს უწყებათაშორისი ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელიც გააერთიანებს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და დონორებს (შემდგომ მოხსენიებულია როგორც NVETC). ის პროგრამის განუყოფელი ნაწილია და განსაზღვრულია როგორც რეფორმის წინაპირობა. ამ ორგანოს ჩამოყალიბება და ეფექტიანი მუშაობა არის ტრანშების ფიქსირებული კომპონენტების გამოყოფის მთავარი ელემენტი და, აქედან გამომდინარე, წინასწარი მოთხოვნა ცვლადი კომპონენტით გათვალისწინებული თანხების გამოყოფის განხილვისათვის.

 ასევე განისაზღვრა, რომ ნაკლოვანებებია რეფორმებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაში, ანალიზსა და წარმოდგენაში, კერძოდ, პროფესიული განათლების პოლიტიკისა და მიდგომის გავლენის სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებთან მიმართებით. პროგრამის მიზანია ასევე სტრატეგიის გაუმჯობესება და სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომ შეფასდეს შესრულება, რომელიც ტრანშების ფიქსირებული კომპონენტების გამოყოფის პირობის ნაწილია.

2.3.3. ევროკომისიის ზედამხედველობა და ტექნიკური დახმარება

თბილისში ევროკომისიის წარმომადგენლობა ზედამხედველობას გაუწევს პროგრამას ევროკომისიის სახელით და უზრუნველყოფს კონსტრუქციულ დიალოგს მთავრობასთან. მე-2 და მე-3 ტრანშის გამოყოფამდე წარმომადგენლობა მოიწვევს გარე ინსპექტირების მისიას, რომ შეაფასოს თანხის გამოყოფის პირობების შესრულება (იხ. 2.3.4).

ტექნიკური დახმარება გამიზნულია, რომ ხელი შეუწყოს რეფორმის ფართო პროცესს, იმ სფეროებს, სადაც სტრატეგიის და იურიდიული კონსულტაციის და\ან სხვა მომსახურების საჭიროება აღიარებულია ერთობლივად ბენეფიციარი ორგანიზაციების და ევროკომისიის მიერ. ამ მიზნისათვის გამოყოფილი ტექნიკური დახმარება არ შეიძლება გახდეს ტრანშის გადმორიცხვის გარე ინსპექტირების მისიის ნაწილი. ევროკომისია ხელისუფლებასთან კონსულტაციების გზით განსაზღვრავს ტექნიკური დახმარების ტექნიკურ დავალებას.

2.3.4. ტრანშების გამოყოფა და შესრულების შეფასება

ამ პროგრამით ტრანშების გამოყოფისათვის საჭიროა ზოგადი პირობების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საბიუჯეტო დახმარებასთან: სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ჯანსაღი სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის სტრუქტურა, ასევე სპეციალური პირობების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია (ა) პროფესიული განათლების სექტორში რეფორმის პროცესთან მთლიანად: სისტემა პროფესიული განათლების რეფორმის კოორდინაციისა და განხორციელებისათვის, რომელსაც დახმარებას უწევს პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მთავრობის თანმიმდევრული და დროში გაწერილი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და (ბ) კონკრეტულ ქვესექტორებთან, რომლებსაც უნდა გაეწიოს დახმარება: სექტორული მართვა და სოციალური პარტნიორობა, პროფესიული განათლების ხარისხი და ბაზრისადმი ადეკვატურობა, და პროფესიულ განათლებაში მონაწილეობა. ეს ზოგადი და სპეციალური პირობები დეტალურადაა მოცემული დანართში.

იწარმოებს ყოველწლიური გარე ინსპექტირების მისიები, რომ შემოწმდეს ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულება მე-2 და მე-3 ტრანშების ფიქსირებული და ცვლადი კომპონენტების გამოყოფამდე, როგორც მითითებულია ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართში. ინსპექტირების მისიები მოეწყობა სპეციალურად ამ მიზნისათვის დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ისე როგორც 2.3.3 პუნქტშია მოცემული და პროგრამის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის, ის ექსპერტები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფორმულირებაში (Action Fiche), პოლიტიკის მატრიცაში და/ან ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების ფორმულირებაში არ შეიძლება იყვნენ ინსპექტირების მისიის წევრები.

 დანართში შერჩეული შესრულების კრიტერიუმების და ინდიკატირების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი ადეკვატურია, რათა გამოყენებული იქნეს პროგრამით გათვალისწინებული საბიუჯეტო დახმარების გადმორიცხვის შესაფასებლად. დანართში შერჩეული შესრულების მაჩვენებლები და ინდიკატორები გამოიყენება პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში. ამასთანავე, გამონაკლის, სათანადოდ გამართლებულ შემთხვევებში, სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია სთხოვოს ევროკომისიას წარმომადგენლობის მეშვეობით მაჩვენებლების და ინდიკატორების შეცვლა. ნებისმიერი შეთანხმებული ცვლილება ავტორიზებული უნდა იყოს ინსპექტირებამდე ორ მხარეს შორის წერილების გაცვლის გზით.

სპეციალური პირობების შეუსრულებლობას, რომელიც შეფასებულია კრიტერიუმებთან და ინდიკატორებთან შესაბამისობის საფუძველზე, რომლებიც ნებისმიერი ტრანშის ფიქსირებულ კომპონენტს დაერთვის, შედეგად მოჰყვება მთლიანი ტრანშის დაკარგვა, ცვლადი კომპონენტის ჩათვლით, მიუხედავად ცვლად კომპონენტთან დაკავშირებული პირობების შესრულების ხარისხისა. ზოგადი პირობების შეუსრულებლობა ხელს შეუშლის ტრანშის გამოყოფის განხილვას, სპეციალური პირობების შესრულების მდგომარეობის მიუხედავად. ამასთანავე, თუ პირობების შესრულება ვერ მოხერხდა ან ინდიკატორი ვერ იქნა მიღწეული ფორსმაჟორის გამო, შესაძლებელია მოცემული პირობის ან ინდიკატორის ნეიტრალიზება, როგორც შესრულების განმსაზღვრელისა. ამგვარი შემთხვევები განხილული უნდა იქნეს ამ პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოზე. შემდეგ, თუ დადგინდება, რომ ერთ ან რამდენიმე პირობაზე გავლენა მოახდინა გამონაკლისმა გარე გარემოებებმა ან ისინი არარელევანტური ან მოძველებული გახდა იმ ცვლილებების გამო, რომლებიც მოხდა გარე პირობებში, და ეს ფაქტი დოკუმენტირებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მათი ნეიტრალიზება შესაძლებელია განიხილოს ევროკომოსიამ (ცვლად კომპონენტთან და პირობებისა და კრიტერიუმების შეწონადობასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ მე-6 პუნქტში: შესრულების შეფასების ფიქსირებული და ცვლადი ტრანშებისათვის).

