სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ

  • Word
სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 17/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.016014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
282
10/09/2010
სსმ, 119, 17/09/2010
340170000.10.003.016014
სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/09/2010 - 14/06/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №282

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის  გამარტივებული წესის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სურ­სათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის 21-ე და 29-ე მუხლების შესრულების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, უფლებამოსილი მოხელის მიერ ზედა­მხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების, მათ შორის, ინსპექტირების, ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის ზე­და­მხედველობის, პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების მიზნით, ასევე „სურსათის/­ცხო­ვე­ლის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰი­გი­ე­ნის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მო­ნი­ტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წე­სის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივ­ნი­ს­ის №173 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირ­ვე­ლი მუხლის მე-5 პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად დამ­­­ტკიცდეს „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარ­­მოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესი“ და­ნარ­თებთან ერთად (№1, №2).

    მუხლი 2

საქართველოს სოფლის მეურნეობის სა­მი­ნის­ტ­როს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო სა­ქვე­უწ­ყე­ბო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური ამ წესით გან­საზ­ღვრული სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი სა­წარ­მოს/დისტრიბუტორის მიმართ ჰიგიენის პირობების შე­მოწ­მე­ბის მიზნით ინსპექტირების განხორციელებისას უფლე­ბა­მო­სი­ლია, იხელმძღვანელოს მხოლოდ ამ დადგენილებით დამ­ტკი­ცე­ბული წესით შესაბამისი სტანდარტების, ტექნიკური რეგ­ლა­მენ­ტებისა და/ან გზამკვლევების (გაიდლაინების) მიღება/­აღი­ა­რე­ბამდე.

    მუხლი 3.

დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის გან­მავლობაში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცე­ნა­რეთა დაცვის ეროვნული სამსახური ინსპექტირების გან­ხორ­ცი­ელების პროცესში უფლებამოსილია, ჰიგიენის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზ­ნით გასცეს მხოლოდ რეკომენდაციები სურსათის/ცხოველის საკ­ვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანა­ვე.

   პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური

სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი ადგენს „სურსათის/ცხოველის საკვების მწარ­მო­­ებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესი­ს­გან“ განსხვავებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს, რომლებიც ვრცელ­დე­ბა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სურ­სათის/­­ცხო­ვე­ლის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დის­ტრიბუ­ტორის მი­მართ მათ მიერ სურსათის/­ცხოველის საკვების წარ­მოების, გა­და­მუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

2. შესაძლებელია სურსათის/ცხოველის საკვების მწარმო­ებ­ელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიერ გამოყენებულ იქნეს ამ წე­სი­საგან განსხვავებული წესები იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული წესებით ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველ­ყოფის მდგო­­მარეობა დასაბუთებული იქნება სურსათის/­ცხო­ველის საკ­ვე­ბის მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიერ.

3. ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნი­ლი მოთხოვნები სავალდებულოა სურსათის/ცხოველის საკ­ვე­ბის მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირებული პირებისათვის (შემდგომში – ბიზნეს­ოპ­ერატორი), რომ­ლე­ბიც ახორციელებენ სურსათის/­ცხოველის საკ­­ვების წარ­მო­ე­ბას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას.

4. ეს წესი ვრცელდება:

ა) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ამ წესის შესა­ბა­მი­სად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორ­ცი­ე­ლ­ებს სურ­სა­თის/ცხოველის საკვების (მათ შორის, პირ­ველადი წარ­მოების პროდუქტები) პირდაპირ მიწოდებას საბო­ლოო მომ­ხმა­რებლისათვის ან ადგილობრივი საცალო ვაჭრობის პუნ­ქტი­სა­თ­­ვის, რომლებიც უშ­უალოდ ამარაგებენ საბოლოო მომ­ხმა­რებ­­ელს;

ბ) იმ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გა­და­მუ­შა­ვების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე, რომელთა დრო­საც გა­მოიყენება ტრადიციული მეთოდები;

გ) სურსათის/ცხოველის საკვების არაქარხნული წესით წარ­მოებაზე, გადამუშავებაზე ან/და დისტრიბუციაზე, რომელიც ხორ­ციელდება მაღალმთიან რე­გიონში.

    მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები

1. ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მიზნით აუცილ­ე­ბე­ლია:

ა) ბიზნესოპერატორის მიერ გამოყენებულ იქნეს სასურ­სა­თო ნედლეული, ინგრედიენტი, წყალი, აღჭურვილობა, და­ნად­გა­რები, ინვენტარი და სხვა დამხმარე მასალა, რომ­ლე­ბიც შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად გამო­ყე­ნებული ნედლეული, ინგრედიენტი ან სხვა მასალა არ იყ­­ოს და­ბინძურებული პარაზიტებით, პათოგენური მიკრო­ორ­გა­ნიზ­მებით, ტოქსიკური ნივთიერებებითა და სხვა საფ­რთხეებით ისე, რომ გამოყენებული ნედლეულის, ინგრე­დიენტის ან სხვა მა­­სა­ლის შენახვისათვის საჭირო ჰიგიენური პირობების დაც­ვი­სა და ტექნოლოგიური გადამუშავების შემდეგ საბოლოო სურ­სა­­თი/­ცხო­ვე­ლის საკ­­ვები მაინც იყოს მავნებელი ადამიანის/­ცხო­ველის ჯანმრთელობისათვის.