პროგრამის ოპერაციული ფაზის დასრულების შემდეგ მოეწყობა საბოლოო ინსპექტირება.

2.4. შესყიდვები და ფინანსური პროცედურები

პროგრამის მენეჯმენტი ცენტრალიზებულია, ე.ი. ტექნიკური დახმარების აუდიტის და შეფასების მართვა ხდება მხოლოდ ევროკომისიის მიერ.

ყველა კონტრაქტი დადებული და განხორციელებული უნდა იქნეს შესაბამისი პროცედურების დაწყების დროს არსებული ფინანსური შეთანხმების ზოგადი და სპეციალური პირობების და იმ პროცედურების და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებსაც შეიმუშავებს და აქვეყნებს კომისია გარე ოპერაციების განხორციელებასთან მიმართებით.

ყველა გადახდა კომისიის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი პროცედურების დაწყების დროს არსებული ფინანსური შეთანხმების ზოგადი და სპეციალური პირობების და იმ პროცედურების და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებსაც შეიმუშავებს და აქვეყნებს კომისია გარე ოპერაციების განხორციელებასთან მიმართებით.

3. შეფასება და აუდიტი

თბილისში საქართველოს ევროკომისიის წარმომადგენლობა ზედამხედველობას უწევს პროგრამას და უზრუნველყოფს კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან.

3.1. ინსპექტირებები და შეფასება

პროგრამის ინსპექტირება მოხდება წელიწადში ერთხელ, რომ შეფასდეს ტრანშების გამოყოფის პირობების შესრულება, როგორც დეტალურადაა მოცემული ამ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართის მატრიცაში. ინსპექტირება დაიგეგმება, რომ დაემთხვეს თანხის გადმორიცხვის ინდიკატურ გრაფიკს, რომელიც წარმოდგენილია დანართში. საბოლოო ინსპექტირება მოეწყობა პროგრამის განხორციელების ბოლოს, რათა შეფასდეს პროგრამა, მისი გავლენის და მდგრადი განვითარების ჩათვლით. ეს არ უშლის ხელს კომისიის შესაძლებლობას, შემდგომ, მოგვიანებით დაიწყოს სრული ფაქტობრივი შეფასება. იმავდროულად, კომისია იტოვებს უფლებას ჩაატაროს პროგრამის აუდიტი (ან შესაბამისობის ტექსტები) და გამოიყენოს თანხები საკუთარი შიდა და გარე აუდიტის პროცედურებისთვის.

3.2. ტექნიკური დახმარება

ტექნიკური დახმარება გაწეული იქნება საჭიროებისამებრ, რომ მოხდეს მონიტორინგი, ანგარიშგება და ხელის შეწყობა საქართველოს მთავრობისთვის პროგრამის განხორციელებაში. ევროკომისია ადმინისტრირებას გაუწევს ტექნიკური დახმარების თანხებს, რომლებიც გამოყოფილია ამ პროგრამისთვის, და განსაზღვრავს კომპეტენციის სფეროებს და ამ დახმარებისთვის საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების გზით. ასევე იხილეთ პუნქტი 2.3.3 და 2.3.4.

4. კომუნიკაცია და თვალსაჩინოება

კომუნიკაცია და ხელმისაწვდომობა ორგანიზებული იქნება კოორდინაციით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართული არიან პროგრამის განხორციელებაში, უწყებათაშორისი მაკოორდინირებული ორგანოს ჩათვლით, რომლის წევრებიც შერჩეული არიან მთავრობიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და დონორებისაგან. ევროკომისია ამ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზებას გაუწევს საზოგადოებრივი ურთიერთობის ღონისძიებებს და პრესრელიზებს, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პროგრამის მიმდინარეობისა და მიღწევების შესახებ.

დანართი: თანხის გადმორიცხვის ღონისძიებები და გრაფიკი

1. პასუხისმგებლობები

დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადმორიცხვის პირობების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოფიციალურ მოთხოვნას უგზავნის ევროკომისიას თითოეული ტრანშის გადმორიცხვაზე. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: (1) სრულ ანალიზს და განმარტებას თანხების გადახდისათვის და უნდა ერთოდეს საჭირო დოკუმენტები; (2) ფინანსური ინფორმაციის ფორმას, რომელიც უნდა იყოს სათანადოდ ხელმოწერილი, რომ გაადვილდეს შესაბამისი გადახდა.

2. თანხის გადმორიცხვის მოთხოვნები

პირველი ტრანში 6 მილიონი ევროს ოდენობით გამოიყოფა მას შემდეგ, რაც მოხდება:

§  დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერა;

§  ქვემოთ მე-4 პუნქტში განსაზღვრული ზოგადი პირობების თანმიმდევრული შესრულება;

§  ქვემოთ მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების სრული შესრულება პირველი ტრანშისთვის;

§  გადახდის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის მიღება ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულების ანალიზით და განმარტებით; და

§  ევროკომისიის მიერ დადებითი შეფასება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა ტრანშის გადმორიცხვისათვის.

 მეორე ტრანში 5.5 მილიონ ევრომდე გამოიყოფა მას შემდეგ, რაც მოხდება:

§  ქვემოთ მე-4 პუნქტში განსაზღვრული ზოგადი პირობების თანმიმდევრული შესრულება;

§  ქვემოთ მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების სრული შესრულება მეორე ტრანშის ფიქსირებულ კომპონენტთან დაკავშირებით;

§  ქვემოთ მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების შესრულების ხარისხის შეფასება მეორე ტრანშის ცვლად კომპონენტთან დაკავშირებით;

§  გადახდის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის და დოკუმენტური დასტურის მიღება ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ; და

§  პროგრამის დადებითი მიმოხილვა და ევროკომისიის მიერ მისი დადებითი შეფასება.

 მესამე ტრანში 5.5 მილიონ ევრომდე გამოიყოფა მას შემდეგ, რაც მოხდება:

§  ქვემოთ მე-4 პუნქტში განსაზღვრული ზოგადი პირობების თანმიმდევრული შესრულება;

§  ქვემოთ მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების სრული შესრულება მესამე ტრანშის ფიქსირებულ კომპონენტთან დაკავშირებით;

§  ქვემოთ მე-5 პუნქტში განსაზღვრული სპეციალური პირობების შესრულების ხარისხის შეფასება მესამე ტრანშის ცვლად კომპონენტთან დაკავშირებით;

§  გადახდის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის და დოკუმენტური დასტურის მიღება ზოგადი და სპეციალური პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ; და

§  პროგრამის დადებითი მიმოხილვა და ევროკომისიიის მიერ მისი დადებითი შეფასება.