2. „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარ­მოს/­დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვ­ნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფე­რო­ებ­ში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონ­ტ­­რო­ლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 25 ივნისის №73 დადგენილებით დამ­ტკი­­­ცებული №2 დანართის შესაბამისად ინსპექტირების გან­ხორ­ციელებისას ამ წესით განსაზღვრულ ჰიგიენის გამარ­ტი­ვე­ბულ მოთხოვნებთან ბიზნესოპერატორის შესაბამისობის დად­გე­ნის მიზნით, უფლებამოსილი მოხელე ადგენს შესაბამისობის შე­ფასების აქტს (დანართი №1, დანართი №2).

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენა – ღონის­ძი­ებ­ე­ბი და პირობები, რომლებიც აუცილებელია საფ­რთხის კონ­ტ­რო­­ლისა და სურსათის/ცხოველის საკვების მოხმარების ვარგისიანობის გარანტირებისათვის.

2. უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს სოფლის მე­ურ­ნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სა­ხელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლო­ბის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამ­სა­ხური (შემდგომში – სამსახური).

3. პირველადი წარმოების პროდუქტი – პროდუქტი, რომე­ლიც მიღებულია, მათ შორის, ნიადაგიდან, პირუტყვის მო­შე­ნე­ბით, ნადირობისა და თევზაობის შედეგად.

4. ბიზნესოპერატორი – სურსათის/ცხოველის საკვების მწარ­მოებელ საწარმოდ და/ან დისტრიბუტორად დარეგის­ტრი­რე­ბული პირი, რომელიც პასუხისმგებელია თავის დაქვემდებარე­ბაში არსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავ­ში­რე­ბუ­ლი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნილ მოთ­ხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის.

5. დაბინძურება – სურსათში/ცხოველის საკვებში მავნე აგ­ენტების არსებობა.

6. სასმელი წყალი – საქართველოს კანონმდებლობის შე­სა­ბამისად განსაზღვრული ადამიანის მოხმარებისათვის გან­კუთ­ვნილი წყალი.

7. სუფთა წყალი – ზღვის, მდინარის ან სხვა არა­სას­მე­ლი წყალი, რომელიც არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომ­ლებ­მაც შესაძლოა პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენა მოახ­დი­ნოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე.

8. გადამუშავება – ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშ­ვ­ნე­ლოვნად ცვლის თავდაპირველ პროდუქტს, მათ შორის, გაც­ხე­ლება, შებოლვა, კონსერვირება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაცივება ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომ­ბი­ნაცია.

9. გადამუშავებული პროდუქტი – სურსათი/ცხოველის საკ­ვები, რომელიც მიიღება გადაუმუშავებელი სურსათის/­ცხო­ვე­ლის საკვების გადამუშავების შედეგად. ეს პროდუქტები შეიძ­ლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცი­ლებელია მა­თი წარმოების ან მათთვის სპეციფიკური თვი­სე­ბების მიცე­მი­სა­თვის.

10. გადაუმუშავებელი პროდუქტი – სურსათი/ცხოველის საკ­ვები, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავების ეტაპი და რო­მე­ლიც დანა­წილ­და, დაიჩეხა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლე­ბი, გატ­ყავ­და, დაქუცმაცდა, მოიჭრა, დაიფქვა, გაიწმინდა.

11. მაღალმთიანი რეგიონი – გეოგრაფიული არეალი, რომ­ელიც შეესაბამება „მაღალმთიანი რეგიონების სოცი­ა­ლურ-ეკ­ონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიანი რეგიონის ცნე­ბას.

12. ტრადიციული მეთოდი – მეთოდი, რომელიც გუ­ლის­ხ­მობს არაქარხნული წესით სურსათის/ცხოველის საკ­ვების წარ­მო­ებას, გადამუშავებას და/ან დისტრიბუციას ისტო­რიულად ჩა­მო­ყალიბებული, თაობიდან თაობაზე გა­და­ცემული მეთოდების გა­მოყენებით, ტრადიციული ად­გი­ლობ­რივი ფერმერული მეურ­ნე­­ობებისა და სხვა ტრა­დი­ცი­ული სამეურნეო საქმიანობების ჩათ­­ვლით.

13. პირდაპირი მიწოდება – ბიზნესოპერატორის მიერ წარ­­მოების ადგილიდან სურსათის/ცხოველის საკვების პირ­და­პი­რი მიწოდება საბოლოო მომხმარებლისათვის ან სა­ცა­ლო ვაჭ­რობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამა­რა­გებს სა­ბო­ლოო მომხმარებელს.

14. საცალო ვაჭრობის პუნქტი – ამ წესის მიზნებისათვის სურ­სათის/ცხოველის საკვების სარეალიზა­ციოდ განკუთვნილი ობ­იექტი (მათ შორის, ღია ბაზარი), რო­მე­ლიც ახორციელებს საბოლოო მომხმარებლისათვის პროდუქ­ტის მიწოდებას.