3. თანხის გადმორიცხვის ინდიკატური გრაფიკი

ინდიკატური გრაფიკი მოცემულია ცხრილში. თანხის გადმორიცხვა ხდება მთავრობის მიერ სხვადასხვა პირობის შესრულების შეფასებით ყოველი ტრანშისთვის. ამგვარი შეფასება ხდება გარე ინსპექტირების ჯგუფის მიერ. ყოველი ტრანშისთვის შეფასება უნდა მოხდეს მატრიცის შესაბამისად. ე.ი. პირველი – მეორემდე, მეორე – მესამემდე. ზოგადი პირობები დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს როგორც ნებისმიერი შეფასების წინაპირობა, და სპეციალური პირობების შესრულება ნებისმიერი ტრანშის ფიქსირებული კომპონენტის გამოყოფისთვის უნდა მოხდეს, სანამ მოხდება ცვლადი კომპონენტის გამოყოფისთვის სპეციალური პირობების შესრულების ნებისმიერი განხილვა. ცვლადი კომპონენტის შეფასება უნდა მოხდეს იმ ფისკალური წლის განმავლობაში, რომელსაც ის მიეკუთვნება, და არა უგვიანეს სექტემბრისა, თუ ხაზინამ ტრანში უნდა მიიღოს იმავე ფისკალურ წელს. შეფასების დროს ცვლადი კომპონენტების შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკომისია იტოვებს უფლებას კვლავ შეაფასოს ისინი შემდგომი შეფასების ფარგლებში.

ცხრილი A: ჩამორიცხვის ინდიკატური კალენდარი

ფისკალური წელი

2009\2010 «

2011

2012

 

 

1კვ

2კვ

3კვ

4კვ

1კვ

2კვ

3კვ

4კვ

1კვ

2კვ

3კვ

4კვ

სულ

პირველი ტრანში

- ფიქსირებუ-ლი

 

 

 

6 მლნ

 

 

 

 

 

 

 

 

6 მლნ

მეორე ტრანში

-ფიქსირებუ-ლი ცვლადი

 

 

 

 

 

3.3 მლნ

2.2 მლნ

 

 

 

 

 

 

5.5 მლნ

მესამე ტრანში

-ფიქსირებუ-ლი ცვლადი

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.2 მლნ

3.3 მლნ

 

 

5.5 მლნ

სულ

 

 

 

6 მლნ

 

5.5 მლნ

 

 

 

5.5 მლნ

 

 

17 მლნ

ტრანში

მაქსიმალური თანხა

თანხის ჩამორიცხვის

მოთხოვნის ინდიკატური

თარიღი

ჩამორიცხვის ინდიკატური თარიღი

პირველი

6 მლნ

ნოემბერი 2009\თებერვალი 2010

ნოემბერი 2009\მარტი 2010

მეორე

5.5 მლნ

აპრილი\მაისი 2011

მაისი\ივნისი 2011

მესამე

5.5 მლნ

აპრილი\მაისი 2012

მაისი\ივნისი 2012

 

«თუ პირველი ტრანშის ჩამორიცხვა არ მოხდება 2009 წელს, მაშინ ჩამორიცხვა მოხდება 2010 წლის 1 კვარტალში

4. ყველა ტრანშის გამოყოფის ზოგადი პირობები

ცხრილში მოცემულია ყველა ტრანშის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები და ჩამორიცხვის ყველა მოთხოვნას უნდა ახლდეს მათი შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია

ცხრილი B: ყველა ტრანშის გამოყოფის ზოგადი პირობები

პირობა

კრიტერიუმი

დამადასტურებელი წყარო

ა) მაკროეკონომიკური სტაბილურობა

სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო

სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკის დამაკ-მაყოფილებელი პროგრესი, როგორც ეს დასტურდება მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის IMFF-ის მაკროეკონომიკური პროგრამის პროგრესით

IMF,WB და EC ანგარიშები

IMF-ის ანგარიშები Stand-by Arrangement-ის ფარგლებში

 

ბ) სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტი

სტაბილური სახელმწი-ფო ფინანსები და ფისკა-ლური მენეჯმენტი.

დამაკმაყოფილებელი პროგრესი საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრამის განხორციელებაში, რაც დასტურდება მათ შორის PEFA-ს შეფასებით, ან ECC,WB ან IMF-ის შემოწმებით

WB-ის ან IMF-ის ანგარიშები/ოქმები

EC-ის PFM ანგარიშები

PEFA-ს ანგარიშები

 


5. სპეციალური პირობები ტრანშის მიღებისთვის

სპეციალური პირობები, შეფასების კრიტერიუმები და პროგრამის თითოეული ელემენტისა და თითოეული ტრანშის შემოწმების საშუალებები მოცემულია C ცხრილში

 

 

 

 

 

 

ცხრილი C: სპეციალური პირობები თითოეულ ტრანშზე

საქართველო
SPSP VET AAP09

 

I. პროგრამის მთავარი ელემენტების შეჯამება

 

 

 

 

 

 

 

A სექტორული პირობები - პირველი, მეორე და მესამე ჩამორიცხვის ფიქსირებული კომპონენტი

 

სფერო 1: პროფესიული განათლების სექტორის რეფორმის სისტემის ჩამოყალიბება

პირობა 1.1: დაარსდა სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო - NVETC

პირობა 1.2: დამტკიცებულია სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედური სტრატეგია (2009-2012) და სამოქმედო გეგმა

 

 

 

 

 

 

B ქვესექტორული კომპონენტები - მეორე და მესამე ტრანშის ცვალებადი კომპონენტი

 

სფერო 1: სექტორის მართვა და სოციალური პარტნიორობა

პირობა 1.1: გაუმჯობესებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედუნარიანობა და კოორდინაცია პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით

პირობა 1.2: ჩამოყალიბება პროფესიული განათლების მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემა

პირობა 1.3: ჩამოყალიბებულია პარტნიორობა

პირობა 1.4: პროფესიული სწავლების ცენტრების მენეჯმენტი გაუმჯობესებულია

 

 

 

 

 

 

სფერო 2: პროფესიული განათლების ხარისხი და შრომის ბაზრისადმი შესაბამისობა

პირობა 2.1: პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო ჩამოყალიბებულია და კარიერის დაგეგმვა გაუმჯობესებულია

პირობა 2.2: სწავლა-სწავლების პირობები გაუმჯობესებულია

 

 

 

 

 

 

სფერო 3: პროფესიულ განათლებაში მონაწილეობა


II. პოლიტიკის დეტალური მატრიცა

 

A სექტორული პირობები - პირველი, მეორე და მესამე ჩამორიცხვის ფიქსირებული კომპონენტი

სფერო 1: პროფესიული განათლების სექტორის რეფორმის ჩარჩო ჩამოყალიბებულია

პირობა 1.1: სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნულ პროფესიულ საბჭოს წვლილი შეაქვს პროფესიული განათლების სექტორის განვითარებაში

I ტრანში

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალებები

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალებები

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალებები

პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებულია სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო – (NVETC-სგმეპს)

მანდატის, განაწესის,

წევრებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით

ნორმატიული აქტი

ა)  სგმეპს-ის შემოთავაზებით ჩამოყალიბებულია თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეხვედრებს მართავენ თვეში ერთხელ, მიიღებენ სამუშაო გეგმებს იმ პრიორიტეტებისა და აქტივობების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრულია პროფესიული განათლების სტრატეგიით.

1) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო;

2) პარტნიორობა სახელობო განათლების სფეროში;

3)კარიერის დაგეგმვა;

4) ხარისხის მართვა სახელობო განათლების სფეროში;

5) დაფინანსების მოდელები

ა) სგმეპს-ის და თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ოქმები

ა) თემატური სამუშაო ჯგუფებს წვლილი შეაქვთ პროფესიული განათლების რეფორმაში შესაბამისი სამუშაო გეგმის მიხედვით

ა) თემატური სამუშაო ჯგუფის მიერ მოწოდებული ტექნიკური ანგარიში და წინადადებები

ბ) სგმეპს

საქმიანობის ფორმატი და სამუშაო გეგმა (2010 წლისათვის)

ბ) შეხვედრების ოქმები, სამუშაო გეგმა

ბ) სგმეპს გასული წლის და მიმდინარე წლის I ტრიმესტრის საქმიანობის ანგარიში განთავსებულია ვებ-გვერდზე

ბ) სგმეპს -ის აქტივობების ანგარიში

ბ) სგმეპს გასული წლის და მიმდინარე წლის I ტრიმესტრის საქმიანობის ანგარიში განთავსებულია ვებ-გვერდზე

ბ) სგმეპს -ის აქტივობების ანგარიში (რომელიც მოიცავს თემატური სამუშაო ჯგუფის მუშაობის შესახებ მოსაზრებას)

გ) პროფესიული განათლების დეპარტამენტი ასრულებს სგმეპს სამდივნოს ფუნქციებს და განკარგავს ერთ სამუშაო კადრს

გ) შეხვედრების ოქმები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანება

გ) პროფესიული განათლების დეპარტამენტი ასრულებს  სგმეპს სამდივნოს ფუნქციებს და განკარგავს ერთ სამუშაო კადრს

გ) შეხვედრების ოქმები

გ) პროფესიული განათლების დეპარტამენტი ასრულებს სგმეპს სამდივნოს ფუნქციებს და განკარგავს ერთ სამუშაო კადრს

გ) შეხვედრების ოქმები

დ) სამოქალაქო საზოგადოებასა და პარტნიორებთან კონსულტაციების პროცესი ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს

დ) სგმეპს - ისა და სხვა მონაწილეთა (სოციალური და საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები) შორის გამართული დებატების ოქმი

დ) სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების პროცესი მიმდინარეობს

დ) სგმეპს -ისა და სხვა მონაწილეთა (სოციალური და საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის წელიწადში ორჯერ გამართული დებატების ოქმები

დ) სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების პროცესი მიმდინარეობს

დ) სგმეპს-ისა და სხვა მონაწილეთა (სოციალური და საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები) შორის წელიწადში ორჯერ გამართული დებატების ოქმები

პირობა 1.2: სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედური სტრატეგია (2009-2012) და სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია და ხორციელდება

I ტრანში

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალებები

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალებები

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალებები

ა) სგმეპს და სხვა მონაწილეებთან კონსულტაციების შედეგად პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედური სტრატეგია (2009-2012)

ა) პრემიერ მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ; N სგმეპს შეხვედრების ოქმი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საკონსულტაციო შეხვედრების ოქმები

ა) სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესის შეფასება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ და რეკომენდაციების საფუძველზე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გადამუშავება

ა) სგმეპს - სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეხვედრების ოქმები (რომლებიც მოიცავენ რეკომენდაციებს და  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის გადამუშავებული ვერსია

ა) სახელობო განათლების განვითარების სტრატეგიისა განხორციელებაში პროგრესი განხილულია სგმეპს-სა და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და განთავსებულია ვებგვერძე. რეკომენდაციები გათვალისწინებულია მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაში

 

ა) ანგარიში  სგმეპს შეხვედრების ოქმები, სამოქმედო გეგმის გადამუშავებული ვერსია

ბ) სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედური სტრატეგიის (2009-2012) ხარჯებზე გაწერილი სამოქმედო გეგმა (სულ მცირე 2009-2010 წლებზე), რომელიც დამტკიცებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა მიერ და მოიცავს ახალ და მიმდინარე პროგრამებს და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას

ბ) სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედური სტრატეგიის (2009-2012) 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამართული საკონსულტაციო შეხვედრების ოქმები

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების საბოლოო ბიუჯეტი (რომელიც ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში) მოიცავს შესაბამის ასიგნებებს ხარჯებზე გაწერილი მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ყველა პროგრამისათვის და მიმდინარე ხარჯებისათვის

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების საბოლოო ბიუჯეტი (რომელიც ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში) მოიცავს შესაბამის ასიგნებებს ხარჯებზე გაწერილი მიმდინარე წლის სამოქმებო გეგმის ყველა პროგრამისათვის და მიმდინარე ხარჯებისათვის

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული პროფესიული განათლების სექტორის საბაზისო ანალიზის ანგარიში, რომელიც შესაბამისობაშია სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედური სტრატეგიის (2009-2012) და მოიცავს ასევე სახელობო კურიკულუმების პოლიტიკის მდგომარეობას, მეთოდოლოგიურ სისტემას

გ) საბაზისო ანალიზის ანგარიში სგმეპს განხილვების ოქმი

გ) ხარჯებზე გაწერილი მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ყველა ღონისძიება ასახულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროგრამებში

გ) მიმდინარე წლისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამები

გ) ხარჯებზე გაწერილი მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ყველა ღონისძიება ასახულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროგრამებში

გ) მიმდინარე წლისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამები

 

 

 

 

 

 

B ქვესექტორული კომპონენტები - მეორე და მესამე ტრანშის ცვალებადი კომპონენტი

სფერო 1: სექტორის მართვა და სოციალური პარტნიორობა

პირობა 1.1: გაუმჯობესებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედუნარიანობა და კოორდინაცია პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელობო განათლების სფეროსთან მიმართებაში მყოფი ორგანოების[1] ფუნქციებისა და რესურსების საჭიროებების (ადამიანური, ტექნიკური) ექსპერტული ანალიზი განხილულია და დადებითადაა შეფასებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და ასახულია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში

ა) რესურსებისა და ფუნქციონალური ანგარიშის ანალიზი, სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, სგმეპს შეხვედრების ოქმები

ა) დამატებითი შტატი აყვანილია ექსპერტთა ანალიზისა და რეკომენდაციების შესაბამისად

ა) საშტატო რეესტრი

ბ) პროფესიული განათლების სექტორში მონაწილე დეპარტამენტებისა და სააგენტოების თანამშრომელთა ტრენინგებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების გეგმა შემუშავებულია და ასახულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტში

ბ) ტრენინგის გეგმა;  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი

ბ) პროფესიული განათლების სექტორში მონაწილე დეპარტამენტებისა და სააგენტოების თანამშრომელთა ტრენინგებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების გეგმა შემუშავებულია და ასახულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტში

ბ) ტრენინგის გეგმა;  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების სექტორში მომუშავე დეპარტამენტებისა და სააგენტოების თანამშრომელთა სულ მცირე 20%-სთვის ტრენინგების ჩატარება

გ) ტრენინგების ანგარიშები და ჩართულ თანამშრომელთაგან ინფორმაცია

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების სექტორში მომუშავე დეპარტამენტებისა და სააგენტოების თანამშრომელთა სულ მცირე 50%-სთვის ტრენინგების ჩატარება შესაძლებლობათა გაზრდის გეგმის მიხედვით.

გ) ტრენინგების ანგარიშები და ჩართულ თანამშრომელთაგან ინფორმაცია

პირობა 1.2: ჩამოყალიბება პროფესიული განათლების მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემა

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

ა) პროფესიული განათლების სისტემის მონიტორინგის პროცესი პროფესიული სწავლების ცენტრებთან კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებს შორის

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა შეხვედრების ოქმები

ა) პროფესიული განათლების სისტემის მონიტორინგის სისტემა (რომელიც მოიცავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიას, ინდიკატორებსა და საშუალებებს) ფუნქციონირებს და რეგულაცია პროფესიული განათლების პროვაიდერთა ვალდებულებების შესახებ მონიტორინგთან მიმართებაში მიღებულია.

ა) მონიტორინგის სისტემა, მთავრობის დადგენილება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი პროფესიული განათლების პროვაიდერთა რეგულაციების დამტკიცების შესახებ

ბ) სტრატეგიის განხორციელებისა და სახელობო განათლების სექტორის განვითარების მონიტორინგისათვის სანდო ვალიდური მონაცემების მისაღებად მონიტორინგის დეტალური მეთოდოლოგია, ინდიკატორები, მისი განხორციელების საშუალებები განსაზღვულია და სგეპს-სთან კონსულტაციების საფუძველზე დამტკიცებულია სამინისტროს მიერ

ბ) პროფესიული განათლების სექტორის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემა დამტკიცებულია

ბ) ჩამოყალიბებულია ერთიანი და ყოვლისმომცველი საინფორმაციო მართვის სისტემა სახელმწიფო და არასახელმწიფო პროფესიული განათლების პროვაიდერებისათვის

ბ) მთავრობის დადგენილება ან მსგავსი დოკუმენტი

გ) სახელმწოფო და არასახელმწიფო პროფესიული სწავლების ცენტრების სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები განხილულია სგმეპს და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გამოქვეყნებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე

გ) გამოკითხვის ანგარიშის გამოქვეყნება, სგმეპს შეხვედრების ოქმები

გ) მონაცემები, დასკვნები და რეკომენდაციები სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედური სტრატეგიის განხორციელების შესახებ (2009 – 2011 წლის 1 მეოთხედი) განხილულია სგმეპს-თან და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, გამოქვეყნებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე

გ) ანგარიშის გამოქვეყნება, სგმეპს შეხვედრების ოქმები და სხვა მონაწილეების შეხვედრების ოქმები

პირობა 1.3: ჩამოყალიბებულია პარტნიორობა

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

ა) პროფესიული განათლების ყველა დონის სოციალური პარტნიორობის გაძლიერების ტექნიკური და პოლიტიკის დოკუმენტები შემუშავებულია თემატური სამუშაო ჯგუფის მიერ "პარტნიორობა" და განხილულია სგმეპს და სხვა მონაწილეების მიერ და გამოქვეყნებულია

ა) ტექნიკური დოკუმენტი და პოლიტიკის დოკუმენტი

ა) პროფესიული განათლების ყველა დონის სოციალური პარტნიორობის მარეგულირებელი სისტემა და მექანიზმები, რომელიც დაფუძნებულია 2010 წლის ტექნიკურ დოკუმენტზე, ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს სგმეპს კონსულტაციების შემდეგ

ა) პროფესიული განათლების სოციალური პარტნიორობის მარეგულირებელი სისტემა

ბ) სახელმწიფო პროფესიული სწავლების ცენტრებში ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო საბჭოები კანონმდებლობის შესაბამისად

ბ) მთავრობის დადგენილება ან მსგავსი დოკუმენტი, პროფესიული სწავლების ცენტრების საბჭოების შეხვედრების ოქმები

ბ) ყველა სახელმწიფო პროფესიული სწავლების ცენტრების ბიზნეს-გეგმები მომზადებულია და დამტკიცებულია საბჭოების მონაწილეობით

ბ) ბიზნეს გეგმები, საბჭოების შეხვედრების ოქმები

გ) პროფესიული სწავლების ცენტრების მენეჯმენტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის ტრენინგების ჩატარება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობაზე 5 სახელმწიფო პროფესიული სწავლების ცენტრისათვის

გ) ტრენინგების ანგარიშები და ჩართული ცენტრისა და საბჭოს წევრების ინფორმაცია

გ) პროფესიული სწავლების ცენტრების მენეჯმენტის და საბჭოს წევრებისათვის ტრენინგების ჩატარება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობაზე დამატებითი 20 სახელმწიფო პროფესიული ცენტრისათვის

გ) ტრენინგების ანგარიშები და ჩართული ცენტრისა და საბჭოს წევრების ინფორმაცია

პირობა 1.4: პროფესიული სწავლების ცენტრების მენეჯმენტი გაუმჯობესებულია

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

ა) პროფესიული განათლების ხარისხის მართვის პოლიტიკა და დამხმარე სახემძღვანელოები, მეთოდოლოგია და პროცედურები დამოწმებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სგმეპს კონსულტაციების შედეგად

ა) პოლიტიკის დოკუმენტი გამოქვეყნებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე

ა) ყოვლისმომცველი ახალი ხარისხის მართვის პროცედურები წარმოდგენილია სახელმწიფო პროფესიული ცენტრების სულ მცირე 50%-ში