15. მცირე ბიზნესი – ამ წესის მიზნებისათვის მცირე ბიზ­ნესის სტატუსის მქონე არის პირი, რომლის ჯამური ან მო­სა­ლოდნელი ბრუნვა უწყვეტი 12 კალენდარული თვის გან­მავ­ლო­ბაში არ აღემატება 200 000 ლარს.

    მუხლი 4. მოთხოვნები სურსათის/ცხოველის საკვების  სა­­წარ­­მოებლად განკუთვნილი შენობის მიმართ

1. სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად გან­კუთ­ვნილი შენობა მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ იძ­ლე­ოდეს დასუფთავების შესაძლებლობას, შეძლების­დაგ­ვა­რად არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, ხელს უწყობდეს დამაბინ­ძუ­რებ­ლებისაგან (მათ შორის, მავნებლებისაგან) დაცვას, საჭი­რო­ე­ბის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს ნედ­­ლეულის, ინგრე­დიენტების და სურსათის/ცხოველის საკ­ვების სათანადო ტემ­­პერატურით დამუშავებისა და შენა­ხვის პი­რობების დაცვა.

2. სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად გან­კუთ­ვნილ შენობაში ტუალეტის არსებობის შემთხვევაში, უნდა ხდე­ბოდეს მისი დასუფთავება.

3. შენობა აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაციის საშუალებებით და უნდა ჰქონ­დეს ად­ეკვატური ბუნებრივი და/ან ხელოვნური განათება.

4. დაუშვებელია საწარმოს საამქროებში სარემონტო სა­მუ­შაოების მიმდინარეობისას სურსათის/ცხოველის საკვების წარ­მოება. ნებადართულია მცირე შეკეთებითი სამუშაოების შესრულება წარმოების გაჩერების გარეშე, სურსათში/­ცხო­ვე­ლის საკვებში სხვადასხვა უცხო საგნის მოხვედრისაგან სა­იმ­ე­დო დაცვის უზრუნველყოფით.

    მუხლი 5. მოთხოვნები წყალმომარაგებისადმი

1. სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად ბიზნეს­ო­­პერატორი უნდა იყენებდეს ხარისხის სასმელ წყალს, რო­მე­ლიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დად­­­­გე­ნილ მოთხოვნებს.

2. სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავებამდე, მათ შო­რის, თევზისა და სხვა ზღვის პროდუქტების გასარეცხად, შე­სა­ძლებელია სუფთა წყლის გამოყენება.

3. სურსათის/ცხოველის საკვებისათვის განკუთვნილი ყი­ნუ­­ლი უნდა დამზადდეს სასმელი წყლისაგან, ხოლო თევზისა და ზღვის პროდუქტებისათვის განკუთვნილი ყინული შესაძლებელია დამზად­დეს სუფთა ზღვის წყლისაგან. ყინული დაცული უნ­და იყოს დაბინძურებისაგან.

    მუხლი 6. მოთხოვნები სურსათის/ცხოველის  საკვების მი­მართ

1. ბიზნესოპერატორმა სურსათის/ცხოველის საკვების წარ­მოებისათვის/გადამუშავებისათვის არ უნდა მიიღოს ისეთი ნედ­ლეული, ინგრედიენტი ან ნებისმიერი სხვა მასალა, თუ ცნო­ბილია ან არსებობს ეჭვი, რომ ისინი დაბინძურებულია მავ­ნებლებით, პათოგენური მიკროორგანიზმებით, უცხო სხე­უ­ლე­ბით ან ტოქსიკურია, გაფუჭებულია ისეთ დონემდე, რომ მა­ში­ნაც კი, თუ მათი შენახვა, წარმოება ან გადამუშავება მოხ­დე­ბა ჰიგიენის წესის სრული დაცვით, საბოლოო სურსათი/­ცხო­ველის საკვები მაინც მავნებელი იქნება ადამი­ა­ნის/­ცხო­ვე­ლის ჯანმრთელობისათვის.

2. ბიზნესოპერატორმა, სურსათის/ცხოველის საკვების წარ­­მოებისათვის/გადამუშავებისათვის საჭირო ნედლეულის, ინ­გრე­­დი­ენ­ტის ან ნებისმიერი სხვა მასალის მიღებისას უნდა აწარმოოს ჩანაწერი მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონა­ცე­მებისა და ნედ­ლეულის, ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა მასალის ჩა­ბა­რე­ბის თარიღის მითითებით.

3. წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტ­აპზე სურსათი/ცხოველის საკვები დაცული უნდა იყოს ნე­ბის­მიერი ისეთი სახის დაბინძურებისაგან, რამაც შესაძლოა ის ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობისათვის სახიფათოდ აქ­ცი­ოს, ან ისე დააბინძუროს, რომ მისი მოხმარება არამი­ზან­შე­წო­ნი­ლი გახდეს.

4. სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას გათვა­ლის­წი­­ნებულ უნდა იქნეს არაერთგვაროვანი პროდუქციის გან­ცალ­კე­ვება ისე, რომ ცალკეულმა სურსათმა/ცხოველის საკვებმა არ და­­კარგოს მისთვის დამახასიათებელი ორგა­ნო­ლეპტიკური თვი­სებ­ები.

    მუხლი 7. სურსათის/ცხოველის საკვების  შეფუთვისათვის სა­­ჭირო მოთხოვნები

1. სურსათის/ცხოველის საკვების შესაფუთი მასალა უნ­და აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილ მოთხოვნებს.

2. სურსათის/ცხოველის საკვების შესაფუთი მასალა უნ­და იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სურსათთან/ცხოველის საკ­ვებთან უშუალო შეხებისას არ მოხდეს პროდუქტის და­ბინ­ძუ­რება.

    მუხლი 8. ნარჩენების შეგროვება და გატანა

სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ნარჩენები, სა­ჭი­როების მიხედვით, უნდა იყოს გატანილი იმ ოთახებიდან, რომ­ლებშიც სურსათი/ცხოველის საკვებია განთავსებული, რა­თა თავიდან იქნეს აცილებული მათი დაგროვება.

    მუხლი 9. დეზინფექცია

1. დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი ან/და სადე­ზინ­ფექ­ციო საშუალებები უნდა ინახებოდეს ისე, რომ არ მოხდეს მა­თი შეხება შესაფუთ მასალასა და სურსათთან/ცხოველის საკ­ვებთან.

2. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების პროცესში გა­მო­ყენებული სარეცხი ან/და სადეზინფექციო საშუალებები არ უნ­და იყოს ტოქსიკური ადამიანისათვის და სა­ზიანო – სურსათისათვის/ცხოველის საკვებისათვის.

    მუხლი 10. მოთხოვნები სურსათის/ცხოველის საკვების ტრან­­სპორტირებისადმი

გადასაზიდი საშუალებები, ასევე კონტეინერები და შესა­ნა­ხი ჭურჭელი არ უნდა გამოიყენებოდეს სურსათის/ცხოველის საკ­ვების გარდა სხვა რამის გადასაზიდად, თუ შესაძლებელია, რომ ამან გამოიწვიოს სურ­სათის/ცხოველის საკვების და­ბინ­ძუ­რე­ბა. ასეთ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადასაზიდი საშ­უა­ლებების, ასევე კონ­ტეინერებისა და შესანახი ჭურჭლის შე­საბამისი დასუფთავება/­დეზინფექცია.

    მუხლი 11. ჰიგიენური მოთხოვნები პირველადი  წარ­მო­ებ­ი­სა და მასთან დაკავშირებული

     პრო­ცე­დურების მიმართ

1. ეს მუხლი ადგენს ჰიგიენურ მოთხოვნებს პირველადი წარ­­მოებისათვის და არეგულირებს მასთან დაკავშირებულ პრო­­­ცედურებს, რომლებიც მოიცავს:

ა) პირველადი წარმოების პროდუქტების წარმოებას, ად­გილ­ზე შენახვასა და ტრანსპორტირებას, რომელთა დროსაც არ­სებითად არ უნდა შეიცვალოს მათი ძირითადი თვი­სე­ბები;

ბ) ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირებისათვის დად­გე­ნილ მოთხოვნებს;

გ) მცენარეული წარმოშობის პროდუქტების, თევზჭერის, ნა­ნადირევისა და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოების ად­გი­ლ­იდან გადამმუშავებელ საწარმომდე ტრან­სპორ­ტირებას, რომლის დროსაც არ უნდა შეიცვალოს მათი ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბ­­ები.

2. ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც მისდევენ მეცხო­ვე­ლე­ობას, ნადირობას ან აწარმოებენ ცხოველური წარმოშობის პირ­ველად პროდუქტებს, გარემოებიდან გამომ­დინარე, უნდა განახორციელონ შემდეგი ადეკვატური ღონის­ძიებები:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის შესა­ბა­მისად, გამოიყენონ სასმელი წყალი ან სუფთა წყალი;

ბ) რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილონ მავ­ნებ­­ლებისაგან პირველადი წარმოების პროდუქტის დაბინ­ძუ­რე­ბა;

გ) ისე შეინახონ და გადაზიდონ პირველადი წარმოების ნარ­ჩენები და სახიფათო ნივთიერებები, რომ თავიდან აიცილონ პირ­ველადი წარმოების პროდუქტების დაბინძურება;

დ) საწარმოში ახალი ცხოველების შემოყვანის დროს გა­ა­ტარონ პრევენციული ზომები ადამიანისათვის საშიშ ინ­ფექ­ცი­ურ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგოდ და ასეთ დაავად­ებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, და­უ­ყოვნებლივ აცნობონ სამსახურს;

ე) გაითვალისწინონ ცხოველებიდან აღებული ნიმუშის ან­ალიზის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯან­მრ­თე­ლობისათვის;

ვ) გამოიყენონ საკვებდანამატები და ვეტერინარული და­ნიშ­ნულების სამედიცინო პრეპარატები საქართველოს კა­ნონ­მდებ­ლობის შესაბამისად.

3. ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ ან მოჰ­ყავთ მცენარეული წარმოშობის პირველადი პროდუქტები, უნდა გა­ნახორციელონ ადეკვატური ღონისძიებები, კერძოდ:

ა) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის შე­საბამისად, გამოიყენონ სასმელი წყალი ან სუფთა წყალი;

ბ) რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილონ მავ­ნებ­ლებისაგან პირველადი წარმოების პროდუქტის დაბინძუ­რე­ბა;

გ) ისე შეინახონ და გადაზიდონ ნარჩენები და სახიფათო ნივ­თიერებები, რომ თავიდან აიცილონ პირველადი წარმოების პრო­დუქტების დაბინძურება;

დ) გაითვალისწინონ მცენარეებიდან აღებული ნიმუშის ან­ალიზის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯან­მრთე­ლობისათვის;

ე) გამოიყენონ მცენარეთა დაცვის საშუალებები, აგრო­ქი­მი­კატები და ბიოციდები საქართველოს კანონ­მდებ­ლო­ბის შესა­ბა­მისად.

4. ბიზნესოპერატორებმა უნდა განახორციელონ შესა­ბა­მი­სი ღონისძიებები სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვ­ლე­ნი­ლი პრობლემების გამოსწორების მიზნით. 

 

 


 

დანართი 1

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის

ეროვნული სამსახური

 

შესაბამისობის შეფასების აქტი № –––––

(ივსება სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული

მოთხოვნების შემოწმების მიზნით)

 

აქტი შედგენილია ორ ეგზემპლარად

 

1.

ბიზნესოპერატორის სრული სახელწოდება

 

2.

ბიზნესოპერატორის იურიდიული და ფაქტობრივი მი­სამართები

 

3.

ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარ­მო­მად­გენ­ლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პი­რადი ნომერი

 

4.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცე­ნა­რე­თა დაცვის ეროვნული სამსახურის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორგანო (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქ­სი) 

 

5.

უფლებამოსილი მოხელის გვარი, სახელი, თა­ნა­მდე­ბობა, სამსახურის მიერ მინიჭებული სა­იდენ­ტი­ფი­კაციო ნომერი

 

6.

დამსწრე პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სა­ხელი, გვარი, თანამდებობა, პირადი ნომერი

 

 

7.

ინსპექტირების ტიპი

7.1.

გეგმური

 

 

7.2.

არაგეგმური (მიუთითეთ ნიმუშის ლაბორა­ტორი­უ­ლი დასკვნა და მოსამართლის ბრძანების ნომერი)

 

 

8.

მოთხოვნები სურ­სა­თის/­ცხო­ველის საკვების სა­წარ­მოებლად გან­კუთ­ვ­ნი­ლი შენობის მიმართ

კი

არა

შენიშვნა (უარ­­ყოფითი შე­­დეგის შემ­თხვე­ვაში – შე­­საბამისი და­­საბუთება)

რეკომენდაციები

8.1.

შენობა არის იმგვარად მოწ­ყობილი, რომ იძლევა და­სუფთავების

შე­საძლებლობას

 

 

 

 

8.2.

ხდება თუ არა შენობაში ჭუჭ­ყის დაგროვება

 

 

 

 

8.3.

შენობა დაცულია დამაბინძურებლებისაგან (მათ შორის, მავ­ნებ­ლე­ბი­სა­გან)

 

 

 

 

8.4.

უზრუნველყოფილია სურსათის/ცხოველის საკ­ვების სათანადო ტემ­პე­რატურით და­მუ­შა­ვე­ბი­სა და შენახვის პი­რობ­­ბი

 

 

 

 

8.5.

საწარმოებლად გან­კუთ­ვ­ნილ შენობაში ტუ­ა­ლე­ტის არსებობის შემ­თხვე­ვა­ში ხდება თუ არა მისი და­სუფთავება

 

 

 

 

8.6.

შენობა აღჭურვილია სა­თა­ნადო ბუნებრივი ან მე­ქანიკური ვენ­ტი­ლა­ცი­ის საშუალებებით

 

 

 

 

8.7.

შე­ნობა აღჭურვილია ად­ეკ­ვატური ბუნებრივი და/ან ხელოვნური გა­ნა­თე­ბით

 

 

 

 

 

9.

მოთხოვნები წყალმომარაგებისა და კანალიზაციისადმი

არა

შენიშვნა (უარ­ყო­ფითი შე­დე­გის შემთხვევაში – შე­საბამისი და­სა­­­ბუთება)

რეკომენდაციები

9.1.

სურსათის/ცხოველის საკ­ვე­ბის საწარმოებლად გა­მო­ყენებულია თუ არა ის­­თი ხარისხის სასმელი წყა­ლი (სურ­სა­თის/­ცხო­ვე­ლის საკვების მწარ­მო­ებ­ე­ლი საწარ­მოს/­დის­ტრი­ბუ­ტო­რის გამარტივებულ წეს­ში განსაზღვრული გა­მო­ნაკლისების გარდა), რო­მელიც აკმაყოფილებს სა­ქართველოს კანონ­მდებ­ლო­ბით დადგენილ მოთ­ხოვ­ნებს

 

 

 

 

 

10.