ა) სახელმწიფო პროფესიული ცენტრების ანგარიში

ბ) ყოვლისმომცველი ახალი ხარისხის მართვის პროცედურების განხორციელების პილოტირება დაიწყება სულ მცირე 5 პროფესიულ სწავლების ცენტრში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზედამხედველობით

ბ) პილოტური პროფესიული ცენტრების ანგარიშები

ბ) სახელმწიფო პროფესიული სწავლების ცენტრების სულ მცირე 80% მონაწილეობს თვითშეფასების ღონისძიებაში

ბ) შეფასების მოსამზადებელი დოკუმენტები ინსტრუქციები და ანგარიშები

გ) პროფესიული სწავლების ცენტრების ხარისხის მართვაში ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო მოდული

გ) დოკუმენტაცია საგანმანათლებლო მოდულზე

გ) სახელმწიფო პროფესიული სწავლების ცენტრების 100%-ის მენეჯერებმა და შიდა შემფასებლებმა გაიარეს პროფესიული ტრენინგი ხარისხის მართვაში

გ) ტრენინგის ანგარიშები

დ) პროფესიული სწავლების ცენტრების ხარისხის მართვის სახელმძღვანელოებისა და პროცედურების გავრცელება ყველა ცენტრსა და სხვა შესაბამის მონაწილეებში

დ) ბუკლეტები, სახელმძღვანელოები და პროცედურები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში; საინფორმაციო შეხვედრები პროფესიული სწავლების ცენტრებისათვის

 

 

ე) სახელმწიფოპროფესიული სწავლების ცენტრების სულ მცირე 50% მონაწილეობს თვითშეფასების ღონისძიებაში

ე) შეფასების დოკუმენტები

 

 

ვ) სახელმწიფო პროფესიული სწავლების ცენტრების 50%-ის მენეჯერებმა და შიდა შემფასებლებმა გაიარეს პროფესიული ტრენინგი ხარისხის მართვაში

ვ) ტრენინგის ანგარიშები

 

 

სფერო 2: პროფესიული განათლების ხარისხი და შრომის ბაზრისადმი შესაბამისობა

პირობა 2.1: პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო ჩამოყალიბებულია და კარიერის დაგემვა გაუმჯობესებულია

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

ა) ერთიანი პროფესიული კვალიფიკაციათა სისტემის პოლიტიკა განსაზღვრული და დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, რომელიც დაფუძნებულია თემატური სამუშაო ჯგუფების ტექნიკურ შემოთავაზებებზე, "პროფესიული კვალიფიკაციების სისტემაზე" და სგმეპს და დარგობრივ საბჭოებთან გამართულ კონსულტაციებზე

ა) დამტკიცებული პოლიტიკა;  სგმეპს შეხვედრების ოქმები

ა) პროფესიული სტანდარტები რეგისტრირებულია საჯარო სარგებლობის მონაცემთა ბაზაში (პროფესიული განათლების სისტემის მომხმარებლები და პროვაიდერები) და მონაცემთა ბაზის მართვა ხორციელდება დამტკიცებული რეგულაციების თანახმად

ა) პროფესიული სტანდარტების მონაცემთა ბაზა ფუნქციონირებს და ხელმისაწვდომია საჯარო მოხმარებისთვის; რეგულაციები პროფესიული სტანდარტების შესახებ

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩამოყალიბებულია 13 დარგობრივი საბჭო, რომელიც სისტემურ საფუძველზე ხელს შეუწყობს კვალიფიკაცითა სისტემის (კვალიფიკაციათა ნუსხა, პროფესიული სტანდარტები) შექმნასა და შემდგომ განვითარებას და ორიენტირებული იქნება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე

ბ) სექტორული კომიტეტების შეხვედრების ოქმები

ბ) პროფესიული ცენტრები (მასწავლებლები, მენეჯერები, საბჭოები) და სისტემის მომხმარებლები (საწარმოები, სტუდენტები) ინფორმირებულები არიან პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემაზე და პროფესიული სტანდარტების მონაცემთა ბაზაზე, საინფორმაციო ღონისძიებებისა და ბუკლეტების საშუალებით

ბ) ბუკლეტები, პროფესიულ ცენტრებში გამართული ღონისძიებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ანგარიში; ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და სგმეპს განხილვის საფუძველზე შესაბამისი დარგობრივი საბჭოების მიერ დარგობრივი კვალიფიკაციათა ნუსხის დამტკიცება

გ) დარგობრივ კვალიფიკაციათა ნუსხა; სგმეპს შეხვედრების ოქმები

გ) პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის შემუშავების ანალიზი დასრულებულია და სისტემის განვითარების რეკომენდაციების განხორციელების სამოქმედო გეგმა შეთანხმებულის სგმეპს-თან

გ) თემატური სამუშაო ჯგუფის (პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემა) ანგარიში; სგმეპს სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმა

დ) სულ მცირე 40 ახალი პროფესიული სტანდარტის შემუშავება, მათი სგმეპს მიერ განხილვა და ყველა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობა

დ) პროფესიული სტანდარტები; N სგმეპს ოქმები

დ) სულ მცირე 40 დამატებითი პროფესიული სტანდარტების შემუშავება, მათი სგმეპს მიერ განხილვა და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობა

დ) პროფესიული სტანდარტები; სგმეპს ოქმები

ე) კარიერის დაგეგმვის ჯგუფები ჩამოყალიბებულიადა მოქმედებს ყველა სახელმწიფო პროფესიული სწავლების ცენტრებში და თანამშრომლობენ საჯარო სკოლებთან და დამსაქმებლებთან შესაბამის რეგიონებში

ე) პროფესიული სწავლების ცენტრების ბიუჯეტები და საორგანიზაციო სტრუქტურა; კარიერის მრჩეველთა სამუშაოს აღწერილობა; კარიერის დაგეგმვის ჯგუფის ანგარიშები

ე) სულ მცირე კარიერის 20 მრჩეველი მონაწილეობს კარიერის დაგეგმვის ტრენინგში

ვ) სულ მცირე სტუდენტთა 30% სარგებლობს კარიერის დაგეგმვის სერვისით

ე) ტრენინგის ანგარიშები

ვ) რეესტრი

პირობა 2.2: სწავლა-სწავლების პირობები გაუმჯობესებულია

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

ა) პროფესიული განათლების მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა სტანდარტების შემუშავება, დამტკიცება და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება მომხმარებლებში/მონაწილეებში

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე სტანდარტების პროექტის გამოქვეყნება

ა) პროფესიული ცენტრების სულ მცირე 50% მასწავლებელთა ტრენინგის ჩატარება შემდეგ სფეროებში: ინფორმაციული ტექნოლოგიები პროფესიულ განათლებაში, ინტერაქტიული სწავლება, პროფესიული საკითხები ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და პროფესიული ცენტრების სულ მცირე 50% ინსტრუქტორებისათვის კვალიფიკაციების ასამაღლებელი ტრენინგის ჩატარება