მოთხოვნები სურსათის/­ცხო­ველის საკვების მი­მართ

კი

არა

შენიშვნა (უარ­ყო­ფითი შე­დე­გის შემთხვევაში – შესაბამისი და­­სა­ბუ­თება)

რეკომენდაციები

10.1.

წარმოებისათვის/გადამუ­­ვე­ბისათვის გამო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ნედლეული, ინ­გრე­დი­ენტი ან სხვა ნე­ბის­მი­ე­რი მასალა დაბინ­ძუ­რე­ბუ­ლია თუ არა:

 

 

 

 

ა.

მავნებლებით

 

 

 

 

ბ.

პათოგენური მი­კრო­ორ­გა­ნიზ­მებით

 

 

 

 

გ.

უცხო სხეულებით

 

 

 

 

10.2.

აწარმოებს თუ არა ბიზ­ნეს­ოპერატორი საჭირო ნედ­ლეულის, ინ­გრე­დი­ენ­ტის ან ნებისმიერი სხვა მა­სალის მიღებისას ჩა­ნა­წე­რებს ნედლეულის, ინ­გრე­დიენტის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მასალის მიმ­წო­დებ­ლის საი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მონაცემებისა და ჩა­ბა­რების თარიღის მი­თი­­­­ით

 

 

 

 

10.3.

სურსათის/ცხოველის საკ­ვე­ბის შენახვისას არ­ა­ერთ­გვა­როვანი პროდუქცია არის თუ არა გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი იმგვარად, რომ ცალ­კეულმა სურსათმა/­ცხო­ველის საკვებმა არ და­კარ­გოს მისთვის და­მა­ხა­სი­ათებელი ორგანო­ლეპ­ტი­კური თვისებები

 

 

 

 

 

11.

სურსათის/ცხოველის საკ­ვე­ბის შეფუთვისათვის სა­ჭირო მოთხოვნები

კი

არა

შენიშვნა (უარ­ყო­ფითი შე­დე­გის შემთხვევაში – შესაბამისი და­სა­­ბუ­თება)

რეკომენდაციები

11.1.

სურსათის/ცხოველის საკ­ვე­ბის შესაფუთი მასალა არის თუ არა ისეთ მდგო­მა­რეობაში, რომ სურ­სათ­თან/ცხოველის საკვებთან უშ­უალო შეხებისას არ მოხ­დეს პროდუქტის და­ბინ­ძურება

 

 

 

 

 

12.

მოთხოვნები ნარჩენების შეგ­როვებისა და გა­ტა­ნი­სას

კი

არა

შენიშვნა (უარ­ყო­ფითი შე­დე­გის შემ­თხვე­ვაში – შე­სა­ბა­მი­სი და­სა­­ბუთება)

რეკომენდაციები

12.1.

ხდება თუ არა სა­ჭი­რო­­ბის მი­ხედვით სურ­სა­თის/­ცხოველის საკვების წარ­მო­ების ნარჩენების გატანა იმ ოთახებიდან, რომ­ლე­ბ­შიც სურსათი/ცხოველის საკ­ვებია განთავსებული

 

 

 

 

 

13.

მოთხოვნები დასალაგებელი ინვენტარის მიმართ

 

კი

არა

შენიშვნა (უარ­ყო­ფითი შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში – შესა­ბა­მი­სი და­სა­ბუთება)

რეკომენდაციები

13.1.

დასალაგებელი ინ­ვენ­ტა­რი, სარეცხი ან სა­დე­ზინ­ფექ­ციო საშუალებები ინ­­ხება თუ არა ისეთ ად­გი­ლას, რომ შეხება არ ჰქონ­დეს სურსათთან/­ცხო­ვე­ლის საკვებთან და მის შე­სა­ფუთ მასალასთან

 

 

 

 

13.2.

სურ­სათის/ცხოველის საკ­ვების წარმოების პრო­ცეს­ში გამოყენებული სა­რეც­ხი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო საშუალებები არის თუ არა ტოქსიკური ად­­მი­ანისათვის და არის თუ არა საზიანო სურსათის/ცხო­ველის საკვებისათვის

 

 

 

 

 

14.

მოთხოვნები სურ­სა­თის/­­ცხოველის საკ­ვე­ბის ტრანსპორ­ტი­რე­ბი­სა­დმი

კი

არა

შენიშვნა (უარ­ყო­ფი­თი შედეგის შემ­თხვევაში – შე­საბამისი და­სა­ბუ­­თება)

რეკომენდაციები

14.1.

ხდება თუ არა გადა­სა­ზი­დი საშუალებები, ას­­ევე კონტეინერებითა და შესანახი ჭურჭლისურ­­სათის/ცხოველის სა­კვების დაბინძურება

 

 

 

 

 

15.  ინსპექტირების დროს სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასება

 

15.1.

სურსათის/ცხოველის საკ­ვების დასახელება

 

15.2.

სურსათის/ცხოველის საკ­ვების რაოდენობა

 

15.3.