ა) ტრენინგის ანგარიშები

ბ) სწავლების შერჩეული სფეროებისთვის სულ მცირე 10 ახალი სახელმძღვანელოს გამოშვება და მათი პროფესიული ცენტრებისათვის გადაგზავნა სახელმძღვანელოდ

ბ) ახალი სახელმძღვანელოების გამოქვეყნება; დარგობრივი საბჭოების ანგარიშები ან სახელმძღვანელოების ხარისხზე დარგობრივი საბჭოების შეხვედრების ოქმები

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელობო კურიკულუმების ახალი პოლიტიკის დამტკიცება ტექნიკურ სახელმძღვანელოებთან ერთად, რომელიც დაფუძნებული იქნება ამ პოლიტიკის ანალიზზე და განხილული იქნება სგმეპს და სხვა მონაწილეებთან და სულ მცირე 50 განახლებული კურიკულუმის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცება

ბ) პოლიტიკის დოკუმენტი; სახელმძღვანელოები, რომლების გამოქვეყნებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე

გ) პროფესიული განათლების სასწავლო გეგმების (პოლიტიკა, მეთოდოლოგიური სისტემა, მის შესაბამისობაზე მომხმარებელთაგან ინფორმაცია) არსებული სიტუაციის შეფასების განხილვა  სგმეპს და ანგარიშის გამოქვეყნება

გ) ანგარიში; სგმეპს ოქმები

 

 

დ) უმაღლეს სასწავლებლებში პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგისათვის სასწავლო პროგრამების/მოდულების შემუშავება და პილოტირება

დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა სასწავლო პროგრამები; ინფორმაცია საპილოტო დაწესებულებებიდან; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიშები

 

 

სფერო 3: პროფესიულ განათლებაში მონაწილეობა

პირობა 3.1: მომზადებულია პროფესიული განათლების დაფინანსების სისტემის რეფორმა

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

ა) დაფინანსების არსებული პრაქტიკის და სამართლებრივი ბაზის სრულყოფილი ანალიზი იმ პრობლემური საკითხებით, რომლებზეც უნდა იქნას მიმართული დაფინანსების სისტემის რეფორმები დადებითადაა შეფასებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და განხილულია სგმეპს-სა და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიშები; სგმეპს შეხვედრების ოქმები

ა) ახალი დაფინანსების კონცეფციის პილოტირება სულ მცირე პროფესიული სწავლების 2 ცენტრში

ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს პილოტირების პროცესს

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების ეფექტური დაფინანსებისათვის ახალი პოლიტიკის შემუშავება სგმეპს და სხვა მონაწილეებთან კონსულტაციის საფუძველზე

ბ) ტექნიკური წინადადება და შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტი; სახელმძღვანელოები პროფესიული ცენტრებისათვის

ბ) ფინანსური ნორმატივების შემუშავება და დამტკიცება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სგმეპს მიერ სულ მცირე 50 პროფესიისთვის

ბ) ფინანსური ნორმატივები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/ სგმეპს დამტკიცების აქტები

პირობა 3.2: გაუმჯობესებულია პროფესიული განათლების დონიდან სხვა საგანმანათლებლო დონეებზე გადასვლა

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

ა) სახელობო განათლების სხვა საგანმანათლებლო ქვესექტორებთან მოქნილი კავშირის პოლიტიკა შემუშავებულია სგმეპს-თან კონსულტაციის საფუძველზე

 

ა) პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება

ა) პროფესიულ განათლებაში საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრის პილოტირება სულ მცირე პროფესიული სწავლების 2 ცენტრში

ა) დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტი; სახელმძღვანელო; სგმეპს შეხვედრების ოქმი

ბ) სულ მცირე 40 საშუალო სკოლა მონაწილეობს ,,სახელობო განათლება სკოლაში” პილოტირებაში

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასების ანგარიშები

ბ) სულ მცირე 40 საშუალო სკოლა მონაწილეობს ,,სახელობო განათლება სკოლაში” პილოტირებაში და პილოტირების სქემა შემოწმდება წინა გამოცდილების საფუძველზე

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასების ანგარიშები

გ) წინმსწრები განათლების (არაფორმალური და უცხოური კვალიფიკაცია) აღიარებისა და ვალიდაციის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სგმეპს კონსულტაციის საფუძველზე

გ) წინმსწრები განათლების აღიარებისა და ვალიდაციის პოლიტიკის დოკუმენტი

გ) წინმსწრები განათლების აღიარებისა და ვალიდაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცება

გ) იურიდიული აქტი

პირობა 3.3: გაზრდილია პროფესიული განათლების ინკლუზიურობა და ხელმისაწვდომობა

II ტრანში

III ტრანში

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

კრიტერიუმი

შემოწმების საშუალება

ა)პროფესიული სწავლების 10 ცენტრს აქვს ინფრასტრუქტურა და სხვა სასწავლო პირობები უნარშეზღუდული სტუდენტებისთვის, კერძოდ სკოლებზე ხელმისაწვდომობა, დამატებითი პირობები ტუალეტებსა და სასწავლო ოთახებში, განსაზღვრულია სხვა საჭიროებები

ა) ადგილზე ვიზიტები, პროფესიული სწავლების ცენტრების ფიზიკური ინფრასტრუქტურის განახლება; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში

ა) სხვადასხვა ასაკის უნარშეზღუდული სტუდენტებისათვის პროფესიული განათლების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

ა) ადგილზე ვიზიტები; ნორმატიული დოკუმენტები; უნარშეზღუდულთათვის საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა

ბ) შენობება-ნაგებობების (ფასადები, ფანჯრები და კარები; გათბობის სისტემა, სახურავები) რეკონსტრუქცია სულ მცირე პროფესიული სწავლების 3 საჯარო ცენტრში. სულ მცირე 3 საჯარო პროფესიული სწავლების ცენტრის საკლასო ოთახების აღჭურვა, სულ მცირე 3 საჯარო პროფესიული სწავლების ცენტრის სახელოსნოების აღჭურვა

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის ასიგნებები; გასვლითი ვიზიტები, შესყიდვის დოკუმენტები მაგ: ტენდერის გამოცხადება.

ბ) შენობება-ნაგებობების (ფასადები, ფანჯრები და კარები; გათბობის სისტემა, სახურავები) რეკონსტრუქცია დამატებით სულ მცირე 3 პროფესიული სწავლების საჯარო ცენტრში. დამატებით სულ მცირე 3 საჯარო პროფესიული სწავლების ცენტრის საკლასო ოთახების აღჭურვა, დამატებით სულ მცირე 3 საჯარო პროფესიული სწავლების ცენტრის სახელოსნოების აღჭურვა

ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის ასიგნებები; გასვლითი ვიზიტები, შესყიდვის დოკუმენტები მაგ: ტენდერის გამოცხადება.