სურსათის/ცხოველის საკ­ვების ორგა­ნო­ლეპ­ტი­კური მაჩვენებლები:

 

მიუთითეთ ის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კური მაჩვენებელი, რო­მე­ლიც დარღვეულია

შენიშვნა

ა.

ფერი

 

 

ბ.

სუნი

 

 

გ.

გემო

 

 

დ.

კონსისტენცია

 

 

ე.

ობით ღრმა და მნი­­ვნე­ლო­ვანი დაზიანება

 

 

ვ.

სხვა (დააკონკრეტეთ)

 

 

16.  ინსპექტირების დროს ნიმუშის აღება

 

16.1.

ნიმუშის აღების კონკრეტული საფუძველი (დააკონკრეტეთ და აღწერეთ საფუძველი):

 

ა.

ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი მოხელის მიერ სურსათის/ცხოველის საკ­ვების ორგანოლეპტი­კურ შეფასებას

დააკონკრეტეთ:

ბ.

ინსპექტირების გან­ხორ­ცი­ელების პროცესში გა­მოვ­ლენილმა დარღვევამ შე­საძლოა პირდაპირი საფ­რთხე შეუქმნას წარ­მო­ებული სურსათის/­ცხო­ველის საკვების უვ­ნებ­ლობას

დააკონკრეტეთ:

16.2.

აღებული ნიმუშის მონაცემები:

1.

სურსათის/ცხოველის საკ­ვების:

 

1.1.

დასახელება

 

1.2.

აღწერა

 

1.3.

შენახვის პირობები

 

1.4.

დამზადების თარიღი

 

1.5.

ვარგისიანობის ვადა

 

2.

ნიმუშის რაოდენობა (ცა­ლი/წონა)

 

2.1.

საცალო ფასი

 

3.

სურსათის/ცხოველის საკ­ვების თანმხლები დო­კუმენტი

 

4.

ნორმატიული დო­კუ­მენ­ტის დასახელება, რომ­ლის მიხედვითაც გან­ხორ­ციელდა ნიმუშის აღ­ება

 

5.

შენიშვნა

 

16.3.

ნიმუშის აღების დრო  (სთ./წთ.)

 

16.4.

ლაბორატორიის და­სა­ხე­ლება, რომელშიც გა­­გზავ­ნება ნიმუში

 

16.5.

მიუთითეთ, რამდენ ეგ­ზემ­პლარად არის აღ­­ბუ­ლი ნიმუში

 

17.

შემოწმების შედეგები: დაცულია თუ არა ჰი­გი­ე­ნის გამარტივებული წე­სით დადგენილი მოთ­ხოვნები

კი

არა

 

 

 

18.

შეუსაბამობის ტიპი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

 

18.1.

არაკრიტიკული შეუსაბამობა

 

 

18.2.

კრიტიკული შეუსაბამობა

 

18.3.

არაკრიტიკული შეუ­სა­ბა­მობის შემთხვევაში მი­­თითეთ რეკო­მენ­და­ცი­­ბის შესრულებისათვის სა­ჭირო გონივრული ვა­და

 

 

ინსპექტირების ჩატარების თა­რი­ღი (რიცხვი, თვე)

 

ინსპექტირების დაწყებისა და და­სრულების დრო (სთ./წთ.)

 

უფლებამოსილი მოხელის ხელ­მო­წერა

 

 

ბიზნეს­ოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

 

ვეთანხმები

არ ვეთანხმები (მიუთითეთ კონკრეტული საკითხები და პუნქტები)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სურსათის  უვნებლობის, ვეტერინარიისა  და  მცენარეთა დაცვის

ეროვნული  სამსახური

შესაბამისობის შეფასების აქტი № _____

(ივსება პირველადი წარმოების ობიექტების ინსპექტირებისას ჰიგიენის გამარტივებული მოთხოვნების შემოწმების მიზნით)

აქტი შედგენილია ორ ეგზემპლარად

 

1.

ბიზნესოპერატორის სრული სახელწოდება

 

2.

ბიზნესოპერატორის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები

 

3.

ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი

 

4.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანო (დასახელება,  მისამართი, ტელეფონი, ფაქსი)  

 

5.

უფლებამოსილი მოხელის გვარი, სახელი, თა­ნა­მდებობა, სამსახურის მიერ მინიჭებული სა­­დენ­ტიფიკაციო ნომერი

 

6.

დამსწრე პირების (ასეთის არსებობის შემ­თხვე­ვა­ში) სახელი, გვარი, თანამდებობა, პირადი ნო­მერი

 

 

7.

ინსპექტირების ტიპი

7.1.

გეგმური

 

 

7.2.

არაგეგმური (მიუთითეთ ნიმუშის ლა­ბო­რა­ტო­რი­ული დასკვნა და მოსამართლის ბრძანების ნო­მერი)

 

 

8.

მოთხოვნები წყლის მიმართ

კი

არა

შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება)

რეკომენდაციები

8.1.