დ) პროფესიული განათლების სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფებისათვის საინფორმაციო და სააგიტაციო კამპანიის მომზადება

დ) სგმეპს ოქმები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიშები; საინფორმაციო მასალები

დ) სხვადასხვა საშუალებით საინფორმაციო და სარეკლამო კამპანია სახელობო განათლების შესახებ სხვადასხვა სამომხმარებლო ჯგუფისათვის დედაქალაქსა და რეგიონებში ხორციელდება წელიწადში რამოდენიმეჯერ რეგიონული დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით (პროფესიული სწავლების ცენტრები, სოციალური პარტნიორები, მთავრობა და სხვა)

დ) სატელევიზიო პროგრამები, პუბლიკაციები, ანგარიშები პროფესიულ ცენტრებში მოწყობილ ღონისძიებებზე

 


6. შეფასების მექანიზმები ფიქსირებული და ცვლადი ტრანშებისათვის

ფიქსირებულ და ცვლად კომპონენტთა შორის გადასახდელი თანხების განაწილების სისტემა ასახულია ცხრილში.

თითოეული გადასახდელი თანხის ფიქსირებული კომპონენტისათვის სახსრების გამოყოფა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა სპეციალური პირობების შესრულების სრული შესაბამისობა პირობების, კრიტერიუმებისა და ინდიკატორების ყველა იმ კომპონენტთან, რომელიც უკავშირდება მთლიანი სექტორის რეფორმებს: პროფესიული განათლების სექტორის რეფორმის სისტემური სტრუქტურის ჩამოყალიბება თავისი ორი პირობით: 1.1) სახელობო განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს – სგმეპს (NVETC) ჩამოყალიბება და 1.2) დამტკიცებული სახელობო განათლებისა და მომზადების განვითარების შუალედური სტრატეგია (2009-2012) და სამოქმედო გეგმა

მეორე და მესამე ტრანშის ცვლადი კომპონენტისათვის, სავარაუდო ცვლადი რაოდენობა (2.2 მლნ ევრო – მეორე ტრანშისთვის; 3.3 მლნ ევრო – მესამე ტრანშისათვის) ნაწილდება თითოეული ქვესექტორის რეფორმირების პირობებზე, რომლებიც უკავშირდება 1) სექტორის მართვასა და სოციალურ პარტნიორობას (4 პირობა); 2) პროფესიული განათლების ხარისხი და მისი შესაბამისობა შრომის ბაზართან (2 პირობა) და 3) პროფესიულ განათლებაში მონაწილეობა (3 პირობა). თითოეული ქვესექტორისათვის შესაბამისობის ხარისხი ცალ-ცალკე ფასდება როგორც სრული შესაბამისობა, სრულზე ნაკლები, მაგრამ საკმარისი შესაბამისობა ან საკმარისზე ნაკლები შესაბამისობა.

თითოეული კრიტერიუმი ფასდება როგორც შესაბამისობაში მყოფი იმ შემთხვევაში, თუკი ყველა ინდიკატორი შესრულებულია. თუ არ არის შესრულებული ერთი ან მეტი ინდიკატორი, კრიტერიუმები ვერ ჩაითვლება შესაბამისობაში მყოფად, თუ შეფასების პროცესამდე არ იქნება წარმოდგენილი საფუძვლიანი გასამართლებელი არგუმენტი სათანადო უწყების მიერ და აღნიშნული არგუმენტი არ იქნება განხილული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და მას მისაღებად არ ჩათვლის ევროკომისია.

 პირობასთან სრული შესაბამისობა (დაცულია ყველა კრიტერიუმი); გადასახდელი თანხის შეფარდებითი ცვლადი ელემენტი მთლიანადაა გამოყოფილი. სრულზე ნაკლები, მაგრამ საკმარისი შესაბამისობის შემთხვევაში გამოიყოფა შეფარდებითი ცვლადი ელემენტის მხოლოდ ნახევარი; საკმარისზე ნაკლები შესაბამისობის შემთხვევაში შეფარდებითი ცვლადი ელემენტიდან არაფერი გამოიყოფა.

 


ცხრილი D: ფიქსირებული და ცვლადი კომპონენტების სპეციალური პირობების შეფარდებითი წონები

 

პირველი ტრანში

მეორე ტრანში

მესამე ტრანში

 

მთლიანი გადასახდელი თანხის %

მაქსიმალური რაოდენობა

მთლიანი გადასახდელი თანხის %

მაქსიმალური რაოდენობა

მთლიანი გადასახდელი თანხის %

მაქსიმალური რაოდენობა

ფიქსირებული კომპონენტი

 

 

 

 

 

 

Aსექტორი მთლიანად

100

6 მლნ

60

3.3 მლნ

40

2.2 მლნ

ცვლადი კომპონენტი

 

 

 

 

 

 

B B ქვე-სექტორი

ნული

ნული

40

2.2 მლნ

60

3.3 მლნ

1. სექტორის მართვა და სოციალური პარტნიორობა

-

-

20

1.1 მლნ

15

0.825 მლნ

1.1 განათლების სამინისტროს\პროფე-სიული განათლების ქმედუნარიონობა და კოორდინაცია

-

-

5

0.275 მლნ

5

0.275 მლნ

1.2 მონიტორინგის სისტემა

-

-

5

0.275 მლნ

2

0.11 მლნ

1.3 პარტნიორობა

-

-

5

0.275 მლნ

3

0.165 მლნ

1.4 პროფესიული ცენტრების მენეჯმენ-ტი

-

-

5

0.275 მლნ

5

0.275 მლნ

2. პროფესიული განათლების ხარისხი და მისი შესაბამისობა შრომის ბაზარ-თან

-

-

10

0.55 მლნ

20

1.1 მლნ

2.1 პროფესიული კვალიფიკაციის სისტემა და კარიერის დაგეგმვა

-

-

5

0.275 მლნ

10

0.55 მლნ

2.2 სწავლა-სწავლების პირობები

-

-

5

0.275 მლნ

10

0.55 მლნ

3. პროფესიულ განათლებაში მონაწი-ლეობა

10

0.55 მლნ

25

1.375 მლნ

3.1 პროფესიული განათლების დაფი-ნანსების სისტემის რეფორმა

-

-

2

0.11 მლნ

5

0.275 მლნ

3.2 პროფესიული განათლების დონი-დან სხვა საგანმანათლებლო დონეებზე გადასვლის გაუმჯობესება

-

-

3

0.165 მლნ

5

0.275 მლნ

3.3 პროფესიული განათლების ინკლუ-ზიურობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა

-

-

5

0.275 მლნ

15

0.825 მლნ

 



[1] პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, განათლების ეროვნული აკრედიტაციის ცენტრი.