სურსათის/ცხოველის საკ­ვე­ბის საწარმოებლად გა­მო­ყენებულია თუ არა ის­ე­თი ხარისხის სასმელი  წყა­ლი (სურ­სათის/­ცხო­ვე­ლის საკვების მწარ­მო­­ბე­ლი საწარმოს/­დისტრი­ბუ­ტო­რის გამარტივებულ  წეს­ში განსაზღვრული გა­მო­ნაკლისების გარდა), რო­მელიც აკმაყოფილებს სა­ქართველოს კანონ­მდებ­ლო­ბით დადგენილ მოთ­ხოვ­ნებს

 

 

 

 

 

9.

მოთხოვნები პირველადი წარმოების პროდუქტების მიმართ

 

კი

არა

შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება)

რეკომენდაციები

9.1.

ხდება თუ არა პირველადი წარ­მოების პროდუქტის დაბინძურება მა­ვნებ­ლე­ბი­სა­გან

 

 

 

 

9.2.

ხდება თუ არა პირველადი წარ­მოების პროდუქტის და­ბინძურება პირველადი წარ­მოების  ნარჩენებისა და სახიფათო ნივ­თი­ერ­ე­ბე­ბის შენახვა-გა­და­ზიდ­ვის დროს

 

 

 

 

9.3.

გამოიყენება თუ არა შემდეგი სახის საშ­უა­ლებ­ე­ბი საქართველოს კა­ნონ­მდებ­ლობის შესაბამისად:  

 

 

 

 

ა.

საკვებდანამატები

 

 

 

 

ბ.

ვეტერინარული და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სამედიცინო პრეპა­რა­ტები

 

 

 

 

გ.

მცენარეთა დაცვის საშუალებები

 

 

 

 

დ.

აგროქიმიკატები

 

 

 

 

ე.

ბიოციდები

 

 

 

 

10. ინსპექტირების დროს პირველადი წარმოების პროდუქტის  ორგანოლეპტიკური შეფასება

 

10.1.

პირველადი წარმოების პროდუქტის დასახელება

 

10.2.

პირველადი წარმოების პროდუქტის რაოდენობა

 

10.3.

პირველადი წარმოების პროდუქტის ორგა­ნო­ლეპ­ტი­კური მაჩვენებლები:

 

მიუთითეთ ის ორგა­ნო­ლეპტიკური მაჩ­ვე­ნე­ბელი, რომელიც დარ­ღვეულია

შენიშვნა

ა.

ფერი

 

 

ბ.

სუნი

 

 

გ.

გემო

 

 

დ.

კონსისტენცია

 

 

ე.

ობით ღრმა და მნიშ­ვნე­ლო­ვანი დაზიანება

 

 

ვ.

სხვა (დააკონკრეტეთ)

 

 

 11.   ინსპექტირების დროს ნიმუშის აღება

 

11.1.   ნიმუშის აღების კონკრეტული საფუძველი (დააკონკრეტეთ და აღწერეთ სა­ფუძ­ვე­ლი):

 

ა.

ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება უფლებამოსილი მოხელის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკურ შეფასებას

დააკონკრეტეთ:

ბ.

ინსპექტირების განხორციელების პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ შესაძლოა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას პირველადი წარმოების პროდუქტის  უვნებლობას

დააკონკრეტეთ:

11.2.     აღებული ნიმუშის მონაცემები:

1.

პირველადი წარმოების პროდუქტის:

 

1.1.

დასახელება

 

1.2.

აღწერა

 

1.3.

შენახვის პირობები

 

1.4.

დამზადების თარიღი

 

1.5.

ვარგისიანობის ვადა

 

2.

ნიმუშის რაოდენობა (ცალი/წონა)

 

2.1.

საცალო ფასი

 

3.

პირველადი წარმოების პროდუქტის თანმხლები დოკუმენტი 

 

4.

ნორმატიული დოკუმენტის დასახელება, რომლის მიხედ­ვი­თაც განხორციელდა ნიმუშის აღ­ე­ბა

 

5.

შენიშვნა

 

11.3.

ნიმუშის აღების დრო   (სთ./წთ.)

 

11.4.

ლაბორატორიის დასახელება, რომელშიც გაიგზავნება ნიმუში

 

11.5.

მიუთითეთ, რამდენ ეგზემპლარად არის აღებული ნიმუში

 

 

12.

შემოწმების შედეგები: დაცულია თუ არა ჰიგიენის გამარტივებული წესით დადგენილი მოთხოვნები

კი

არა

 

 

 

13.  შეუსაბამობის ტიპი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

 

13.1.

არაკრიტიკული შეუსაბამობა

 

 

13.2.

კრიტიკული შეუსაბამობა

 

 

13.3.

არაკრიტიკული შე­უ­სა­ბამობის შემ­თხვე­ვა­ში მიუთითეთ  რე­კო­მენ­დაციების შესრუ­ლე­ბისათვის საჭირო გონივრული ვადა

 

 

ინსპექტირების ჩატარების თარიღი (რიცხვი, თვე)

 

ინსპექტირების დაწყებისა და დასრულების დრო (სთ./წთ.)

 

უფლებამოსილი მოხელის ხელმოწერა

 

 

ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან  წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის  ხელმოწერა

ვეთანხმები

არ ვეთანხმები (მიუთითეთ კონკრეტული საკითხები და პუნქტები)